პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავუდასტურე, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპული გეზის ერთგულია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, ასევე მიესალმა პრეზიდენტის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინ წაწევის საკითხში.
„ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ისტორიულია. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. რეფორმების კუთხით პროგრესი გადამწყვეტი რჩება“, – წერს შარლ მიშელი.
ერთი თვის წინ ევროპარლამენტში მივიღეთ რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოვითხოვეთ. ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი, ამიტომ ახლა ეს სხვა ევროპული ინსტიტუტების გასაკეთებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში პეტრას აუსტრევიჩუსს კითხვა დაუსვეს, მზად არის თუ არა ევროკავშირი, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს.
„ეს კითხვა შესაძლოა, დავუსვ
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამო
პარლამენტთან მიმდინარე „ალტ - ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა დააყენეს. ისინი ითხოვენ: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი", ასევე 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა".
რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე ვიღაც რაღაცას როცა იტყვის, დააკონკრეტოს, რა პირობებში უნდა ჩატარდეს და რომელი საარჩევნო სისტემით. კობა ნაყოფიას მიმართ სწორედ ეს კითხვა მექნებოდა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკური გამოეხმაურა 10 მარტს ჟურნალისტ მარკ ფეიგინთან კობა ნაყოფიას ინტერვიუს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს: „ ხელისუფლებას მოუწევს ბოლომდე უკან დახევა და საქართველოში აუცილებლად მოხდება ხელისუფლების ცვლილება. უნდა ჩატარდეს ვ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აქციის მონაწილე სტუდენტები სამინისტროში დაიბარეს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განათლების სისტემის და მასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირება და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია.
„საქართველოს განათლებისა და მე
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის საწვავის შესაძენად, 2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, ბიუჯეტიდან, 2 მილიონამდე ლარი გამოიყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, საპარლამენტო თანამდებობაზე მყოფი პარლამენტის წევრებისათვის ჯამში გამოყოფილია 51 ერთეული ავტომანქანა.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის განკუთვნილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის ბალანსზე რიცხუ
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის გზაზე პროგრესის მისაღწევად რეფორმების განხორციელება აუცილებელი.
„საქართველოში რეფორმები შეუცვლელია ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის. საფრანგეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს!“- წერს ელჩი „ტვიტერზე“.
როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები, არა მარტო „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ, ზოგადად, ასეთი დამოკიდებულებით პრემიერ-მინისტრი ვერასდროს გახდები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
როგორც მან განმარტა, ვიქტორ ყიფიანი უკვე კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ა
ვიქტორ ყიფიანს, რომელიც ერთ კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მას და მის ორგანიზაციას ბოლო პერიოდში პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ - ალბათ ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გასაგებია ყიფიანის აგრესიული რიტორიკა, რადგან მას კანონპროექტი ამოქმედების შემთხვევაში პირდაპირ შეეხებოდა და, როგორ ჩანს, დასამალი მასაც ბევრი აქვს.
„ვიცი, რომ ეს კაცი ბ
ტყუილია, თითქოს, EPP ევროპარლამენტში ე.წ რუსულ კანონს აინიცირებს, - ამი შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი ლაშა მარკოზაშვილი წერს.
მისი თქმით, ევროკავშირის დონეზე კანონმდებლობის ინიცირების უფლება თითქმის მთლიანად ევროკომისიას აქვს.
"როგორც საბჭოს, ასევე პარლამენტს აქვს არაპირდაპირი ინიციატივის უფლება, რადგან მათ შეუძლიათ სთხოვონ საკანონმდებლო წინადადების უფლება კომისიას, თუმცა ეს უკანასკნელი არ არის ვალდებული იმოქმედოს
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, რასაც ახლა ოცნება კობახიძის პირით ცდილობს, უკიდურესად სახიფათო რუსული სცენარია.
მისი თქმით, ამჯერად, ნაცებად და ქოცებად ყოფენ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს.
"სტუდენტების დაპირისპირება, ახალგაზრდების გახლეჩა, საბჭოთა პროპაგანდისტული მეთოდებით მათი დისკრედიტაცია, დემონიზება - უკიდურესად სახიფათო რუსული სცენარია. ნაცებად და ქოცებად ყოფენ ამჯერად სტუდენტებს, ახალგაზრდებს. ეს უკვე ნანახი გვაქვს უმძიმესი შედეგები
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომენტარს აკეთებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალურ გზაზე ერთ-ერთი მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლასთან დაკავშირებით.
როგორც უწყებაში ამბობენ, გზის მშენებლობისას, „გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყერულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება“.
როგორც დეპარტამენტში ამბობენ, ჩამოწმენდის სამუშაოების ჩატარების შემდეგ პროექტი დაგეგმილი სამუშაოები გაგრძელდება. „ანაზღაუ
გასული წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 13 მარტის ანგარიშის მონაცემებით დაიღუპა 8 231 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 13 734.
დაშავებულებს შორის 413 ბიჭი და 295 გოგოა, ასევე 271 ბავშვი რომელთა სქესის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა. დაიღუპა 3664 კაცი და 2173 ქალი. 260 ბიჭი და 203 გოგო. 31 ბავშვისა და 1900 ზრდასრულის სქესი ჯერ დაუზუსტებელია.
