Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.223
  • comments
    0
  • views
    697.343

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე შვიდასზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ასი პოლიციელი და ოცდაათი ჟურნალისტი. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა დემონსტრანტებზე თავდასხმებს „შოკისმომგვრელი და მიუღებელი“ უწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა. 19 ივლისს, ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მას

ქართული ყველისა და ხაჭოს ექსპორტში ამერიკა ლიდერობს

ქართული წარმოების ყველისა და ხაჭოს ექსპორტი იანვარ-ივნისში შემცირდა. შარშან პირველ ექვს თვეში ექსპორტზე გავიდა ადგილობრივად წარმოებული აღნიშნული პროდუქტი 31.8 ტონა, რომლისგანაც მიღებულმა შემოსავლებმა 375.8 ათასი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წელს კი შემოსავლები 214.4 ათას დოლარამდე შემცირდა და სულ ექსპორტირებულია 17.5 ტონა ყველი და ხაჭო. საქსტატის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქართული წარმოების ყველისა და ხაჭოს ექსპორტი ამერიკაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კანადა

"ტრაგედია ტრიალებს ნახალოვკაში... სამივე გარდაცვლილი ამ უბნელია" - რაჭაში მომხდარი უმძიმესი ავარიის დეტალები: ცნობილია ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: ლუკა ჯი­ქუ­რა­ძე ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და რა­ჭა­ში. ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 3 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბო­დე­უ­რის ხი­დი­დან მსუ­ბუ­ქი მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ხევ­ში გა­და­ვარ­და. 3 ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც. ახალ­გაზ­რდე­ბი რა­ჭა­ში თბი­ლი­სი­დან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. და­ღუ­პუ­ლე­ბი უბ­ნე­ლე­ბი არი­ან. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი გარ­და

რაგბი | გამოცემა Planetrugby - საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო რაგბის უმაღლეს იერარქიაში ღირსეული ადგილი უკავია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის ტესტემატჩების სერიის მესამე მატჩი სიდნეიში ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. მართალია, „ბორჯღალოსნები“ 29:40 დამარცხდნენ, მაგრამ ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა Planetrugby-ისგან ქართველების თამაშმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა: „ქუდი მოიხადეთ საქართველოს ნაკრების წინაშე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო რაგბის უმაღლეს იერარქიაში ღირსეული ადგილი უკავია. ქართველმა მორაგბეებმა ავსტრალიას ოთხი შესანიშნავი ლელო დაუდეს, ხოლო სიდნეიში შეკრები

საქართველო დიდ ბრიტანეთში, The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზეა წარდგენილი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე პირველად მონაწილეობს. საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, „მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების ოთხი სესია ტარდება. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სტენდზე ორი დღის განმავლობაში ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen-ი მიმდინარეობს. ფესტივალის მონაწილეებს ცნობილი შეფები გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს აცნობ

ოლაფ შოლცი - გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ

გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ადოლფ ჰიტლერის წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის მე-80 წლისთავზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „ჩვენი საკუთარი ისტორიის გათვალისწინებით, გერმანიისთვის ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი ადგილი შეიძლება არსებობდეს: უკრაინის მხარეს. 2024 წელს არ შეგვიძლია ამ 20 ივლისის აღნიშვნა უკრაინის მამაც მოქალაქეებზე ფიქრის გარეშე, რომლებიც ორ წელზე მეტია ეწინააღმდეგებიან დანაშაულებრივ რუსულ აგრ

უფასო სასკოლო კვების მოდელები | როგორია საერთაშორისო გამოცდილება

ეს არის ამონარიდები ანგარიშიდან – „სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის აქტუალობა და შესაძლებლობების ანალიზი“, რომელიც „განათლების კოალიციამ“ მოამზადა. კვლევის მიხედვით, სასკოლო კვების პროგრამის აუცილებლობასთან დაკავშირებით რეგიონებს შორის არსებითი განსხვავება არ გამოვლენილა. ყველა რეგიონში კვლევის მონაწილეები აღნიშნავენ საჯარო სკოლების სოციალურად დაუცველი და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეთა დიდ წილზე (განსაკუთრებით ონსა და ჩხოროწყუში), რაც იმის მიზეზია, რომ მათი დიდი ნაწ

ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუ საერთო ღირებულებებს არ გაატარებს - რინკევიჩი

„ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ“, – თქვა ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარ რინკევიჩმა „ამერიკის ხმასთან“ რუსულ კანონზე საუბრისას. რინკევიჩის თქმით, საქართველოს მთავრობა „შორს წავიდა“ და გადაწყვიტა, რომ შეუძლია ცხოვრება NATO-სა და ევროკავშირის გარეშე. რინკევიჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები გახდა იმის მიზეზიც, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წლევანდელ კომუნიკეში საქართველოს წე

ნადიმ ხმალაძე - ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუს-ი

უკრაინაში მებრძოლ ნადიმ ხმალაძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით უწყებაში იბარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნადიმ ხმალაძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. „მე, ნადიმ ხმალაძეს, ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით მიბარებს სუსი",- წერს ხმალაძე.   იპნ

ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ არ დაიჯეროს, თითქოს მისი პრეზიდენტობა რუსეთს სარგებელს მოუტანს - უკრაინული მედია

წუხელ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საუბრისას ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში მიიწვია, ტრამპმა კი მას უთხრა, რომ არ დაიჯეროს, თითქოს მისი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთს მოუტანს სარგებელს. „ზელენსკი არწმუნებდა ტრამპს, რომ არ დაუჯეროს ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებიც პუტინის მქომედებების ახსნას ან გამართლებას ცდილობენ. მისი მოქმედებების გამართლება არ შეიძლება, ის

პროკურატურამ ასხის მთაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ასხის მთაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივლისს, ასხის მთაზე არსებულ საძოვარზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული შე

ენტონი ბლინკენი - ირანს ბირთვული იარაღისთვის გახლეჩის უნარის მქონე მასალის წარმოებამდე, ალბათ, ერთი ან ორი კვირა დარჩა

ირანს ბირთვული იარაღისთვის გახლეჩის უნარის მქონე მასალის წარმოებამდე ალბათ, ერთი ან ორი კვირა დარჩა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ასპენში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „იმის გამო, რომ ბირთვული შეთანხმება გაუქმდა, ირანს ნაცვლად იმისა, რომ ბირთვული იარაღისთვის გახლეჩის უნარის მქონე მასალის წარმოებამდე სულ მცირე ერთი წელი აშორებდეს, ახლა, ალბათ, ამის გაკეთებამდე ერთი ან ორი კვირა დარჩა. ერთი ან ორი კვირა, ალბათ, რეალისტური დროა“, -

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 13 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 13 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა თავდასხმა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებზე განახორციელეს. სულ, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 17 დრონი, „ისკანდერ-მ“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტა და „ისკანდერ კ“ ტიპის 1 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.   იპნ

ნათია მეზვრიშვილი - ვინმე გარანტიას იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ “ნაც.მოძრაობა” “ოცნებას” არ შეუკრავს კოალიციას?! პარტია, რომლის დეპუტატებიც არაერთხელ შეეკრა “ოცნებას”, იყიდებიან ჩვეულებრივად რეგიონებში

ვინმე გარანტიას იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ “ნაც.მოძრაობა” “ოცნებას” არ შეუკრავს კოალიციას?! პარტია, რომლის დეპუტატებიც არაერთხელ შეეკრა “ოცნებას”, იყიდებიან ჩვეულებრივად რეგიონებში. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, “ნაც.მოძრაობაც” წითელი ხაზია და “ოცნებაც” წითელი ხაზია.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/398732026541971/

ბერდია სიჭინავა - ჩვენი პარტიის ამოცანაა, "ოცნება" გავუშვათ ხელისუფლებიდან ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში (ვიდეო)

ჩვენი პარტიის ამოცანაა, "ოცნება" გავუშვათ ხელისუფლებიდან ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ყველა მსგავსს დოკუმენტს შევუერთდებით, თუ ამ დოკუმენტში აუცილებლად ეწერება "ნაციონალური მოძრაობა", რადგან ჩვენთვის წითელი ხაზია, როგორც "ოცნება", ასევე "ნაციონალური მოძრაობა".  ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1609470932952749/

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენ ვიქნებით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნების შემდეგ დააინიცირებს სამართლიან, კრიმინალის ანალიზზე დაფუძნებულ ამნისტიას, რომელიც დაიცავს ბალანსს პატიმრების ინტერესებსა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესს შორის (ვიდეო)

