Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.460
  • comments
    0
  • views
    293.459

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ირაკლი კობახიძე - ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს მე რაზე ვისაუბრებ?! მან სჯობს თავის უფლებამოსილებებს მიხედოს - პრეზიდენტს უფლება არ აქვს ხალხის სახელით ისაუბროს, ის აქეზებს ქსენოფობიურ განცხადებას, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო!

ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს მე რაზე ვისაუბრებ?! მან სჯობს თავის უფლებამოსილებებს მიხედოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს უფლება არ აქვს ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს, რადგან ქართველმა ხალხმა ქვეყანაში პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტს და მთავრობას მიანიჭა. „ვინ ეკითხება სალო

ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის და ელენე ხოშტარიას მსგავსი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში „სტუმარ-მასპინძელი“ და ვთხოვ საზოგადოებას, დააკვირდეს მოვლენებს, ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს

როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ვითომ ხალხის გამარჯვებად, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, რაზე ვისაუბრებ. მან თავის უფლებამოსილებას მიხედოს, ეს ჯობია. მე მისი გუშინდელი განცხადება მინდა, გავიხსენო. ქორწილთან დაკავშირებით მან

კახა კალაძე - არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი, მაგრამ თუ მათ არ აქვთ „ოკუპაციის შესახებ“ კანონი დარღვეული, სრული უფლება ჰქონდათ საქართველოში შემოსულიყვნენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ მოქალაქეს „ოკუპაციის შესახებ“ კანონი დარღვეული არ აქვს, საქართველოში შემოსვლა შეუძლია. კალაძე სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ცალკეული პირები სპეკულირებენ, რაც ორმაგი სტანდარტია. „არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ერთი რამ, ამ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა დარღვეული “ოკუპაციის შესახებ“ კანონი. შესაბამისად, თუ ამ ადამიანებს არ ჰქონ

ბერდია სიჭინავა - ირაკლი კობახიძეს (პატრონის თოჯინას), თურმე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ჰყვარებია, ხოდა ესეც იქნებ გავაგებინოთ - 1905 წელს როგორ მიმართავდა ვაჟა რუსეთს

ირაკლი კობახიძეს (პატრონის თოჯინას), თურმე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ჰყვარებია, ხოდა ესეც იქნებ გავაგებინოთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს.   მისი თქმით, 1905 წელს, ასე მიმართავდა ვაჟა რუსეთს:   “მოგვშორდი, წადი! ნუთუ თვით არა ჰგრძნობ, ღირსი არა ხარ აქ ყოფნისა? რა მარგე? რა გამიკეთე? არაფერი. დაღუპვისა და ზარალის მეტი. გამატიტვლე, გამაშიშვლე, წამართვი ლუკმაპური. მხედავდი მშიერ-ტიტველს,

2023 წლის 21 მაისის მდგომარეობით, საქართველოში 9998 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული

2023 წლის 21 მაისის მონაცემებით, საქართველოში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9998 აივ ინფიცირებული პირი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, აივ ინფიცირებულთა შორის 7464 – მამაკაცია და 2534 – ქალი, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. „თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის წარმომადგენლებმა შიდსით გარდ

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი 90-ზე მეტ უცხოურ კომპანიას შეეხება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი 90-ზე მეტ უცხოურ კომპანიას შეეხება, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა გერმანულ მაუწყებელს, ZDF-ს განუცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სერიოზულად არის მოწოდებული, აღკვეთოს რუსეთის მხრიდან სანქციების თავის არიდება. „სანქციების მე-11 პაკეტში ჩვენ გ

კათოლიკე ეკლესიის პასუხი საპატრიარქოს ბუზმარეთის ინციდენტზე

კათოლიკე ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს, რომელიც ბუზმარეთში მომხდარ ინციდენტს შეეხება. საქართველო–თურქეთის სასაზღვრო ზონაში, ბუზმარეთის ეკლესიასთან, მართლმადიდებელი ბერი შეეცადა, ხელი შეეშალა კათოლიკე მორწმუნეებისთვის ტაძრის მიმდებარედ წირვის აღვლენაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ხსენებულ ამბავს 19 მაისს, განცხადებით გამოეხმაურა. უწყების პრესსამსახურის თქმით, “ინფორმაცია ცალმხრივად და ტენდენციურად გაშუქდა

