Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    10.636
  • comments
    0
  • views
    413.017

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გარდაიცვალა მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინი

პარიზში გარდაიცვალა ბრიტანელ-ფრანგი მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინი, რომელიც 76 წლისა იყო. ამის შესახებ იტყობინებიან Le Parisien-ი და BFMTV. მედიის თანახმად, ბირკინი მკვდარი ნახეს თავის ბინაში. მაისის ბოლოს მან გააუქმა ყველა კონცერტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ აპირებდა სცენაზე დაბრუნებას. ჯეინ ბირკინი 1946 წელს დაიბადა ლონდონში. პირველ ფილმში ის 1965 წელს გადაიღეს. 1969 წელს რეჟისორმა პიერ გრიმბლიმ ის მთავარ როლში ათამაშა „სლოგანში“, რომელშიც ასევე მთავარი როლი შეას

ნეპოტიზმზე გვესაუბრება მინისტრი, რომელმაც ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დანიშნა სრულიად არაკომპეტენტური კადრი კინოცენტრის დირექტორად - ჩხეიძე

კინოცენტრის ყოფილი დირექტორი, გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. კინოცენტრის დღეს გამოქვეყნებული განცხადება რეჟისორ ნინო კირთაძეს უკავშირდებოდა და ნათქვამი იყო, რომ „კირთაძე „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე უკონკურსოდ, გაგა ჩხეიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იქნა დანიშნული”. გაგა ჩხეიძე წერს, რომ მან კირთაძე ნამდვილად დანიშნა 2019 წელს, „ევრიმაჟში” ერთპიროვნულად, რადგან მისი თქმით, ნინო კირთაძე თავისი შემოქმედებით, სახელით და საერთაშ

თურქეთიდან დაბრუნებული დენის პროკოპენკო „აზოველებს“ შეხვდა

„აზოვის“ ეროვნული გვარდიის ბრიგადის მეთაური დენის პროკოპენკო (რედისი), თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, პერსონალს შეხვდა. „აზოვის“ ცნობით, ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო ამჟამად რეაბილიტაციას გადის და მალე განაახლებს სამსახურს. „ტყვეობაში ყოფნისას ვთქვი, რომ ჩემთვის ეს ომი არ დასრულდება მანამ, სანამ ჩვენს უკანასკნელ მებრძოლს არ დავაბრუნებთ ტყვეობიდან და არ აღვადგენთ უკრაინის საზღვრებს 1991 წლის მდგომარეობამდე. მე ვარ ჯარისკაცი. მე არ მაინტერესებს არანაირი სხვა საქმიანობა, გარდა სა

შატილის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, შატილის გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად კლდის მასა ჩამოიშალა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა: „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (გუროს კლდეები) ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ — ვკითხულობ

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში გზები და სახლები დაიტბორა

უხვი ნალექის გამო ქუთაისში საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. ადგილობრივი მედიის “ქუთაისიპოსტის” ცნობით, ძლიერი წვიმის გამო, ქუთაისის იუსტიციის სახლიც დაიტბორა. ასევე, რამდენიმე ქუჩაზე შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დრომდე გრძელდება წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, უწყების სპეციალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ბოლო 24 საათში, რუსების ცოცხალი ძალა, 20 საარტილერიო საშუალება და საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 15 დარტყმა მიაყენა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. მათივე ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა ცოცხალი ძალის თავმოყრის ტერიტორიას, საცეცხლე პოზიციებზე განლაგებულ 20 საარტილერიო იარაღს, საჰაერო თავდაცვის ორ სისტემასა და რადიოელექტრონული ბრძოლის ორ სადგურს დაარტყეს. ამასთან, გენშტაბ

ბექა ლილუაშვილი - „ფეიკების“ ქარხნად გადაიქცა „ქართული ოცნება“ - შეუძლებელია ჩვენი პარტიის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირება

