Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.220
  • comments
    0
  • views
    697.333

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რადიო თავისუფლების ჟურნალისტს რუსეთში 6.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

ფოტო: AP „ასოშიეტიდ პრესის“ ინფორმაციით, რუსეთის სასამართლომ ექვს-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტ, ალსუ კურმაშევას, რომელიც დამნაჩავედ ცნეს რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. სააგენტოს ცნობით, სასამართლო სხდომა 19 ივლისს, გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაიმართა. „ასოშიეტიდ პრესი“ წერს, რომ, კურმაშევა, რომელსაც აქვს აშშ-სა და რუსეთის მოქალაქეობა პრაღაში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. შესაბამის განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. “2024 წლის 22 ივლისს, თბილისის საქალაქო

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი - საიდუმლო სამსახურის მისიას ქვეყნის ლიდერების დაცვა წარმოადგენს, ჩვენ ეს ვერ შევძელით - ნებისმიერ შეცდომაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპის დაცვის მისია ვერ შეასრულა, - ამის შესახებ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა, კიმბერლი ჩიტლიმ განაცხადა. კიბერლი ჩიტლის განცხადებით, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის კითხვებს პასუხობს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 13 ივლისის მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს. „საიდუმლო სამსახურის მისიას ჩვენი ქვეყნის ლიდერების დაცვა წარმოადგენს. 13 ივლისს ჩვენ ეს ვერ შევძელით. მე, როგორც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტო

"საქართველოსთვის": "პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ აღიარა, რომ "ოცნებამ" ზონდერების დაცვის უსამართლო ამნისტია შეიმუშავა და პატიმრები და მათი ოჯახები მოატყუა"

პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:    "პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ აღიარა, რომ „ოცნებამ“ ზონდერების დაცვის უსამართლო ამნისტია შეიმუშავა და პატიმრები და მათი ოჯახები მოატყუა. ბალანსი ციხის განტვირთვასა და კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებას შორის კვლევაზე დაყრდნობით დგინდება და არა პარლამენტის მიზანშეწონილობით, როგორც ეს კობახიძემ განაცხადა. ამნისტიის დაანონსების პირველივე დღიდან, ვითხოვთ კვლევას. კობახიძე

გიორგი გახარია - "ოცნებამ" დღეს ქვეყანა აქცია დასავლურ დემოკრატიასა და აღმოსავლურ ავტორიტარიზმს შორის პოლიგონად (ვიდეო)

"ოცნებამ" დღეს ქვეყანა აქცია დასავლურ დემოკრატიასა და აღმოსავლურ ავტორიტარიზმს შორის პოლიგონად,  არავინ იცის ეს პროცესები სადამდე მიგვიყვანს." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. "გახარიას კვირა"    

გიორგი გახარია - სამარცხვინოა, როდესაც ხელისუფლება მანიპულირებს შიშით და აშანტაჟებს საკუთარ  მოსახლეობას ომით - ეს არის ყველაზე უმდაბლესი საქციელი, რაც შეიძლება ხელისუფლებამ იკადროს არჩევნების მოსაგებად (ვიდეო)

"სამარცხვინოა, როდესაც ხელისუფლება მანიპულირებს შიშით და აშანტაჟებს საკუთარ  მოსახლეობას ომით - ეს არის ყველაზე უმდაბლესი საქციელი, რაც შეიძლება ხელისუფლებამ იკადროს არჩევნების მოსაგებად. მშვიდობის და კეთილდღეობის დაცვა, მათი პირდაპირი მოვალეობაა და ამაში ვუხდით ხელფასს. "ოცნება" ბოლო წლების მანძილზე ჩამოყალიბდა, როგორც მატყუარა პოლიტიკური ძალა, ამიტომ მათგან პოზიტიური დღის წესრიგი არარ აღიქმება და დარჩათ მხოლოდ ომით სპეკულირება. "ოცნებამ"  კორუფციულ შემოსავლებში გაცვალა ქვეყნის ეროვნული ინტერეს

გახარია -  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,რომ არჩევნების გზით, რაც შეიძლება სწრაფად  საქართველო დავაბრუნოთ ნორმალური  განვითარების გზაზე და დავეწიოთ მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში (ვიდეო)

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,რომ არჩევნების გზით, რაც შეიძლება სწრაფად  საქართველო დავაბრუნოთ ნორმალური  განვითარების გზაზე და დავეწიოთ მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. " გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.    

