Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.346
  • comments
    0
  • views
    707.955

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

"ხალხის ძალის" მიერ წარდგენილი კანოპონპროექტი შემაშფოთებელია - ბორელი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში, მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოურ გავლენის აგენტებზე" რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად, მან ამ ინიციატივას "შემაშფოთებელი" უწოდა. ბორელმა, ასევე საქართველოს შეახსენა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მედიის თავისუფლება 12 შესასრულებელი რეკომენდაციის ნაწილია. "სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მისი შენარჩუნება დ

იენს სტოლტენბერგი - ნატო და ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგანან, აგრესორი არის რუსეთი, სწორედ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ეს დაპყრობითი ომი

ნატო და ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგანან, ერთი წლის წინ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო უკანონო ომი მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ, ფაქტები ყველასთვის ნათელია, არავინ ესხმის თავს რუსეთს. აგრესორი არის რუსეთი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯოზეფ ბორელთან და დმიტრო კულებასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვერავინ ხედავს იმის ნიშანს, რომ პუტინი მშვიდობისთვის ემზადება. „ეს არის სოლიდარობის მაგალითი, ნატო და ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგან

ვახტანგ გომელაური - მინდა, შევეხო 2022 წლის უმნიშვნელოვანეს მიღწევას, ნატო-მ საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას, სანაპირო დაცვის მიმართულებით გასული წელის მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო, რომ ნატო-მ საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. „ვსაუბრობ სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებულ რეფორმაზე და აქვე მინდა შევეხო 2022 წლის უმნიშვნელოვანეს მიღწევას. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულე

ვახტანგ გომელაური - სამინისტრო შეიძენს მრავალფუნქციურ შვეულმფრენებს, რომლებსაც შეეძლებათ, საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციების შესრულება

მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციის შედეგად, სამი ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება გაფორმდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია, შეასრულოს საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები. „სასაზღვრო პოლ

ვახტანგ გომელაური - მადლობა საერთაშორისო პარტნიორებს, ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით მათთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად განვაგრძობთ

ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით ჩვენ მათთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად განვაგრძობთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, საერთაშ

უკრაინული მედია - რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის სამხრეთის სარდლობის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია 6 დაღუპულისა და 12 დაჭრილის შესახებ. მანამდე, ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პროკუდინმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა. „ხერსონი იბომბება, სავარაუდოდ „გრადებით“. დაახლოებით 20 აფეთქება იყო“, - დაწერა ხერსონის გუბერნატორმა. შეგახსენებთ, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონი რუს

ცაგერში მეწყერში მოყოლილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

ცაგერში მეწყერში მოყოლილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის დროს ავტომობილში იმყოფებოდა. სამძებრო სამუშოები 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩქუმისა და ქულბაქის სოფლების 200-მდე მკვიდრი გარესამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება. ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი წუხელ ჩამოწვა. ipn

ანა ბუჩუკური - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ფსონი აქვს დადებული უკრაინის დამარცხებაზე და სამწუხაროდ, მთელი პოლიტიკა ამაზეა აწყობილი

ეს პოლიტიკა იმის გამოხატულებაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ფსონი უკრაინის დამარცხებაზე აქვს დადებული და მთელი პოლიტიკა სამწუხაროდ, ამაზეა აწყობილი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც თითქოს ფრთხილი და დაბალანსებულია, სინამდვილეში სიფრთხილესთან და დაბალანსებულ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. „უკრაინაში ომის დაწყებისთანავე „ქართული ოცნების“ ხელი

“მესამე წელია ვისმენთ, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან და ვერავინ ვერაფერი გაიგო”- კალაძე გახარიაზე

„ეს ადამიანი მოწყვეტილია რეალობას“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ.   მისი თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და შესაბამისად აფასებს  პოლიტიკური პარტიების საქმიანობას.   „მესამე წელია ვისმენთ ამ ადამიანისგან, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან და ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუმცა, რეალობა ყველამ ძალიან კარგად იცის. განცხადებები, რომელიც მისი მხრიდან კეთდება, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამ

გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსი, ის არის „პროთავისი“ - პატარა, შეშინებულ ბიჭებს არანაირი უნარი არ შესწევთ, შეცვალონ ქვეყნის ორიენტაცია

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვიცი უბრალოდ, რომ დღეს ამ პატარა, შეშინებულ ბიჭებს არანაირი უნარი არ შესწევთ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების. სწორედ ეს არის მიუღებელი, როდესაც ადამიანი დამალული კულისებიდან მარიონეტების გამოყენებით ცდილობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილებას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების მცდელობა არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე გადის.

ირაკლი კობახიძე - არ მგონია, პრეზიდენტს წაკითხული ჰქონდეს ან ამერიკული, ან რუსული კანონი, ან „ხალხის ძალის“ კანონპროექტი - ასეთი რამ მარგველაშვილსაც კი არ უკადრია

მე არ მგონია, პრეზიდენტს წაკითხული ჰქონდეს, ან ამერიკული, ან რუსული კანონი, ან ეს კანონპროექტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი არ აქვს წაკითხული და ასე ემოციურ ფონზე გააკეთა ეს განცხადება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას უპასუხა. მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოცხადება იმ კანონპროექტზე, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა

ანა ბუჩუკური - „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე პარლამენტში დისკუსიის გახსნაც კი, ევროკავშირის მიმართ წინააღობაა, რადგან ეს არის რუსული მექანიზმის გადმოღების მცდელობა

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  პარლამენტში დისკუსიის გახსნაც კი, ევროკავშირის მიმართ წინააღობაა, რადგან ეს არის რუსული მექანიზმის გადმოღების მცდელობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ მოიტყუა, თითქოს, ეს იყო ამერიკული კანონი. „საქართველოს ხელისუფლება ტყუილში თავად სახელმწიფო დეპარტამენტმა ამხილა. თავის დროზე, FARA ამერიკაში იმიტომ მიიღე

ანრი ოხანაშვილი - „ხალხის ძალის“ კანონპროექტი ხალხს არ აქვს წაკითხული, არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტსაც არ ჰქონდეს სრული ინფორმაცია და ამის მიუხედავად, აკეთებენ ცილისმწამებლურ განცხადებებს

„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ხალხს არ აქვს წაკითხული, არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტსაც არ ჰქონდეს სრული ინფორმაცია და ინფორმაციის არქონის მიუხედავად, აკეთებენ ცილისმწამებლურ განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ანრი ოხანაშვილის თქმით, წინმსწრებად დასკვნების გაკეთება, თითქოს ეს უკვე პრაქტიკულად კანონია, არათავსებადია და წარმოუდგე

ირაკლი კობახიძე - „ხალხის ძალის“ კანონპროექტი შეესაბამება სტანდარტებს, ამერიკული კანონი სრული კატასტროფაა, ასეთის მიღებას საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  მთლიანად შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონებისგან, ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს, მეტს არაფერს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამერიკულ კანონი არის სრული კატასტროფა. „პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალ

ცაგერის მუნიციპალიტეტ სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა. მისივე თქმით, უხვი ნალექის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა და მსუბუქი ავტომანქანა მოიყოლა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.   ავტორი - ირმა ჭოლაძე

