Jump to content
Planeta.Ge

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა


მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

„ნანგრევების გაწმენდისას სასწრაფო დახმარების სამსახურებმა კიდევ რამდენიმე ცხედარი აღმოაჩინეს. დაღუპულთა რიცხვი ახლა 115 ადამიანს შეადგენს", - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

„ტერორისტებმა საკონცერტო დარბაზში ცეცხლის გასაჩენად, სადაც მაყურებლები, მათ შორის დაჭრილები იყვნენ, აალებადი სითხე გამოიყენეს“, - აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.

ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 4 „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...