Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.418
  • comments
    0
  • views
    288.154

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ქალ კოორდინატორებთან შრომითი ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს" - კვლევა მათ გამოწვევებზე

„არჩევნებში კოორდინატორი ქალები სხვადასხვა ტიპის რისკისა და გამოწვევების წინაშე დგანან”, – ამის შესახებ საუბარია კვლევაში – „ქალი კოორდინატორების გამოწვევები არჩევნებში”, რომელიც ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „საფარმა“ და ორგანიზაცია ISFED-მა მოამზადა. ჯამში, კვლევაში მონაწილეობა 31-მა კოორდინატორმა ქალმა მიიღო სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიებიდან. კვლევაში ვკითხულობთ, რომ კოორდინატორი ქალების კვლევები ირღვევა ყველგან: როგორც პარტიის შიგნით, ასევე – გარეთ, რაც კოორდინატორების მიმართ

პრიგოჟინი: "ვაგნერის" მეომრები ბახმუტს 1 ივნისამდე დატოვებენ

რუსეთის გასამხედროებული, კერძო ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი მეომრები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტს დატოვებენ 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში. პრიგოჟინი ახლახან აცხადებდა, რომ მისმა მებრძოლებმა ბახმუტი დაიკავეს, ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლის მერე მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - თუმცა კიევი უარყოფს ცნობას ბახმუტის დაცემაზე. 22 მაისს გავრცელებულ აუდიომიმართვაში პრიგოჟინი იმეორებს მის მიერ უკვე გამოთქმულ

უკრაინული მედია - რუსეთის ბელგოროდის რეგიონში რთული ვითარებაა - „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ და „მოხალისეთა კორპუსი“ საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონას ქმნის

რუსეთის ბელგოროდის რეგიონში რთული ვითარებაა. ინფორმაციას უკრაინული მედია „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, ლეგიონი და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი” რუსეთის ფედერაციის საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონას ქმნიან, საიდანაც რუსული არმია უკრაინაზე თავდასხმას ვერ შეძლებს. რუსეთის თავისუფლების ლეგიონის განცხადებითვე, ისინი გააგრძელებენ „სვლას სრულიად რუსეთის განთავისუფლებისკენ“. იპნ

ანა ბუჩუკური - ხონში დადასტურებული ცოფის შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წელს ვირუსის გავრცელების პირველი ფაქტი არ არის, ასამოქმედებელია მიუსაფარი ძაღლების მასობრივი აცრის და სტერილიზაციის პროგრამები

ხონში დადასტურებული ცოფის შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წელს ვირუსის გავრცელების პირველი ფაქტი არ არის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური წერს. მისი თქმით, ცოფის 3 შემთხვევა მანამდე ამბროლაურში, შემდეგ კი მარტვილში გამოვლინდა. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში ძაღლების 70%-ის აცრაა საჭირო ჯოგური იმუნიტეტის მისაღწევად. ასეთ დროს წყდება ცოფის გადაცემა ძაღლებში და საბოლოოდ - ადამიანში.  ასამოქმედებ

საზოგადოებრივ მაუწყებელში იზრდება მეურვეების რაოდენობა და არჩევის წესი - "ოცნების" კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ექვსმა დეპუტატმა დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც საზოგადოებრივ მაუწყებელში გაიზრდება სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობა და მათი არჩევის წესი. ბიურომ კანონპროექტი დღევანდელ, 22 მაისის, სხდომაზე დაარეგისტრირა. კანონპროექტის მიხედვით: 9-დან 11-მდე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა, მათგან ორ კანდიდატს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარადგენს. ამ დრომდე კანდიდატების დასახელების უ

„ჯეოქეისი“ - საქართველოს არ აქვს დასათმობი არც ტერიტორია და არც საგარეო ორიენტაცია

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს არ აქვს დასათმობი არც ტერიტორია და არც საგარეო ორიენტაცია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფება არამხოლოდ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, არამედ ერთმანეთზე დამოკიდებული პრინციპებია. „ანალიტიკურ ცენტრს „ჯეოქეისი“ სურს, გამოეხმაუროს საზოგადოების ცალკეული წევრების მიერ იმგვარი დისკუსიის ინიცირების მცდელობას,

