Jump to content
Planeta.Ge

რუსული მედია - მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ ხელბარგში ბომბი აქვს


მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში, მოსკოვი-ერევნის რეისის მგზავრმა განაცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბია, - ინფორმაციას რუსული მედია და „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

„ტელეგრამ“ არხ 112-ის ცნობით, ქალბატონმა თვითმფრინავში ასვლის შემდეგ ბორტგამცილებელს განუცხადა, რომ მის ხელბარგში ბომბი იყო.

ფრენა გადაიდო. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების ბრიგადებია მობილიზებული.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...