საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პარიზში მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად იმყოფება, France 24-ს ინტერვიუ მისცა.
ინტერვიუში მან ისაუბრა ევროკომისიის რეკომენდაციაზე, მიენიჭოს საქართველოს EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი და ასევე, ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორი იქნება საქართველოს მომავალი „ქართული ოცნების“ პრორუსული პოზიციების ფონზე“.
ინტერვიუში სალომე ზურაბიშვლმა თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრება საქართველოსთვის უსაფრთხოების და დემოკრატიის ერთადერთი პერსპექტივაა და ამის
აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტი წერს, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს ეკუთვნიან.
ამ განცხადებით კომიტეტი გამოეხმაურა ევროკომისიის რეკომენდაციებს, მიენიჭოს საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინა და მოლდოვა გაწევრების გზაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდნენ.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა, რ
მოსკოვი გაოცებულია, რომ ევროკავშირი სწორედ რუსულ მხარეს ადანაშაულებს სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში, ამბობს რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი მარია ზახაროვა.
„გაკვირვებული ვართ ევროკავშირის პოზიციით. იქ იგნორირებულია ცხადი ფაქტები და სამხრეთოსური მხარის დეტალური ახსნა-განმარტებები. ყველაზე შოკი სმომგვრელია ის, რომ ბრიუსელში ცდილობენ, უაპელაციოდ დააკისრონ პასუხისმგებლობა რუსეთს. ეს პოლიტიზირებული, ცალმხრივი, მცდარი შეფასებებია.
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მშენებლობიდან კაცი გადმოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცნეტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს კაცი გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევა დღე
“ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეები რას ფიქრობენ, გუშინ კი ჩვენ ქართველი ხალხის ზეიმი ვიხილეთ და სიამაყის გრძნობას არ დაუტოვებია თითოეული ჩვენგანი…
ვინც ამ პროცესში თავის თავს ვერ დაინახავს, ეს იქნება მისთვის განაჩენი. როცა მოქალაქეები ერთიანობისკენ მოგვიწოდებენ, ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენს პოლიტიკურ ამბიციებსა და ეგოზე მაღლა არ დავდგეთ, რადგან ეროვნული ამოცანის წინაშე ვდგავართ.”
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
3975
ლევან დოთიაშვილს საქართველოს 9 ნოემბერს საღამოს გადავცემთ. ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის “კგბ” ავრცელებს.
“იმის გათვალისწინებით, რომ ინციდენტის გამოძიება ოპერატიულად და სრულად მოხდა, ასევე, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიღებულია ლ. დოთიაშვილის საქართველოში გაძევების გადაწყვეტილება.
ამგვარად, დღეს საღამოს, 9 ნოემბერს ლ. დოთიაშვილი ქართულ მხარეს გადაეცემა,” - ნათქვამია ოკუირებული ცხინვალის “კგბ”-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, ლევან დოთიაშვილი საოკ
“მადლობა ჩვენს მოქალაქეებს, რადგან მთელ მსოფლიოს არაერთხელ აჩვენეს,რომ ჩვენი ერთადერთი არჩევანი ევროკავშირია და არა რუსეთი. ასევე მადლობა ევროპელ ხალხს, რომ ეს დაინახეს და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღეს.
რაც შეეხება რეკომენდაციების ნაწილს. “ოცნების” მიზანი არასდროს ყოფილა 12 პუნქტის შესრულება და სამწუხაროდ, არც ახლა იქნება 9 რეკომენდაციის შესრულება. უნდა გვესმოდეს, “ოცნების” მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა, ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ დათქმებს შეასრულებენ არ უნდა გვქონდეს, რადგ
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში რუსი აქტივისტის, რაფაილ შეპელევის შესაძლო გაუჩინარების შესახებ აცხადებს, რომ მან საოკუპაციო ხაზი თავისი ნებით გადაკვეთა.
შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.
უწყება აცხადებს, რომ რაფიელ შეპელევის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს მოკვლევა და გაესაუბრნენ ყველა შესაძლო მოწმეს.
ინფორმაცია რუსი აქტივისტის საქართველოდან გაუჩინარების შესახებ რუსულენოვანმა მედიებმა 8-9 ნოემბერს
ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად გამოაქვეყნა გაფართოების 122-გვერდიანი ანგარიში, რომელიც სხვადასხვა სფეროში გადადგმულ და გადასადგმელ ნაბიჯებს მიმოიხილავს. დოკუმენტში ყურადღება ეთმობა 2021 წლის 5 ივლისს და 2023 წლის 8 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს.
ადამიანის ძირითადი უფლებების ნაწილში ევროკომისია გამოყოფს ოთხ კონკრეტულ ნაბიჯს, რომელიც საქართველომ მომავალ წელს უნდა შეასრულოს. მათ შორის არის 2021 წლის 5 ივლისსა და 2023 წლის 8 ივლისს გა
Эхо Кавказа-ს ინფორმაციით, რუსეთში აკრძალული ორგანიზაციის, „არტპადგატოვკის” აქტივისტი, რაფაილ შეპელევი შესაძლოა რუსმა საოკუპაციო ძალებმა გორის სოფელ კირბალში დააკავეს.
მანამდე გამოცემა იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოება „პირველ დეპარტამენტზე” დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შეპელევი შესაძლოა რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს.
კერძოდ, ამ ორგანიზაციამ თქვა, რომ შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. „პირველი დეპარ
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ეხმაურება ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.
როგორც კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ეს „კარგი ამბებია“, ვინაიდან „უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია“.
