Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.220
  • comments
    0
  • views
    697.314

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„დღეში 30-35 მიწისძვრაა, ნუ იყიდით სახლებს ფურთხით აშენებულ კორპუსებში“ - თეა გოდოლაძე საზოგადოებას მიმართავს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე საზოგადოებას მიწისძვრების სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას აწვდის და ურჩევს, საცხოვრებელი ბინები მყარ კორპუსებში შეიძინონ. მისი თქმით, მიწისძვრების საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი დღეში 30-35-ია და ეს მხოლოდ მომყოლი მიწისძვრების გარეშე. „მოსახლეობის და საზოგადოების საყურადღებოდ. ხშირად მწერთ, რომ მიწისძვრები გახშიხრდა, როდესაც მაგნიტუდა 3-ს ზემოთაა, ჩვენს ვებგვერდზე ვაქვეყნებთ მონაცემს. ეს ა

მარეგულირებელმა მთავარი არხი დაასანქცირა რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე კლიპის გამო

კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ „მთავარმა არხმა“ ეთერში რუსული კანონის ხმის მიმცემ დეპუტატებზე ვიდეორგოლის განთავსებით დაარღვია კანონმდებლობა. შესაბამისად, მარეგულირებელმა ორგანომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის წინააღმდეგ გამოიყენა სანქცია — გაფრთხილება. მარეგულირებლისვე შეფასებით, პოლიტიკური რეკლამის შემცველი ვიდეორგოლები კი ეთერში განთავსდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებისა და ნორმების დარღვევით. კერ

ცაგერში ძმამ ძმა მოკლა

სამართალდამცავებმა ძმის მკვლელობის ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ძმამ ძმას ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებუ

ანა ბუჩუკური - ზონდერების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა არის მტკიცებულება იმისა, რომ ეს ძალადობა ხელისუფლების დაკვეთით მიმდინარეობს და უკავშირდება არჩევნებს (ვიდეო)

"ზონდერების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა არის მტკიცებულება იმისა, რომ ეს ძალადობა ხელისუფლების დაკვეთით მიმდინარეობს და უკავშირდება არჩევნებს. ადამიანებმა, რომლებიც ამ უკანონო დავალებებს ასრულებენ, უნდა იცოდნენ - ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, მაგრამ მტკიცებულებები რჩება."  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2921900634616910/  

ბექა ლილუაშვილი - ჩვენი საარჩევნო პროგრამის მთავარი ორი ფუნდამენტი იქნება სოლიდარობისა და სამართლიანი წესრიგის პრინციპი (ვიდეო)

ჩვენი საარჩევნო პროგრამის მთავარი ორი ფუნდამენტი იქნება სოლიდარობისა და სამართლიანი წესრიგის პრინციპი.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1157948318817281/

ნათია მეზვრიშვილი - პაპუაშვილი გამორჩეული მატყუარა და დეზინფორმატორია, რომელიც მოძალადედაც ჩამოყალიბდა და ზონდერების მიერ ცემა-ტყეპა საჯაროდ დააანონსა (ვიდეო)

პაპუაშვილი გამორჩეული მატყუარა და დეზინფორმატორია, რომელიც მოძალადედაც ჩამოყალიბდა და ზონდერების მიერ ცემა-ტყეპა საჯაროდ დააანონსა.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/892887136213933/

ბექა ლილუაშვილი - ორი წლის წინაც ვთქვით, რომ ჩვენი პარტიული ნომრით, ჩვენი იდენტობით მარტო გავდივართ 2024 წლის არჩევნებზე, ეს პოზიცია არ შეცვლილა (ვიდეო)

ორი წლის წინაც ვთქვით, რომ ჩვენი პარტიული ნომრით, ჩვენი იდენტობით მარტო გავდივართ 2024 წლის არჩევნებზე, ეს პოზიცია არ შეცვლილა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაციის კარი დახურულია. ძალიან ბევრ ინდივიდუალურ პირთან გვაქვს კომუნიკაცია და ბევრი ჩვენს გუნდს უერთდება.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/452743974391326/

პირი, რომელმაც თელავში ორი ადამიანი მოკლა პოლიციამ დააკავა

კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.წ. ორი პირის მიმართ დამამძიმებ

სალომე ზურაბიშვილი - პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ. საქართველოს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ! დარწმუნებულები ვართ, რომ ოლიმპიური თამაშები ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით იქნება სავსე“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. შეგახსენებთ, გუშინ პარიზში, ზაფხულის 33-ე

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რიკოთის მონაკვეთზე გზა გაწმენდილია და საავტომობილო მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს

რიკოთზე გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გზის მშენებარე მონაკვეთთან ჩამოსული წყალი და ტალახი უკვე გაწმენდილია. მათივე თქმით, ამ დროისთვის მოძრაობა რიკოთზე შეუფერხებლად მიმდინარეობს. იპნ

პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. ცერემონია, სტადიონის ნაცვლად, მდინარე სენაზე იმართება. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ქართველი სპორტსმენები, ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე არიან. ოლიმპიადაში 206 ქვეყნის სახელით 10 ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობს. ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოდან 28 სპორტსმენი მიიღებს. ისტორიაში პირველად ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს  ძიუდოისტთა შერე

ბექა ლილუაშვილი - „ლელოს“ წარმატებებს ვუსურვებთ, მორჩა!

საჭიროზე მეტი ვისაუბრეთ „ლელოზე“, საჭიროზე მეტიც მოვუთმინეთ, ახლა რასაც აკეთებენ, მივესალმებით, წარმატებებს ვუსურვებთ, მორჩა, ჩვენ მათზე მეტ დროს არ და ვერ დავხარჯავთ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა თქვა, ის დიდი ინტერესით მოისმენდა მამუკა ხაზარაძისგან, თუ რა პოზიცია აქვს „ლელოს“ ლიდერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაზე. აღნიშნულ საკითხზე ლილუაშვილმა ხაზარაძის საპას

ბერდია სიჭინავა - ხელისუფლებაში “ოცნების” დარჩენა არის გარდაუვალი მარცხი ჩვენი ქვეყნისთის... (ვიდეო)

ხელისუფლებაში “ოცნების” დარჩენა არის გარდაუვალი მარცხი ჩვენი ქვეყნისთის, იმიტომ, რომ “ოცნება” აღარ არის ევროპა, “ოცნებას” არ შეუძლია ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, “იცნება” არის წარსული, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ხელს არ ჩამოართმევენ.  ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/858046642323072/

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩი აღარ იქნება. ავსტრიაში, ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან ციხელაშვილის გათავისუფლების შესახებ განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა მოიწონა პრეზიდენტის განკარგულება ციხელაშვილის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ. როგორც „ნეტგაზეთს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქეთევან ციხელაშვილს როტაციის ვადა ამოეწურა. ჯერ-ჯერობით უ

კალაძემ ტვ „პირველის“ წინააღმდეგ იძულებითი აღსრულება მოითხოვა

თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და მოითხოვა, ტვ „პირველმა“ და მისმა ყოფილმა ტელეწამყვანმა მაია მამულაშვილმა აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძოდ, ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო სასამართლომ 2022 წელს მამულაშვილსა და ტელეარხს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მაია მამულაშვილი ამ დროისათვის აღნიშნულ ტელეკომპანიაში არ მუშაობს. „დღეს ჩვენ დავიწყეთ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. ხვალ ან ზეგ მეორე მ

ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ხიდი ჩავარდა

ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩავარდა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ხიდის დაზიანების გამო, შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხიდის ჩავარდნა.

შალვა პაპუაშვილი - ხელის გულზე გიდევთ ყველანაირი მტკიცებულება, თუ როგორ წიხლით გვტენიდნენ ომში - არის ასეთი გამონათქვამი, „ადამიანს თუ არ უნდა რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს“ - თქვენ ახლა რიყეზე ხართ, გარშემო ქვებია და ვერ ხედავთ

ხელის გულზე გიდევთ ყველანაირი მტკიცებულება, თუ როგორ წიხლით გვტენიდნენ ომში - არის ასეთი გამონათქვამი, „ადამიანს თუ არ უნდა რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს“. თქვენ ახლა რიყეზე ხართ, გარშემო ქვებია მიმობნეული და ამ ქვებს ვერ ხედავთ, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა „გლობალური ომის პარტიაზე“ დაუსვა. მისი თქმით, ყველა, ვინც საქართველოს მოუწოდებდა გაეგზავნა მოხალისეები უკრაინაში, მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის და დაეწესებინა სანქციები რუ

ბექა ლილუაშვილი - “ოცნებას” უნდა, ემიგრანტებს საარჩევნო ხმებიც წაართვას - ხდება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების აღრიცხვიდან მოხსნა, რაც  ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა (ვიდეო)

"როგორც ჩანს, დამფრთახლი ხელისუფლება პირდაპირ გადავიდა კანონის უხეშ დარღვევაზე, მათ შორის ქართველი ამიგრანტებისთვის საარჩევნოდ ბარიერების შექმნაზე. გვაქვს ინფორმაცია ქართველი ემიგრაციისგან, რომ ხდება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების აღრიცხვიდან მოხსნა, რაც  ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/953037673501716  

