რა თქმა უნდა, ველოდები და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო მიმდინარეობს და მოგვიანებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება.
„ველოდები და იმედი მაქვს, რომ მიმდინარე კვირაში საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ძალიან ნა
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.
კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება მსგავსია სხვადასხვა ჯგუფს შორის, თუმცა სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები.
უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას, პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება:
16% - კარგად
41% - საშუალოდ
30% - ცუდად
11% - უა
ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს. სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირადღირებული ნივთების შეძენა.
კითხვაზე,
"რატომ ჩამორჩა საქართველო ევროკავშირთან თავსებადობას."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
409901323_891602262285191_8600872223981061306_n.mp4
ამიტომ არის საქართველოში კორუფცია ღალატის ტოლფასი...
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
408921498_290436033995648_2924928676644988178_n.mp4
"მივმართავთ ხელისუფლებას, დროულად გადავიდნენ საქმის კეთებაზე და შექმნან სამუშაო ფორმატები."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
409582713_344465321623672_2018017836825255965_n.mp4
პატარა ემიგრანტი გოგონას წერილი თოვლის ბაბუას _ თოვლის ბაბუა ბილეთი მინდა, რომ ოჯახთან ერთად საქართველოში წავიდეთ. ბებიები და ბაბუები მენატრება.
წერილს exclusivetv.org ავრცელებს.
gurianews.ge
“საქართველოში დღეისათვის გამეფებული კორუფცია და არაფორმალური მმართველობა საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს.”
გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი.
406480608_377497804849594_1933244951291161589_n.mp4
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი.
ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, საოკუპაციო რეჟიმს არ დაუდასტურებია თემურ კარბაიას უკანონოდ დაკავების მცდელობა.
„აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზი”.
„ცხელი ხაზის“ გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველ
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 11 და 12 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა.
„ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თეიმურ კარბაია დაიღუპა - ეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა. მწუხარე 75
კომიტეტის ათმა დეპუტატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე ახალი კანონპროექტი მოამზადეს.
პაატა კვიჟინაძის, ზაალ მიქელაძის, ირაკლი ზარქუას, გოგი მეშველიანის, ბეჟან წაქაძის, ბექა ლილუაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ანტონ ობოლაშვილისა და ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ წარდგენილი პროექტის თანახმად, უქმდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც მაუწყებლის დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14%-ით ითვალისწინებს.
კანონის პროექტით საზოგადოებრივი მაუ
ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ცოლად შერთვის მიზნით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
პუბლიკა
საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიმოიხილავს გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებობს.
ოკუპაცია
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ დამღა დაასვა. აღნიშნული მძიმე ფაქტი, ომბუდსმენის შეფასებით, გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხ
პენიტენციურ სისტემაში უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება.
სახალხო დამცველი განცხადებაში აღნიშნავს, რომ კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში კ
საიას შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით 2023 წელს რამდენიმე გამოწვევა იჩენს თავს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2023 წელს განვითარებული მოვლენები და სხვადასხვა მშვიდობიან შეკრებაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეკრების თავისუფლება მომეტებულად იზღუდება.
მათივე ცნობით, 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველზე გავრცელებული დანაშაული
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც დიპლომატი აღნიშნავს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, რასაც თან ახლავს ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების პასუხისმგებლობა.
„დღეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღიარებს, რომ ადამიანის უფლებები თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის.
1948 წელს, ადამიანის უფლებ
საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მტერი დღეს კორუფცია და არაფორმალური მმართველობაა და როგორც შედეგი - გვაქვს უთანასწორობა სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ელიტური ჯგუფების გამდიდრება ხალხის გაღარიბების ხარჯზე, კანონი კანონობს მხოლოდ ვიღაცისთვის, ვიღაცას კი დაუსჯელობის სრული უფლება აქვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს.
მისივე განცხადებით, მხოლოდ არაკორუმპირებული, სამართლიანი და პროგრესული საქართველო
გენერალურმა პროკურატურამ ფულის გათეთრების ფაქტზე ბრალი წარუდგინა ვიეტნამის მოქალაქეს და მის თანამზრახველს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ დღეს, 9 დეკემბერს გაავრცელა.
უწყების ცნობით, ვიეტნამის მოქალაქემ თანამზრახველთან ერთად საქართველოში გახსნილ პირად საბანკო ანგარიშებზე ეტაპობრივად განათავსეს უკანონო წარმომავლობის თანხები, შემდეგ კი თანხა ძვირადღირებულ უძრავ ქონებაში დააბანდეს. კერძოდ, 2020-2021 წლების პერიოდში, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში იყიდეს ორი საცხოვრებელი ბინა, ბათუმში
ესტონეთმა და ლიეტუვამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება დაგმეს, - ამის შესახებ ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ.
„რუსი სპორტსმენების დროშის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება, მათ ხელებზე არსებულ სისხლს ვერ მოწმენდს“, - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
„რუსეთი თავის გენოციდურ არმიაში სპორტსმენებსა და ქალებს იწვევს. ეს არ არის ნეიტრალიტეტი, ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ოლიმპიადა ნიშნავს“, -
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას განვიხილავთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„რუსეთმა ბოლო 2 თვის განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა განახორციელა. საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად კი მუშაობა მიმდინარეობს.
„აღნიშნულ პერიოდში ზონალურ საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება, ხარვეზის მიმდინარეობის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება.
ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოგეწოდებათ“,-