Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.129
  • comments
    0
  • views
    257.320

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილე მამაკაცს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილე მამაკაცს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ვაშინგტონის სასამართლომ გამოიტანა. ეს ამავე საქმეზე ბრალდებულთა წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთა შორის ყველაზე მკაცრი ვერდიქტია. საქმე ეხება პენსილვანიის შტატში მცხოვრებ 49 წლის მამაკაცს, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის დროს წინ მიუძღოდა ტრამპის მხარდამჭერებს და პოლიციელებს დაესხა თავს. კერძოდ მან სამართალდამცავების წინააღმდეგ წიწაკის სპერეი გამოიყენა და სკამი ჩაარტყა. შეგახსე

რუსეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად, რუსი პროპაგანდისტი ზახარ პრილეპინი დაშავდა

რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი პროპაგანდისტი, მწერალი ზახარ პრილეპინი დაშავდა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა პროპაგანდისტის მძღოლი, ხოლო თავად პრილეპინი დაშავებულია. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას სხვა მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდარის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.   1tv

შალვა პაპუაშვილი - იმის ნაცვლად, რომ დეპუტატის უფლებამოსილება შეასრულონ, მოინდომეს, რომ გამომძიებლები გახდენენ - ეს აჩვენებს, რამდენად სკანდალზე და არევაზე ორიენტირებული ოპოზიცია ჰყავს საქართველოს

ახლა, იმის ნაცვლად, რომ დეპუტატის უფლებამოსილება შეასრულონ, მოინდომეს, რომ გახდენენ გამომძიებლები. ეს აჩვენებს,­ რამდენად სკანდალზე და არევაზე ორიენტირებული ოპოზიცია ჰყავს დღეს საქართველოს და არა, ხელისუფლებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაზე ისაუბრა. პაპუაშვილის თქმით, ეს მოთხოვნა ოპოზიციის შემდგარობას აჩვენებს. „ეს აჩვენებს ჩვენი ოპოზიციის

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან „აზოვსტალის” 45 დამცველი დაიბრუნა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან „აზოვსტალის” 45 დამცველი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი „ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს. „ეს აზოვსტალის 42 მამაკაცი და სამი ქალი დამცველია. ყველა მათგანი ეროვნული გვარდიელია ქვედანაყოფიდან, რომელიც 9 წლის წინ შეიქმნა აზოვის სანაპიროებზე. 35 რიგითი და სერჟანტი, 10 ოფიცერი. მათ შორის არიან მებრძოლები, რომლებიც მარიუპოლის დაცვის დროს „აზოვსტალში” დაქორწინდნენ,” - წერს ერმაკი. ამავდროულად, რუსე

ჩარლზ III მეფედ აკურთხეს

დიდ ბრიტანეთში მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია გაიმართა. ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში დაიწყო და მას არქიეპისკოპოსი კენტერბერიელი ატარებდა. მეფემ საკორონაციო ფიცი დადო. ჩარლზ III-ეს გვირგვინი, დიდი სახელმწიფო ხმალი, ორი სამეფო კვერთხი, წმინდა ედუარდის კვერთხი, საკორონაციო ბეჭედი, ასევე ჯვრიანი სკიპტრა და მტრედიანი სკიპტრა გადასცეს. კორონაციის შემდეგ ჩარლზ III სამეფო ტახტზე ავიდა და მღვდელთმსახურებისგან, პერებისგან (მაღალი არისტოკრატია) და საკუთარი ოჯახის წევრებისგან ერთგულების ფიცი მიი

ევროპის დღის აღსანიშნავად მისულ სტუმრებს EU-ს ელჩმა ქართულ ენაზე მიმართა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ქართულ ენაზე მიმართა. "მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო მერო, ძვირფასო სტუმრებო. ჩვენ აქ ევროპის დღის აღსანიშნად შევიკრიბეთ, რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარ

პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწევა იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია - ველოდებით საქართველოს!