თქვენ მშიშარა, კორუმპირებულო ადამიანებო, გამოაქვეყნეთ... - გოგიჩაიშვილი "ოცნებას"

თქვენ მშიშარა, კორუმპირებულო ადამიანებო, გამოაქვეყნეთ, რას გვემუქრებით.... - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის, ლიდერის, მამუკა მდინარაძის განხადებას. გოგიჩაიშვილის თქმით, ასეთი განცხადებებით, "ოცნება" საარჩევნო კამპანიის ტყუილზე აგებას ცდილობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ ისევ გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესის უკან დგანან კონკრეტული ძალები, რომლებს

ვიკა ფილფანი - გმირობის ხარჯზე არ უნდა უწევდეთ ადამიანებს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების ჩატარება (ვიდეო)

სისტემური პრობლემა გვაქვს სამძებრო-სამაშველო მიმართულებით, როცა ადამიანი იკარგება, ყოველ წუთს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბოლო წლებში ვიხილეთ არაერთი ტრაგიკული შემთხვევა და მთელი ქვეყანა შევთანხმდით, რომ გვჭირდებოდა ნორმალური სამაშველო თვითმფრინავები და ვერტმფრენები. გმირობის ხარჯზე არ უნდა უწევდეთ ადამიანებს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების ჩატარება.  ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/458019920409954

პირველი არხიდან „აკუსტიკის“ წამყვანები გაათავისუფლეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან გადაცემა „აკუსტიკის“ წამყვანები, მებო ნუცუბიძე და მაკო მჭედლიშვილი, გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მუსიკოსი და ტელეწამყვანი მებო ნუცუბიძე ავრცელებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ტელეკომპანიამ გუშინ, მოულოდნელი ზარით აცნობა და განუცხადეს, რომ „აკუსტიკას“ მომავალი სეზონიდან ახალი წამყვანები ეყოლება: „9 ივნისს, მაკომ და მე მაყურებელს მადლობა გადავუხადეთ, მომავალ სეზონამდე დავემშვიდობეთ და დავპირდით, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლითა

„შეგვხვდა დათვი, შემდეგ წამოვყევით ტყით და ვიარეთ 5 დღე" - გოგიტა ფარჯიანი

გოგიტა ფარჯიანი, რომელსაც სვანეთის ტყეში 6 დღე ეძებდნენ, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქედზე დათვი შეხვდათ, ტყით გადასვლა გადაწყვიტეს და 5 დღე ფეხით მოდიოდნენ. მისი თქმით, ახლობლებთან დაკავშირება ვერ შეძლეს, რადგან ტელეფონები გაეთიშათ. ამის შესახებ კომენტარი მან „მთავარ არხთან” გააკეთა. სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა იპოვეს. ორივე ცოცხალია. გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დაიკარგნენ – ისინი ლენტეხში ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ. მათ 6 დღე ეძებდნენ. ს

„ორივე ცოცხალია" — სვანეთის ტყეში დაკარგული 2 ახალგაზრდა იპოვეს

სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა იპოვეს. ორივე ცოცხალია. ინფორმაცია ერთ-ერთის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დაიკარგნენ – ისინი ლენტეხში ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ. მათ 6 დღე ეძებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მათი დაკარგვის შესახებ შეტყობინება 24 ივლისს მიიღეს. დღეს, 26 ივლისს მათ ძებნაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. გუშინ, 25 ივლისს, ადგილობრივებმა სამძებრო სამუშაოებში ვერ

ნათია მეზვრიშვილი -  ჩვენი პრაგმატული ინტერესია, პარლამენტში მოხვდნენ ისეთი პარტიები, რომლებიც არც “ოცნებასთან” და არც “ნაც.მოძრაობასთან” იქნებიან რაიმე ფორმით აფილირებულები (ვიდეო)

ჩვენი პრაგმატული ინტერესია, პარლამენტში მოხვდნენ ისეთი პარტიები, რომლებიც არც “ოცნებასთან” და არც “ნაც.მოძრაობასთან” იქნებიან რაიმე ფორმით აფილირებულები. სანდო საერთაშორისო კვლევებს თუ შევხედავთ ჩვენ ბარიერის გადალახვის და პარლამენტში მოხვედრის პრობლემა არ გვაქვს, თუნდაც ბარიერი გაზარდონ.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1601502390410219/
×
×
  • შექმენი...