Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    10.636
  • comments
    0
  • views
    412.111

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვალერი ზალუჟნი - საკუთარი ხალხის გადასარჩენად, რატომ უნდა ვეკითხებოდე ვინმეს ნებართვას, თუ რა ვაკეთო მტრის ტერიტორიაზე? - ჩვენი გადასაწყვეტია როგორ მოვკლათ მტერი, თუ პარტნიორებს თავიანთი იარაღის გამოყენების ეშინიათ, საკუთარით მოვკლავთ

ომში მტრის მის ტერიტორიაზე მოკვლა შეიძლება და საჭიროა კიდეც, თუ პარტნიორებს თავიანთი იარაღის გამოყენების ეშინიათ, საკუთარით მოვკლავთ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა. გამოცემის თანახმად, ზალუჟნი ახლა საკუთარი თავის წინაშე აყენებს კითხვას: “როგორ შემცირდეს დანაკარგები? როგორ შემიძლია შევამცირო დანაკარგები?” ზალუჟნის თქმით, შეიარაღების უკმარისობის, დასავლური ავიაციის არმიწოდებისა და შორი მანძილის რაკეტების

გია ფერაძის ქალიშვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა

ამ წუთებში, ძალზე სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. 39 წლის ასაკში, საბერძნეთში, გარდაიცვალა მარიკუნა მიქატაძე, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი. ჩვენი ინფორმაციით, მარიკუნა მეგობართან იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  მარიკუნას ჰყავს ერთი ქალიშვილი, ირინა.  ttimes.ge

იაპონიაში საქართველოს ელჩს თავს დაესხნენ

იაპონიის პოლიცია საქართველოს ელჩზე თემურ ლეჟავაზე შესაძლო თავდასხმას იძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ლეჟავას მძღოლმა პარასკევს შუადღეს პოლიციას დაურეკა და განაცხადა, რომ საქართველოს საელჩოსთან მამაკაცმა მას საყელოში სტაცა ხელი. მედიას პოლიციისა და საელჩოს მძღოლის სიტყვები მოჰყავს, რომ აღნიშნულმა მამაკაცმა ელჩის მანქანის წინ საკუთარი მანქანა გააჩერა და მძღოლის მხრიდან კარი გააღო. ლეჟავას “ტვიტერ” პროფილზე გამოქვ

რუსეთში, ურალის ატომური სადგურის პერსონალი ევაკუირებულია

ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში სვერდლოვსკის რეგიონში, ურანის გამდიდრების ცეხში ბირთვული საწვავის ცილინდრის ჰერმეტიზაცია დაირღვა. მომხდარის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა, პერსონალი ევაკუირებულია. ქარხნის მფლობელი სახელმწიფო კორპორაცია „როსტომი“ აცხადებს, რომ ინციდენტი ლოკალიზებულია, მოსახლეობას რისკებს არ უქმნის და ცეხი გაწმენდილია. სააგენტო „რია ნოვოსტი“ ერთი გარდაცვლილის შესახებ იუწყება და მის სახელსა და თანამდებობას არ ასახელებს. „როსატომი“ კი, ამ ადამიანს „

საქართველოში არსებობს პედოფილების რეესტრი – რა ხდება შსს-ს ბაზაში მოხვედრის შემდეგ?

„სტატისტიკას ვერ გეტყვით, როგორ მუშაობს, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერს, მით უმეტეს საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც განვითარებადი დემოკრატიაა და არა კონსოლიდირებული დემოკრატია, დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ნებას: როდესაც საკითხი არის პრიორიტეტული ხელმძღვანელი პირისთვის, ის საქმე კეთდება,“ – მიიჩნევს ანა ბუჩუკური, პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. მას ვესაუბრეთ 2020 წელს მიღებულ კანონზე „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძ

პენტაგონი უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემას ადასტურებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დაპირებული კასეტური საბრძოლო მასალა უკვე მიიღო. ”ამ დროისთვის, კასეტური საბრძოლო მასალები მართლაც ჩასულია უკრაინაში”, - განაცხადა გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა. ამასთან, ამერიკელ გენერალს არ დაუკონკრეტებია, გამოიყენეს თუ არა უკრაინელმა ჯარისკაცებმა მიღებული კასეტური საბრძოლო მასალა. შეგახსენებთ, მანამდე, ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის, „ტავრიას“ მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ტარნ