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველთვის მადლიერი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობისთვის, მან მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ზელენსკი მადლობას უხდის ბაიდენს დახმარებისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის მხარდაჭერა მომავალი ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება. „ჩვენ პატივს ვცემთ მის რთულ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებას. ყოველთვის მადლიერი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობისთვის. მან მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში, დაგვეხმარა პუტინის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის თავიდან ა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა

პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა. ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციის წევრები პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს აწერენ ხელს. არსებული ინფორმაციით, სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრი იქნება. ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუს

ოჯახის თქმით, ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რამაზ ბეღელურს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რამაზ ბეღელურს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ  „მთავარ არხს“  რამაზ ბეღელურის დედამ, ნორა ბეღელურმა განუცხადა. მისი თქმით,  რამაზ ბეღელურს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკამენტების ყოველდღიურად მიღება სჭირდება. „ავადაა, ყოველდღიური წამლების ქვეშ არის. წამალი რომ არ დალიოს, კრუნჩხვაში ჩავარდება“, – ამბობს რამაზ ბეღელურის დედა. რამაზ ბეღელური გორის სოფელ გუგუტიაანთკარში ცხოვრობს. ის საოკუპაციო ძალებს უკანონოდ წარსულშიც ა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ინფორმაციით მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან ჩრდილო დასავლეთით 5 კილომეტრში, სოფელ ლენინოვკაში იყო და ბიძგების სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც. netgazeti

ბექა ლილუაშვილი - თუ გიორგი ვაშაძეს რამის შესაძლებლობა და უნარი აქვს, საკუთარ პარტიულ და ელექტორალურ ამოცანებს მოახმაროს! ჩვენ ჩვენს საქმეს როგორმე მივხედავთ!

ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა! ჩვენ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას - არჩევნები კარს არის მომდგარი და თუ გიორგი ვაშაძეს რამის შესაძლებლობა და უნარი აქვს, საკუთარ პარტიულ და ელექტორალურ ამოცანებს მოახმაროს! ჩვენ ჩვენს საქმეს როგორმე მივხედავთ! - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის მოწოდებას პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ბექა ლილუაშვილი. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, მათი მთავარი მიზანი და მესიჯბოქსია, არჩევნებში "ქართული ოცნება" დამარცხდეს ისე, რომ ძალაუფლების ბერკეტ

კახაბერ ქემოკლიძე - დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ მოჯადოებულ წრეს გაარღვევს და გონიერი მოსახლეობა საკუთარ სიტყვას ნამდვილად იტყვის (ვიდეო)

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ მოჯადოებულ წრეს გაარღვევს და გონიერი მოსახლეობა საკუთარ სიტყვას ნამდვილად იტყვის. ამომრჩეველს უნდა პოლიტიკურად პროგნოზირებადი გარემო.  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო; https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1223635195320324/

ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატად კამალა ჰარისს უჭერს მხარს

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, როგორც დემოკრატების კანდიდატს აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. შესაბამისი განცხადება ბაიდენმა X-ზე გამოაქვეყნა. „დღეს მინდა ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო კამალა ჰარისს, რომ იყოს ჩვენი პარტიის ნომინანტი წელს. დემოკრატებო - დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდით, გავაკეთოთ ეს“, - წერს X-ზე ბაიდენი. ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე განაცხადა. ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელ ხალხს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად გაესაუბრება. 81 წლის პრეზიდენტი გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს: "მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა მონაწილეობა, მე მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია გადგომა და ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში,მხოლოდ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობების შეს

გიორგი მიქაუტაძე - „ლიონში“ დაბრუნება მინდოდა, რადგან აქ ჩემი ისტორიის დაწერა არ დამისრულებია #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ OLPLAY-სთან ინტერვიუში მშობლიურ „ლიონში“ დაბრუნებაზე, საქართველოს ნაკრებსა და რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა. „მახსოვს, „ლიონში“ მოხვედრის ამბავი. „ჟერლანდში“ „ლიონის“ აკადემიის წინააღმდეგ ვითამაშეთ. 7 წლის ვიყავი, 4 თუ 5 გოლი გავიტანე და მოვიგეთ. კარგი გუნდი გვყავდა – სელმა ბაჩა, კაის რუისი. ამ მატჩის შემდეგ „ლიონის“ მენეჯერი ჯერ – ჩემს მწვრთნელს, შემდეგ კი ჩემს მშობლებს ელაპარაკა. საუბარი ხანმოკლე იყო და „ლიონში“ აღმოვჩნდი. თუმცა შემდეგ მათ გუნდში არ და

