Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.462
  • comments
    0
  • views
    293.870

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ირაკლი კობახიძე - არიან ადამიანები, ძირითადად „ნაციონალები“, ფსევდო ლიბერალები და მათზე აყოლილები, რომლებსაც „ფეისბუქზე" უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველოს დროშა

ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავლად არიან ადამიანები, ძირითადად “ნაციონალები“, ფსევდო ლიბერალები და მათზე აყოლილი ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც "ფეისბუქზე" უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა - ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და ფსევდო ლიბერალებმა და არ დასვან სპეკულაციური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაზეც კითხვა საერთოდ არ არის დასასმელი, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობ

ჟურნალისტი ამბობს, რომ „ჯორჯიან მანგანეზზე“ მომზადებული სიუჟეტის გამო სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

„მთის ამბების“ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში სიცოცხლის მოსპობის მუქარისშემცველ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. პირი, რომლის ვინაობის იდენტიფიცირებას ჟურნალისტი არ ახდენს, მას ჟურნალისტური მასალის წაშლას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. „მიწიდან ამოგთხრი, თავი თუ არ გაგიხვრიტო… ჩვენ რაც გვჭირს, ეს არის ჩვენი უბედურება… ეს ვიდეო აიღე, მიწიდან ამოგთხრი. ძმის სულს გეფიცები, თავი თუ არ მოგაჭრა…,“ – ისმის ჩანაწერში. სიუჟეტი, რომლის გამოც გელა მთივლიშ

მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვშია

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება. ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტის გარდა მსახურებას ესწრებოდნენ რუსული და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმსახურები, ასევე რუსეთის ოფიციალური პირები – „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი. „პუბლიკა“ საპატრიარქოს პრესასთან ურ

ფოთის პორტში, სატვირთოს ჩხრეკისას, 80 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფოთის პორტში დაკავებულია პირი, რომელიც საქართველოში 80 კილოგრამი ჰეროინის შემოტანას ცდილობდა. უწყების თანახმად, ბრალდებულია 1961 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე – სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომლის ჩხრეკისას „მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე“ ჰეროინი აღმოაჩინეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულს „განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით ნარკოტიკული საშუალებების

მთავრობა განმარტავს, რატომ აღარ ფიგურირებს EU-ის დროშა საზეიმო გაფორმებაში

საქართველოს მთავრობა განმარტავს, რატომ შარშანდლისგან განსხვავებით, აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა 26 მაისისთვის პარლამენტის შენობის გაფორმებაში. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება. „წლებია რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. 2016 წლიდან, ყოველ წელს, ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება. წელს 26 მაისის გზავნილია „თა

მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა, რამდენიმე დღეა, დაიწყო

უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა, რამდენიმე დღეა, დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. „კონტრშეტევა რამდენიმე დღეა გრძელდება, საზღვრიდან 1 500 კილომეტრის მანძილზე ინტენსიური ომია, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც მოგვცეს, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დონბასსა და ყირიმში“, – განაცხადა პოდ

„ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა უკვე დაიწყო

კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა უკვე დაიწყო. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. „ჩვენ გავიყვანთ ბახმუტიდან ქვედანაყოფებს პირველ ივნისამდე და ძირითადი ნაწილი უკანა ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს გადავცემთ, მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, ჩვენ დავტოვებთ იმ მებრძოლებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ბახმუტის აღებაში“, – აღნიშნულია პრიგოჟინის პრესსამსახურის ტელეგრამარხზე გავრცელებუ

ნათია მეზვრიშვილი - წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის დროშა არ იქნება პარლამენტის შენობაზე, ეს ფაქტი ალბათ ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა ხელისუფლების ანტი-ევროპული პოლიტიკა და ღიად შეცვლილი საგარეო კურსი

წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის დროშა არ იქნება პარლამენტის შენობაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი ტქმით, ეს ფაქტი ალბათ ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა ხელისუფლების ანტი-ევროპული პოლიტიკა და ღიად შეცვლილი საგარეო კურსი. "საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ქცეულ გამზირზე, სადაც ქართველების სისხლია დაღვრილი, ხელისუფლებამ ევროკავშირის დროშა ჯერ დაწვა, ახლა საერთ

გარდაიცვალა მომღერალი ტინა ტერნერი

ამერიკელი მომღერალი ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. „როკ-ენ-როლის დედოფალი“ შვეიცარიაში, ციურიხის მახლობლად მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა. „მასთან ერთად, მსოფლიომ დაკარგა ლეგენდა და მისაბაძი ადამიანი“,- განაცხადა მისმა პრესსპიკერმა.   ავტორი - სალომე თორაძე

იენს სტოლტენბერგი - მნიშვნელოვანია საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რაც ჩვენ გვწამს - ველით, რომ ნატოს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რაც ჩვენ ყველას გვწამს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმზე განაცხადა. ნატოს გენმდივანმა ისაუბრა საქართველოს მაგალითზე, რუსეთის აგრესიული ქმედებების კონტექსტში. “საქართველო ქცევის მოდელის ნაწილია, ვინაიდან, როგორც ვთქვი, 2014 წელს უკრაინაში დაიწყო ომი, მაგრამ მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებები 2014 წელს არ დაიწყო, როგორც მინიმუმ 2008 წელს დაიწყო საქართველო

