ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს-რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, განმარტავენ, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„დღეს რუსეთ
დღეს „ოცნება“ აბსოლუტურად ხელოვნურად ცდილობს მიხეილ სააკაშვილის საკითხის აქტუალიზებას, იმიტომ, რომ პოლიტიკურად სჭირდება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს აძლიერებენ და აცოცხლებენ.
„რამდენი პატიმარი შეგიძლიათ რომ დამისახელოთ, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, პირდაპირ ეთერში განახორციელონ საარჩევნო აგიტაცია. გასაგებია, რომ ამ ყველაფერს მეორე მხარეც გააჩნია, მაგრამ ეს კი
რა ხდება ევოლუშენ ჯორჯიაში და რას აკეთებს მთავრობა, როცა 7500 სამუშაო ადგილს საფრთხე ექმნება?
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2469975670074102/
"ჩვენი მიზანია ამ ქვეყანაში დავასრულოთ ერთკაციანი, ერთპარტიული მმართველობა."
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ”საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1183003602914982/
ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა ერთ მარტივ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, გვინდა თუ არა კორუფციით დაჭაობებულ ქვეყანაში ცხოვრება.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/840030884432760/
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა.
კომიტეტის განცხადებით,ლ ევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში 5 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია თავიანთი ახლობლების მოძიებისა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებით.
ასევე, ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ორგანიზაციის ინფორმაციითვე, 20
დედაქალაქის მერია ერთი მხრივ საბურთალოზე, ბროწეულის ქუჩა N5-ში სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ, მეორე მხრივ კი ვაკეში, რაზმაძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლის ფაქტზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ბროწეულის ქუჩაზე სამუშაოები შეჩერებულია, ხოლო რაზმაძის ქუჩაზე მშენებლობის შეჩერების დადგენილება გამოიცა.
უფრო კონკრეტულად, მერიის ინფორმაციით, ბროწეულის ქუჩა N5-ში დამკვეთს დაევალა დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება. რაც
საკონსტიტუციო სასამართლოში ადასტურებენ, რომ USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის პროექტს დაფინანსება შეუჩერა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადეს, საზაფხულო სკოლას USAID-თან ერთად ევროსაბჭოც აფინანსებს, თუმცა ევროსაბჭოს ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.
"ჩვენ გვაქვს საზაფხულო სკოლა, რომელიც USAID-ის, ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტი და, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი პროექტია. წელს, usaid-მა გადაწყვიტა, რომ შეეჩერ
ვუყუროთ ამათ სახეებს, მე მგონი, საკმაოდ შეშინებული არიან, მთავარიდან დაბალ რგოლებამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, თუკი, არჩევნებს ხელისუფლების ცვლილება არ მოჰყვა, რამდენად იქნება დასავლეთის მხარდაჭერის იმედი და არსებობს თუ არა საფრთხე, რომ არჩევნებს დამოუკიდებლები დამკვირვებლები არ ჰყავდეს.
„დამოუკიდებელი დამკვირვებლები იქნებიან. იქნებიან, როგორც შიდა, ისე გარე დამკვირვებლებ
ერთხელ და სამუდამოდ, პასუხი გაცემულია, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ სჭირდება , - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა, ის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახლა სააკაშვილის საკითხი აქტუალური არ არის.
„ძალიან ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ახლა ინიშნება, ყველა სასამართლოზე აძლევენ პირდაპირ ტრანსლაციას, ასეთი რამ არსად მინახავს -
მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაშლიჯვარში, ბროწეულისა და იასამნის კვეთაზე ნაპრალი გაჩნდა. მისი თქმით, მანამდე იქ არქი ჯგუფი 16-სართულიან კორპუსს აშენებდა, თუმცა მოულოდნელად შეწყვიტეს სამუშაოები და ტექნიკა გაიყვანეს.
მოქალაქის ცნობით, ამის შემდეგ, მოსახლეობა დაინტერესდა, რატომ შეწყდა სამუშაოები და ის ტერიტორია დრონით გადაიღო.
„პუბლიკა“ დამატებითი დეტალების გასარკვევად დაკავშირებას მერიის პრესსამსახურთან ცდილობს.
პუბლიკა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” შოვის ტრაგედიის ერთი წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ რაჭაში 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარებულმა უმძიმესმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა ბუნებრივი კატასტროფების მართვის და მათზე რეაგირების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია, მათ შორის, კანონმდებლობის აღსრულებასთან, პოლიტიკის შემუშავებასთან, საზოგადოების ინფორმირებასთან და მომხდარის ეფექტიან გამოძიებასთან.
საია პრობლემურ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს“.
დებატებთან დაკავშირებით განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა ახსნას თავისი ზოგიერთი პოზიცია, თუ "რას ერჩის" ქვეყანას.
„ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის, რა უნდა, რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას. მე მზად ვარ და დებატებში ვიწვევ. მე პირადად არ შემხვდება. დებატში მოვიდეს, რადგ
კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს წარადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, კამალა ჰარისი არჩევანს პენსილვანიის გუბერნატორ ჯოშ შაპიროსა და მინესოტას გუბერნატორ ტიმ უოლცს შორის გააკეთებს და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ფილადელფიაში დაგეგმილ დღევანდელ ღონისძიებაზე წარადგენს.
ამასთან, Associated Press-ის ინფორმაციით, „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე დელეგატების
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება.
როგორც მან აღნიშნა, მტკნარი სიცრუეა, რომ 95 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდა.
„საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონ ლარის ირგვლივ. აქედანაც ბუნებრივია შეფასება დასჭირდება, შესაძლოა, ეს რიცხვიც არ იყოს. ვინმეს შეცდომაში შეყვანა, რომ 95 მილიონი ლარი შეუწყდა საქართველოს მხარეს, მტკნარი სიცრუეა”,- აღნიშნა სარ
საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 10 და 11 აგვისტოს, ლისი იპოდრომზე ზაფხულის თასის გათამაშება გაიმართება, სადაც მონაწილეობას თბილისის იპოდრომის, ამბასადორი კაჭრეთის, ფოთის და მენესის საცხენოსნო კლუბის მხედრები მიიღებენ.
შეჯიბრი რამდენიმე ეტაპად იყოფა, მონაწილეები დაბრკოლების გადალახვაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, დასკვნით ნაწილში ზაფხულის თასის გამარჯვებული გამოვლინდება.
შეჯიბრის მიზანი მხედრების წახალისება და საცხენოსნო სპორტის განვითარების ხელშეწყობაა.
გიორგი გახარიამ, გუნდის წევრებთან ერთად, დანიის სოციალ-ლიბერალური პარტიის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარესთან, შარლოტა ბურგესთან და ამავე პარტიის პროექტის მენეჯერთან, კრისტელ სომერთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას ამის შესახებ პარტია სოციალურ გვერდზე აქვეყნებს.
"დღეს ხელისუფლება პოზიტიურ დღისწესრიგს ვერ ქმნის და საკუთარ მოქალაქეებს აშინებს ომით და "ნაცმოძრაობის" დაბრუნებით, რომელიც ვერ დაბრუნდება.
“ოცნების” დღევანდელი პოლიტიკა არის შიშების დანერგვაზე, კორუფციაზე, სისტემურ ძალადობაზე, რომლისთვისაც აქტიურად იყენებენ ზონდერებს."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/463826746573082/
"ახლა ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება არჩევნების დაცვა, იმიტომ, რომ “ოცნების” მთელი ძალისხმევა მიმართულია ხმების მოპარვისკენ. მიდის გაყალბების კომპლექსური პროცესი, პოლიტიკური კორუფცია და სისტემური მუქარა-ზეწოლა ჩართულია. პრეზიდენტს შეუძლია მისი რესურსი გამოიყენოს არჩევნების დასაცავად."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1253227702329591/
„ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „მძიმე სანახავია, როგორ იყენებს „ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ იმ მეთოდებს, რასაც 2012 წელს თავად ებრძოდა“.
„ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო.
რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე 3 აგვისტოს განხორციელებული თავდასხმების შედეგად რუსების კუთვნილი „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა, კიდევ ორი თვითმფრინავი კი, სავარაუდოდ, დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კოსმოსური დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ 3 აგვისტოს როსტოვის ოლქში რუსეთის აგრესორი სახელმწიფოს „მოროზოვსკის“ სამხედრო აეროდრომზე კუთვნილი „სუ-34“ ტიპის მან
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აშშ ჯანდაცვის სფეროში საქართველოს ყველაზე მთავარი პარტნიორია.
როგორც ის „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, არ ჰგონია, რომ აშშ-ს საქართველოსთვის დახმარების შეჩერება ჯანდაცვის სფეროდან დაეწყო.
კერძოდ, „ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან „გარკვეული პროექტების“ შეჩერებაზეა „ლაპარაკი“.
ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადა ამავე მედიის მიერვე გავრცელებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, „ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
„არ შეწყვეტილა, არის რაღაც პროექტები, რ
საქართველოში 2024 წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უკვე 4116 ადამიანი გახდა. აქედან 3457 ქალია, ხოლო 659 კაცი.
ძალადობის ყველაზე მეტი, 1862 მსხვერპლი, ქალთა 25-დან 44 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ფიქსირდება.
მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
ძალადობის მსხვერპლია 13 წლამდე ასაკის 51 გოგონა და 72 ბიჭი. ამის შემდეგ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მამაკაცების რიცხვს.
მოძ