Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.344
  • comments
    0
  • views
    705.350

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩის თეატრი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს გმობს

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩის თეატრი აპროტესტებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის სამეფო უბნის თეატრის მსახიობებს მხარდაჭერას უცხადებს. „საქართველოში გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართველებს, მათ შორის ჩვენს მეგობრებს სამეფო უბნის თეატრიდან. კანონპროექტმა შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს იზოლირება საერთაშორისო ასპარეზზე და შეფ

ჯაბა სამუშია: თსუ-ს არჩევანი ევროპაა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმაურება „უცხოეთის გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის გამო სტუდენტების პროტესტს. სამუშია აცხადებს, რომ კანონპროექტის საკითხზე უახლოეს დღეებში ფიქრობს სტუდენტებთან შეხვედრას. „თსუ-ს არჩევანი ევროპაა. როგორც თსუ-ს რექტორს მიმაჩნია, რომ დაუშვებელია სტუდენტების გულწრფელი პროტესტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩემთვის, იმავდროულად, მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის უსაფრთ

ვიოლა ფონ კრამონი - ჩვენ ვდგავართ მამაცი ხალხის გვერდით, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, დგანან ხალხის გვერდით, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის. „საქართველოს მთავრობამ უღალატა საქართველოს. უღალატა მის კონსტიტუციას, მის ევროპულ მომავალს, ხალხს. ჩვენ ვდგავართ მამაცი ხალხის გვერდით, ვინც იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის და არ სურს, იყოს „რუსული სამყაროს“ წევრი. არა რუსულ კანონს“, – წერს ვიოლა

კახა კინწურაშვილმა „იმედი“ დატოვა - „ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი“

ტელეწამყვანმა და მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა – ინფორმაციას გამოცემა „მედიაჩეკერი“ ავრცლებს. კახა კინწურაშვილი, 10 წელზე მეტია, არხის ერთ-ერთი სახეა და „დილის შოუ“ და „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მიჰყავდა. პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. მოქალაქეები პარლამენტთან პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ. მოგვიანებით სპეცრ

„არა ტოტალურ კონტროლს, არა რუსულ კანონს!" - ქალების საპროტესტო მარში თბილისში

დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს თბილისში ქალების მარში გაიმართა. ქალები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე გაემართნენ. „არა ტოტალურ კონტროლს, არა რუსულ კანონს!” – ამ შეძახილებით ისინი წელს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ. ქალები ამბობენ, რომ დღეს მათი უფლებები საფრთხეშია. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ქალების მარში დღეს იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც. პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს და

„გაიწვიეთ კანონპროექტი“ - ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო. ამის შესახებ ცენტრი განცხადებას ავრცელებს. ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი და უარი თქვას მის შემდგომ განხილვაზე, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და კონსტიტუციურად დადასტურებულ ევროატლანტიკურ კურსს. პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს დაუგეგ

უკრაინის საგარეო უწყება - ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არსებული ვერსიით არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს

ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ კანონპროექტი არსებული ვერსიით არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადების თანახმად, საქართველომ თანმიმდევრულად უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ ვითარებას. როგორც სახელმწიფომ, რომელიც ისწრაფვის,

კლიჩკო კალაძეს: მნიშვნელოვანია იყო ხალხთან და მოუსმინო მათ

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მიმართავს თბილისის მერ კახა კალაძეს და მას ურჩევს, რომ ხალხს მოუსმინოს. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა კლიჩკოს უთხრა, რომ კახა კალაძე მხარს უჭერს რუსულ კანონს, რომლის გამოც თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა. „მე არ ვარ მისი მწვრთნელი. მე ვეტყვი მას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იყო ხალხთან. ძალიან მნიშვნელოვანია მოუსმინო ადამიანებს. ხალხთან ერთად ყოფნა არის ჩემი რჩევა და გამოსავლის მოძებნაა მნიშვნელოვანი. იმედია, მშვიდობიანი გამოსავალი

შეწყვიტეთ ძალადობა და დაიცავით დემოკრატიის სტანდარტები - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი "ოცნებას"

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ტვიტერზე წერს.     

ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი მეგობრები რუსული კანონის წინააღმდეგ

ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი მეგობრები “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტზე კრიტიკულ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მოქალაქეთა ნებასა და ადამიანის უფლებებს. “ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი ახლო მეგობრები შეშფოთებულნი არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან “უცხოური გავლენის შესახებ” კანონის მიღებას”, — წერია განცხადებაში. ხელმომწერთა სიტყვებით,

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ევროპის მნიშვნელობაზე სტატუსი წაშალა

საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილმა პირად ფეისბუკგვერდზე 7 მარტს, რუსული კანონის გარშემო აგორებული პროტესტის ფონზე გამოქვეყნებული ევროპის მხარდამჭერი პოსტი წაშალა. გოჩა ჯავახიშვილი წერდა: საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებე

ქართველი სპორტსმენები რუსული კანონის წინააღმდეგ

ქართველი სპორტსემენების ნაწილი საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს ეხმაურება. მათ შორის, ვინც აღნიშნულზე საკუთარი პოზიცია გამოცხატა არიან შოთა არველაძე, ხვიჩა კვარცხელია, გიორგი მამარდაშვილი, ჯაბა კანკავა გიგა ჭიკაძე და არაერთი სხვა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე ზურაბ ხიზანიშვილი:

მიშელი: ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით

გუშინ, 7-8 მარტს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოხატავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ტვიტერზე ის წერს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროკავშირის გზას არ შეესაბამება. "ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. "უცხოური გავლენის" კანონპროექტის მიღება ევროკავშირის გზასთან შეუსაბამოა, რაც საქარველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია. კანონის უზენ

პარლამენტი "ხალხის ძალის" "ამერიკული კანონის" ვერსიას აღარ განიხილავს

საქართველოს პარლამენტი აღარ განიხილავს "ხალხის ძალის" კანონპროექტის ე.წ. ამერიკულ ვერსიას, რომელსაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" ჰქვია. ეს გაირკვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილით, რომლითაც ის ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორს მიმართავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს პარლამენტის პრესსამსახურშიც. "საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, მიიღოს ახალი რეგულაციები არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, რომლ

ბერდია სიჭინავა - ივანიშვილის მთავარმა თოჯინამ - კობახიძემ გვამცნო, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები და ისტორიის არასწორ მხარეს დგანან: საერთაშორისო პარტნიორები - აშშ, ევროკავშირი... ჩვენი სამშობლოს ღირსებას კი, "ხალხის ძალა" იცავს

პარტია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს: "ივანიშვილის მთავარმა თოჯინამ - კობახიძემ, ნაზი, აკანკალებული ხმით, “ჩვეული სიმტკიცით” გვამცნო, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები და ისტორიის არასწორ მხარეს დგანან: - მოქალაქეები; - სპორტსმენები; - ხელოვანები; - საზოგადო მოღვაწეები; - მეცნიერები; - პედაგოგები; - სტუდენტები; - მოსწავლეები; - სამოქალაქო საზოგადოება; - საუნივერსიტეტო საზოგა

გრიგორი კარასინი: „დააშოშმინეთ ბორელი!"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ირონიული კომენტარით გამოეხმაურა რუსი სენატორის, გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის შესახებ. კარასინის თქმით, ევროპელ დიპლომატს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი არ უნდა გაეკეთებინა. „დააშოშმინეთ ბორელი, გეთაყვა! კვლავ ეჩრება თავისი ჭკუის სწავლებებით. ამჯერად ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე. ეს უკვე სცდება წესიერების საზღვრ

"ბორელმა განაცხადა, რომ კანონი, რომელმაც პროტესტი გამოიწვია თბილისში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს...ახლა გასაგებია, რატომ არაა აშშ ევროკავშირში" - მარია ზახაროვა

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს-სპი­კე­რი, მა­რია ზა­ხა­რო­ვა ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის, ჯო­ზეფ ბო­რე­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხე­ბა. ზა­ხა­რო­ვას თქმით, ახლა გა­სა­გე­ბია, რა­ტომ არაა აშშ ამ დრომ­დე ევ­რო­კავ­შირ­ში. "ბო­რელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ნო­ნი "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“, რო­მელ­მაც პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია თბი­ლის­ში, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ღი­რე­ბ