ბექა ლილუაშვილი - ხავიერ კოლომინასთან შეხვედრაზე განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ 12 რეკომენდაციაზე, „ქართული ოცნების“ შეცვლილ რიტორიკაზე, რომელმაც სერიოზული საფრთხე გააჩინა

ყურადღება 12 რეკომენდაციაზე გავამახვილეთ, ასევე, „ქართული ოცნების“ შეცვლილ რიტორიკაზე, რომელმაც სერიოზული საფრთხე გააჩინა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ლილუაშვილი განმარტავს, უცხოელ პარტნიორებს ქართველი ხალხის ხმა კარგად ესმით. „ბუნებრივია, კარგად უნდა გვესმოდეს ორი ასპექტი: ერთი - თავდაცვისუნარიანობა, მეორე - დემ

ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი - უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ, ამას ველით საქართველოსგან და ყველა პარტნიორისგან

უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ, ამას ველით საქართველოსგან და ყველა სხვა პარტნიორისგან, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ, რომელიც საქართველოში ვიზიტად იმყოფება, მედიასთან განაცხადა. მან ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის კონტექსტში და განაცხადა, რომ რეაქციები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან ნახეს, შეშფოთების საგანია, რაც ქმნის „გარკვეულ სივრცეს“, რომ რუს

უკრაინის ეკლესია ამიერიდან შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია [არ ექვემდებარება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას] ახალ კალენდარზე გადადის, განაცხადა კიევისა და მთელი უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ. უკრაინული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ეკლესიის ხელმძღვანელობამ დღეს, 24 მაისს, ოფიციალურად მიიღო. შესაბამისად, ეკლესია დღესასწაულებს ახალი თარიღით აღნიშნავს – მაგალითად, შობა 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღინიშნება. აქამდე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია იულიუსის კალენდარს იყენებდა, რომელიც გრიგორიანულს 13 დღით უსწრ

კახაბერ ქემოკლიძე - ქართული ოცნება და ეჭვი გვაქვს მათთან პირდაპირ უკვე შეზრდილი რუსეთის სპეც-სამსახურები, ქართულ საზოგადოებაზე ახალ ფსიქოლოგიურ ოპერაციას ახორციელებენ აქტიური საინფორმაციო ოპერაციის/ღონისძიების ფორმით

ქართული ოცნება და ეჭვი გვაქვს მათთან პირდაპირ უკვე შეზრდილი რუსეთის სპეც-სამსახურები, ქართულ საზოგადოებაზე ახალ ფსიქოლოგიურ ოპერაციას ახორციელებენ აქტიური საინფორმაციო ოპერაციის/ღონისძიების ფორმით, - ამის შესახებ აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რუსების მიერ ამ საკმაოდ “ჭკვიანურად” დაგეგმილ ფსიქო-საინფორმაციო ოპერაციას ქართულმა საზოგადოებამ ადეკვატურად უპასუხოს.  "მათ მიერ შემუშავებულია და როგორც ჩანს პროპაგანდი

დათა თავაძის დადგმული „კავკასიური ცარცის წრე” ლატვიის საზოგადოებრივი მედიის ჯილდოს ნომინანტია

დათა თავაძის მიერ ლატვიაში, თეატრში „Dailes”, დადგმული „კავკასიური ცარცის წრე” მოხვდა ყოველწლიური, ლატვიის საზოგადოებრივი მედიის ჯილდოს 5 ნომინანტს შორის. სპექტაკლის სცენოგრაფია ეკუთვნის ქეთი ნადიბაიძეს, ხოლო მუსიკალური გაფორმება — ნიკა ფასურს. სპექტაკლის პრემიერა შედგა 2023 წლის 24 მარტს. ფოტო გარეკანზე: Dailes teātris ნეტგაზეთი

რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც წვევამდელებს საზღვარგარეთის პასპორტების გადაცემას ავალდებულებს

რუსეთის დუმამ „რუსეთის ფედერაციიდან გასვლისა და რუსეთის ფედერაციაში შესვლის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. ქვეყნის პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც წვევამდელები საზღვარგარეთის პასპორტებს პოლიციის მიგრაციის დეპარტამენტს გადასცემენ. ცვლილებების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვეულმა ან ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში გაგზავნილმა მოქალაქეებმა პასპორტები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს უნდა ჩააბარონ. კანონი გავრცელდება

Freedom House-ის ანგარიშით, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებლი კიდევ გაუარესდა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კიდევ გაუარესდა. 2023 წელს, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს შედეგი ერთი ქულით გაუარესდა და 34 ქულა შეადგინა. ქვეყნის ინდექსი მედიის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე შემცირდა: ანგარიშის მიხედვით, მედიის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის დაბალი ხარისხი არის კიდევ ერთი საგანგაშო ტენდენცია საქართველოში, რომელიც აფერხებს მმართველი ორგანოების ანგარიშვალდებულებას და გაშუქების შესაძლებლობ

