Jump to content
Planeta.Ge

იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა


17-19 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განცხადების თანახმად, 17 მარტს სტოლტენბერგი ბაქოში ჩავა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს შეხვედრას. მოგვიანებით ალიევისა და სტოლტენბერგის მონაწილეობით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 18 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდება.

ამავე დღეს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. ამავე დღეს კობახიძისა და სტოლტენბერგის მონაწილეობით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

19 მარტს კი ნატო-ს გენერალური მდივანი ერევანში ჩავა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, ვაჰაგ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან. მოგვიანებით ფაშინიანისა და სტოლტენბერგის მონაწილეობით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...