„ფეიკების“ ქარხნად გადაიქცა „ქართული ოცნება“ - შეუძლებელია ჩვენი პარტიის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირება, რადგან საქმეები ლაპარაკის ნაცვლად, მეტყველებს განზრახვებზე. თუ ვინმე სარგებლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებით, ესაა „ქართული ოცნება“, - ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი უმრავლესობის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიები, რომელთა წარმომადგენლებიც კახეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენენ“. ლილუაშვილი აცხად

მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე - ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის, ხანმოკლეა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნებისმიერი უკანონო ნაგებობის არსებობა ხანმოკლეა. „ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის, აუცილებლად ხანმოკლეა, განურჩევლად განადგურების მიზეზებისა“, - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, წუხელ ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის წარმ

ანა მალიარი - აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება დაიძაბა - ბახმუტის მიმართულებით წინ მივდივართ

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება გაუარესდა. „მტერი ორი დღეა ხარკოვის ოლქში კუპიანსკის მიმართულებით აქტიურ შეტევას ახორციელებს, თავდაცვაზე ვართ, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მხარეთა პოზიცია დღეში რამდენჯერმე დინამიურად იცვლება. ბახმუტის მიმართულებით თანდათან წინ მივდივართ. ბახმუტის ირგვლივ სამხრეთ ფლანგზე ყოველდღიური წინსვლაა. ჩრდილოეთ ფლანგზე ვცდილობთ პოზიციების შენარჩუნებას, მტერი თავდასხმას ახორციელებს“, - განაცხადა მალიარმა.

მატილდა გვარლიანი Vogue España-სთვის

ქართველ მოდელ მატილდა გვარლიანთან ერთად ვემზადებით მომავალი დასვენებისთვის და მეგობრებთან ერთად პიკნიკზე წასასვლელად. ესპანელი ფოტოგრაფის, ხავიერ რუისის ფოტოსესია ძალიან ზუსტად გადმოსცემს ჩვენს მხიარულ განწყობას: მზიანი ამინდი, მსუბუქი საზაფხულო კაბა, ახლად დაკრეფილი ყვავილები და წვნიანი, მწიფე კენკრა. ბომონდი

ოზურგეთელი ფეხბურთის მსაჯი ქალბატონი, მზეკო შარაშენიძე პარიზში მიიწვიეს

24 წლის სპორტსმენი,  ოზურგეთელი  მსაჯი, მზეკო შარაშენიძე ახლა პარიზშია. მასთან ერთად არიან ქართველი მსაჯები, ელენე ელოშვილი და სოფო წულაია. ისინი,  ტურნირის ისტორიაში პირველად საქართველოდან მიწვეული იქნენ საერთაშორისო ტურნირზე,  სადაც შეჯიბრებები ტარდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში (9- დან 20 წლამდე). „მოხდა ისე, რომ 22  წლის ოზურგეთელი, მზევინარ  შარაშენიძე  უკვე გამოცდილი მსაჯია და ფიფას  წოდებაზეც   ოცნებობს.  თუმცა, მას მშობლიურ ოზურგეთში,  როგორც ფეხბურთის ფანატიკოს მსაჯს, არ იცნო

ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში, ბიჭმა, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვანი ბიძაშვილი მოიტაცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, დაკავებულია 4 პირი. იპნ

ყოველი მეოთხე – რას ამბობენ რიცხვები ბავშვთა სიღარიბეზე

საქართველოში 16 წლამდე 230 865 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ასეთია სოციალური მომსახურების სააგენტოს ივნისის ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი ამ ასაკის ბავშვების 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს. საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემა სხვადასხვა ტიპის ბენეფიტისგან შედგება, მათ შორისაა, სოციალური შემწეობა და არასრულწლოვანებისთვის განკუთვნილი სოციალური შემწეობა. საარსებო შემწეობის მიღების უფლება

