Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.260
  • comments
    0
  • views
    702.198

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ ხვალ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, Palais Nikaïa-ს სცენაზე იმღერებენ

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ ხვალ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, Palais Nikaïa-ს სცენაზე იმღერებენ. პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით Over The Sky მეათე ნომრად წარდგებიან. მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე – ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვლენ. წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალს ესპანეთი გახსნის და

დენის შმიგალი - უკრაინა გერმანიისგან 50 მილიონ ევროს მიიღებს

უკრაინა გერმანიისგან ეკონომიკის მხარდასაჭერად 50 მილიონ ევროს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. „ეს თანხები მთავრობას დაეხმარება, რომ ბიზნესის მხარდაჭერა და შეღავათიანი კრედიტების პროგრამის „5-7-9“-ის დაფინანსება გააგრძელოს “, - განაცხადა შმიგალმა. შმიგალმა აღნიშნა, რომ მთავრობა ამ თანხებს სოციალური დახმარებისთვის, პენსიებისთვის, ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასებისთვის და სხვა კრიტიკული საჭიროებისთვის გამოიყენებს. უკრაინის პრემიერმა ს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 31 წლის ნიკა გელენიძე საქართველოში ჩამოასვენეს. ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. ნიკა გელენიძე, დღესვე, ფოთში საკუთარ სახლში გადაასვენეს. ცნობისთვის, ნიკოლოზ გელენიძე უკრაინაში 5 სექტემბერს წავიდა, ის ბახმუტთან იბრძოდა, სადაც დაბომბვის შედეგად 18 ნოემბერს დაიღუპა. იპნ

სკოლის ბუფეტში საღეჭი რეზინის, შოკოლადის, ჩიფსის და ტკბილი გაზიანი სასმელის გაყიდვა აიკრძალა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, მათი ინიციატივით, დარგობრივი სამინისტროების, დაინტერესებული ორგანიზებისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დამტკიცდა. განათლების სამინისტროს ცნობით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფე

„ნუ გაჩუმდებით“ - ევროკავშირის გზავნილი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ყველაზე გავრცელებული დარღვევაა მსოფლიოში. ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ამ დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

კიევს დრონებით შეუტიეს, არიან დაზარალებულები

გასული ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმის ძირითადი სამიზნე კიევი იყო. უკრაინის დედაქალაქს სხვადასხვა მხრიდან ირანული წარმოების, „შაჰიდის“ მოდელის დრონებით შეუტიეს. როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, შეტევა 6 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა და ის იყო ყველაზე მასშტაბური რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უპილოტონ საფრენი აპარატების უმრავლესობა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოა

სუნელების 61 ნიმუშიდან 5-ში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავი აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სუნელების 61 ნიმუშიდან 5-ში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავი აღმოაჩინეს. მათ შორის: შპს „ლაგოს“ მიერ წარმოებული წითელი წიწაკა (დაღერღილი, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი, ვარგისიანობის ვადა 12 თვე), აღმოჩნდა საღებავი Sudan I. მისამართი: შპს „ცენტრალური ბაზარი“ სენაკი, რუსთაველის ქ. N180 – დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ელისო ჯოლოგუა; დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ელისო ჯოლოგუასთან აღებულ მისივე წარმოების აჯიკის (დამზადების თარიღი: 1

მიშა დაუშვილი - რა ხდება რუსთავში?! 2024 წლის არჩევნები მოდის და “ოცნება” ცდილობს ადგილობრივი ბიუჯეტი ისე გაანაწილოს, როგორც მის პარტიულ ორგანიზაციას აწყობს , რის შესაძლებლობასაც ჩვენ არ ვაძლევთ (ვიდეო)

“რა ხდება რუსთავში?! 2024 წლის არჩევნები მოდის და “ოცნება” ცდილობს ადგილობრივი ბიუჯეტი ისე გაანაწილოს, როგორც მის პარტიულ ორგანიზაციას აწყობს , რის შესაძლებლობასაც ჩვენ არ ვაძლევთ. ჩვენი მიზანია რუსთაველების ინტერესები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული.”  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 403634281_6834038469998840_5940438598290942100_n.mp4

