Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.460
  • comments
    0
  • views
    293.697

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ჯორჯიან ეარვეისი“ - საქართველოს ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, ავიასატრანზიტო ქვეყანად იქცეს, ტყუილად ნუ ინერვიულებთ - რაც შეხება სანქციებს, ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევ

საქართველოს ცულ ცოტა ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, რომ ავიასატრანზიტო სახელმწიფოდ იქცეს, ასე რომ, ტყუილად და უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ! - სანქციები მხოლოდ ჩვენზე ვერ გავრცელდება, ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე,- ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც კომპანია საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო ფრენებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს ეხმაურება. რ

შსს-მ თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, კაფეში მომხდარი სროლის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების მუხლებით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში მომხდარი სროლის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. შეგახსენებთ, სროლა თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში მოხდა. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადა

რუსული მედია - Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს იწყებს

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით, თბილისის გავლით, ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს, - რუსული RTVI-ს ინფორმაციით, ტელეკომპანიას ამის შესახებ Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, გეგმაში შედის ხუთი ევროპული ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა და სალონიკი. „დავიწყებთ 15 ივნისს. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მარშრუტებზე საკმარისი მოთხოვნა იქნება. თბილისის გავლით უფრო მოსახერ

ასპინძის სოფელ საყუდაბელში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუდაბელში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა. როგორც ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მზია პაპაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაავადებულთაგან ნაწილი სტაციონარში მკურნალობდა, ახლა კი მკურნალობას ბინაზე აგრძელებენ. მისივე თქმით, სოფელში უკვე იმყოფებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც შესაბამისი ნიმუშები აიღეს. „დღეისთვის 12 შემთხვევა გვაქვს, სოფელ საყუდაბელში. ზოგიერთი სტაციონარშის მკურნალობდ

„სიურპრიზად გავიგე ახლახან“ - „პალიტრანიუსზე“ პოლიტიკური გადაცემა დახურეს

ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ პოლიტიკური თოქ-შოუ „ნიუსრუმი“ დაიხურა – ინფორმაციას გადაცემის წამყვანი კოკა კვირკველია ავრცელებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ „სიურპრიზად, ახლახან“ გაიფო. „პუბლიკა“ ცდილობს, „პალიტრა მედიასთან“ დააზუსტოს, რა გახდა გადაცემის დახურვის მიზეზი. მედიაჰოლდინგის პასხუს მიღების შემთხვევაში გაგაცნობთ. „პუბლიკა“ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ დირექტორს, ლევან ტაბატაძეს ესაუბრა. მისი თქმით, გადაცემა „ნიუსრუმის“ დახურვა „ჩვეულებრივი შიდა გადაწყვეტილებაა“.

თამაზ გაიაშვილის თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა - ნახევარი ბორტიც კი არ ივსება მგზავრებით

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით შექმნილი მოლოდინი არ გამართლდა. მისი თქმით, ნახევარი ბორტიც კი არ ივსება მგზავრებით. ავიაკომპანიის ხელმძღვანელი აკონკრეტებს, რომ მას გათვალა ამ რეისზე არ ჰქონია. "რაც პირდაპირი რეისები დაფრინავს, 50%-იანი დატვირთვაც არ არის... მოლოდინი იყო, რომ ბევრი იქნებოდა - როგორც ქუხს, ისე არ წვიმს... ერთი-ორი თვე უნდა გავიდეს, შევხედოთ. [ფრენ

ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლს დედამთილმა $30 000 აჩუქა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ცოლს დედამთილმა 2022 წელს 30 ათასი დოლარი აჩუქა. საჩუქრის შესახებ ინფორმაცია თავად მინისტრმა ასახა 2023 წლის 23 მაისს შევსებულ დეკლარაციაში. გასულ წელს ნინო მხეიძემ დედამთილისგან უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ცოლ-ქმარმა მთელი წლის განმავლობაში გამოიმუშავა: მინისტრმა 2022 წელს ხელფასის სახით აიღო 68 834 ლარი, მისმა ცოლმა კი - 1532 ლარი. ფოტოკოლაჟი თავდაცვის მინისტრის დეკლარაციიდან 2022 წელსვე ბურჭულაძემ 23 ათას დოლარზე მ

თეთრი სახლი - ბახმუტი რუსებისთვის ხორცსაკეპი მანქანა გახდა

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ბახმუტისთვის ბრძოლა რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდა და ქალაქი რუსული ძალების ხორცსაკეპ მანქანად იქცა. "ეს შეტევა, ფაქტობრივად, საშინლად ძვირი დაუჯდა რუსეთს და, როგორც ვთქვი, ეს მათთვის ერთგვარი ხორცსაკეპი მანქანა გახდა", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. მისი თქმით, შეფასებები, რომელიც ვაშინგტონმა ბახმუტში რუსული ძალების მსხვერპლის შესახებ მაისის დასაწყისში გამოაცხადა, ზუსტია,

ვოლოდიმირ ზელენსკი ირანელებს - რატომ უნდა იყოთ რუსული ტერორის თანამონაწილეები? რატომ ხართ ბოროტი სახელმწიფოს მხარეს?

