Jump to content
Planeta.Ge

მოკავშირეებმა კონტრშეტევისთვის უკრაინას 575 ტანკი და 28 თვითმფრინავი გადასცეს-პოლონეთის წარმომადგენლობა ევროკავშირში


მოკავშირეებმა კონტრშეტევისთვის უკრაინას 575 ტანკი და 28 თვითმფრინავი გადასცეს, - იტყობინება ტვიტერით ევროკავშირში პოლონეთის წარმომადგენლობის ოფისი .


პოლონეთის მისიის თანახმად, 575 ტანკიდან 325 უკრაინულ მხარეს პოლონეთმა გადასცა. ამავე დროს, ნიდერლანდებმა უკრაინას 85 ტანკი გადასცა, გერმანიამ – 80, აშშ – 76.

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემული 28 თვითმფრინავიდან პოლონეის ანგარიშზე მოდის 14 თვითმფრინავი. საუბარია Mig-29 კლასის გამანადგურებლებზე.

დღესვე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ უკრაინას გადასცეს რამდენიმე შორ რადიუსზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow, რომელთა დიაპაზონი 250 კილომეტრს აღემატება.

კიევი პირველად იღებს ამ დიაპაზონის რაკეტებს. მანამდე, უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის მიუხედავად, დასავლეთის ქვეყნები კიევს აწვდიდნენ იარაღს, რომელსაც 80 კილომეტრამდე მანძილზე შეეძლო სამიზნეებზე იერიშის განხორციელება.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...