გიორგი შარაშიძე - ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ, ჯამში ვეღარ მიიღონ 50% (ვიდეო)

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ, ჯამში ვეღარ მიიღონ 50%”  გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.  405775544_309196335278844_7897349048746743639_n.mp4

პროკურატურამ 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, პაციენტისთვის ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქეთევან ცერცვაძეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპე

ბერდია სიჭინავა - რა მოხდა რუსთავში? და როგორ გარიგდნენ კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობა" და „ოცნება" (ვიდეო)

რა მოხდა რუსთავში? და როგორ გარიგდნენ კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობა" და „ოცნება" ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  405741604_325549880226143_7666849339473299448_n.mp4

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7128 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7122 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9594 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9558 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომლის ტრაილერის დაგორების შედეგად ბავშვი დაიღუპა

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომლის ტრაილერის დაგორების შემდეგაც არასრულწლოვანი დაიღუპა. პროკურატურის განცხადებით, შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ტროტუარზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსა

მე-7 თვეა, არქეოლოგებს გათხრებზე ნებართვას არ აძლევენ

არქეოლოგები გიორგი ბიძინაშვილი და ნიკოლოზ წიქარიძე მე-7 თვეა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან არქეოლოგიურ გათხრების დაწყებაზე ნებართვას ვერ იღებენ. ნებართვის გამცემი უწყება კულტურის სამინისტროს ექვემდებარება. არქეოლოგების განცხადებით, ძეგლთა დაცვის სააგენტო მათ სჯით სამუზეუმო სისტემაში მინისტრ წულუკიანის პოლიტიკის კრიტიკის გამო. ნებართვის დაგვიანებით კი, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ქვეყნის სამეცნიერო რეპუტაციას და ნადგურდება ძეგლები. ნიკოლოზ წიქარიძე არქეოლოგიურ გათხრებზე ნება

„ოცნების“ ლიდერები და ოპოზიცია ძველი პირადობების საკითხზე დახურულ ფორმატში ხვდებიან

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში, დახურულ ფორმატში ოპოზიციას ხვდებიან. შეხვედრაზე პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ იმ კანონპროექტზე მსჯელობენ, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას ხდის შესაძლებელს. აღნიშნული პროექტის ინიციატორი ფრიდონ ინჯიაა. ის დღევანდელ შეხვედრას არ ესწრება. შეხვედრას „ოცნებიდან” შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე გივი მიქანაძე და მამუკა მდინარაძე ესწრებია

„ტექნოლოგიებმა შეიძლება, სამუშაო კვირა 3 დღემდე შეამციროს“ – ბილ გეიტსი

ტექნოლოგიური გიგანტის, „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების წყალობით ადამიანებს შეიძლება, ნაკლები მუშაობა დასჭირდეთ. „ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ტრევორ ნოასთან გამართულ პოდკასტში წამყვანმა გეიტსს ჰკითხა, ხომ არ ემუქრება ხელოვნური ინტელექტის განვითარება და სულ უფრო ხშირი გამოყენება სამუშაო ადგილებს. გეიტსმა უპასუხა, რომ ტექნოლოგიები ადამიანებს ვერ ჩაანაცვლებს, უფრო პირიქით, ცხოვრებას გაუმარტივებს – დადგება დღე, როცა ადამიანებს შეეძლე

საქართველოდან ყველაზე ხშირად საყიდლებზე გადიან, ყველაზე მეტჯერ — თურქეთში

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 18.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან 397.6 ათასი იყო ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 38.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი ვიზიტი (33.4%) განხორციელდა საყიდლების მიზნით. 2023 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტ

მთავრობის ცნობით, გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებს ზამთარში გათბობას დაუფინანსებენ

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და ამასთან, მთავრობის ცნობით, სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება. “გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტით დაზარებულ მოსახლეობას, ზამთრის პერიოდში

უხერხულია, როცა საქართველოს პარლამენტი უარს ამბობს გინტურზე რეზოლუციის განხილვაზე – აქუბარდია

