საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის მეტად შემცირების რესურსი არსებობს და „ევრო რეგულარის“ ღირებულება 2 ლარს მიუახლოვდება.
როგორც ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ტაბლოებზე მოცემული საწვავის ფასი არ ემთხვევა მყიდველის მიერ რეალურად გადახდილ თანხას, რადგან კომპანიები ფასდაკლებებს, როგორც ინდივიდუალურ მარკეტინგულ ინსტრუმენტს, ისე იყენებენ.
„ბენზინის ფასები ჩვენი პროგნოზის შესაბამის
საქართველოში უკრაინის საელჩო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ხელმძღვანელობის ბოლო დროინდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა.
უკრაინის საელჩო კატეგორიულად უარყოფს “ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის ხელმძღვანელობამ უკრაინის მიმართ რიგი არამეგობრული განცხადება გააკეთეს.
თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდნენ რა
ვიქტორ ყიფიანი უკვე გარკვეული პერიოდია აღარ თანამშრომლობს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ყიფიანის კრიტიკას.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილსა და ადვოკატ ვიქტორ ყიფიანს შორის თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია წინა კვირას გავრცელდა.
„ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რატომ არ თან
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია.
კერძოდ, საია დისკრიმინაციულად მიიჩნევს თავდაცვის კოდექსის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, განურჩევლად ყველა სასულიერო პირს სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლება აღარ ექნება და ამას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ჩაანაცვლებს.
თუმცასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს კვლავ უნარჩუნდებათ სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა, რად
მმართველი უმრავლესობა კლასიკური, ანტიკვარული და საკოლექციო მანქანების პოპულარიზაციის მიზნით, სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი წარედგინება, რომლის ინიციატორები არიან: - პარლამენტის ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე და გია ვოლსკი, ასევე პარლამენტის წევრები - ბექა დავითულიანი და დავით კაჭარავა. კანონის პროექტის თანახმად, კლასიკური ავტომობილის წლოვანება 40 წელიწადს უნდა ა
გამორიცხული არაფერია. იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ, თითქოს არცერთ პარტიას არ განეკუთვნებოდნენ, თუმცა მათი წარსული დეტალურად ვიცით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო - მათი ამოცანა იყო ქაოსი, არეულობა, შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ“.
კახა კალაძის თქმ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება.
კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
დედაქალაქის მერის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და საზოგადოების დეზინფორმირებას ისახავს მიზნად.
„უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია „ქართული ოცნება“, ეს მათი უფლებაა, არან
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შაკიკის სამკურნალოდ Pfizer-ის მიერ წარმოებული სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი დაამტკიცა. ამის შესახებ ფარმაცევტული გიგანტი იუწყება.
Pfizer-ის განცხადებით, პრეპარატი ბაზარზე Zavzpret-ის სახელით გავა და აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება.
„FDA-ს მიერ Zavzpret-ის დამტკიცება მნიშვნელოვანი მიღწევაა შაკიკის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც ტკივილისგან გათავისუფლება სურთ და ორალურ პრეპარატებს ალტერნატიულ ვარიანტებს არჩევენ“, —
საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე 2023 წლის 7-9 მარტს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები უწყვეტ რეჟიმში აქტიურად ადევნებდნენ თვალს საქართველოს პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტების გაპროტესტების მიზნით 7-9 მარტს გამართული აქციების მიმდინარეობას. ასევე, ამ დღეებში სახალხო დამცველი და აპარატის თანამშრომლები ახორციელებდნენ ვიზიტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ავტორი:ანუკა ჯოხაძე
თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი უძრავი ქონების პროექტის განხორციელება იგეგმება. ტრანსპორტისა და ურბანულ სააგენტოს, “ქართუ ჯგუფში” შემავალმა კომპანია “კოსტავას 69”-მა პროექტი გასული წლის 31 დეკემბერს წარუდგინა, რომლითაც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობას გულისხმობდა. ამონაწერის მიხედვით, "კოსტავას 69" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" შვილობილია.