2021 წელს თავდაცვის სამინისტროში „საიდუმლო“ გრიფით 5 მილიონზე მეტი დანამატია გაცემული - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტში წერს, რომ 2021 წელს დაახლოებით 233 მოსამსახურეზე „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის საფუძველზე დარიცხულია 5 160 000-ლარამდე დანამატი, მათ შორის 286 672 ლარი დარიცხულია სამინისტროს სსიპ-ების მოსამსახურეებზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ დანამატები არ არის სათანადოდ დასაბუთებული. 2021 წელს 160 000 ლარზე მეტი დანამატი

უკრაინის „დივერსიული ჯგუფები“ რუსეთში შემოვიდნენ - ბელგოროდის გუბერნატორი

Reuters-ის ცნობით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის არმიის „დივერსიული ჯგუფი“ შევიდა რუსეთის ტერიტორიაზე გრაივორონის რაიონში, რომელიც ესაზღვრება უკრაინას. Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვიაჩესლავ გლადკოვმა თქვა, რომ რუსეთის არმია, მესაზღვრეები, პრეზიდენტის დაცვა და FSB უსაფრთხოების სამსახური ზომებს იღებენ შეჭრის მოსაგერიებლად. მისი თქმით, არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა და ევაკუაცია არ მიმდინარეობს. რუსეთის სახელმწიფო საინფო

4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - ალბანეთში, დურესში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა 8 მედალი მოიპოვეს

4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - ალბანეთში, დურესში გამართულ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა 8 მედალი მოიპოვეს.  ევროპის ჩემპიონები მარიამ რეხვიაშვილი, ანასტასია ჭიჭინაძე, კესარია მგელაძე და ანასტასია კირთაძე გახდნენ, ვერცხლის მედლებს მარიამ ცეცხლაძე და სოფია ლიმარი დაეუფლნენ, ბრიჯაოს მედლები კი ემილი გოგოლაძემ და ლუკა კილაძემ მოიპოვეს. რუსთავი 2

ევროკავშირი ოფიციალურად იწყებს მისიას მოლდოვის უსაფრთხოების სექტორის გასაძლიერებლად

ევროკავშირი ოფიციალურად იწყებს მისიას მოლდოვის უსაფრთხოების სექტორის გასაძლიერებლად. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „დღეს საბჭო იწყებს ევროკავშირის პარტნიორობის მისიას მოლდოვის რესპუბლიკაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის, გააძლიეროს უსაფრთხოების სექტორი ქვეყანაში“, – ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნული მისია მოლდოვის ხელისუფლების მოთხოვნით შეიქმნა და მისი მიზანია, დაეხმაროს ქვეყანას, გააძლიეროს კრიზისის

ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა

ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა. ვირუსი ძაღლს დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტმა, თემურ ლაჭყეპიანმა აცნობა. არსებული ინფორმაციით, ძაღლმა რამდენიმე ადამიანი დაკბინა, მათ შორის ბავშვი. თემურ ლაჭყეპიანის ინფორმაციით, ძაღლი რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, მოკვდა.

ფასის ზედა ზღვარი 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე განისაზღვრა

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფასის ზედა ზღვარი 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე განისაზღვრა. უწყების განმარტებით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება. „რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში,

ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანის ტერიტორია, რომლის აღიარებისთვის ერევანი მზადაა, მთიან ყარაბაღსაც მოიცავს

აზერბაიჯანის ტერიტორია, 86.6 ათასი კვადრატული კილომეტრი, რომლის აღიარებისთვის ერევანი მზადაა, მოიცავს მთიან ყარაბაღს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე. „ეს 86.6 ათასი კვადრატული კილომეტრი მოიცავს მთიან ყარაბაღსაც. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში უნდა განიხილებოდეს“, - აღნიშნა ფაშინიანმა. ამავდროულად, მან იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის შესახებ შეთან