8 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლ
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: „ჩვენი ხმა ევროპას“. საუბარია პრეზიდენტის ინიციატივით გუშინ დაწყებულ კამპანიაზე, რომელსაც ხელი პირველმა თავად სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტზე ხელის მოწერა როგორც ონლაინ, ასევე პრეზიდენტის ორბელიანის სასახლეში ადგილზე მისვლით შეუძლიათ.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის ლიდერებს მიმართავს და დეკე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს ,,From Multicrisis to Multiconflicts: how to stop the vicious circle“.
2024 წლის პირველი იანვრიდან, აბორტამდე 5-დღიან მოსაფიქრებელ პერიოდთან ერთად, ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის გავლა იქნება სავალდებულო.
უფრო კონკრეტულად, „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, აბორტის წინა კონსულტაცია/გასაუბრება ტარდება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მიერ, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში.
ამასთან, როგ
"მადლობა - ქართველ ხალხს!
დღევანდელი დღე ეკუთვნის ქართველ ხალხს! მადლობა თქვენ, რომ არაერთხელ შეუპოვრად დაუმტკიცეთ მსოფლიოს ის, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა და არა რუსეთი! მადლობა, რომ ამისთვის უმძიმესი ფასის არაერთხელ გადახდის მიუხედავად, ურყევად რჩებით თავისუფლების ერთგულად და გესმით, რომ თითოეული ჩვენთაგანისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა, უსაფრთხოება შესაძლებელია მხოლოდ ევროპასთან ერთად.
მადლობა - ევროპელ ხალხს!
იმისთვის, რომ ხედავთ ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს და ხართ
“დღეს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მესამე შანსი აღარ არსებობს. ის ან გაიგებს და გამოიყენებს ამ მეორე შანს, ან გადადგამს ნაბიჯებს და ქვეყანას მოუტანს ლიდერობას გაწევრიანების პროცესში, ან არადა მოუწევს სახლში წასვლა, 2024 წლის არჩევნები შორს არ არის.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
400645966_640172308271442_7461011111446168934_n.mp4
"ის დემოკრატიის უკუსვლა, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოში, ის ჰიბრიდული ტიპის რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბდა, სადაც ხელისუფლების ძალაუფლების კონცენტრაცია ხდება ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში და გადაწყვეტილების მიღება ყოველ დღე უფრო და უფრო არადემოკრატიულია, საგარეო კურსი შეიძლება შეიცვალოს, გადაიხაროს ისე, რომ არანაირი კონსულტაციები არ ჩატარდეს საზოგადოებასთან, არ იყოს ჩართულობა საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების, მათ შორის ოპოზიციის. ის დამოკიდებულება, რომ ძალაუფლება არის განუყოფელი და ერთადერ
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა საქართველოს მოსახლეობას ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე დადებითი შეფასების მოცემა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ეს დღე არის ქართველი ხალხის, რომელმაც აირჩია ევროპული გზა. პრეზიდენტის თქმით, ხალხს ამ გზიდან არ გადაუხვევია.
,,ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს, ჩვენი პასუხი ოკუპაციას” – თქვა ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, სადაც მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები.
ევროკომისიამ
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ეხმაურებიან ევროპარლამენტარები. ერთობლივ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები”.
მათი თქმით, ისინი გააგრძელებენ მონიტორინგს და მუშაობას იმისთვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია აისახოს ევროპის საბჭოს დეკემბრის ანგარიშში.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩუსი, ვი
უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ანგარიში ძალიან დეტალურად იქნას გაანალიზებული და საქართველოს ხელმძღვანელობამ ამ რეკომენდაციებზე იმოქმედოს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ “ინტერპრესნიუსის” მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
“გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა ევროკომისიის მიერ, არის ყოვლისმომცველი და ძალიან დეტალური დოკუმენტი. 136 გვერდი ინგლისურ ენაზე ძალიან დეტალურად. 30 თავში აღწერენ, რა პროგრესს მიაღწია საქართველომ და, რაც კიდევ
მომავალი წლის განმავლობაში საქართველომ, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი, თავიდან უნდა აიცილოს ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკაში , - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ პოლიტიკური დიალოგის წარმართვა ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თა
ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინერმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ დღეს ისტორიული დღეა, რადგან დღეს კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საბჭო
დღეს, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას, „თბილისისთვის კარგი ამბებია“, წერს გამოცემა „პოლიტიკო“.
მათი ორი რესპონდენტის, – ანონიმური ოფიციალური პირების ცნობით, ევროკომისია წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას მისცემს, საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.
რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, კომისიის რეკომენდაცია მათთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება იქნება, აღნიშნავს „პოლიტიკო“.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ 2022-ის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირი
ხელისუფლება ცდილობს მოჩვენებითი მშვიდობის პოლიტიკაში შეითრიოს მოსახლეობა. რუსეთი არის მტერი და მტერთან დათმობა ქმნის ამ მოჩვენებითი მშვიდობის მოცემულობას.
ამ ქვეყნის რეალური გრძელვადიანი მშვიდობის გზა ევროინტეგრაციის გზაა.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის წევრი, დეპუტატი.
399343376_747192220578762_2770922988650172210_n.mp4
“რუსეთი ჩვენი მტერი და ოკუპანტია, ის დღესაც აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. მოქალაქეებს ძალიან კარგად ესმის “ოცნება” რუსეთის აგრესიას სახელს რატომ ვერ არქმევს.
მსგავს ვითარებაში ჩვენი გამოსავალია ერთი, რომ ჩვენ გავძლიერდეთ, მეორე გავძლიერდეთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერით. “ოცნება” კი თავისი არაგონივრული და არაპრაგმატული პოლიტიკით მარტო გვტოვებს რუსეთთან. რუსეთთან მარტო დარჩენა კი ნიშნავს იმას, რომ მსგავს შემთხვევებზე რეაგირებას ვერ მოახდენ, ვერც შენს თავს და მოქალაქეებს ვ