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირანელ ხალხს მოუწოდებს, რუსეთის სისხლიანი ომის თანამონაწილეები არ გახდნენ, რომლებიც ირანულ „კამიკაძე“ დრონებს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების დასახოცად იყენებს. „დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თავდასხმები მუდმივად გრძელდება, მინდა მივმართო უშუალოდ ირანელ ხალხს, თითოეულ ოჯახს, იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სახელმწიფოს გადაწყვეტილებებზე ირანში. კითხვა მარტივია: რატომ უნდა იყოთ რუსული ტერორის თანამონაწილეები? რატომ ხართ ბოროტი სახე

უკრაინელებმა რუსების გაშვებული 36-ვე დრონი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსების მიერ წუხანდელი შეტევის დროს გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 36-ვე დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დრონები ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებიდან იყო გაშვებული. „ერთობლივი ძალისხმევით 36-ვე „შაჰიდი“ განადგურდა!“ - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. უწყების განმარტებით, თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ, ქვეყნის დასავლეთ ოლქებში კრიტიკული ინფრასტრუქტურისა დ

მამუკა მდინარაძე - საქართველო რუსეთს სანქციებს არ და ვერ უწესებს იმიტომ, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს, ვიდრე რუსეთს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განმარტებით, საქართველო რუსეთს სანქციებს არ და ვერ უწესებს იმიტომ, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს, ვიდრე რუსეთს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პრინციპული დამოკიდებულება ქართველების ინტერესებიდან გამომდინარეობს და არ გადაიხედება. „საქართველოს მყარი პოზიციაა, რომ არცერთი სანქცირებული ბორტი საქართველოში არ დაჯდება. საქართველოს მყარი პოზიციაა, რომ ამ ქვეყნიდან უკრაინას პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს და ეს ყველაფერი ერთმანეთს

კახა კალაძე ევროკავშირის დროშის შესახებ - ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია ევროპული მომავალი და ეს ჩანაწერი სწორედ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით გაკეთდა, თუმცა პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვიწერია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აქვს თავისი სლოგანი, შესაბამისი კამპანია და დეკორაციებიც ყოველ წელს იცვლება. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ ატეხილი აჟიოტაჟი არის სპეკულაცია და სიბინძურე, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. „ეს არის მორიგი სპეკულაცია და ჩვეულებრივი სიბინძურე, რასაც კადრულობენ კონკრეტული ადამიანები. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის

შოიგუმ მინსკში ხელი მოაწერა დოკუმენტებს ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ

მინსკში გამართულ შეხვედრაზე ბელარუსისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსების პროცედურის შესახებ. ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ვიქტორ ხრენინმა და სერგეი შოიგუმ ასევე განიხილეს "სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია და თავდაცვის უწყებებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები." შოიგუმ ბელარუსს რუსეთის "ერთგული მოკავშირე და საიმედო პარტნიორი" უწოდა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყა

დიმიტრი ცქიტიშვილი - ოკუპანტი ქვეყნისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება ნონსენსია - დღეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლება გვყავს

ოკუპანტი ქვეყნისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება სრულიად ნონსენსია, ეს ასე არ ხდება. სანამ ის ოკუპანტია უსაფრთხოების სისტემებზე საუბარი გამორიცხულია, შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლება გვყავს დღეს, - ამის შესახებ მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთთან პარტნიორობის იმედად ყოფნა ძალიან მიამიტურია. „ძალიან პრაგმატულად, რომ ვთქვათ კეთილდღეობა რუსულად და უსაფრთხოება რუსულა

ანა მალიარი - რუსეთმა ბახმუტის გარეუბნებში „ვაგნერელები“ ჯარისკაცებით ჩაანაცვლა, მაგრამ ისინი ქალაქში ჯერ კიდევ რჩებიან

რუსეთმა ბახმუტის გარეუბნებში კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ქვედანაყოფები რეგულარული არმიის ჯარისკაცებით ჩაანაცვლა, მაგრამ ჯგუფის მებრძოლები განადგურებულ ქალაქში ჯერ კიდევ რჩებიან, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. მანამდე, "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან „ვაგნერის“ მებრძოლების გაყვანა დაიწყო. "ვაგნერელთა" გაყვანის პროცესის ამსახველი ვიდეო პრიგოჟინის პრესსამსახურმა გა

ირაკლი კობახიძე - არიან ადამიანები, ძირითადად „ნაციონალები“, ფსევდო ლიბერალები და მათზე აყოლილები, რომლებსაც „ფეისბუქზე" უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველოს დროშა

ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავლად არიან ადამიანები, ძირითადად “ნაციონალები“, ფსევდო ლიბერალები და მათზე აყოლილი ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც "ფეისბუქზე" უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა - ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და ფსევდო ლიბერალებმა და არ დასვან სპეკულაციური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაზეც კითხვა საერთოდ არ არის დასასმელი, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობ

ჟურნალისტი ამბობს, რომ „ჯორჯიან მანგანეზზე“ მომზადებული სიუჟეტის გამო სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

„მთის ამბების“ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში სიცოცხლის მოსპობის მუქარისშემცველ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. პირი, რომლის ვინაობის იდენტიფიცირებას ჟურნალისტი არ ახდენს, მას ჟურნალისტური მასალის წაშლას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. „მიწიდან ამოგთხრი, თავი თუ არ გაგიხვრიტო… ჩვენ რაც გვჭირს, ეს არის ჩვენი უბედურება… ეს ვიდეო აიღე, მიწიდან ამოგთხრი. ძმის სულს გეფიცები, თავი თუ არ მოგაჭრა…,“ – ისმის ჩანაწერში. სიუჟეტი, რომლის გამოც გელა მთივლიშ

მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვშია

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება. ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტის გარდა მსახურებას ესწრებოდნენ რუსული და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმსახურები, ასევე რუსეთის ოფიციალური პირები – „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი. „პუბლიკა“ საპატრიარქოს პრესასთან ურ

ფოთის პორტში, სატვირთოს ჩხრეკისას, 80 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფოთის პორტში დაკავებულია პირი, რომელიც საქართველოში 80 კილოგრამი ჰეროინის შემოტანას ცდილობდა. უწყების თანახმად, ბრალდებულია 1961 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე – სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომლის ჩხრეკისას „მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე“ ჰეროინი აღმოაჩინეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულს „განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით ნარკოტიკული საშუალებების

მთავრობა განმარტავს, რატომ აღარ ფიგურირებს EU-ის დროშა საზეიმო გაფორმებაში

საქართველოს მთავრობა განმარტავს, რატომ შარშანდლისგან განსხვავებით, აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა 26 მაისისთვის პარლამენტის შენობის გაფორმებაში. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება. „წლებია რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. 2016 წლიდან, ყოველ წელს, ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება. წელს 26 მაისის გზავნილია „თა

გიორგი მელაშვილი: ირაკლი კობახიძემ გადაიკითხოს კონსტიტუცია და დაინახავს, ვის აქვს უფლება ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება. ოფიციალური მიწვევა მან ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასგან ერთი თვის წინ მიიღო და ვიზიტთან დაკავშირებული თანხმობისთვისაც მთავრობას დაუყოვნებლივ მიმართა. საქართველოს ხელისუფლებამ ბრიუსელში ვიზიტზე ნებრთვა კი გასცა, თუმცა მას წინ ისეთი მოვლენები უძღოდა, რამაც ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამგზავრება ეჭვქვეშ დააყენა. მმართველი გუნდის ცალკეული წარმომადგენლის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მისამართით

მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა, რამდენიმე დღეა, დაიწყო

უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა, რამდენიმე დღეა, დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. „კონტრშეტევა რამდენიმე დღეა გრძელდება, საზღვრიდან 1 500 კილომეტრის მანძილზე ინტენსიური ომია, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც მოგვცეს, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დონბასსა და ყირიმში“, – განაცხადა პოდ

„ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა უკვე დაიწყო

კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა უკვე დაიწყო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. „ჩვენ გავიყვანთ ბახმუტიდან ქვედანაყოფებს პირველ ივნისამდე და ძირითადი ნაწილი უკანა ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს გადავცემთ, მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, ჩვენ დავტოვებთ იმ მებრძოლებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ბახმუტის აღებაში“, – აღნიშნულია პრიგოჟინის პრესსამსახურის ტელეგრამარხზე გავრცელებუ

ნათია მეზვრიშვილი - წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის დროშა არ იქნება პარლამენტის შენობაზე, ეს ფაქტი ალბათ ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა ხელისუფლების ანტი-ევროპული პოლიტიკა და ღიად შეცვლილი საგარეო კურსი

წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის დროშა არ იქნება პარლამენტის შენობაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი ტქმით, ეს ფაქტი ალბათ ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა ხელისუფლების ანტი-ევროპული პოლიტიკა და ღიად შეცვლილი საგარეო კურსი. "საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ქცეულ გამზირზე, სადაც ქართველების სისხლია დაღვრილი, ხელისუფლებამ ევროკავშირის დროშა ჯერ დაწვა, ახლა საერთ

გარდაიცვალა მომღერალი ტინა ტერნერი

ამერიკელი მომღერალი ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. „როკ-ენ-როლის დედოფალი“ შვეიცარიაში, ციურიხის მახლობლად მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა. „მასთან ერთად, მსოფლიომ დაკარგა ლეგენდა და მისაბაძი ადამიანი“,- განაცხადა მისმა პრესსპიკერმა.   ავტორი - სალომე თორაძე
×
×
  • შექმენი...