როგორ (არ) გააშუქა საქართველოში ლავროვის შვილის სტუმრობა რუსულმა მედიამ

გასულ კვირას რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენა დაიწყო. პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისში 19 მაისს შესრულდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. აქცია გაიმართა თბილისის აეროპორტთან, იმავე საღამოს კი პროტესტი პარლამენტის წინ გაგრძელდა. 19 მაისს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ლავროვის სიძის ძმა საქართველოში დაქორწინდა და ქორწილს ყვარელში, ერთ-ერთ სასტუმროში იხდიდა. მედიაში გავრცელებული ინფო

ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება - სააგენტო ნოვოროსიისკში საზღვაო გადაზიდვაზე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, სომხეთის ცალკეული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვის დაწყების შესახებ, ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება. სომხური მედიის ინფორმაციით, მათი ტვირთის გადაზიდვა რუსეთში უკვე ბათუმიდანაც შესაძლებელია. აპრილში ბათუმსა და რუსულ პორტ ნოვოროსიისკს შორის ორმხრივი საზღვაო გადაზიდვა დაიწყო. სომხური მედია წერს, რომ დარიალის ხეობის გავლით რუს

100 წლის წინ რუსეთმა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი სამხედროები დახვრიტა

100 წლის წინ საბჭოთა რუსეთმა დახვრიტა ქართველი სამხედრო პირები, რომლებიც ოკუპანტების წინააღმდეგ შეიარაღებულ აჯანყებას ამზადებდნენ. ეს მოხდა საქართველოს ძალისმიერი გასაბჭოებიდან 2 წლის შემდეგ, 1923 წელს, როცა საოკუპაციო რეჟიმმა წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენელთა დაპატიმრება მოახერხა. “1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისთანავე ქვეყანაში წინააღმდეგობის მოძრაობა გაიშალა. საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ, ლეგიტიმურ მთავრობასთან კოორდინაციაში მოქმედი მოძრაობის მი

ბექა ლილუაშვილი - 2022 წლის განმავლობაში თითქმის 101 ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა... სამაგიეროდ, 62 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და ქვეყანაში დარჩა

2022 წლის განმავლობაში თითქმის 101 ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს. მისი თქმით, სამაგიეროდ, 62 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და ქვეყანაში დარჩა. "სურათზე მოცემულია - რეალური, ხელშესახები შედეგი იმ პოლიტიკის, რასაც ხელისუფლება ახორციელებს.   სამაგიეროდ, 62 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და ქვეყანაში დარჩა, საქმიანობს, ყიდულობს უძრავ ქონებას, დ

მეუფე იაკობი - როცა ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს, ვინ ჩავიხედავთ მათი პირველი პირების თავში

როდესაც ევროპარლამენტმა ევროკომისიას შესთავაზა, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ფაქტობრივად, რუსეთზე მიგვაბა და ახლა რუსი რას გააკეთებს, ვინ ჩავიხედავთ მათი პირველი პირების თავში, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. მისი შეფასებით, „დაბრმავებული რამდენიმე ევროპარლამენტარი საქართველოს ძალიან ცუდად ექცევა“. „კარგად ვიცით, რომ ამ გაჭირვების ჟამს, დღეს მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა, გარკვეულწილად, ქართველები თუ კონკრეტულ ძალებთა

კახა კალაძე - რუსეთთან არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო - გავიმეორებ მშვილდაძის, ხოშტარიას, სააკაშვილის სიტყვებს, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და ჩვენ ამას მივესალმებით

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთთან არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო და ხელისუფლება მიესალმება რაც შეიძლება მეტი ტურისტის საქართველოში ჩამოსვლას და ბიზნესკომპანიებს, რომლებიც არ არიან სანქცირებულები. მისივე თქმით, ოპოზიცია, რომელიც ახლა მოითხოვს რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას, თავის დროზე ქვეყანაში რუსი ტურისტების ჩამოსვლას მიესალმებოდა. „მე ვფიქრობ, რომ არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ არის საჭირო. ამ შემთხვევაშ

პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი "იმედის" საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მუშაობას დღეიდან, 22 მაისიდან, იწყებს. "დავუბრუნდი ჩემს პროფესიას", - ასე პასუხობს ის კითხვას, რატომ დასთანხმდა ტელეკომპანიის შეთავაზებას. მიშა ფეიქრიშვილი 2019 წლიდან 2021 წლამდე პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იყო, 2021 წლიდან კი პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი გახდა, როცა ამ თანამდებობაზე მყოფი მაგდა ანიკაშვილი ასევე დასაქ

ბაიდენი დათანხმდა უკრაინელი პილოტების F-16-ების სამართავად გაწვრთნას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დათანხმდა დასავლური ქვეყნების კოალიციას, რომლებსაც თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების, F-16-ების სამართავად უკრაინელი პილოტების გაწვრთნა სურთ. უკრაინა დიდი ხანია ითხოვს მისთვის ამერიკული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას. რამდენიმე ევროპული ქვეყანა თანახმაა თვითმფრინავების გადაცემაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებისთვის აშშ-ის გადაწყვეტილებაა მთავარი. უკრაინელი პილოტების წვრთნაზე ბაიდენმა იაპონიაში, დიდი შვიდეულის შეკრებაზე ისაუბ

ტრეფიკინგში ბრალდებული 3 ტაილანდელს სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა — პროკურატურა

ტაილანდის სამი მოქალაქის ტრეფიკინგის ფაქტზე საქართველოში უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს. ინფომაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდში ერთ-ერთი დასამების სააგენტო დაზარალებულებს ბათუმში, სილამაზის სალონში დასაქმებას დაჰპირდა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი სააგენტოს წარმომადგენელმა ტაილანდის სამი მოქალაქე ბათუმის ნაცვლად მოტყუებით წაიყვანა ზესტაფონში, ჩამოართვა პასპორტები და არ აძლევდა დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას

ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენის აკრძალვა - ეს არის სანქცია, რაც რუსეთთან ესკალაციას ნიშნავს - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილის პოზიციით, რუსეთთან ფრენების აკრძალვა და სავიზო რეჟიმის შემოღება იგივეა, რაც რუსეთისთვის სანქციების დაწესება. სანქციების დაწესება კი, პაპუაშვილის თქმით, მოიტანს ესკალაციას და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან. პარლამენტის თავმდჯომარის თქმით, თუკი საქართველო რუსეთს ფრენებს აუკრძალავს და სანქციებს შეუერთდება „რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომების და შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იქნება.“ შალვა პაპუაშვილის თქმით, „ის ადამიანები, ვ

ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო გადაზიდვები დაიწყო - სომხური მედია

სომხური მედიის ინფორმაციით, მათი ტვირთების გადაზიდვა რუსეთში უკვე ბათუმიდანაც შესაძლებელია. აპრილში ბათუმსა და რუსულ პორტს ნოვოროსიისკს შორის ორმხრივი საზღვაო გადაზიდვები დაიწყო. სომხური მედია წერს, რომ დარიალის ხეობის გავლით რუსეთში ტვირთების გადაზიდვა გარემო პირობების გამო ზოგჯერ ფერხდებოდა. სატვირთო ავტომობილები რამდენიმე კვირის განამვლობაშიც კი იდგნენ რიგში. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ამოქმედდა ახალი, საზღვაო მარშრუტი. სომხეთის ხელისუფლებამ ამ გადაზიდვების ოპერატორად კომპანია CE

საქართველოში ნიდერლანდების ელჩი - ვიზიარებთ შეშფოთებას, რომელიც ევროკავშირმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გამოხატა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, მააიკე ვან კოლდამი აცხადებს, რომ ნიდერლანდები, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო სრულად იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებებშია გამოხატული. „რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით ევროკავშირმა გაავრცელა ორი განცხადება. ნიდერლანდები არის ევროკავშირის წევრი და რა თქმა უნდა, ვუერთდები ევროკავშირის ამ განცხადებებს, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რ
×
×
  • შექმენი...