რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სამივე სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და ისე განიხილება.
ამის შესახებ დღეს, 29 ივლისს, ჟურნალისტებს განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები შეტანილი აქვთ:
პრეზიდენტს,
121 მედია და სამოქალაქო ორგანიზაციას,
საპარლამენტო ოპოზიციას
როგორც ტურავამ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამარ
დღეს, 29 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ევროკავშირის 9 ნაბიჯის “შესრულების ანგარიშს” გააცნობენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ შეხვედრის შესახებ ანონსი არ გაუვრცელებია, თუმცა ასეთი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს რამდენიმე საელჩოში დაუდასტურეს. პასუხს ნეტგაზეთი საგარეო საქმეთა სამინისტროსგანაც ელის.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, საგარეო უწყებაში შეხვედრა 16:00 საათზეა დაგეგმილი.
შეხვედრას ევროკავშირის ელჩის ნაცვლად დაესწრე
კორუფციონერ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს ყოველგვარი მორალური თუ პოლიტიკური უფლება, სხვის გამჭვირვალობაზე ისაუბროს.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1177944966849607/
ჩვენი პრაგმატული პოლიტიკური ინტერესია, რომ ყველა ის პარტია მოხვდეს პარლამენტში, რომელიც არც „ოცნებასთან“ არიან რაიმე ფორმით აფილირებულები, არ წარმოადგენენ მის სატელიტებს და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან რაიმე ფორმით აფილირებულები. ეს არის საზოგადოების დაკვეთა.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/968075938334750/
მაშინ, როცა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი კარტი გაშალა, ჩვენ პოლიტიკური სვლები ჯერ არ დაგვიწყია - ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი არის წინ!
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/461159926829483/
"მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნონ ყველა განკარგულება. მათ თუ უნდათ ეს არჩევნები იყოს ღია და კონკურენტული, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმირებული არჩვანის გაკეთების შესაძლებლობა, მაშინ ყველაფერი უნდა გამოაქვეყნონ. ბევრად უფრო რთული იქნება მათთვის არგამოქვეყნებული განკარგულებები. ამ პატარა, მშიშარა, კორუმპირებულ ბიჭებს ჰგონიათ, საქართველოს მოქალქეებს რომ ფული მოპარეს, ვინმეზე მაღლა დადგნენ. ეს განკარგულებები, რომ გამოქვეყნდეს, "ოცნება" არჩევნებს მოიგებს კი არა, დარწმუნებული ვარ
ამომრჩეველმა მხარი უნდა დაუჭიროს ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც არც ბიძინას “ნაცების” და არც მიშას “ნაცების” სისტემაში არ არის.
ძალადობაც და პროპაგანდაც მემკვიდრეობით გადაეცა ივანიშვილს "ნაც.მოძრაობისგან".
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/956261902966678/
კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოცნების დამარცხების გასაღები გიორგი გახარიას გუნდს გვიჭირავს.
ჩვენს პარტიას პოლიტიკური სვლები ჯერ არც კი დაუწყია და ბევრი სიურპრიზი გელოდებათ, ჩვენ საარჩევნოდ ბევრად ძლიერები ვიქნებით.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1209637343384067/
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს იასპარეზებს ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო,57 კგ) და ლაშა გურული კრივი (63.5 კგ).
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
ipn
დღეს, 28 ივლისს პარიზის ოლიმპიურ თამაშებს კიდევ სამი ქართველი სპორტსმენი გამოეთიშა.
მოცურავე ნოე ფანცხავამ 100 მეტრზე ცურვის შეჯიბრში 41 ადგილი დაიკავა და ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა.
ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი კი მერვედფინალში ფრანგ მეტოქესთან დამარცხდა და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.
რაც შეეხება მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილს, ის ტაჯიკ სპორტსმენთან დავლატ ბოლტაევთან დამარცხდა და შეჯიბრს 1/16 ფინალიდან გამოეთიშა.
გუშინ, 27 ივლისს, პარიზის ოლიმპიადაზე ოთხმა ქართველმა ს
კალაძე ის მერია, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, ეკლესიაზე გველაპარაკება და თვითონ ანჩისხატისა და ტვერელის ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებსა და იპოდრომს ანადგურებს. ამ ადამიანებს, ევროპა მხოლოდ საკუთარი თავისთვის და თავიანთი შვილებისთვის უნდათ, ჩვენ კი უფსკრულში მიგვაქანებენ.
გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1518617459018203/
“ოცნებას” მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგი და დაპირებები აღარ დარჩა, ამიტომ ცდილობენ მოდელირებული პროპაგანდისტული სცენარები შემოგვთავაზონ, ამაშიც ძალიან კარგად დაემსგავსნენ “ნაციონალურ მოძრაობას”.
გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/852976412971896/
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
მათი ცნობით, 26 - 28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
"28 ივლისს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს მას შემდეგ, რაც, მსაჯების სადავო გადაწყვეტილების შემდეგ, ოლიმპიადას მერვედფინალში გამოეთიშა.
"პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ მადლობა თითოეულ ქართველს - ეს რა მაგარი ერი ვართ, როგორ დამიდექით გვერდში და სულ გვერდში ხართ! არ მინდა, ძალიან დიდი სტატუსი გამოვიდეს, მაგრამ ვისაც მოგინდებათ, წაიკითხავთ! მიყვარხარ საქართველო და ქართველო ხალხო! მე თქვენთვის სულ ვლოცულობ!