პროექტს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზ
დღეს თუ ვინმე „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება, ეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ვანო მერაბიშვილია, მათი განცხადებები „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის თქმით, ამას რატომ, რა მიზნით და რა მიზეზის გამო აკეთებენ, ეს ყველაფერი გამოჩნდება.
„ვანო მერაბიშვილმა დასავლეთ საქართველოში შეხვედრისას თქვა, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან დალაგებული ვართო. დღეს თუ ვინმე „ქართულ ოცნებას“
ოსკარის რიგით 95-ე დაჯილდოება ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართა. ღონისძიების წამყვანი ჯიმი კიმელი იყო.
წლევანდელ დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი, 7 ჯილდოს, მათ შორის წლის საუკეთესო ფილმის, რეჟისურის და სცენარის, მფლობელი დენიელ ქუანისა და დენიელ შაინერტის „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ გახდა.
მიშელ იეომ, ამ ფილმის ვარსკვლავმა მოიგო საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო და გახდა პირველი აზიელი მსახიობი და მალაიზიაში დაბადებული პირველი შემსრულებელი, რომელმაც ამ კატეგორიაში ოსკარი მიიღო.
საუ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კვირას განაცხადა, რომ დადგენილია იმ უკრაინელი სამხედროს ვინაობა, რომლის სავარაუდო დახვრეტის ამსახველი კადრებიც მარტში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ ის წარმოთქვამს სიტყვებს „დიდება უკრაინას!“, რის შემდეგაც ავტომატის ჯერს ესვრიან.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კაცი ჩერნიგოვის რაიონის ტერიტორიული თავდაცვის 119-ე ცალკეული ბრიგადის 163-ე ბატალიონის სნაიპერი ალექსანდრ მაციევსკი იყო. „გმირის მონაცემების საბოლოოდ დადასტურება შესაძლებელი გახდა კომპლექსური ს
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს ეხმაურება 100 ევროპარლამენტარის "კორუფციულ სკანდალში" გახვევაზე.
"საკმაოდ საინტერესოა, რომ ევროპარლამენტარების უმრავლესობა სოციალისტების ჯგუფიდან არის, რაც "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიაა. სად იპოვა ღარიბაშვილმა რიცხვი 100? ეს ჩემთვის ახალია. მას ჩვენზე უკეთ სცოდნია. წყარო მაინტერესებს, თუ შეიძლება", - წერს კრამონი ტვიტერის გვერდზე.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპ
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერქემოკლიძე, სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს ვრცელი პოსტით ეხმაურება, რომელსაც PLANETA.GE უცვლელად გთავაზობთ:
"
112 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში და დამაგრდა.
მილიარდ დოლარზე მეტი “ქეში” შემოიტანეს. საქართველოსნაირი მცირე ეკონომიკისთვის ეს დიდი ფულია…
პრემიერმა ღარიბაშვილმა ამას დაარქვა ეკონომიკაში რევოლუცია მოვახდინეთ სხვებს შურს ჩვენიო (ანუ: ომში არ წა
ევროპული კურსი არის კონსტიტუციაში. ეს ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში ჩვენ შევიტანეთ. რა თქმა უნდა, ეს კურსი არავითარ გადახედვას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „კვირის მოამბესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხარს მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს, შესაბამისად, აქ არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობს.