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას თქმით, უხერხულია, როცა საქართველოს პარლამენტი თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს არ განიხილავს მაშინ, როცა ამ საკითზე ევროპარლამენტმა უკვე რეზოლუცია მიიღო. აქუბარდიამ მოითხოვა, რომ რეზოლუციის პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღის წესრიგში ჩაესვათ, რომელიც დღეს, 24 ნოემბერს, იმართება. ვინაიდან პარლამენტის ბიურომ რეზოლუციის პროექტი სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადა

მიშა დაუშვილი - ყველაზე მნიშვნელოვანი მანიფესტი დღეს არის 9 რეკომენდაციის შესრულება, რათა გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიწყოს სამუშაო პროცესი, ჩვენ მზად ვართ, ახლაც მივიღოთ მონაწილეობა პროცესში (ვიდეო)

დღეს - ზოგიერთი რაღაც მანიფესტს აქვეყნებს, ზოგი რაღაც გეგმებს გვთავაზობს. ყველაზე მნიშვნელოვანი მანიფესტი დღეს არის იმ 9 რეკომენდაციის შესრულება, რათა გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია.  კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიწყოს სამუშაო პროცესი, ჩვენ მზად ვართ, ახლაც მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  405767035_865811421766231_7866673668549737383_n.mp4

მიშა დაუშვილი - თითოეულ იმ ევროპარლამენტარს გვინდა მადლობა ვუთხრათ, ვინც თამაზ გინტურის შესახებ მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა (ვიდეო)

თითოეულ იმ ევროპარლამენტარს გვინდა მადლობა ვუთხრათ, ვინც თამაზ გინტურის შესახებ მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი არის ის, ვინც იცავს ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, ეკლესიას და ჩვენს მოქალაქეებს.  „ოცნების" დეპუტატებს უნდა ეყოთ გამბედაობა, გამოდიოდნენ და ევროპის კრიტიკის მაგივრად, მსგავსი მხარდაჭერის გამო, მადლობას ეუბნებოდნენ მათ. მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  405736809_899554591517868_6263099468447648656_n.mp

მიშა დაუშვილი - რადიკალურ ხელისუფლებას მოვუწოდებთ - თავი დაანებონ ტყუილების თქმას, ხოლო რადიკალურ „ნაციონალურ მოძრაობას'' - თავი დაანებონ მუქარებს (ვიდეო)

"რადიკალურ ხელისუფლებას მოვუწოდებთ - თავი დაანებონ ტყუილების თქმას, ხოლო რადიკალურ „ნაციონალურ მოძრაობას'' - თავი დაანებონ მუქარებს. მოქალაქეებს სჭირდებათ პრობლემების მოგვარება და ჯობია, საქმეს მიხედონ." მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  405040981_1192417171717015_6416884613060271766_n.mp4

ბერდია სიჭინავა - თუ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს იმის რესურსი, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, მას არ უნდა ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ ქართულ პოლიტიკაში ეთქმოდეს სიტყვა (ვიდეო)

“ცვლილებები 2024 წელს არის გარდაუვალი და ამ ცვლილებებს ბუნევრივია სჭირდება ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა, ამ მხარდაჭერას კი ყოველდღიურად ვგრძნობთ. ჩვენი პარტია, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი ისე იქნება წარმოდგენილი არჩევნებზე. თუ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს იმის რესურსი, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, მას არ უნდა ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ ქართულ პოლიტიკაში ეთქმოდეს სიტყვა და წარმოდგენილი იყოს საკანონმდებლო ორგანოში. ყველა მოქალაქე უნდა დავარწმუნოთ ერთ რამეში, 2024 წლის საპარლამ

პრეზიდენტი - ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციის დამტკიცებას გამოეხმაურა. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა. „ევროპა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას. მადლობელი ვარ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის დასკვნითი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან დაპირისპირ

გიორგი გახარია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ვინ არის საქართველოს მეგობარი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის დამცველი, გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ვინ არის მტერი

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ვინაა საქართველოს „გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ვინ მტერი“. როგორც ის საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ბოლოდროინდელი მოვლენები ადასტურებს, რომ ქართველი ხალხი და ევროკავშირი სწორ მხარეს დგას, თუმცა საქართველოს მთავრობა „მნიშვნელოვნად ჩამორჩება“. „ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს
×
×
  • შექმენი...