ნინო კირთაძე ევრიმაჟში საქართველოს წარმომადგენელი აღარ იქნება

რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა ნინო კირთაძემ კინემატოგრაფისტების პროტესტის ფონზე, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს თავად რეჟისორმა დაუდასტურა. მისი თქმით, განცხადება 11 ივლისს დაწერა და 13-ში დაკმაყოფილდა. ნინო კირთაძე იყო საქართველოს წარმომადგენელი ფონდ „ევრიმაჟსა“ და „ევროპული კინო პრომოუშენში“. იგი ამ პოზიციებს ტოვებს. ევრიმაჟი არის ევროპული ფონდი, რომელიც აფინანსებს ერთობლივ კინოწარმოებებს. საქართველო ევრიმაჟის წევრ

რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა გაზარდა

რუსებმა შავ ზღვაში მაღალი სიზუსტის „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მზიდების რაოდენობა გაზარდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების რაოდენობა 9-დან 11 ერთეულამდე გაზარდა, მათ შორის არის ორი რაკეტების მზიდი, რომლებსაც ერთდროულად 12 „კალიბრის“ გასროლა შეუძლია. "ოპერაციული ვითარება შეიცვალა. შავ ზღვაში უკვე 11 ხომალდია. ხმელთაშუა ზღვაში კი „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების ერთი მზიდია", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების

გახარია - საქართველო თუ არ აღმოჩნდა ცივილიზებული სამყაროს მხარეს, გამოდის, რომ ფუჭია 30 წლის განმავლობაში დაკარგული ამდენი სიცოცხლე (ვიდეო)

"ეს ომი რომ დასრულდება, ამ ზავის ნაწილი თუ არ იქნა საქართველო, საქართველო თუ არ აღმოჩნდა ცივილიზებული სამყაროს მხარეს, გამოდის, რომ ფუჭია 30 წლის განმავლობაში ამდენი დაკარგული სიცოცხლე, ამდენი დაღვრილი სისხლი, ამდენი დამოუკიდებლობისთვის გაწირული ახალგაზრდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 2008 წელს - ვინ იხდის ამის ფასს? ხალხს რას ეუბნებიან? მაშინ როდესაც უბრალოდ არაფერი რომ არ მოიმოქმედო - გაჩუმდე, ხმა არ ამოიღო, იმ ხალხის ოცნება ასრულდება." ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" თა

ანა ბუჩუკური - ბაკალავრიატის საფეხურზე სულ რეგისტრირებულია 178 450 სტუდენტი, აქედან, ფინანსური დავალიანების გამო, თითქმის 12%-ს სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული - ხელისუფლებას არ აქვს სტუდენტების პრობლემების მოგვარების არავითარი სისტემური ხედვა

მაშინ, როცა ხელისუფლება ეკონომიკური ზრდით იწონებს თავს, ეს ზრდა არ აისახება საზოგადოების მრავალ სეგმენტზე, მაგალითად - არაფერი შეცვლილა სტუდენტებისთვის. უფრო სწორად, შეიცვალა უარესობისკენ - უძრავი ქონების ფასის გაზრდის გამო, მათ ბინის ქირა გაუძვირდათ., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური წერს. ანა ბუჩუკურის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ 800 000 ამერიკელ სტუდენტს სესხი გაუუქმა., ჩვენთან კი, ხელისუფლებას არ აქვს სტუდენტების პ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის მიმართ გლობალურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დასრულდება ომი

ომის დასრულების სიჩქარე პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინის მიმართ გლობალურ მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ახლა, როდესაც ომის დასრულების სიჩქარე პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინის გლობალურ მხარდაჭერაზე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ასეთი მხარდაჭერა იყოს მაქსიმალურად ინტენსიური და შინაარსიანი,“ – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ თვეში მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის

აბასთუმნის ტუბდისპანსერზე გადაღებული ფილმი “ვერცხლის გარგრის” მფლობელი გახდა

მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმი “ჯადოსნური მთა” ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვერცხლის გარგრის მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუდია Opyodoc ავრცელებს. სტუდიის ცნობით, “ფილმი აბასთუმნის ტუბერკულოზის საავადმყოფოს შესახებ გვიყვება, რომლის არსებობის ერთადერთი და უკანასკნელი დოკუმენტი, დღეს სწორედ ეს ფილმია”. ”საქართველოს ხელისუფლება ცენზურას აწესებს. ქართველი კინორეჟისორები ამას თითქმის სამი კვირაა აპროტესტებენ. ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ მთა