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენთვის წაგება ნიშნავს ქვეყნის დაკარგვას, ვიღაც ამბობს: რა არის უფრო მნიშვნელოვანი - ტერიტორია თუ ხალხი? - ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია რუსებს ჩვენი მიწის 30% ვაჩუქოთ

უკრაინა ცდილობს გადაარჩინოს თავისი მოქალაქეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის მზადყოფნას, თავისი ტერიტორიის მესამედი აგრესორს დაუთმოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენთვის, წაგება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაკარგვას. ვიღაც ამბობს: „რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი - ტერიტორია თუ ხალხი?" როგორ შეიძლება ასე შედარება? ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მათ (რუსებს) ჩვენი მიწის 30% ვაჩუქოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ისრაელმა „ჰუსიტების“ მიერ მისი ტერიტორიისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია

ისრაელის შორ მანძილზე მოქმედმა თავდაცვის სისტემამ, Arrow 3-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რაკეტა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ ჩამოაგდეს. ისრაელის სამხრეთ ქალაქ ეილათში სირენების ხმა ისმოდა. „ჰუსიტები“ აცხადებდნენ, რომ ეილათს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. აღსანიშნავია, რომ ეს ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული პირველი თავდასხმაა

მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის საქმეზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ცნობისთვის, 19 ივლისს, საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაცი

ანალენა ბერბოკი - პუტინის რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის - უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და ბალტიის ქვეყნები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გერმანიაში Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების და სხვა შორ მანძილზე მოქმედი იარაღის სისტემების დროებით განთავსებასთან დაკავშირებით აშშ-სთან მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისა და მისი ბალტიისპირელი პარტნიორების დასაცავად. „პუტინი მუდმივად აფართოებს არსენალს, რომლითაც ის საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას ევროპაში. უნდა დავიცვათ თავი და ჩვენი ბალტიისპირელი პარტნიორები ამისგან, მათ შორის, შეკავების

ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააკავეს, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგ კიბერშეტევებს ახორციელებდნენ

ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააკავეს, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგ კიბერშეტევებს ახორციელებდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს. ესპანეთის პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, დაკავებულები ესპანეთისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამთავრობო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ კიბერშეტევებში მონაწილეობდნენ. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას მხარს უჭერენ, კიბერშეტევების სა

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ახლობლების ცნობით, ბაკურ თოლორაია ორი დღეა სახლში არ მისულა და ოჯახი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.  ის პატარა გლდანში, ჯანჯღავას ქუჩაზე ცხოვრობს.  ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 592 003 823 574 25 13 45.

ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე შვიდასზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ასი პოლიციელი და ოცდაათი ჟურნალისტი. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა დემონსტრანტებზე თავდასხმებს „შოკისმომგვრელი და მიუღებელი“ უწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა. 19 ივლისს, ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მას

ქართული ყველისა და ხაჭოს ექსპორტში ამერიკა ლიდერობს

ქართული წარმოების ყველისა და ხაჭოს ექსპორტი იანვარ-ივნისში შემცირდა. შარშან პირველ ექვს თვეში ექსპორტზე გავიდა ადგილობრივად წარმოებული აღნიშნული პროდუქტი 31.8 ტონა, რომლისგანაც მიღებულმა შემოსავლებმა 375.8 ათასი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წელს კი შემოსავლები 214.4 ათას დოლარამდე შემცირდა და სულ ექსპორტირებულია 17.5 ტონა ყველი და ხაჭო. საქსტატის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქართული წარმოების ყველისა და ხაჭოს ექსპორტი ამერიკაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კანადა

"ტრაგედია ტრიალებს ნახალოვკაში... სამივე გარდაცვლილი ამ უბნელია" - რაჭაში მომხდარი უმძიმესი ავარიის დეტალები: ცნობილია ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: ლუკა ჯი­ქუ­რა­ძე ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და რა­ჭა­ში. ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 3 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბო­დე­უ­რის ხი­დი­დან მსუ­ბუ­ქი მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ხევ­ში გა­და­ვარ­და. 3 ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც. ახალ­გაზ­რდე­ბი რა­ჭა­ში თბი­ლი­სი­დან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. და­ღუ­პუ­ლე­ბი უბ­ნე­ლე­ბი არი­ან. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი გარ­და
×
×
  • შექმენი...