გულწრფელად იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწევა იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია. ველოდებით საქართველოს! - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა. „დღეს ევროპის დღეს ვზეიმობთ. 70-ზე მეტი წლის წინ სუვერენულმა დამოუკიდებელმა ევროპულმა ქვეყნებმა ძალები გააერთიანეს, რათა მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა შეენარჩუნებინათ ევროპაში. ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რომ ევროპის დღე

გაერთიანებული სამეფოს მონარქის, კარლ III-ის კორონაციისთვის ბუკინგემის სასახლეში მზადება მიმდინარეობს

გაერთიანებული სამეფოს მონარქის, კარლ III-ის კორონაციისთვის ბუკინგემის სასახლეში მზადება მიმდინარეობს. ბუკინგემის სასახლესთან საზეიმო ღონისძიების სანახავად ასობით ადამიანი უკვე შეიკრიბა. BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ მონარქიის მოწინააღმდეგე 6 აქტივისტი დააკავა, რომლებიც კორონაციის პროცესს აპროტესტებდნენ. ოფიციალურად კორონაცია ბუკინგემის სასახლიდან უესტმინსტერის სააბატოსკენ საზეიმო მსვლელობით დაიწყება, რომელშიც 200-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ლონდონში გამართულ ცერემონია

პაველ ჰერჩინსკი - ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა - ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი ქვეყანა არის საქართველო

ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა - ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი ქვეყანა არის საქართველო. ჩვენ ველით შემდგომ ნაბიჯებს იქიდან გამომდინარე თუ როგორ იქნება რეფორმები იმპლემენტირებული საქართველოში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ "ევროპის დღის" აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს უკვე მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული მოვლენა იყო. „დაახლოებით, 70 წლის წინ ევროპულმა დამოუკიდებელმა სუვერენულმ

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება. დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილია ამ ისტორიულ ღონისძიებაზე და საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ცერემონიას. „ბრიტანეთი განსაკუთრებით ემზადება მეფე ჩარლზის კორონაციისთვის, რაც ბუნებრივია, ვინაიდან თითქმის ერთი საუკუნეა მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ცერემონი

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინაში მებრძოლი ქართველები ყველა მოქალაქის გასაკეთებელს აკეთებენ და იბრძვიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის თავისუფლებისთვის. „ჩვენ არაერთი ისტორია მოგვისმენია ქართველი ვაჟკაცების ბრძოლის შესახებ უკრაინის ფრონტზე. ერთი რამ შეგვიძლია, რომ ვიამაყოთ, ყველას გასაკეთებელს აკეთებენ. იბრძვიან როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე უკრაინის თავ

სუს-ისა და კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული უწყებების მონაწილეობით, გამოვლენილია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე - დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით, წარმოებული ოპერაციების შედეგად, გამოვლენილია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაჩა მგელაძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კომ

საცხოვრებელი ფართიდან გამომდინარე შინაური ცხოველების ყოლა შესაძლოა, რაოდენობრივად შეიზღუდოს

საცხოვრებელი ფართიდან გამომდინარე შინაური ბინადარი ცხოველების ყოლა შესაძლოა, რაოდენობრივად შეიზღუდოს. აღნიშნული ჩანაწერი შესაძლოა, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის პროექტში“ გაჩნდეს. თუმცა ამ ეტაპზე კანონპროექტში მოსაკრებლის დაწესების დამატება სამსჯელო საკითხს წარმოადგენს. უფრო ზუსტად, მსჯელობის საკითხს წარმოადგენს, პატრონიანი და მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველების რაოდენობრივი შეზღუდვა: კერძო სახლი / მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინ

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთი 9 მაისის აღლუმებს აუქმებს

რუსეთი 9 მაისის აღლუმებს მზარდი დაუცველობის გამო აუქმებს,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, რუსეთის უკვე 6-მა ოლქმა და 21-მა ქალაქმა, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმის საოკუპაციო ხელმძღვანელობამ გააუქმეს 9 მაისის „აღლუმები“. ამას გარდა, კრემლში მაგ დღეს საზეიმო მიღება არ ჩატარდება, ხოლო მოსკოვში, სავარაუდოდ, მცირე მასშტაბის ზეიმი გაიმართება. „დრონების კრემლზე დარტყმა „გამარჯვების დღემდე“ რამდენიმე დღით ადრე, ასეთი თავ

მაია სანდუ - ჩვენ უსაფრთხოდ ვართ მხოლოდ უკრაინის წყალობით, რუსეთი საბჭოთა კავშირის აღორძინებას ცდილობს

