Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.220
  • comments
    0
  • views
    697.268

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თეა გოდოლაძე - გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება

გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი იმის შესახებ, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების)აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება,- ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თეა გოდოლაძემ მის მოადგილე, ლაშა სუხიშვილთან ერთად შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამ

სალომე ზურაბიშვილი - შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება!

შოვის ტრაგედია არ გვავიწყდება! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „როცა ტრაგედიაზე სწავლობს, ზომებს იღებს, რომ ასეთი არ განმეორდეს, როცა მსხვერპლს არ ივიწყებს და უსაფრთხო მომავალზე ზრუნავს, ამას ჰქვია სახელმწიფო!“ - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს. იპნ

აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

აბიტურიენტებისათვის 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურისა და ოსურის ენის გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება. „საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/entrantdefault , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შედ

მიშა დაუშვილი მამუკა ხაზარაძეზე და „ლელოზე" - პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელების ნაცვლად, გადაწყვეტილება გამოაქვეყნონ, სადაც პირდაპირ წერია, რაზე იმსჯელა სასამართლომ. ნუ მალავენ ამ გადაწყვეტილებას

მიშა დაუშვილი მამუკა ხაზარაძეზე და „ლელოზე":   „მამუკა ხაზარაძემ და „ლელომ" ეს პროექტი ჩვენს დასაზიანებლად ბევრჯერ გამოიყენა. ბევრი ტყუილი თქვეს. ამ ყველაფერს კი ცივი წყალი გადაასხა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ და ტყუილში ამხილა. პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელების ნაცვლად, გადაწყვეტილება გამოაქვეყნონ, სადაც პირდაპირ წერია, რაზე იმსჯელა სასამართლომ. ნუ მალავენ ამ გადაწყვეტილებას." ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/4997963

შეხვედრა ვანის მოსახლეობასთან - გიორგი გახარია (ფოტოები)

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრების შეხვედრა ვანის მოსახლეობასთან:   ბმული: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/1020469416203145

მარნეულში 4 წლის ბავშვს სავარაუდოდ კისტის ტყვია მოხვდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარნეულში 4 წლის ბავშვს თავის არეში, სავარაუდოდ, კისტის ტყვია მოხვდა. როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანი ადგილობრივ ჰოსპიტალში პირველ აგვისტოს შეიყვანეს, საიდანაც თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვით სუნთქვაზეა. ინგოროყვას კლინიკაში „ნეტგაზეთს“ გან

EU განიხილავს საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას — სტანო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი განიხილავს საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შეჩერებას. Europa Press-ის ინფორმაციით, სტანომ თქვა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ბლოკმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, გაყინა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში განკუთვნილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება. „ჩვენ განვიხილავთ მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას“,

დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პატიმართა გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პატიმართა გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნებული ვადიმ კრასიკოვი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა. აღსანიშნავია რომ აღნიშნულ ფაქტს კრემლი ამ დრომდე არ ადასტურებდა. „კრასიკოვი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია. ის „ალფაში“ მსახურობდა. საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც ის „ალფაში“ იყო, ის პრეზიდენტის დაცვის ზოგიერთ თანამშრომელთან ერთად მსახურობდა. ცხადია

ბოლნისის სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე კაცს 1 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებული კაცი დამნაშავედ ცნო. მას 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს, ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს“, – აცხადებს პროკურატურა. ძაღლის ცემის ფაქტზე კაცი 2024 წლის 9 იანვარს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ცემის ამსახველი ვიდეო სოცია

ზელიმხან ხანგოშვილის ძმა - არავინ გვკითხა, რომ ეკითხათ, გაცვლას დავთანხმდებოდი, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ პუტინის ტყვეობიდან რამდენიმე პატიმარი თავისუფლდება

გაცვლას დავთანხმდებოდით, მაგრამ არავინ გვკითხა. ამის შესახებ ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ძმამ, ზურაბ ხანგოშვილმა გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა. ზურაბ ხანგოშვილი აღნიშნავს, რომ შერეული გრძნობები აქვს, ის შვებას გრძნობს მათ გამო, ვინც რუსეთის პატიმრობიდან გათავისუფლდა, მეორე მხრივ კი მკვლელის გათავისუფლება სტკივა. “ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია. დამცირებულად ვგრძნობთ თავს. ბავშვები ობლები არიან, ჩემი ძმა დავკარგე და მკვლელს შეუძლია თ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია - გურამ თუშიშვილს ძიუდოს ნებისმიერ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა ეკრძალება, ვიდრე დისციპლინური კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომისია +100 კგ წონით კატეგორიაში ტედი რინერსა და გურამ თუშიშვილს შორის მეოთხედფინალის ბოლოს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. დისციპლინარული კომისიის შეფასებით, ქართველი ძიუდოისტის ქცევა ეწინააღმდეგებოდა ძიუდოს სულისკვეთებას. შედეგად თუშიშვილს, ძიუდოს ნებისმიერ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა ეკრძალება, სანამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. „+100 კგ წონით კატეგორიაში ტედი რინერსა და გ

გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხდა და დისკვალიფიკაცია მიიღო

ქართველი ძიუდოისტი (100+ კგ), გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში ფრანგ მეტოქე, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერთან იპონით დამარცხდა და დისკვალიფიკაცია მიიღო. თუშიშვილის დისკვალიფიკაციის მიზეზი ორთაბრძოლის შემდეგ ძიუდოისტებს შორის ინციდენტი გახდა. შედეგად, ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრე

გურამ თუშიშვილმა მეტოქე იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა (100+ კგ) გურამ თუშიშვილმა სენეგალელ მეტოქეს იპონით სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველ

შეხვედრა ტყიბულში - გიორგი გახარია (ფოტოები)

შეხვედრა ტყიბულში - პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია და მისი გუნდის წევრები ბმული: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/1019920699591350

თბილისის მერია - აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებულ ხიდზე ორი კვირის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. „თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ

ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დასავლეთთან ურთიერთობები აღადგინოს, არ გააჩნია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დასავლეთთან ურთიერთობები აღადგინოს, არ გააჩნია. ლილუაშვილის აზრით, დასავლეთთან ჩატეხილი ხიდის აღდგენას მხოლოდ ახალი ხელისუფლება შეძლებს. "აშშ თუ ევროკავშირი საქართველოს ეხმარება უწყვეტლივ, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში. რა თქმა უნდა, ეს პარტნიორობა უნდა გაძლიერდეს და აუცილებლად გაძლიერდება - უბრალოდ, დღევანდელ ხელისუფლებას ამ ურთიერთობების აღდგენის და გ

ბექა ლილუაშვილი - ის, რაც „ლელომ“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უნდა გააკეთოს, ანაკლიის პორტზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებაა - გამოაქვეყნონ და საარჩევნო კამპანია მერე გააგრძელონ!

ის, რაც „ლელომ" პირველი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უნდა გააკეთოს, ანაკლიის პორტზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებაა - გამოაქვეყნონ გადაწყვეტილება და საარჩევნო კამპანია მერე გააგრძელონ! - ეს განცხადება მედიასთან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა. როგორც ლილუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, არ სურს, რომ "ლელომ" რაიმე ტყუილითა და ტყუილის ტირაჟირებით დაიწყოს. "ამ საკითხთან დაკავშირებით დაკავებული არიან მითქმა-მოთქმით, ინფორმაციის ფ

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრების შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან - რობინ დანიგანთან (ფოტოები)

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია „გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე - გიგა ფარულავა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე - მალხაზ თორია და „გახარია საქართველოსთვის" სამეგრელოს რეგიონის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ბელა მოსია შეხვდნენ.   შეხვედრის ძირითადი თემა ქვეყანასა და

ილია სულამანიძე ოლიმპიადის ფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი (100 კგ) ილია სულამანიძე ფინალში გავიდა. სულამანიძემ შვეიცარიელი დანიელ აიხი 11 წამში იპონით დაამარცხა. შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტან

ილია სულამანიძე ოლიმპიადის ნახევარფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი (100 კგ) ილია სულამანიძე ნახევარფინალში გავიდა. სულამანიძემ მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა. შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და მას ერთ-ერთი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ აცნობეს. მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებით, რუსი დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა. შეგახსენებთ, პარლამენტში ჩატარ

RSF: საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობამ 26 ადგილით უკან დაიხია

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2024 წლის მედიის თავისუფლების მდგომარეობის რეიტინგს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობამ 26 ადგილით უკან დაიხია და ქვეყანა ამჯერად 103-ე ადგილს იკავებს. ანგარიშში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა შეფასებულია როგორც „რთული“. ანგარიშის მიხედვით, რუსეთი რეიტინგში 162-ე ადგილს იკავებს და აგრძელებს თავის „ჯვაროსნულ ლაშქრობას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ“. ანგარიშის მიხედვით, რუს

იმისთვის, რომ არჩევნებში თქვენი ხმა არ დაიკარგოს | როგორაა შესაძლებელი ახალ მისამართზე გადაწერა

თუ მაგალითად თბილისში მუშაობ ან სწავლობ და არჩევნებში ხმის მისაცემად რაიონში წასვლა თქვენთვის დამატებითი გამოწვევაა, აგიხსნით, როგორ შეძლებ რეგისტრაციის ადგილის შეცვლას; ახალ მისამართზე გადაწერა შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ასევე იუსტიციის სახლში მისვლით. ორივე შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: თუ ბინის მესაკუთრე თავად ხართ, ცხადია, რეგისტრაციის ადგილის შეცვლისთვის მხოლოდ საკუთარი მონაცემები დაგჭირდება. ხოლო თუ რეგისტრირდებით, მაგალითად, ნათესავთან, დაგჭირდებათ ბი

ილია სულამანიძე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა (100 კგ) ილია სულამანიძემ იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია და მეოთხედფინალშია გავიდა. შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ზაფხულის 33-ე ოლიმპი
×
×
  • შექმენი...