გაეცანით, სად რა ხდება: 26 მაისის აღსანიშნად საქართველოს 16 ქალაქში ღონისძიებებია დაგეგმილი

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ამ დღისთვის 16 ქალაქში ღონისძიებებს მართავს.   დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყება დილის 11:00 საათზე - საქართველოს 10 რეგიონში და თბილისშიც წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. თბილისის პროგრამა მარნეულის პროგრამა მესტიის პროგრამა მცხეთის პროგრამა ოზურგეთის პროგრამა რუსთავის პროგრამა

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი მარცვლეულის გადასაზიდ შავი ზღვის პორტს არ აძლევს მუშაობის საშუალებას

უკრაინის პივდენის (სამხრეთის) პორტმა შეწყვიტა მუშაობა, რადგან რუსეთი ხომალდებს არ აძლევს იქ შესვლის საშუალებას, რითაც, ფაქტობრივად, ამ პორტს თიშავს ხელშეკრულებიდან, რომელიც მიმართულია შავი ზღვის გავლით მარცვლეულის უსაფრთხოდ გადაზიდვაზე, განაცხადა უკრაინის წარმომადგენელმა 23 მაისს. შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას რუსეთმა და უკრაინამ გასული წლის ივლისში მოაწერეს ხელი. შემდეგ, წინა კვირაში, შეთანხმება კიდევ ორი თვით გახანგრძლივდა. ხელშეკრულების მიზანია, ომის პირობებში უსაფრთხოდ განხორციელდე

გერმანიამ თავშესაფარი მიანიჭა რუსეთში მობილიზაციას გაქცეულ 55 მოქალაქეს

გერმანიის ხელისუფლებამ დააკმაყოფილა თავშესაფრის მინიჭების თხოვნა რუსეთის 55 მოქალაქისგან, რომლებიც სამხედრო მობილიზაციას გაექცნენ. უარი ეთქვა 88 მსგავს განაცხადს, კიდევ 1500-ზე მეტი განაცხადი განხილვის პროცესშია - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება Redaktions Netzwerk Deutschland-ი. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2023 წლის აპრილის ბოლომდე თავშესაფრის გამოყოფის თხოვნით გერმანიას მიმართა რუსეთის 2485-მა მოქალაქემ, რომლებიც მობილიზაციის საფრთხეს გაექც

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უშედეგოდ ცდილობს არმიაში დისციპლინის გაუმჯობესებას

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, რუსულ არმიაში დისციპლინის მხრივ არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. ბრიტანეთის დაზვერვა მისთვის სანდო, დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების კვლევის საფუძველზე წერს, რომ 2023 წლის ხუთ თვეში რუსეთის სამხედრო სასამართლოებმა განიხილეს სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების 1053 საქმე, რაც 2022 წლის მთლიან მონაცემებზე მეტია. ამასთან, დამნაშავედ აღიარებულთა უმრავლესობას პირობითი სასჯელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, უკრაინაში სა

ბერდია სიჭინავა - ეს მშვიდობის პოლიტიკა კი არა, ეშმაკთან კონტრაქტია, რუსეთი ოცნების ხელისუფლებას სულს წაართმევს

ეს მშვიდობის პოლიტიკა კი არა, ეშმაკთან კონტრაქტია, რუსეთი ოცნების ხელისუფლებას სულს წაართმევს, -  ბერდია სიჭინავა - პარტია „საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი გადაცემაში "რეაქცია". 349021695_990981662265471_1034419452118372918_n.mp4

ევგენი პრიგოჟინი - უკრაინელების არმია დღეს ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში

რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ უკრაინელებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავთ. „შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმსჯელო, ვიცი, როგორ იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნები. დღეს „ვაგნერი“ არის საუკეთესო არმია მსოფლიოში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ პოლიტიკურად სწორი ვიყო, უნდა ვთქვა, რომ ეს უნდა იყოს რუსული არმია, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა მსოფლიოში“, - აღნიშნა პრიგოჟინმა

კირილ ბუდანოვი - კონტრშეტევა მალე დაიწყება

კონტრშეტევა მალე დაიწყება, იარაღის საჭირო მინიმუმი გვაქვს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა იაპონურ ტელეარხ NHK-სთან ინტერვიუში განაცხადა. “ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, დროის დაკარგვა აღარ შეიძლება. შეიარაღების საჭირო მინიმუმი უკვე გვაქვს. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ეს [კონტრშეტევა] მალე დაიწყება”, - განაცხადა ბუდანოვმა. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ტერიტორიის ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინას გადაეცა TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი, Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ორი ტანკი, Vector -ის ტიპის სადაზვერვო დრონები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, სასაზღვრო ავტომობილები და Zetros-ის სატვირთო მანქანები. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 14 მაისს უკრაინისთვის სამხედრო დახმარ
×
×
  • შექმენი...