Jump to content
Planeta.Ge

კრემლი: დაკავებულია 11, მათ შორის, 4 ტერორისტი


კრემლის პრესსამსახურის ცნობით, FSB-ს დირექტორმა ვლადიმიტ პუტინს შეატყობინა 11 ადამიანის დაკავების შესახებ, მათ შორის, 4 ტერორისტის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, ალექსნადრ ბორტნიკოვმა პუტინს შეატყობინა, რომ ის პირები არიან დაკავებულნი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტში.

დასავლური მედიის ცნობით, მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ” (ISIS) აიღო.

პასუხისმგებლობის აღების შესახებ ISIS-ის მოკლე განცხადება ტერორისტულ დაჯგუფებასთან აფილირებულმა სააგენტო Amaq-მა Telegram-ის არხზე გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, ცნობა დამოუკიდებლად გადამოწმებული არ არის.

„ბიბისის“ ცნობით კი, ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ის აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოსკოვში თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა.

როგორც „ბიბისი“ ამერიკულ „სიბიესზე“ დაყრდნობით იუწყება, გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ სურდა რუსეთზე დარტყმის მიყენება. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, კონკრეტული ინფორმაცია მიწოდებული იყო რუსეთის მთავრობისთვისაც, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ცივი ურთიერთობების მიუხედავად.

გუშინ მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში სულ მცირე, სამმა პირმა  ცეცხლი გახსნა. როგორც მედია წერს, თავდამსხმელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობაც აამოქმედეს, რის შედეგადაც ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი, მათგან 3 ბავშვია. ჰოსპიტალიზებულია – 115 ადამიანი.

თავდასხმა ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დროს მოხდა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...