გაერო აცხადებს, რომ რეალური ციფრები გაცილებით დიდია, ვინაიდან ზოგი ადგილიდ
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, თამარა წულეისკირი, რომელიც „ოცნების“ დეპუტატის ლევან კობიაშვილის მეუღლეცაა წერს, რომ ყველამ დატოვოს მისი Facebook-მეგობრების სია, ვინც მის მეუღლეს მოღალატეს ეძახის.
დეპუტატი და ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი იმ 78 დეპუტატს შორისაა, რომელმაც რუსულ კანონონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა.
„ჩემი „friend-ების“ საყურადღებოდ (ამ სიტყვას გამიზნულად ვიყენებ, რადგან მისი უშუალო ქართული თარგმანი შინაარს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკაში ჩაერთო, რის ერთ-ერთი ფაქტორი ის არის, რომ რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, მასაც განსაზღვრავდა უცხოური გავლენის აგენტად.
ინფორმაცია იმაზე, რომ ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის, 13 მარტს გაავრცელეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა.
ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ საქმეებზე კომენტარს მედიასთან აქტიურად აკეთებდა. მათ შორის, 28 თ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.
ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ვრცელდება.
ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ასევე, შეხვედრის ვიდეომასალას სოციალურ ქსელში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ ადასტურებს მმართველ პარტიასა და მინისტრთა კაბინეტში შესაძლო საკადრო გადაადგილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საზოგადოებას ეცნობება.
„უმრავლესობაში, გუნდში ყველაფერი არის ძალიან კარგად. თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით, გუნდის ფარგლებში, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაგიზიარებთ. რაც შეეხება მთავრობას, ამასთან დაკავ
სამოქალაქო პლატფორმამ „ფოთელები საკუთარი უფლებებისათვის“ პეტიცია შეადგინა, სადაც ხელმომწერები მიმართავენ ფოთის მერიასა და საკრებულოს, ჩამოერთვას სოზარ სუბარს ფოთის საპატიო მოქალაქეობა.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი – ანტიევროპული, ანტიეროვნული და ანტიკონსტიტუციური კანონის მიღების ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერია. მოქალაქეთა მრავალდღიანი პროტესტისა და თავგანწიირული წინააღმდეგობის გარეშე, კანონი სახელმწიფოს მომავალსა და მის არჩეულ კურსს შეუქცევადად დააზია
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პრემიერის ინტერვიუ ნათელი დასტურია, რომ ხელისუფლებამ ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები მოატყუა.
მისი თქმით, ეს კარგად გამოჩნდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსული კანონპროექტების „წინააღმდეგ“ ხმა არ მისცა და გააგრძელა აქტიური პროპაგანდა იდეის მხარდასაჭერად.
"ფაქტია, ოცნება რუსეთთან სინქრონში მოქმედებს. მომხდარზე პასუხისმგებლობის სათანადოდ გააზრების ნაცვლად, დაიწყო რევანში, მუქარა და საზოგ
გუშინ გამოჩნდა ერთი რამ. დამალული ივანიშვილი მზად არის თავისი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საზოგადოება დააპირისპიროს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს.
მისი თქმით, მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება ამ ქვეყანაში ყოველთვის რუსული სცენარი იყო და იქნება, რაც ჩვენმა ქვეყანამ 90-იან წლებში უკვე გამოიარა.
"ახალგაზრდების დემონიზება, მოქალაქეებისთვის იარლიყების მიკერება და საზოგადოების გახლეჩა
როდესაც ჩვენ რეაგირება გვქონდა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონზე საქართველოში, ამას მარტივი მიზეზი ჰქონდა,
რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ინტერესი აჩვენა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რატომ ჰქონდა ევროგაერთიანებას საქართველოში ინიცირებულ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე რეაგირება და რატომ არ აქვს მსგავსი რეაგირება ისრაელში ინიცირებულ სას
რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი ვლადიმირ სოლოვიოვი თავის ტელეგრამის არხზე აზიარებს ტელეგრამის რუსული FRONTовые Zаметки-ს ტექსტს - „საქართველოს პრემიერი კაცია, მას კვერცხები აქვს“.
FRONTовые Zаметки საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ციტირებს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემული ინტერვიუდან და წერს, რომ „საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა [უკრაინის პრეზიდენტს] ვლადიმირ ზელენსკის თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამო უსაყვედურა“.
ტელეგრამის არხ
ვიღაც-ვიღაცებს თავის დროზე რომ გადაედგათ ნაბიჯები 12 პუნქტის შესრულებისთვის, გაცილებით წინ ვიქნებოდით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის თქმით, დღეს რომ ვიღაც ცდილობს, რაღაც დაიბრალოს, ეს არასწორია.
„ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებზე კრიტიკული საუბარი არ მიყვარს, მაგრამ 12 რეკომენდაციის შესრულებაში პირველი დღიდან ვიყავით ჩართული. ვიღაც-ვიღაცებს დღეს გაახსენდათ, რომ რეკომენდაცების შესრულებაა ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ ეს თავის
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, მან საქართველოში ნიდერლანდების ელჩს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, საქართველოს მხარდაჭერა სთხოვა.
როგორც გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში აღნიშნა, დემოკრატიის გზაზე საქართველოს დაბრუნებისთვის ეს ერთადერთი გზაა.
„დღეს შევხვდი საქართველოში ნიდერლანდების ელჩს და ვთხოვე ნიდერლანდების მთავრობის მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, ევროინტეგრაციაზე ხელ