მსგავსი: ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან
საქართველოს მოქალაქეების ბოლოდროინდელი ღირსეული და მასობრივი პროტესტის შემდეგ ეტყობა ოლიგარქს ძალიან უჭირს არაკონსტიტუციური და ავტოკრატიული ხელისუფლების შენარჩუნება და ისევ მოძველებული მეთოდებით მოქმედებს..., - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ზაზა თავაძე
"დღეს კვლავ მერაბიშვილი გამოუძახებია, მისი კეთილი ჯინი გადასარჩენად... არადა მეგონა, რომ ამჯერად რაიმე ახალს მაინც შემოგვთავაზებდა... როგორც არაერთგზის დადასტურდ
მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო არ იყოს „მორიგი ავანტიურის მსხვერპლი“, - „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ასე ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას საპროტესტო აქციების გაგრძელებასა და "ბრძოლის ბოლომდე მიყვანაზე" და ამბობს, რომ მისთვის ნათელია, რა მიზნები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას:
"განსაკუთრებით ეს მიზნები გამოიკვეთა, როდესაც რუსეთის აგრესია დაიწყო უკრაინაში და იმ დღიდან მოყოლებული არის პირდაპირი, ირიბი, ღია თუ ფარუ
ივანიშვილს ღარიბაშვილი რომ “ოცნების” დამზღვევად წარმოუდგენია, უკვე დიაგნოზია, რომ მიმდინარე პროცესებს სრულად არაადეკვატურად აფასებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს.
“შენი არ იცოდე, სხვისი არ გესმოდესო”, ასეა “ოცნების” ამბავი.
როგორც ჩანს ამ გაკვეთილიდანაც ვერაფერი ისწავლეს.
ეს ხელისუფლების დასასრულია…", - წერს ბერდია სიჭინავა.
სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობისას არ მოხდება "არც ფაქტობრივი და არც დე იურე" აღიარება მეზობელი კოსოვოსი და პირობა დადო, რომ თვითონ "არ იქნება ის, ვინც ხელს მოაწერს" სერბეთის ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობას, სადაც უმრავლესობას ეთნიკური ალბანელები შეადგენენ.
ამ განცხადებებმა შეასუსტა დიპლომატიური იმპულსი, რომელიც გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ვუჩიჩმა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ, 27 თებერვალს ბრიუსელში განაცხადეს თავიანთი მზადყოფნის შესახებ, გ
"ნიკოლოზ კაჭარავამ სერბეთში მიმდინარე ევროპის ვაჟთა პირველობაზე საერთაშორისო დიდოსტატის მესამე ნორმა შეასრულა და უმაღლეს საჭადრაკო წოდებას მას უახლოეს ფიდეს საბჭოს შეკრებაზე მიანიჭებენ", - ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
პარტია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს - “2 გვამი მჭირდება, პრემია დიდიას” ავტორი - ივანე მერაბიშვილი, რომლის მეუღლის სუფრიდან სანდრო გირგვლიანი გაიტაცეს და წამებით მოკლეს, რომლის დაშლილი მიტინგის დროს სახურავებზე პოულობდნენ ადამიანების გვამებს, რომელსაც საკუთარი თანაპარტიელები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ამხელდნენ, ბიძინა ივანიშვილის საუკეთესო მოკავშირე “ოპოზიციონერია”, რაზეც ჩვენი გუნდი დიდი ხანია საუბრობს!
მისი თქმით, როდესაც "ქ
დღეს (აც) ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს, - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში პარტია "სქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი თქმით, ნაცმოძრაობა ყოველთვის მაშინ ჩნდებოდა, როცა ოცნებას სჭირდებოდა.
"ვხედავ, მისმა კომენტარებმა აღაშფოთა ის ხალხი, რომელიც თავს გვესხმოდა, როცა ვამბობდით, რომ ნაცმოძრაობა ოცნების საქმეს აკეთებს და პირიქით - ოცნება ნაცმოძრაობით არსებობს; როცა ვამბობდით, რომ ნაცმოძრაობის არჩევნების შედეგი მხოლოდ ბიძი
რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი, – ამის შესახებ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რაკეტები და არტილერია, უპილოტო საფრენი აპარატები და ნაღმმტყორცნები – ბოროტების სახელმწიფო სხვადასხვა იარაღს იყენებს, თუმცა ერთი მიზნით – გაანადგუროს სიცოცხლე და არ დატოვოს არაფერი ადამიანური. ნანგრევები, ნამტვრევები, მიწაზე ჭურვებისგან დატოვებული ღრმულები – ეს რუსეთის ავტოპორტრეტია, რომელსაც ის ხატავს