ჩვენ უსაფრთხოდ ვართ მხოლოდ უკრაინის წყალობით, რუსეთი საბჭოთა კავშირის აღორძინებას ცდილობს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი თუ უკრაინას წარმატებით დაიპყრობს, გაძლიერდება ექსპანსია და რუსული ჯარები მოლდოვის ტერიტორიაზეც შევლენ. „მათ სურთ ძველ დროში დაბრუნება, ჩვენ კი ეს არ გვინდა. მოლდოვა 30 წლის განმავლობაში ბუფერული ზონის ნაწილი იყო, ჩვენთვის ეს სიღარიბეს, კორუფციას, ცუდ მმართველობას და ემიგრაციას ნიშნავდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატო-სა და ევროკავშირთან მიმართებით მეტი პროგრესი გვაქვს, მიმდინარე კვირაში დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა

ჩვენ გვაქვს მეტი პროგრესი ნატო-სა და ევროკავშირთან მიმართებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა. „მოხარული ვარ, ვთქვა, რომ ჰელსინკისა და ჰააგის შეხვედრების შემდეგ ჩვენ გავძლიერდით იარაღით ჩვენი ჯარისკაცებისთვის – ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე. მადლობას ვუხდი პარტნიორებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ნიდერლანდებიდან დაბრუნების შ

მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა შესრულდება. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურო - მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში

მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში, რაც აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება, - ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული. ბიურო ყურადღებას ამახვილებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობაზე. ფინანსთა სამინისტროს ინფორ

კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს ოჯახს - სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქრისტინე თაკალანძის უკანონო პატიმრობას ეხმაურება. უწყებაში აცხადებენ, რომ თაკალანძის 10 წლით და 6 თვით უკანონოდ დაპატიმრებას წინ უძღოდა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე თაკალანძის უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა. „ქრისტინე თაკალანძის მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და და

მშობლებმა კანცელარიასთან 24-საათიანი პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან პროტესტს წყვეტენ. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიიღეს. „დღეს მშობლები ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოს შეკრებას დავესწარით, სადაც დავრწმუნდით, რომ პროტოკოლი მაისის ბოლოს იქნებადასრულებული. ასევე, მოვისმინეთ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება, რომ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში ვოსორიტიდის შეძენას გადაწყვეტს, ის თანხებს დაუყონებლ

აქონდროპლაზია: მშობლის თქმით, სამინისტროსთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში დღევანდელ შეხვედრაზე მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. მშობლები ელიან, რომ უახლოეს თვეებში სახელმწიფო მათი შვილებისთვის საჭირო მედიკამენტს შემოიტანს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე მშობელი, სალომე გაბელაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრას დაახლოებით 25-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ მშობლები, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროს, სახალ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4834 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4834 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4834 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4858 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7377 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7488 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0111 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ქრისტინე თაკალანძეს, „ჯაშუშობის“ ბრალდებით, 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს, „ჯაშუშობის“ ბრალდებით, 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 25 წლის  ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს, გალის რაიონში დააკავეს. ზუგდიდში დაბადებული ქრისტინე თაკალანძე გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ცხოვრობდა. აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი თაკალანძეს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.   ავტორი - ქეთი ჩოხელი

აშშ-ის საელჩო - ვუერთდებით საქართველოსა და ნეაპოლში მიმდინარე საყოველთაო დღესასწაულს

US Embassy Tbilisi, Georgia  27 წთ  ·      ვუერთდებით საქართველოსა და ნეაპოლში მიმდინარე საყოველთაო დღესასწაულს. საქართველოს მომავალი მართლაც ევროპაშია, სადაც მისი შესაძლებლობები რეალიზდება და ისევე იბრწყინებს მთელი მსოფლიოს დასანახად, როგორც დღეს ქართველი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია. გილოცავთ, ეს მხოლოდ დასაწყისია!

ვლადიმირ ვაისი - ხვიჩას თავი არ დაუკარგავს და იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი გახდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე. „ხვიჩა ახალგაზრდაა, მაგრამ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ თავი არ დაუკარგავს, ის გუნდის საკვანძო მოთამაშე გახდა. „ნაპოლის“ მან ფლანგზე აგრესია შემატა. ძალიან კარგი ბიჭია და საკუთარი შესაძლებლობების სჯერა. თავისი ნიჭით ის „ნაპოლის“ ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა. მომავალში მას კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ. კვარაცხელია იტალიური ფეხბურთისა
×
×
  • შექმენი...