ჩვენ ვიქნებით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნების შემდეგ დააინიცირებს სამართლიან, კრიმინალის ანალიზზე დაფუძნებულ ამნისტიას, რომელიც დაიცავს ბალანსს პატიმრების ინტერესებსა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესს შორის.      ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/893411555929935/

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნება“ ვაჭრობს პატიმრებთან, მათი ოჯახის წევრებთან და სატელიტი პარტია, „გირჩი“კარგად ეხმარება - ვისურვებდი, ამნისტიის კანონპროექტზე პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენოს

მე ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენოს , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამნისტიის კანონი მხოლოდ მას შემდეგ უნდა იქნას მიღებული, როდესაც „ქართული ოცნება“ შესაბამის კვლევას წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამნისტია უსამართლო და შერჩევითი იქნება. „მე ვისურვებდი, რომ ეს ეფუძნებოდეს კვლევას. ასეთი მოლოდ

სახალხო დამცველი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტს რეკომენდაციებს სთავაზობს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სახალხო დამცველი მიესალმება პატიმრების მიმართ ადეკვატური და სამართლიანი საშეღავათო მექანიზმებისა და მიდგომების გატარებას. ამასთან იმედს იტოვებს, რომ დაზღვეული იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკებიც. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ამნისტია ეს არის ჰუმანური პოლიტიკური აქტი და სახალხო დამცველი, თავისი მანდატის გათვალისწინებით, ვერ მისცემს პარლამენტს კონკრეტულ რეკომენდაცი

გახარიას თქმით, მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. მან არ გამორიცხა, რომ ამ კუთხით რამე შეიცვალოს, თუმცა თქვა, რომ ამომრჩეველი რაიმე გაერთიანების შესახებ ინფორმაციას მისგან გაიგებს. “როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია “საქართველოსთვის” ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებლად. თუ რაიმე შეიცვლება – ყველაფერი ხდება, ხომ ხედავთ, სამყარო როგორი რთულ

პროკურატურა: ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე პოლიციელი დაკავებულია

დააკავებულია პოლიციელი, რომელიც მონაწილეა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისა, როდესაც პატრულის ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად ბაიკერი დაიღუპა. გამოძიება კვლავაც გრძელდება. პოლიციელის დაკავების შესახებ განცხადება პროკურატურამ გაავრცელა. „საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიც

მიშა დაუშვილი - ბოლო სანდო კვლევის მიხედვით, ჩვენი მხარდაჭერა არის ორნიშნა და მზარდი (ვიდეო)

ბოლო სანდო კვლევის მიხედვით, ჩვენი მხარდაჭერა არის ორნიშნა და მზარდი. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო:  https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1212858896558801/

ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა პროკურატურამ გამოიძიება დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „ფორმულას“ ცნობით, თბილისში, ყაზბე

რევი დემეტრაშვილი, ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული იყო

დღეს, თბილისში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. — ყაზბეგის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მოტოციკლის მძღოლი 19 წლის რევი დემეტრაშვილია. სამართალდამცავები მას აედევნენ, ერთ-ერთმა ეკიპაჟმა კი დიდი სიჩქარით მოძრავ მოტოციკლს, სავარაუდოდ,  გზა გადაუკეტა, ბიჭი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა.  რევი, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული იყო. ის გასულ წელს მადრიდის IE University-ში 75 %-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.   ht

მომდევნო დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 21-22 ივლისს ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს. „თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რა

Microsoft-ის ხარვეზის გამო მრავალ ქვეყანაში შეჩერდა ფრენები, შეწყდა ბანკების და მედიის მუშაობა

მსოფლიოში IT სისტემების მასშტაბური შეფერხების გამო რამდენიმე ქვეყანაში შეჩერდა ფრენები, არ მუშაობდა ტელევიზიები და ბიზნეს ობიექტები. მიზეზი Microsoft-ის ღრუბლოვანი გამოთვლითი სისტემების ხარევზია, რომელიც 19 ივლისს დაფიქსირდა. კომპანია ამბობს, რომ დეტალებს არკვევს, პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს და მომხდარის მიზეზს იძიებს. ფრენები სრულად შეაჩერეს American Airlines-მა, Delta Airlines-მა and United Airlines-მა. მუშაობა გააჩერა სიდნეის აეროპორტმა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტია მს
×
×
  • შექმენი...