Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.280
  • comments
    0
  • views
    703.116

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 10 და 11 აგვისტოს, ლისი იპოდრომზე ზაფხულის თასის გათამაშება გაიმართება

საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 10 და 11 აგვისტოს, ლისი იპოდრომზე ზაფხულის თასის გათამაშება გაიმართება, სადაც მონაწილეობას თბილისის იპოდრომის, ამბასადორი კაჭრეთის, ფოთის და მენესის საცხენოსნო კლუბის მხედრები მიიღებენ.     შეჯიბრი რამდენიმე ეტაპად იყოფა, მონაწილეები დაბრკოლების გადალახვაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, დასკვნით ნაწილში  ზაფხულის თასის გამარჯვებული გამოვლინდება.   შეჯიბრის მიზანი მხედრების წახალისება და საცხენოსნო სპორტის განვითარების ხელშეწყობაა.    

გიორგი გახარიამ, გუნდის წევრებთან ერთად, დანიის სოციალ-ლიბერალური პარტიის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარესთან, შარლოტა ბურგესთან და ამავე პარტიის პროექტის მენეჯერთან, კრისტელ სომერთან შეხვედრა გამართა

გიორგი გახარიამ, გუნდის წევრებთან ერთად, დანიის სოციალ-ლიბერალური პარტიის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარესთან, შარლოტა ბურგესთან და ამავე პარტიის პროექტის მენეჯერთან, კრისტელ სომერთან შეხვედრა გამართა, -  ინფორმაციას ამის შესახებ პარტია სოციალურ გვერდზე აქვეყნებს.

ნათია მეზვრიშვილი - დღეს ხელისუფლება პოზიტიურ დღისწესრიგს ვერ ქმნის და საკუთარ მოქალაქეებს აშინებს ომით და "ნაცმოძრაობის" დაბრუნებით, რომელიც ვერ დაბრუნდება (ვიდეო)

"დღეს ხელისუფლება პოზიტიურ დღისწესრიგს ვერ ქმნის და საკუთარ მოქალაქეებს აშინებს ომით და "ნაცმოძრაობის" დაბრუნებით, რომელიც ვერ დაბრუნდება. “ოცნების” დღევანდელი პოლიტიკა არის შიშების დანერგვაზე, კორუფციაზე, სისტემურ ძალადობაზე, რომლისთვისაც აქტიურად იყენებენ ზონდერებს." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/463826746573082/

ნათია მეზვრიშვილი - ახლა ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება არჩევნების დაცვა, იმიტომ, რომ “ოცნების” მთელი ძალისხმევა მიმართულია ხმების მოპარვისკენ (ვიდეო)

"ახლა ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება არჩევნების დაცვა, იმიტომ, რომ “ოცნების” მთელი ძალისხმევა მიმართულია ხმების მოპარვისკენ. მიდის გაყალბების კომპლექსური პროცესი, პოლიტიკური კორუფცია და სისტემური მუქარა-ზეწოლა ჩართულია. პრეზიდენტს შეუძლია მისი რესურსი გამოიყენოს არჩევნების დასაცავად." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1253227702329591/

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო - მძიმე სანახავია, როგორ იყენებს „ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ მეთოდებს

„ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „მძიმე სანახავია, როგორ იყენებს „ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ იმ მეთოდებს, რასაც 2012 წელს თავად ებრძოდა“. „ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო.

უკრაინის დაზვერვა - რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე თავდასხმების შედეგად „სუ-34“ და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა

რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე 3 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმების შედეგად რუსების კუთვნილი „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა, კიდევ ორი თვითმფრინავი კი, სავარაუდოდ, დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. „კოსმოსური დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ 3 აგვისტოს როსტოვის ოლქში რუსეთის აგრესორი სახელმწიფოს „მოროზოვსკის“ სამხედრო აეროდრომზე კუთვნილი „სუ-34“ ტიპის მან

აშშ მთავარი პარტნიორი, მათ შორის, ჯანმრთელობის სფეროში – გამყრელიძე დახმარების შეჩერებაზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აშშ ჯანდაცვის სფეროში საქართველოს ყველაზე მთავარი პარტნიორია. როგორც ის „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, არ ჰგონია, რომ აშშ-ს საქართველოსთვის დახმარების შეჩერება ჯანდაცვის სფეროდან დაეწყო. კერძოდ, „ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.