ჯო ბაიდენმა დღეს, იაპონიაში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს, იაპონიაში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. „შეერთებული შტატები აგრძელებს რაც შეუძლია ყველაფრის გაკეთებას, რათა გააძლიეროს უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი“, - განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენის თქმით, ახალი პაკეტი 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და მოიცავს საბრძოლო მასალას, არტილერიასა და სატრანსპორტო საშუალებებს. გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა უკრაი

რიში სუნაკი - უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა

უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, ბრიტანეთის პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინელი მფრინავების წვრთნას F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში ამ ზაფხულს დაიწყებს. „უკრაინამ არა მხოლოდ ომი უნდა მოიგოს, არამედ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობაც“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰირ

ვოლსკი ადასტურებს, რომ საქართველოში ლავროვის შვილი იმყოფებოდა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ადასტურებს, რომ საქართველოში ნამდვილად იმყოფებოდა სერგეი ლავროვის შვილი. ამის შესახებ ვოლსკიმ იმედის ეთერში განაცხადა. “ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ. ვინოკუროვაა, სხვა გვარით არის. ქმრის გვარზეა. მისი ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორც მეუბნებიან”, – განაცხადა ვოლსკიმ. ვოლსკის განცხადებით, ლავროვის შვილის ქმრის ძმა საკმაოდ ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი და ფეისბუკზე წერს “არა ომს”, “არა უკრაინაზე თავდასხმას” და ა.შ. “მთლ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოთხოვნები დაასახელეს, რომელთა შესასრულებლად ხელისუფლებას ერთსაათიანი ვადა მისცეს

პარლამენტის წინ, რუსეთთან პირდაპირი ფრენების წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნები დაასახელეს, რომელთა შესასრულებლად ხელისუფლებას ერთსაათიანი ვადა მისცეს. კერძოდ, აქტივისტები ითხოვენ, რომ გათავისუფლდნენ დღეს, ყვარელში გამართულ აქციაზე დაკავებულები და "ქართულმა ოცნებამ" რუსეთთან ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღოს. "ბიძინა ივანიშვილი 22:00 საათზე იძინებს ხოლმე, ამიტომ ერთ საათში, 21:00-დან 22:00 საათამდე გვინდა პასუხი, უშვებენ თუ არა პატიმრებს და აუქმებენ თუ

მედიაკოალიცია გმობს ყვარელში ჟურნალისტებზე ძალადობას

მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად გმობს სასტუმრო ყვარლის ტბასთან მიმდინარე პროცესების გაშუქებისას მედიის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის, ტექნიკის წართმევისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ყვარლის ტბაზე, სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათესავი ქორწილის გადახდას აპირებს, სადაც, სავარაუდოდ, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ქმარი იმყოფებიან. პროტესტი ორი დღეა მიმდინარეობს დ

რუსთაველი გადაკეტილია, მიმდინარეობს აქცია რუსეთთან ფრენების წინააღმდეგ

თბილისში რუსეთთან  პირდაპირი ფრენების შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა შეკრება 18:00 საათზე დაიწყეს. შემდგომში რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. “რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება” – აცხადებენ აქციის მონაწილეები. რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები გუშინ განახლდა. 19 მაისს თბილისში პირველი რუსული თვითმფირნავი დაჯდა 2019 წლის შემდეგ, როდესაც გავრილოვის ღამის გამო პუტინის ფრენებით ქვეყნებს შორის ფრენები აიკრძალა. გარდა ფრენებისა,

ემანუელ მაკრონი - ზელენსკის ყოფნა ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს

ზელენსკის ყოფნა ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე, შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს. როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლა დიდი შვიდეულის ლიდერებთან შესახვედრად არის „უნიკალური შესაძლებლობა, გადასცეს თავისი გზავნილები და გაუზიაროს თავისი მოსაზრებები“. „მჯერა, რომ ეს შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი“, – განაცხადა ემანუ

სალომე ზურაბიშვილი „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს და მოქალაქეებსაც მოუწოდებს, გაიზიარონ

მე ჩემთვის ვაწესებ, ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ, ბოიკოტს აირზენაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აირზენა არის კომპანია, რომელიც „სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს“. „აირზენა არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც არის მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან

პრეზიდენტი - მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ ოჯახი, რომელიც ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას აპირებდა, წასულია, ქორწილი დღეს აღარ ჩატარდება - ეს არის საზოგადოების გამარჯვება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილი აღარ ჩატარდება და ოჯახი საქართველოდან გასულია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა. „დღევანდელ ინციდენტზე, თუმცა საკმაოდ გამიჭირდა დაკავშირება, მაგრამ ბოლოს მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად , ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების გამარჯვება,