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი, გოგონებისთვის კი ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია

საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ბიჭებისთვისაც ხელიმსაწვდომი გახდა. ეს ეხება 10 -11-12 წლის ასაკის ბიჭებს. მათი ვაქცინაცია აცრების ეროვნულ კალენდარს დაემატა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა და ცვლილებები უკვე ძალაშია. ცვლილების თანახმად, ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (აპვ (HPV)) კეთდება გოგონებსა და ბიჭებში 10-11-12 წლის ასაკში, არის ორჯერადი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი 6 თვეა. შეგახსენებ

კირილ ბუდანოვი - პუტინის უახლოეს კაბინეტებში საკუთარი წყაროები გვყავს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, 2014 წელს უკრაინამ რუსეთთან საინფორმაციო ომი წააგო, ახლა კი საინფორმაციო ომს თავად რუსეთი აგებს. „2014 წელს ჩვენ სრულიად წავაგეთ საინფორმაციო ომი და ომში, რომელიც 2022 წელს დაიწყო - სულ სხვანაირად დავიწყეთ მოქმედება. ახლა რუსები აგებენ საინფორმაციო ომს“, - განაცხადა ბუდანოვმა Reuters-თან ინტერვიუში. მისი თქმით, გასულ წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ზუსტად იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთი უკრაინაში შეი

ნათია მეზვრიშვილი - სიმბოლურია, რომ "ოცნება", არჩევნების „მოგებაზე“ (სინამდვილეში კი გაყალბებაზე) საზოგადოების შემზადებას ელიტური კორუფციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის - კალაძის პირით ახდენს

სიმბოლურია, რომ ოცნება არჩევნების „მოგებაზე“ (სინამდვილეში კი გაყალბებაზე) საზოგადოების შემზადებას ელიტური კორუფციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის - კალაძის პირით ახდენს., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.   მისი განცხადებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში, შეუძლებელია ქვეყანაში, რომლის მოქალაქეების 89% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, არჩევნები მოიგოს ანტი-დასავლურმა ხელისუფლებამ, რომელმაც ერთი

ჯო ბაიდენი - ვლადიმერ პუტინმა ომი უკვე წააგო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი უკვე წააგო. „არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მან მოიგოს ომი უკრაინაში. მან უკვე წააგო ეს ომი“, - განაცხადა ბაიდენმა ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა უკრაინის ნატო-ში არ მიღებამ პუტინი წაახალისოს და გამბედაობა მიანიჭოს. ჯო ბაიდენის განმარტებით, არ ფიქრობს, რომ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება, რადგან რუსეთს არ შეუძლია ამდენი ხნის განმავლობაში შეი

დმიტრო კულება ნატო-ს სამიტზე - ცუდია, რომ „კვანტური ნახტომი“ არ გააკეთეს, თუმცა ეს ნახტომი გარდაუვალია და მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გვგონია - დახურულ კარს მიღმა ყველა მშვიდად ამბობს: „არ ინერვიულოთ, იქნებით ნატო-ს წევრი“

ეს იყო სამიტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაც არის ოფიციალური გადაწყვეტილებებისა და ოფიციალური განცხადებების ტექსტში, არამედ ისიც, რაც იყო კულისებში და ფუნდამენტური განსხვავება იყო არა მხოლოდ 2008 წლის ბუქარესტის სამიტს შორის, რომელსაც ყველა ადარებს ვილნიუსს, არამედ მადრიდის სამიტს შორისაც კი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. „კმაყოფილი არ ვარ მხოლოდ ერთი მომენტით, რომ თავად სამიტის კომუნიკეს ტექსტი არ შეიცავს მკაფიო სიტყვებს, რომ