იმნაძის თქმით, აშშ-ს მხრიდან NCDC-ისთვის „გარკვეული პროექტების“ შეჩერებაზეა ლაპარაკი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან „გარკვეული პროექტების“ შეჩერებაზეა „ლაპარაკი“. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადა ამავე მედიის მიერვე გავრცელებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, „ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. „არ შეწყვეტილა, არის რაღაც პროექტები, რ

2024 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უკვე 3457 ქალი და 123 ბავშვი გახდა – საქსტატი

საქართველოში 2024 წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უკვე 4116 ადამიანი გახდა. აქედან 3457 ქალია, ხოლო 659 კაცი. ძალადობის ყველაზე მეტი, 1862 მსხვერპლი, ქალთა 25-დან 44 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ფიქსირდება. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ძალადობის მსხვერპლია 13 წლამდე ასაკის 51 გოგონა და 72 ბიჭი. ამის შემდეგ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მამაკაცების რიცხვს. მოძ

დენის შმიგალი - უკრაინამ აშშ-სგან 3,9 მილიარდი დოლარი მიიღო

უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსოფლიო ბანკის მეშვეობით 3.9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. „ეს თანხები ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა მასწავლებლების, ექიმებისა და მაშველების ხელფასები და სოციალური შეღავათები“, - აღნიშნა პრემიერმა. მისი განმარტებით, ეს არის შეერთებული შტატების პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის პირველი ტრანში 2024 წელს. მთლიანობაში, უკრაინა წელს შეერთებული შ

გიორგი გახარია - მარცხის აღიარებას, როგორც ჩანს, გამბედაობა სჭირდება, გამბედაობა სჭირდება იმასაც, რომ სიმართლეს თვალი გაუსწორო და თუ ამის თავი არ გაქვს, ბოლოს და ბოლოს, აიღე ეს არბიტრაჟის გადაწყვეტილება და გამოაქვეყნე

„ოცნების“ დუმილი ანაკლიის პორტზე, გასაგებია. ეს დუმილი არის წინა საარჩევნო დუმილი. რაც შეეხება მეორე მხარეს, მე არაერთხელ ვთქვი და არ მინდა ამაზე ბევრი ლაპარაკი, ერთადერთს ვიტყვი - მარცხის აღიარებას, როგორც სჩანს, გამბედაობა სჭირდება. გამბედაობა სჭირდება იმასაც, რომ სიმართლეს თვალი გაუსწორო და თუ ამის თავი არ გაქვს, ბოლოს და ბოლოს, აიღე ეს არბიტრაჟის გადაწყვეტილება და გამოაქვეყნე.  ჩემს ყველაზე დიდ გაოცებას იწვევს ის, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილების შემდეგ ადამიანები მხატვრული ბალეტრისტიკის ჟანრშ

გახარია - ერთმა საქართველოს ხელისუფლების ამომავალმა ვარსკვლავმა ბრძანა, რომ საქართველო მაჩანჩალა არ არისო... რა თქმა უნდა საქართველო მაჩანჩალა ქვეყანა არ არის - საქართველოს ხელისუფლება ჰყავს დღეს მაჩანჩალა

"ვუსმენდი, ერთმა საქართველოს ხელისუფლების ამომავალმა ვარსკვლავმა ბრძანა, რომ საქართველო მაჩანჩალა არ არისო. რა თქმა უნდა საქართველო მაჩანჩალა ქვეყანა არ არის - საქართველოს ხელისუფლება ჰყავს დღეს მაჩანჩალა. ისეთი მაჩანჩალა ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც ხელს არავინ ართმევს, უკვე ვერსად  მიდიან, ვერავისთან სერიოზულად ვერ ლაპარაკობენ, ერთმანეთს ელაპარაკებიან და გასვენებებში დადიან, მალე ქორწილებშიც დაიწყებენ სიარულს. საქართველოს ჰყავს მაჩანჩალა ხელისუფლება და ეს ჩვენი პრობლემაა, მათი ასეთი უსუსრობა ყვ