საია ყვარელში გამართულ საპროტესტო აქციაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყვარელში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, ყვარელში მიმდინარე აქციაზე მედიას ხელი ეშლება მოვლენების გაშუქებაში და ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს. „შემაშფოთებელია, რომ კადრებში ჩანს, როგორ ეშლება მედიას ხელი მოვლენების გაშუქებაში. [a]კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, როგორც სიგნალის ჩახშობის, ასევე, გადამღები აპარატურის, კერძოდ, ტელეფონებ

შსს: ყვარელში ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანია დააკავებული

ყვარელში ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, შუშანა მაცაბერიძე, გელა ხასაია, გიორგი გოგიტიძე, დიმა ჩიქოვანი, ტიტე გედენიძე, ნიკა ჩხობაძე, ბექა პაპაშვილი, ლადო ხუსკივაძე და გიორგი ყაველაშვილი. ენმ-ის ინფორმაციით, დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დიმიტრი ჩიქოვანი. საგარეჯოს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით დიღმელაშვილი. გურჯაან

„მივესალმები პუტინის გადაწყვეტილებას“ — „აირზენამ“ მოსკოვში I რეისი შეასრულა

სანქციების მოხსნის შემდეგ, ქართულმა ავიაკომპანია „აირზენამ“ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, რომ ფრენა უფრო რუტინული იყო, ვიდრე გუშინდელი პირველი რუსული რეისი [თბილისში], სადაც მგზავრებს შამპანურით გაუმასპინძლდნენ. „ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ პირველი თვითმფრინავი, რომელიც ოთხწლიანი შესვენების შემდეგ პირდაპირ რეისს თბილისი-მოსკოვს ახორციელებდა, აეროპორტ „ვნუკოვოში“ დაეშვა. ფრენა, პირველი რუსული

ვის ეკუთვნის "ყვარლის ტბა"

გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმრო ,,ყვარელი ლეიკ რეზორთი" დღეს სანქცირებულ რუს სტუმრებს მასპინძლობს. მათ შორის არიან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებიც. ,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, ვის ეკუთვნის სასტუმრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სასტუმრო "ყვარელი ლეიკ რეზორთი", შპს "ყვარელი პალასის" საკუთრებაა. თავის მხრივ, "ყვარელი პალასის" 100%-ს, 2009 წელს რეგისტრირებული შპს "აგროგანვითრება" ფლობს, რომლის საკონტროლო

ირაკლი კობახიძე - როდესაც საუბარია კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, თუ დააკვირდებით, პირველი ინფორმაცია ყოველთვის ხოშტარიას აქვს, საინტერესოა, ასეთი რა კავშირები აქვს

საუბარი როდესაც არის კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, თუ დააკვირდებით, პირველი ინფორმაცია ყოველთვის ხოშტარიას აქვს, საინტერესოა, ასეთი რა კავშირები აქვს მას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი ლიბერალ-ფაშისტების პოლიტიკური მიზანია ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა და მთავარი პროვოკატორები – ხოშტარია, მელია და სხვები დღეს სცენაზე არიან. „თქვენ გახსოვთ მათი დამოკიდებულება 2008 წლის

რუსული მედია - პირველი ქართული თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი თვითმფრინავი, რომელმაც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თბილისი-მოსკოვი პირდაპირი რეისი შეასრულა, ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავის დატვირთვა დაახლოებით 80 პროცენტი იყო. კომპანიამ ავიარეისების განხორციელების ნებართვა 16 მაისს მიიღო. ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი 19 მაისს, 13:00 საათისთვის დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდე

გიორგი შარაშიძე - თბილისის მერიამ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო... იკვეთება ორი უმძიმესი დანაშაული - სახელმწიფო ინტერესების ღალატი და მასშტაბური პოლიტიკური კორუფცია

თბილისის მერიამ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო, თუმცა იკვეთება ორი უმძიმესი დანაშაულის ნიშნები - სახელმწიფო ინტერესების ღალატი და მასშტაბური პოლიტიკური კორუფცია , - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა გიორგი შარაშიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ეს გ

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროს ტერიტორია ერთმა ავტომობილმა დატოვა, რომელსაც აქციის მონაწილეები შეძახილებით: „რუსები“ დახვდნენ. დაპირისპირების დროს აქციის ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალება

ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩავიდა. CNN-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი იაპონიაში საფრანგეთის მთავრობის თვითმფრინავით ჩავიდა, რომელიც ჰიროსიმაში ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
×
×
  • შექმენი...