დღეს რაც მოხდა, ეს თითქოს დეჟავუ იყო… ყველგან ამას ვამბობდი - მს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, საბა ლობჟანიძე და სალი კერატიშვილი პირიველი შვილის მშობლები გახდნენ - ინფორმაციასა და ფოტოს Geo Team ავრცელებს.
წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ალისა დაარქვეს.
ცნობისთვის, საბამ 2023 წლის ნოემბერში სტადიონზე სთხოვა ხელი საკუთარ რჩეულს, სალი კერატიშვილს. სალი მაყურებელმა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის შაგუს შეყვარებულს თამაშობდა.
palitravideo.ge
პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ ოპოზიციის სარჩელი შევა.
"ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თამარ კორძაია, საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობ
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელი ჭიაური და წითელგორი დააზარალა.
ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულების და სათბურების ნაწილი დაუზიანა. დაზიანებულია ელსადენების გადამცემი ბოძები, მოგლეჯილია ხეები.
მერიის ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.
პუბლიკა
არჩევნებზე მარტო ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ჩაკეტილია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ის ადასტურებს, რომ პარტიას „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან აქვს მოლაპარაკებები.
„არჩევნებზე ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ. ახლა არ არსებობს არც კოალიციები, არც ბლოკები, არსებობს ერთიანი სია. ანუ, ვინც ერთიანდება, ისინი საკუთარ პარტიას, იდენტობას თმობენ და ერთიანი სიით, სხვა სახელით და სხვა
საქმეს მიხედეთ, საქმეს! ეპისტოლეების გამოქვეყნების ნაცვლად, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ საკუთარი ქალაქის საბოტაჟი და დაბრუნდეთ საკრებულოში, - ასე ეხმაურება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, გიგა ფარულავა - პარტია “გახარია საქართველოსთვის” ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი გოგოხიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, „გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა, როდესაც განაცხადა, რომ ზუგდიდის საკრებულოდან გამოთავისუფლებულ 40 000 ლარს მერიას გადასცემს და ეს თანხა მოხმარდება - სოფ
თეთრი სახლი გმობს სასიკვდილო თავდასხმას გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი არის ძლიერი და ურყევი ირანის მიერ მხარდაჭერილი ყველა ტერორისტული ჯგუფის, მათ შორის, ლიბანური „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.
გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელის თავ
საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია აცხადებს, რომ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს სანდრო ბაზაძესთან დაკავშირებით საჩივრით მიმართავს.
ქართველი მოფარიკავე დღეს მერვედფინალურ ეტაპზე ეგვიპტელ სპორტსმენთან 14:15 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
გამარჯვება ორივე სპორტსმენმა აღნიშნა. გამარჯვებული მსაჯმა გამოაცხადა.
გულშემატკივრების შეფასებით, მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა გამარჯვება ეგვიპტელ სპორტსმენს მიანიჭა.
გულშემატკივრების პოზიციას იზიარებ
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 28 ივლისს, სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს გამოვლენ - ნოე ფანცხავა (ცურვა), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, -66 კგ.), გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი, 92 კგ.)
ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
იმედი მაქვს, რომ ფრანგ-ქართველი მხეიძე მოიგებს ოქროს მედალს და სარდალაშვილი აიღებს ბრინჯაოს, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“2024 წლის ოლიმპიადაზე ვლოცულობ და იმედი მაქვს, რომ საფრანგეთი აიღებს ოქროს მედალს და ფრანგ-ქართველი მხეიძე მოიგებს 60 კილოგრამ [წონით კატეგორიაში] ძიუდოს ფინალს და პირველ ქართულ მედლისთვის (ბრინჯაოსთვის) გიორგი სარდალაშვილი მოიგებს პლეი-ოფს იმავე შეჯიბრში. ვამაყობ ორივეთი,” - წერს ზურაბიშვილი.
იპნ
მიხეილ და გიორგი ჯაშიაშვილები ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში საფუტკრე მეურნეობას უძღვებიან. ქალაქიდან სოფლად წასული ძმები წლებია, მუხლჩაუხრელად შრომობენ. მიხეილი პიანისტია და წლების წინ სხვადასხვა ადგილზე მუშაობდა, მათ შორის, მამასთან სტუდიაში, წერდა ფონოგრამებსაც მომღერლებისთვის, ინსტრუმენტალისტებისთვის. გიორგი ჯაშიაშვილს სპორტისა და ფიზკულტურის აკადემია აქვს დამთავრებული კარატეს განხრით. შავი ქამრის, პირველი დანის მფლობელია და თბილისში ბავშვებს ავარჯიშებდა, შეჯიბრებებზე გაჰყავდა, პარალელურად პრ
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2 წელზე მეტი გავიდა. თუმცა, უკრაინამაც მტერს საკმაოდ დიდი ზიანიც მიაყენა. დანაკარგები აქვს უკრაინასაც. არის პერიოდები, როდესაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირე ქვეყნებისგან საბრძოლო იარაღის და სხვა საომარი აღჭურვილობის შესაძენად დახმარებას სასოწარკვეთილი ითხოვს. მეგობარი ქვეყნების დაპირებები სრულდება, თუმცა ძალიან ნელა.
კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის უკრაინის მხარდაჭერის მზომმა გამოიანგარიშა, თუ რა ოდენობის დახმარება გაუწიეს მსოფლიოს სხვად