გიორგი გახარია - “ოცნებაში”, მაშინდელი ჭეშმარიტი "ანტი-ნაცებისგან“ და „ოცნებისტებისგან“ არავინ აღარ დარჩა -  70% პორტირებული ხალხია

“ოცნებაში”, მაშინდელი ჭეშმარიტი "ანტი-ნაცებისგან“ და „ოცნებისტებისგან“ არავინ აღარ დარჩა -  70% პორტირებული ხალხია. საბოლოო ჯამში, როდესაც „ოცნებას“ არ აქვს რესურსი, შესთავაზოს საზოგადოებას პოზიტიური დღის წესრიგი,  გადადის საზოგადოების დაშინებაზე ომით და მიშა სააკაშვილით - ამის ირგვლივ ტრიალებს დღეს “ოცნება”, მაშინ, როდესაც ჩვენ გვიგზავნიან ზონდერებს, ჯერ ერთი, იმ ზონდერებმა ვინ უნდა შეაშინონ? სასაცილოა ეს ყველაფერი, ღიმილის მომგვრელია." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის"

"ზივზივაძე ევრო 2024-ის შემდეგ იმედგაცრუებული დაგვიბრუნდა... გერდ მიულერს გვაგონებს" - გერმანულმა გამოცემამ ბუდუს სტატია მიუძღვნა

გერმანულმა ka-news-მა ბუდუ ზივზივაძის სეზონის ბრწყინვალე სტარტს სტატია მიუძღვნა. მოგეხსენებათ, ქართველის "კარლსრუე" მე-2 ბუნდესლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "ნიურბერგთან" 0:2 მარცხდებოდა, თუმცა ჩვენებურის ჰეთ-თრიქით 3:2 იმარჯვა.  "ნიურბერგთან" ფინალური სასტვენის შემდეგ ზივზივაძემ თავისი ჯილდო მოიპოვა. მან შეხვედრის ერთ-ერთი ბურთი ბურთი სახლში წაიღო. "მიხარია, რომ ამას ვაკეთებ. ჩემს ქალიშვილს ბურთით თამაში ძალიან უყვარს და სწორედ მისთვისაა", - აღნიშნა ბუდუმ, რომელიც სიხარულით გაბრწყინ

გიორგი გახარია თენგიზ ცერცვაძეზე - ვიდეო

"ბატონ თენგიზ ცერცვაძეს იმდენი რამე აქვს გაკეთებული ჯანდაცვის სისტემისთვის  და საქართველოსთვის, რაც გახმაურებული და საყოველთაოდ ცნობილი არ არის. ყოველდღიურად ვმუშაობდით პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში. კოვიდამდე იყო ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა. ის, რომ, დღეს, საქართველოში, შიდსის მაჩვენებელი ასეთ დაბალ დონეზეა, მისი დამსახურებაა. კოვიდის დროს ინფექციურ საავადმყოფოს შენობა არ ჰქონდა. დავჯექით, ეს შენობა გამოვნახეთ და გადავეცით საკუთრებაში 4 წლის წინ, დღესაც

ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ

პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.­ ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა დახვედრისთვის. “ყველაფრისთვის მადლობა, თქვენთვის ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ. მიყვარხართ გულში”, - განაცხადა ბექაურმა.   გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემაც. “უზომოდ ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა ამ ხალხს, ქართველ ხალხს. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძოდი, ახლა დავრწმუნდი

ბექა ლილუაშვილი - შექმნილი კრიზისი, როცა საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინულია, ხოლო ყველა პარტნიორი სახელმწიფო ურთიერთობების გადახედვის პროცესშია, მთლიანად „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა!

შექმნილი კრიზისი, როცა საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინულია, ხოლო ყველა პარტნიორი სახელმწიფო ურთიერთობების გადახედვის პროცესშია, მთლიანად "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა. ლილუაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ ნდობა დაკარგულია. ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, მმართველ გუნდს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას აღება და შექმნილი რეალობისთვის თვალის გასწორება არ სურს. "ამი

გახარია: "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს ყველანაირ პირობას უქმნის იმისთვის, რომ მან აწარმოოს საარჩევნო კამპანია სასამართლოს დარბაზიდან" - ეპიზოდი #26

"ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს ყველანაირ პირობას უქმნის იმისთვის, რომ მან აწარმოოს საარჩევნო კამპანია სასამართლოს დარბაზიდან." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი.    