ბექა ლილუაშვილი - მისი მიზანი, ვინც ოპოზიციის გაერთიანებებზე ლაპარაკობს, “ოცნების“ დამარცხება კი არა, მომავალ პარლამენტში თავისი ადგილის განაღდებაა

დღეს, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ვინც გაერთიანებებზე ლაპარაკობს, ჩემი სუბიექტური აზრით, მისი ამოცანა და მიზანი “ოცნების“ დამარცხება კი არ არის, არამედ მისი მიზანია, გაინაღდოს თავისი ადგილი მომდევნო მოწვევის პარლამენტში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბარი არის აბსურდული. „დღეს არ ფიქრობდე საკუთარი პარტიის, მხარდამჭერების გაძლიერებაზე და ამით საერთო ოპოზიციური ხმების გაზრდაზე, ეს

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოსათვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მის მიერ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პლენარული სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს. „კომიტეტის მიერ შესაბამისი პროცედურები გავლილი იქნა, გამოკვლეული იქნა ეს მასალა და ნამდვილად არის 32 სხდომიდან 25 გაცდენილი არასაპატიო მიზეზით. გამომდინარე

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, „დიდი შვიდეულის“ გარდა, კიდევ 6 ქვეყანა შეუერთდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების მომავალი გარანტიების შესახებ დეკლარაციას კიდევ ექვსი ქვეყანა შეუერთდა. "ჩვენი ძალიან წარმატებული შეთანხმება ნატო-სკენ მიმავალ გზაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გრძელდება ქვეყნებთან შეთანხმებების მომზადებით. ორმხრივი შეთანხმებებით. მხოლოდ ერთი დღე გავიდა ვილნიუსიდან და ექვსი ქვეყანა უკვე შეუერთდა მსოფლიოს შვიდ უდიდეს დემოკრატიას“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. კერძოდ, მისი ინფორმაციით, შეთანხ

კახაბერ ქემოკლიძე - საქართველო, ფაქტობრივად, ნატო-ს დღის წესრიგიდან სრულად არის ჩახსნილი (ვიდეო)

“საქართველო, ფაქტობრივად, ნატოს დღის წესრიგიდან სრულად არის ჩახსნილი, ეს კი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არის უკიდურესად დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის.”   კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი 360126817_818919879531044_2163372382875490963_n.mp4

"საქართველოსთვის" - ვილნიუსის სამიტმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოში გრძელვადიან მშვიდობას, გვაშორებს დასავლეთს და დაუცველს გვტოვებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინაშე

პარტია "საქართველოსთვის" ნატო-ს ვილნიუსის სამიტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "11-12 ივლისს ქ. ვილნიუსში გაიმართა ნატოს ისტორიული სამიტი, სადაც რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. სამიტის შედეგად, უკრაინამ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ნატოში ინტეგრაციის გზაზე. კერძოდ, ალიანსმა ღიად განაცხადა, რომ გაწევრიანების პროცესში უკრაინა აღარ საჭიროებს წევრობის სამ

შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცს ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. 40 წლამდე კაცი ბათუმში, 11 ივლისს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პუბლიკა

რუსებისთვის თბილისში ახალი სატრანსპორტო ჰაბი იქმნება — „აზიმუტის“ მფლობელი

თბილისის აეროპორტში იქმნება ახალი სატრანზიტო ჰაბი, რომლის გავლითაც რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში ფრენა შეეძლებათ. ამის შესახებ რუსულ მედიასაშუალება RBK-ს განუცხადა მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოსა“ და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამფლობელმა ვიტალი ვანცევმა. „აზიმუტი“ „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად არის ავიაკომპანია, რომელმაც 2023 წლის მაისიდან მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება დაიწყო. ვანცევის თქმით, რუსებისთვის თბილისი არის მეოთხე სატრანსპორტო ჰაბი — სტამბოლის, ბა

კელი დეგნანი სანქციებზე - როგორც კი ვიღებთ საკმარის სანდო ინფორმაციას კორუფციის ან სხვა უკანონო საქმიანობის შესახებ, ვმოქმედებთ

სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახლავთ და როგორც კი ვიღებთ საკმარის სანდო ინფორმაციას კორუფციის ან სხვა უკანონო საქმიანობის შესახებ, ვმოქმედებთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როდის დასანქცირდებიან საქართველოს ხელისუფლების წევრები და რატომ არ ასანქცირებს შეერთებული შტატები მათ. „თქვენ ნახეთ სავიზო სანქციები 4 კორუმპირებული მოსამართლის წინააღმდეგ, ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ისინი ხელს უშლიდნენ საქ

კელი დეგნანი - დარჩენილ თვეებში საჭიროა დავინახოთ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გამბედაობა, რომ გვერდზე გადადონ თავიანთი უთანხმოება და გაერთიანდნენ ქვეყნის გარშემო

ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი, ჩვენ ვართ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერები, რადგან ვიცით, რომ ეს არის უმრავლესობის, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის მკაფიო არჩევანი და სწორედ ამიტომ ვეხმარებით საქართველოს რამდენადაც შეგვიძლია, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ იყოს შესაბამისი და იყოს მზად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ

საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების არასწორი უმოქმედობის გამო – გახარია ნატო-ზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ნატო-ს ვილნიუსის სამიტს ეხმიანება. გახარიას თქმით, საქართველო უკრაინას ჩამორჩა ხელისუფლების არასწორი უმოქმედობის გამო. „ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალურ შესაძლო შედეგს მიაღწია. საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების არასწორი უმოქმედობის გამო. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა. სანამ ქართველი ხალხი ამისთვის იბრძვის, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ“, – წერს გახ

რუსმა სამხედროებმა კუნძული ზმეინი დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მეთაურობის „სამხრეთი“-ს შტაბის განცხადებით, დღეს რუსმა სამხედროებმა ტაქტიკური ავიაციის გამოყენებით შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი დაბომბა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფრონტის ხაზზე რუსი სამხედროები თავდაცვით ღონისძიებებს ატარებენ, მაგრამ აგრძელებენ აეროდაზვერვას და აქტიურად იყენებენ ტაქტიკურ ავიაციას და დამრტყმელ უპილოტოებს. გარდა ამისა, საბრძოლო მორიგეობაზე შავ ზღვაში 9 რუსული გემი იმყოფება, მათ შორის 3 რაკეტამზიდი (ერთ-ერთი მათგანი წყალქვე

ლოიდ ოსტინი - პუტინმა უკრაინაში ქმედებებით ნატო თავის ზღურბლთან მიიყვანა - დარწმუნებული ვარ, ის ძალიან შეშფოთებულია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შვედეთისთვის ნატო-ში გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემა იმ ბევრ დიდ საქმეს შორისაა, რასაც ლიეტუვაში გამართულ ალიანსის სამიტზე მიაღწიეს. „თავიდან პუტინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ნატო-ს დაშლა და ჩვენი გაყოფა - ნატო ფაქტობრივად, უფრო დიდი გახდა“, - განაცხადა ოსტინმა და ამ კონტექსტში ფინეთის ალიანსში გაწევრიანებასა და შვედეთის გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობაზე ისაუბრა. კითხვაზე, როგორ რეაგირებს რუსეთის ლიდერი ალიანსის გაფართოებაზე, ლოიდ ოსტ

გახარია - ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა, რადგან ქართველი ხალხი მისკენ ისწრაფვის, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ

"ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინამ მაქსიმალურ შესაძლო შედეგი მიიღო. საქართველო ჩამორჩება ხელისუფლების მავნე უმოქმედობის გამო. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა. რადგან ქართველი ხალხი მისკენ ისწრაფვის, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ." გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე

მეთიუ მილერი - შეერთებული შტატების სახელით ვაცხადებ, ვაგრძელებთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას

საქართველო „ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების“ მტკიცე პარტნიორია. ეს არის ნატო-ს უახლოესი პარტნიორებისთვის განკუთვნილი კატეგორია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ეს განცხადება ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. კერძოდ, მას ჰკითხეს, რა კომენტარს გააკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შესახებ ვილნიუსში გაკეთებულ არცერთ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა.
×
×
  • შექმენი...