კიევი არ აპირებს რაიმე დამატებითი ხელშეკრულების დადებას ან გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას რუსეთთან, - ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა.
მისი განმარტებით, ამჟამად მოქმედი კონტრაქტი ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდეა. გალუშჩენკომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემამ შარშან „სტრეს-ტესტი“ გაიარა და მზადაა, იმუშაოს გაზის ტრანზიტის გარეშე ქვეყნიდან, რომელიც უკრაინას თავს დაესხა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა არ გან
საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია “საგადასახადო კოდექსში“ თამბაქოზე აქციზის გადასახადთან დაკავშირებით შესატანი ცვლილებების კანონპროექტის შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 4 მარტს ინიცირებული კანონპროექტი თამბაქოს გარკვეული სახის პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირებას ისახავს მიზნად და თამბაქოს კონტროლის სფეროში, ეს ცვლილება მეორე მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სა
მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს“ (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. მნიშვნელოვანია, რომ პორტის საზღვაო სამუშაოების დიდ
"სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“, - განაცხადა ალბოროვმა, როდესაც ამ თემაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ალბოროვის მტკიცებით, მოსკოვი და
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა.
ხვალ, 14:50 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
ასევე, ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.
17-19 მარტის პერიოდში, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა
ევროპული კეთილდღეობის #საქართველოსთვის
გახარიას გუნდი ბათუმისთვის -
ტრამვაის სანაპირო და საქალაქო ხაზები;
ქალაქში შემოსავლელი ახალი ქუჩების მშენებლობა;
ესტაკადები გადატვირთული ქუჩების კვეთებში;
პლაჟის "ხელოვნურად კვების" მასშტაბური პროექტი და სპეციალირი ბარიერები ზღვის დაბინძურებისგან დასაცავად;
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/posts/719788470334130
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების გამო საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ცნობით, უწყება მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არკვევს.
„საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახ
დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გამოხმაურება სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა.
მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოე
2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები და თქვენ ყველამ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს არჩევნები და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება თქვენი, დიასპორის, მონაწილეობა ამ არჩევნებში. დიდი ხანია არ ყოფილა ასეთი ინტერესი დიასპორიდან საქართველოს არჩევნებში და გასაგებია, რომ ეს დაკავშირებულია იმ ახალ იმედთან, რაც დაიბადა იმის შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით,
აუცილებელია, ყველამ იაქტიუროს, რომ მიიღოთ მონაწილეობა კომისიების დაკომპლექტებაში იმისთვის, რათა ის მანკიერი ფორმა, რაც არსებობდა აქამდე, რომ საელჩოს წევრები, სიდედრები, შვილები თუ ბიძაშვილები აკომპლექტებდნენ კომისიებს, აღარ იყოს, ამიტომ რაც უფრო ინფორმირებული იქნებით და დროულად მიიღებთ მონაწილეობას კონკურსში და საჯაროდ იქნება ცნობილი, რომ მონაწილეობთ, უფრო დაცული იქნება მთლიანად ეს პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა, სადა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი.
ამასთან, მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ipn
თბილისში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც გამოიწვია 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა.
ამის შესახებ დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელმაც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდი მოიცვა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მოქმედ კანონმდებლობასთან, დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყ
17-19 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
განცხადების თანახმად, 17 მარტს სტოლტენბერგი ბაქოში ჩავა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს შეხვედრას. მოგვიანებით ალიევისა და სტოლტენბერგის მონაწილეობით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 18 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და
მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება, - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს.
„მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“, - წერს მიშელი სოციალურ ქსელ X-ში.
შეგახსენებთ, რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ipn
13 და 14 აპრილს ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიან ფილმს „შაშვი შაშვი მაყვალი” აჩვენებენ ნიუ-იორკში. ჩვენებები გაიმართება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა (MoMa) და „ლინკოლნ ცენტრში”:
ელენე ნავერიანის მიერ თამთა მელაშვილის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის აღწერა ამგვარია:
ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა გაიმართა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე დამოუკიდებელ სექციაში – „Quinzaine des cinéastes“.
სარაევოს ფესტივალზე ფილმმა მოიპოვა მთავარი პრიზი,
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „დონ ჩიჩოს“ შაურმაში აერობული მიკროორგანიზმები გამოვლინდა.
უწყების ცნობით, ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები. კერძოდ, ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით; ასევე აღმოჩნდა კოაგულაზა, დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები. კოლიფორმები გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა.
უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.
„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავ
12 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, „განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია შეწყვიტოს“.
როგორც მესამე სექტორის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლებამ სრულყოფილად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები, რაც არის არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების, არამედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის და ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობა.
„ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ერთ-ერთ წინაპირობად
უკრაინის ოდესის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე, დაშავებულების კი 46-მდე გაიზარდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეები, მედიკოსი და მაშველი, დაშავებულებს შორის კი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის შვიდი თანამშრომელია.
სახელმწიფო მაუწყებელ Suspilne-ის ცნობით, რეგიონში ხვალ გლოვის დღეა გამოცხადებული.
შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მცდელობებს, შეარყიოს უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ჩატარების გზით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს იმ ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც ტარდება სუვერენულ უკრაინაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში. გასაგებად რომ ვთქვათ : ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე
"ერთის მხრივ "ნაც.მოძრაობა" ვეტინგის საკითხს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებს, მეორეს მხრივ, კი "ოცნება" ვეტინგის გამოყენებას უყურებს, როგორც შეუძლებელს, რადგან სჭირდება ჩინჩალაძე-მურუსიძეები სასამართლოში."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/977075394086858/
"როგორც სააკაშვილის დროინდელი, ისე დღევანდელი სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა და ამ პრობლემის წყარო არის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა."
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1449441716008781/
"ოცნება" არის აბსოლუტურად უშინაარსო პოლიტიკური პარტია. ბოლო პერიოდში მათი ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ცალკე სპიკერად გამოყვეს მამუკა მდინარაძე, რომელიც იქცა ლგბტ პროპაგანდის სახედ. ლგბტ პროპაგანდა პირდაპირ ასოცირდება მამუკა მდინარაძესთან. სწორედ ასეთი ადამიანებისგან არის დასაცავი საზოგადოება."
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3788116238078795/