გიორგი გახარია - დღეს საქართველოს რეალური შესაძლებლობა აქვს გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენა კი ნიშნავს ომს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლა უკვე ოპოზიციური პარტია "საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი გახარია თავის ყოფილ თანაგუნდელებს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, ქვეყნის ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაში ადანაშაულებს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ "ქართული ოცნება" "ევროპული მომავლის ნაცვლად ირჩევს ხელისუფლებაში დარჩენას ნებისმიერ ფასად". "ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც ფრ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გიდებს მათ საერთაშორისო დღეს ულოცავს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გიდებს მათ საერთაშორისო დღეს ულოცავს. ადმინისტრაციის ცნობით, გიდების ვალია, საქართველოს თითოეული სტუმარი ქვეყნის უნიკალურ კულტურასა და ტრადიციებს აზიარონ. „საქართველოს მთავარ მასპინძლებს - გიდებს, გილოცავთ გიდების საერთაშორისო დღეს! ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას გისურვებთ! თქვენი ვალია, თითოეული სტუმარი ქვეყნის უნიკალურ კულტურას, უძველეს ისტორიას, ტრადიციებს თუ მრავალფეროვან ბუნებრივ რესურსს აზიაროთ”, - ნათქვამია ინფორმ

გახარია - ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლება უქმნის, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის

ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლება უქმნის, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის - მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს - გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაული გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ და თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვი

მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილებს, გადამალული ივანიშვილი დანაშაულებრივი გეგმისთვის გიყენებთ თქვენ - გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომელმაც ფსონი ომში რუსეთის გამარჯვებაზე დადო საგარეო პოლიტიკასაც ამ ლოგიკით ავითარებს. გახარიას თქმით, „ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოქალაქეების ევროპულ არჩევანს და აპირებს, აგენტი უწოდოს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. საქართველოს ყოფილმა პრემიერმა მიმართა „ოცნების“ წევრებს,

პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. გომელაური პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა. მინისტრი თავდაპირველად გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები. დღევანდელი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება. IPN

გერმანია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ გაემგზავრონ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთის ფედერაციაში არ იმოგზაურონ. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ეხება მოგზაურობას ისეთ რეგიონებში, რომლებიც ახლოს არიან უკრაინის საზღვართან: როსტოვს, კრასნოდარს, კურსკს, სარატოვს, ვორონეჟსა და ვოლგოგრადს. გერმანია მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე 20-დან 26 თებერვლამდე პერიოდში გამოიჩინონ, როდესაც რუსეთის ფედერაციაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. „ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს უნდა გ

საია - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებიან - სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ „კლანური“ მმართველობაა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში, ფაქტობრივად, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებიან - სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ „კლანური“ მმართველობაა, - ამის შესახებ საია-ს მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საზოგადოებას დღეს წარუდგინეს. როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომების ორგანიზება საგანგაშოდ გაუარესდა. კერძოდ, მათივე განმარტებით, სხდომის თარ

თურქეთში გაიზარდა გუშინდელი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი

სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 294 დაშავდა თურქეთის სამხრეთში, ჰათაის პროვინციაში 20 თებერვალს, მომხდარი მიწისძვრის შედეგად. დღეს დილამდე დადასტურებული იყო 3 ადამიანის სიკვდილი. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:04 საათზე მოხდა და სამ წუთში მოჰყვა მეორე - 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სირიაში, ლიბანში, იორდანიაში, ერაყში, ისრაელსა და კვიპროსზე. წინასწარი მონაცემებით, სირიაში დაიღუპა 4

ევროკავშირმა რუსეთს გაუგრძელა უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო დაწესებული სანქციები

ევროკავშირის საბჭომ ერთი წლით, 2024 წლის 24 თებერვლამდე გააგრძელა უკრაინის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების, მათი შემდგომი ანექსიისა და ოკუპაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ფინანსური, ეკონომიკური და პერსონალური სანქციები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ურყევია ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი გმობს და არ ცნობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. ევროკავშირმა რუსეთის წინააღ

ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის პროექტი პირველი მოსმენით მასობრივი საპროტესტო აქციის ფონზე დაამტკიცა

ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის პროექტი პირველი მოსმენით მასობრივი საპროტესტო აქციის ფონზე დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების შემცირებას, გააუქმოს მთავრობისა და ქნესეთის გადაწყვეტილებები. ორივე კანონპროექტს 120-ადგილიან ქნესეთში 63-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 47 ი
×
×
  • შექმენი...