Jump to content
Planeta.Ge

საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკის საზღვართან ქართველების გატაცებაზე - საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა - ვარკვევთ მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების გამო საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, უწყება მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არკვევს.

„საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

არსებული ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან გატაცება მოხდა. „მთავარი არხის” ცნობით, უკვე სამი დღეა სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, 30-მდე ქართველი მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული. გატაცებულებს შორის არიან ქალებიც.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...