Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - გორბის - ანუ ოცნების პროპაგანდის ინსტრუმენტის ე.წ. კვლევა კიდევ ერთი დასტურია, რომ ოცნება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება


ნათია მეზვრიშვილი (პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე):

"გორბის - ანუ ოცნების პროპაგანდის ინსტრუმენტის ე.წ. კვლევა კიდევ ერთი დასტურია, რომ ოცნება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. ეს არის ოცნების საოცნებო შედეგები: უმრავლესობაში ოცნება (თავისი ოლიგარქით), მთავარ ოპოზიციურ პარტიად ნაცმოძრაობა (თავისი ოლიგარქით), შემდეგ პატარა პარტიები, რომელთაგან ბევრი ოცნებისთვის კომფორტულია ოპოზიციაში და რომლებთანაც ოცნება მარტივად შექმნის მართვად კოალიციას და პარტია „საქართველოსთვის“ - რომელიც ერთადერთი პარტიაა მზარდი რეიტინგით და რომელსაც ყველაზე დაბალი უარყოფითი რეიტინგი აქვს - არსად. ამით ადასტურებენ, ვისი ეშინიათ ყველაზე მეტად.
- რეალურად ოცნება იმდენად დაცლილია პოლიტიკური რესურსისგან, რომ მათივე მათემატიკით რომ ვიხელმძღვანელოთ - 30%-ზე მეტი მხარდაჭერა უკონკურენტოდ, უდიდესი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსით ჩატარებულ 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებში ვერ მოიპოვა. ქვეყანაში, სადაც 89% ევროკავშირში ინტეგრაციას უჭერს მხარს, 53%-იანი მხარდაჭერა ვერ ექნება ანტი-დასავლურ პარტიას, რომელსაც რუსეთი ყოველდღე აქებს და ასაჩუქრებს. მარტის აქციები ამის ნათელი დასტურია.
- ეს შესანიშნავად იციან ოცნებაში. ამიტომ, ერთადერთი რესურსი, რაც დარჩათ, არის არჩევნების გაყალბება.
- არჩევნების გასაყალბებლად:
- გააუქმეს და დაიქვემდებარეს ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი;
- ესხმიან თავს ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს;
- ესხმიან თავს USAID-ს, IRI-ს და NDI-ს (ვინც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აფინანსებს და თავად აკვირდება არჩევნებს);
- აირჩიეს სახალხო დამცველი (რომლის დამოუკიდებლობის მიმართ უამრავი კითხვაა);
- იქვემდებარებენ ცესკოს საკანონმდებლო დონეზე;
- ამზადებენ ნიადაგს გორბის მეშვეობით.
- კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა იყოს მთავარი ყურადღება გადატანილი არჩევნებზე.
- The so-called survey of the Ruling Party’s propaganda instrument Gorbi is another proof that GD is preparing to rig the elections. These are the dream results of the Ruling Party: GD in the majority (with its oligarch), UNM as the main opposition party (with its oligarch), then small parties, most of which are comfortable opposition for GD and with which GD will easily create a manageable coalition, and the political party For Georgia - which is the only party with increasing support and lowest negative rating - nowhere. This confirms who they fear the most.
In fact, GD’s political recourses are so low, that even according to their own mathematics, it could not win more than 30% of support in the April 29 by-elections and extraordinary elections conducted without competitors and with the greatest administrative and financial resources. In a country where 89% supports EU integration, 53% cannot support an anti-Western party that Russia praises and rewards every day. March rallies are a clear proof of this.
- To rig elections GD:
- abolished or subordinated all independent institutions;
- attacks national election monitoring organizations;
- attacks USAID, IRI and NDI (who provide funding for election monitoring organizations and monitor the elections themselves);
- elected Public Defender (whose independence is questioned);
- tries to subordinate Central Election Commission at legislative level;
- prepares grounds through Gorbi surveys.
- Another reason why the main focus should be on elections."

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...