ლაშა გურულმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა

პარიზის ოლიმპიური თამაშები მოკრივე ლაშა გურულმა (63.5კგ) ბრინჯაოს მედლით დაასრულა.­ ნახევარფინალურ შეხვედრაში ლაშა გურული კუბელ მეტოქესთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერ

ჩოგბურთი | ნოვაკ ჯოკოვიჩი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მამაკაცთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. ლეგენდარულმა სერბმა ესპანელ კარლოს ალკარასს ორ სეტში, 7:6, 7:6 მოუგო. ფინალი ძალიან დრამატული და სანახაობრივი გამოვიდა, მატჩის განმავლობაში არცერთი ბრეიქი არ შესრულებულა და სერბმა მეტოქეს ტაიბრეიქზე ორჯერ აჯობა. პირველი სეტის ტაიბრეიქი 7:3 დასრულდა, ხოლო მეორე სეტის მე-13 გეიმში ჯოკოვიჩმა მეტოქეს 7:2 მოუგო. შედეგად, 37 წლის სერბი ჩოგბურთელი თავის კარიერაში ოლიმპიური ჩემპიონი პირველად გა

ვოლოდიმირ ზელენსკი - ხშირად გვესმოდა სიტყვა „შეუძლებელი“, მაგრამ ჩვენ შევძელით და ახლა ეს რეალობაა, F-16-ები უკრაინაშია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები წარადგინა და ხაზი გაუსვა საჰაერო ძალების განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას. მისი თქმით, ხშირად ისმოდა უკრაინის მისამართით სიტყვა „შეუძლებელი“, თუმცა უკრაინამ ეს შეძლო და ახლა F-16-ები უკრაინაშია. „ჩვენ ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განვითარების ახალ ეტაპზე ვართ. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ უკრაინის საჰაერო ძალების ახალ საავიაციო სტანდარტზე - დასავლურ საბრძოლო ავიაციაზე გადასაყვანად. ამ ომის

ანალენა ბერბოკი - გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგება რუსეთის საიმედოდ შეკავების საშუალებაა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებით, გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების დაგეგმილი განლაგება აუცილებელია, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ შემაკავებელი საშუალება. „იმედის პრინციპი არ დაგვიცავს პუტინის რუსეთისგან“, - წერს ის გამოცემა Bild am Sonntag-ში გამოქვეყნებულ კომენტარში. ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია შეიძლება იყოს დაცული იმით, რომ ბერლინი ახლა ინვესტიციას ახორციელებს საკუთარ უსაფრთხოებასა და ძალაში, როგორც ევროკავ

მოსამართლემ აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლემ, ქეთავან ჯაჭვაძემ, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ექსტრადირებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადიგოვი ციხეში დარჩება. სადიგოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისი გუშინ დააკავეს. უწყების განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუქარისა და გამოძალვის ფაქტზეა ძებნილი და დაკავება ექსტრადირების მიზნით მოხდა. სადიგოვის ოჯახი აზერბაიჯანული მხარის ბრალდებას ფალსიფიკაციას უწოდებს და ამბობენ, რომ აზერბ

ადვოკატი - მიდის მიზანმიმართული დევნა როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, რომელიც ამხელს აზერბაიჯანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატის დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, რომელიც აზერბაიჯანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ამხელს. მისი განმარტებით, ოჯახის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება დღეს არ ჰქონდათ, რადგან ის აზერბაიჯანულ ენაზე იყო. „სამწუხაროდ დღეს არ გვქონდა ის მტკიცებულება, რომელიც დღეს ოჯახმა აზერბაიჯანულ ენაზე წარმოადგინა. ეს არის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც გაცემულია ივნისის თვეში, რომ მის წინააღმდეგ არა
×
×
  • შექმენი...