''გუშინდელი ღამის შემდეგ რთულია გადაცემის დაწყება... ჩემთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილები იზრდებოდნენ ევროპულ ღირებულებებზე" - ნიკოლოზ წულუკიძე

თე­ატრთმცოდ­ნე ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძე, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა "იმე­დის დღის" წამ­ყვა­ნია, ამ­ბობს, რომ მის­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­ზარ­დოს. დღე­ვან­დე­ლი ეთე­რის და­წყე­ბამ­დე მან აღ­ნიშ­ნა, რომ გუ­შინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა უჭირს. "გუ­შინ­დე­ლი ღა­მის შემ­დეგ რთუ­ლია გა­და­ცე­მის და­წყე­ბა... ჩემ­თვის არ­სე­ბი­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი იზ­რდე­ბოდ­ნენ ევ­რო­პულ ტრა­დი­ცი

"გამძლეობა ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს" - ევროპარლამენტარი

ფრანგი ევროპარლამენტარი, ვალერია ჰეიერი Twitter-ზე გუშინ თბილისში პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და გამძლეობას უსურვებს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს.   ტვ პირველი

რუსეთის გუბერნია არ ვიქნებით! - სტუდენტები აქციაზე მისასვლელად ემზადებიან

აქციის დაწყებამდე ორი საათი რჩება.  რუსული კანონს  ხალხი ისევ პარლამენტთან გააპროტესტებს, პროტესტის ავანგარდში კი სტუდენტები დგებიან. დარბეული ღამის შემდეგ ახალაგზრდები უხსნიან ხელისუფლებას, რომ  ეს არცერთი რომელიმე პარტიის აქცია იყო. მათი თქმით,  გუშინ თბილისისს ცენტრალურრ გამზირზე იდგნენ გაბრაზებული ადამიანები, მოქალაქეეები, რომლებსაც საერთო იდეა აერთაინდებდათ. შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის საწინააღნმდეგო აქცია პარლამენტთან დღეს 15:00 საათზეა დაანონსებული.   ტვ პირველი

“მოსკოვი გვაიძულებს” – აფხაზეთში აგენტებზე კანონს ეწინააღმდეგებიან

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი როგორ ეწინააღმდეგება აფხაზური საზოგადოება რუსული რეპრესიული კანონების მიღებას? აფხაზეთში კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ მრავალი წელია განიხილება, თუმცა, საკითხი განხილვას ვერ გაცდა. კანონპროექტი ჯერ არ არსებობს და პარლამენტს მისი განხილვის პერსპექტივაზე არ უსაუბრია ჯერ. უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის შექმნის ინიციატივა ოფიციალურად აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის საერთო სოციალური და ეკ

ოკუპირებულ ცხინვალში ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 8 მარტს დილიდან, ე.წ საზღვარზე კონტოლი გააძლიერეს. საოკუპაციო გამყოფ ხაზს რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად დე ფაქტო კაგებეს ე.წ სასაზღვრო სამსახური იცავს. "8 მარტს დილით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა გამართა", - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ აღნიშნა, უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უ

EU: ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიზანს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ეს ძალიან ცუდი მოვლენაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის. კანონი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, რაც უარყოფით შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებლობს მათი საქმიანობით

ირაკლი კობახიძე - „ხალხის ძალის“ პროექტის კანდიდატის საკითხთან დაკავშირება არის წმინდა წყლის სპეკულაცია, ფაქტებით დასტურდება ეს ყველაფერი

დამიჯერეთ, ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისათვის, ამას აქვს თავისი მიზეზი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება, რომ ყველაფერი გახდება გამჭვირვალე. „გეტყვით, რა არის ცუდი განვითარება. ცუდი განვითარება არის ბაკურიანის შეკრების დაფინანსება, „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტების დაფინანსება, ამ ძალების მხარდაჭერა არის ცუდი განვითარება. ამ

რა აქციები იგეგმება დღეს, 8 მარტს

დღეს 8 მარტს თბილისში ორი საპროტესტო აქცია იგეგმება რუსული კანონის წინააღმდეგ. 15:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანიდან გაიმართება ქალთა მარში – ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ! 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილია საპროტესტო აქცია – არა რუსულ კანონს – გამოდი ღირსების დასაცავად! საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.მს
×
×
  • შექმენი...