დღეს 8 მარტს თბილისში ორი საპროტესტო აქცია იგეგმება რუსული კანონის წინააღმდეგ.
15:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანიდან გაიმართება ქალთა მარში – ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ!
19:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილია საპროტესტო აქცია – არა რუსულ კანონს – გამოდი ღირსების დასაცავად!
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.მს
ფერმერი, ბიზნესმენი ბექა გონაშვილი ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო და ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე შვილებთან ერთად გავა.
ბექა გონაშვილი, რომელსაც 3 შვილი ჰყავს, ოჯახთან ერთად ფლობს შპს „აგროქიზიყსა“ და „წერტის“ მაღაზიათა ქსელს.
ბექა გონაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ მისთვის გაუგებარია, პარლამენტმა 7 მაისს დაჩქარებულად რატომ მიიღოს სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით მაშინ, როცა არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვას 2-3 წელს მაინც ანდო
ევროკავშირის და ნატოს წევრი ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივების მიმართ.
ედგარს რინკევიჩსის, ურმას რეინსალუს და გაბრიელიუს ლანდსბერგისის ერთობლივი განცხადება დღეს, 8 მარტს გამოქვეყნდა.
ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, მთელი პასუხისმგებლობით
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ, - ამის შესახებ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
ბალტიისპირეთის ქვეყნების პირველი დიპლომატები აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტებს შესახებ
საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გმობს კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აფერხებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებს.
როგორც „საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ამავდროულად ეს კანონპროექტები საფრთხეს უქმნის ევროკავშირის წევრობ
შსს-ს ცნობით, 7 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.
„აღნიშნ
“საქართველოს მომავალი ევროპაშია” – წერს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საკუთარ ვერიფიცირებულ ფეისბუქ გვერდზე.
საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” ფეხბურთელი ასე ეხმაურება რუსულ კანონპროექტებს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ.
დღეს, 7 მარტს, საქართველოს პარლამენტის პლენარულმა სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საქართველოს მოქა
სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტი რუსა შელია პირად ფეისბუკგვერდზე აკრიტიკებს ხელისუფლებას რუსული კანონპროექტის მიღების გამო და 7 მარტის აქციაზე დაშავებულთა ფოტოებსაც აქვეყნებს.
„არამხოლოდ დასავლეთს გვაშორებს ეს კანონი და ისევ უვადო იზოლაციაში გვაბრუნებს, ის შეიძლება გახდეს უმძიმესი სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზიც. იგრძენით ეს პასუხისმგებლობა მათ, ვინც პოლიტიკოსობა მხოლოდ მწვანე ღილაკზე თითის მიჭერა გგონიათ,“ — წერს რუსა შელია.
საქართველოს პარლამ
მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე - მე თქვენს გევრდით ვარ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-დან პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტების მიღებას აპროტესტებენ.
როგორც პრეზიდენტის განმარტავს, ევროპული მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობას.
„მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი. მე აქ ვდგავარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების
ქართველ ხალხს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ბოლო საათების განმავლობაში ახლოდან ვაკვირდებოდით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. თბილისიდან მომავალი ცნობები გავიგეთ, რომ დემონსტრანტებს, რომლებიც ამ ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი და ჩახშობის სხვა საშუალებები დაუპირისპირეს.
ჩვენი მესიჯი საქართველოს ხალხისადმი, საქართველოს ხელისუფლებისადმი დ
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები აგენტის შესახებ რუსულ კანონს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ისინი უკიდურესად შეშფოთებულნი არიან კანონის მიღების გამო. მათი თქმით, კანონის მიღებითა და ყველა შემდეგი ნაბიჯით საქართველოს დააშორებს ევროკავშირში გაწევრებას.
საქართველოს ქალ მოჭადრაკე ნაკრების წევრები:
ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია
პუბლიკა
საქართველოს ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის:
"ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული გეოგრაფიული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია, არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავ
არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება - დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია არ არის, ვახტანგ გომელაურია, რომელიც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დღესაც იდგება , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოები პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედებენ.
„მთავარია, რომ სამართალდამცავი ორგანოები პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედებენ და
საქართველოს პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის მისვლას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა.
პროტესტის მონაწილეები ლევან იოსელიანს ეძახდნენ „მონას“. ასევე აქციის მონაწილეებმა მისი მიმართულებით ისროლეს კვერცხი, რომელიც მას თავში მოხვდა. იოსელიანი ადგილიდან სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გაიყვანეს. ის ტერიტორიას პოლიციის თანხლებით ტოვებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აუქმებს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და მოსახლეობისთვის მიმართვას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება აშშ-ში. პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას“, -აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, შეკრებაში მონაწილეებს კი მიმართავს, არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს.
„შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
მხოლოდ იმ შე
სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლა დაიწყო.
სპეცრაზმელები წყლის ჭავლს უშვებენ პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მანამდე მათ აქციის მონაწილეების მისამართით გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც.
პროცესის პარალელურად სამართალდამცველები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.
„მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წ
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არიან დაშავებულები.
პროტესტის მონაწილეები, ძირითადად ცრემლსადენის გაზის გაშვების შედეგად დაშავდნენ.
მათ ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადები უწევენ დახმარებას.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ამ დროისთვის აქციიდან საავადმყოფოში არც ერთი აქციის მონაწილე არ გადაუყვანიათ.
სამსახური ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენ ადამიანს გაეწია ადგილზე დახმარება, მოგვიანებით გაავრცელებს.
იპნ
საქართველოს პარლამენტმა ხმაურის ფონზე პირველი მოსმენით რუსულ კანონს მხარი დაუჭირა.
იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც კანონპროექტს მხარი დაუჭირეს არიან:
გიორგი ამილახვარი;
გია ბენაშვილი;
ირაკლი ბერაია;
ირაკლი (დაჩი) ბერაია;
რამინა ბერაძე;
მაია ბითაძე;
ანზორ ბოლქვაძე;
ელისო ბოლქვაძე;
მაკა ბოჭორიშვილი;
ბექა დავითულიანი;
ალექსანდრე დალაქიშვილი;
ზაურ დარგალი;
ისკო დასენი;
ზაალ დუგლაძე;
გოჩა ენუ
სამართალდამცველები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად“, - მოუწოდებენ მოქალაქეებს.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აქციაზე კვლავ ხმაური და დაძაბული ვითარებაა.
სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის იმ შესასვლელის მოქალაქეებისგან გათავისუფლებას ცდილობს, საიდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ პროტესტმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რაც უწყების თქმით, გამოიხატებოდა იმაში, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირებირების მცდელობას და „სამინისტროს მოსამსახურეებზე ძალადობის ფაქტებს“:
„თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი
პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ, სპეცრაზმია მობილიზებული, რომელიც მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ საშუალებას იყენებს.
სამართალდამცველებს მობილიზებული ჰყავთ სპეცტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.კანონპროექტის საარგებლოდ ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.
პროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
რაც შეეხება ე.წ. აგენტების შესახებ მეორე კანონპროექტს - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, ის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ, შესაბამისად, მისი კენჭისყრა ვერ შედგა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალ
დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან.
„ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორ
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს არ მიიღონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირალობის შესახებ“.
განცხადებაში, რომელსაც 100-ზე მეტი ექიმი აწერს ხელს, ვკითხულობთ, რომ „აგენტების“ შესახებ კანონის მიღება შეაჩერებს საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებს პროცესს, მოაქცევს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ იზოლაციაში, ჩაახშობს თავისუფალი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების ხმას:
„ჩვენ, როგორც