სამხრეთ კორეის პირველმა ლედიმ უკრაინელი ბავშვები მოინახულა

15 ივლისს, უკრაინის ბავშვთა დაცვის ცენტრში, უკრაინელ მოზარდებს შეხვდნენ უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკაია და სამხრეთ კორეის პირველი ლედი, კიმ კონ ჰი. როგორც უკრაინის სახალხო დამცველი, დმიტრო ლუბინეცი წერს საკუთარ ტელეგრამ არხზე, ცენტრში მისულ სტუმრებს მან მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ბავშვთა უფლებების დარღვევისა და ასევე ომის შედეგად დაღუპული და დაშავებული ბავშვების შესახებ. დმიტრო ლუბინეცის თქმით, ამ ხნის განმავლობაში, უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული მხოლოდ

სიმონიანი და სობჩაკი არაფერში გვჭირდება - პოდოლიაკი ეხმაურება ФСБ-ს განცხადებას

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კომენტარს აკეთებს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც უკრაინა გეგმავდა კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანისა და ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის მკვლელობას. ამ ინფორმაციას პოდოლიაკი უკრაინის სატელევიზიო ეთერში, ტელემარათონის დროს გამოეხმაურა: „ისინი აბსოლუტურად არაფერში გვჭირდება. ეს ცხადია. ისინი აბსოლუტურად არაფერზე ახდენენ გავლენას“. 15 ივლისს, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ი

უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 5 მიმართულებით 39 შეტაკება მოხდა

რუსული ძალები ძირითადად ხუთი მიმართულებით, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით კონცენტრირდებიან, სადაც, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წუხელ რუსები უკრაინას საზენიტო მართვადი რაკეტებით დაესხნენ თავს, თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინას Shahed-ის ორი დრონით

ეფ-ეს-ბე ირწმუნება, რომ სობჩაკის და სიმონიანის მკვლელობა აღკვეთა

რუსეთის ეფ-ეს-ბე ირწმუნება, რომ დააკავა ნეონაცისტური ორგანიზაციის წევრები, რომლებიც პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანის და ტელეწამყვან ქსენია სობჩაკის მკვლელობას გეგმავდნენ. მოსკოვი ტრადიციულად აცხადებს, რომ ამ დანაშაულის უკან კიევი იდგა და უკრაინის სპეცსამსახურები თვითეული მკვლელობისთვის დაკავებულებს გარკვეულ თანხას ჰპირდებოდნენ. ეფ-ეს-ბე-ს განცხადებით, დაკავებულებმა ბრალი “აღიარეს”. თუმცა გამოცემა “ინსაიდერი” ნეონაცისტურ გაერთიანებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულები

ოლექსი დანილოვი - ვილნიუსის სამიტზე ბევრი რამ მივიღეთ, უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ ჩვენი ერისთვის და პრეზიდენტისთვის ესეც უდიდესი გამარჯვებაა

შემდგომი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელიც აშშ-ში ჩატარდება, მისი ქვეყნისთვის გამარჯვებით დასრულდება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, მისმა ქვეყანამ ძალიან ბევრი მიიღო ნატო-ს ვილნიუსის სამიტიდან, ხოლო შემდგომი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომელიც აშშ-ში ჩატარდება, მისი ქვეყნისთვის გამარჯვებით დასრულდება. „ძალიან ბევრი მივიღეთ. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ, რაც ახლა მივიღეთ, - ჩვენთვი

უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს. „დღეისთვის სამშობლოში მხოლოდ 383 უკრაინელი ბავშვის დაბრუნება შევძელით. რუსეთის ფედერაცია ჩვენი ბავშვების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის და არაა დაინტერესებული იმაში, რომ ოჯახები ხელახლა გაერთიანდნენ“, - წერს ლუბინეცი. ლუბინეცი უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას და სამხრეთ კორეის პირველ ლედის კიმ კონ ჰის შეხვდა
×
×
  • შექმენი...