Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.597
  • comments
    0
  • views
    775.548

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აშშ დოლარის ყალბი კუპიურების გასაღების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტომ ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს.

ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების სტანდარტები დაამტკიცა

ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების (კორონარული სტენტი, ბროლი, ორთოპედიული ენდოპროთეზი) მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები დაამტკიცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სიახლე პირველი მაი

თეა თავართქილაძე - სამინისტრომ დააკმაყოფილა თანამშრომლების მოთხოვნები და ამ ეტაპზე მათი პროტესტი შეწყვეტილია, კლინიკა განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას

ზაზა ავალიანის მიერ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა თავართქილაძემ განუცხადა. ამ ეტაპზე, კლინიკის თანამშრომლები რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით საექსპერტო დასკვნის პასუხებს ელოდებიან, რომლის მიხედვითაც, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, რამდენად აუცილებელია კლინიკის შენობის ნაწილის დემო

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 180 050 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 730 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 180 050 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 730 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 646 ტანკს, 7 043 ჯავშანტექნიკას, 2 770 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 630 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 334 უპილოტო საფრენ აპარატს, 319 ერთეულ სპეცტექნიკას და 9

საელჩო - აშშ ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ

შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს მოსამართლეებს, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა სასამართლო დარბაზებში, ეს

BBC-მ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები

BBC-მ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში, რომელიც ეძღვნება უპირატესად საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები. BBC-ის ინფორმაციით, სტატიაზე მუშაობისას მათ დაიწყეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შესწავლა სქემაში ჩართული Milton group-ის კომპანიებს შორის კავშირის დასადგენად. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ პროცესში 5 სახელი გამ

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას, თითქოს რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში შეფერხებული იყო. 8 აპრილიდან აღნიშნულ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საგზაო დეპარტამენტის მიერ დადგენილი რეჟიმების შესაბამისად, შეუფერხებლად უზრუნველყოფდნენ როგორ

ყაზახეთი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

ყაზახეთი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახური გამოცემა Kazinform ქვეყნის ვიცე-პრემიერზე, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრზე სერიკ ჟუმანგარინზე დაყრდნობით ავრცელებს. “გასულ წელს “ყაზმუნაიგაზმა” და “სოკარმა” საბოლოოდ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, 2023 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1.5 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებას ვგეგმავთ. მარტში უკვე დაიწყო პროცესი, პირველი ორი ტანკერი გაიგზავნა - ეს 20 ათასი ტონაა, აპრილისთვის 12

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა - არიან დაჭრილები და დაღუპულები

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა, არიან დაჭრილები და დაღუპულები. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის უწყებები ავრცელებენ. “11 აპრილს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორუსის რეგიონის დიღის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს,” - წერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მათი ცნობით, აზერბაიჯ

საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

რიკოთის უღელტეხილზე გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიში მიმდინარეობს. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, რიკოთის უღელტეხილზე, სამუშაოების დასრულებისა და სპეციალისტების მხრიდან გზის უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მიღებისთანავე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კი

შეიზღუდოს სამთავრობო ავტომობილების „ბასლაინებში“ გადაადგილება! – ეს ინიციატივა თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატმა გახარიას გუნდიდან გიორგი შარაშიძემ დააყენა

შეიზღუდოს სამთავრობო ავტომობილების „ბასლაინებში“ გადაადგილება! – ეს ინიციატივა თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატმა გახარიას გუნდიდან გიორგი შარაშიძემ დააყენა.   „გარდა იმისა, რომ ავტობუსის ზოლში, ე.წ. ბასლაინში დიდი რაოდენობით ავტომობილების გადაადგილება უსამართლობის განცდას იწვევს თბლისელებში, რომელთაც საათობით უწევთ საცობებში დგომა, უსაფრთხოების კუთხითაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. გასაგებია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის მანქანებს სა

აკაკი გვიანიძე - "მცირე ქვათაცვენის" შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთს მოწყვეტილია და ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ თვეში აღდგება მოძრაობა

"მცირე ქვათაცვენის" შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთს მოწყვეტილია და ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ თვეში აღდგება მოძრაობა, -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე წერს. მისი თქმით, ქუჩები და მეტროც პარალიზებულია, იმ სატრანსპორტო კოლაფსის გამო, რაც მერიის მიერ არაკომპეტენტურად დაგეგმილმა და შესრულებულმა  სამუშაოებმა გამოიწვია.     "დედაქალაქის ქუჩები და მეტროც კი პარალიზებულია, იმ სატრანსპორტო კო

კენიის პარლამენტმა საქართველოში ბაობაბების ექსპორტის შესწავლა დაიწყო

კენიის პარლამენტის გარემოს დაცვის, ტყისა და მადნის კომიტეტმა საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საკითხის შესწავლა დაიწყო. კომიტეტის წევრებმა მოინახულეს ადგილები, სადაც საექსპორტო მიზნებისთვის რვა ბაობაბი ამოიღეს მიწიდან. ხეები ამჟამად ამოთხრილია და საექსპორტოდაა გამზადებული. ფაქტების შესასწავლად კომიტეტის წინაშე კენიის სატყეო სამსახურის, კენიის ტყეების შემსწავლელი ინსტიტუტისა და გარემოს მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც წარდგნენ. მათი მიზანია, გამოიკვლიონ თითოეული ამ უწყების როლი ბ

რუსეთის პროკურატურაში ვალერი მელაძის შემდეგ ლია ახეჯაკოვაც დაასმინეს

რუსმა „აქტივისტმა“, „უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის“ ხელმძღვანელმა გენერალურ პროკურორს, იგორ კრასნოვს მსახიობ ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართა. რუსული მედიის ცნობით, ბოროდინმა განაცხადა, რომ ახეჯაკოვა აკრიტიკებს „სახელმწიფო ორგანოებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკას უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით“ და თითქოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აფინა

პარლამენტში “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის კორექტირებულ ვარიანტს ხვალ განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 12 აპრილის სხდომაზე, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს. ხვალ გახდება ცნობილი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე როგორ შეიცვლება პროექტი და რა ცვლილებები აისახება მასში. ხვალვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებულ პროექტზეც იმსჯელებს. “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა

„მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რამხელა საგანძურის პატრონები ვართ“ - გუცაევის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ცნობილმა ჟურნალისტმა და უეფას მედიაოფიცერმა, მამუკა კვარაცხელიამ გამოსცა წიგნი „მოვლენა სახელად გუცაევი“, რომლის პრეზენტაციაც „მიცუბიშის“ ცენტრში დღეს გაიმართა. ღონისძიების პარტნიორი იყო სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია. წიგნის პრეზენტაცია უკავშირდება თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელის, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურო ტაიმაუტის“ წამყვანის, ვლადიმერ გუცაევის 70 წლის იუბილეს. „ნებისმიერი ადამიანი, ვისაც

ადვოკატი - ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე ბიძინა ივანიშვილის Credit Swiss საქმეებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას. „უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი, აგრეთვე, ბანკის მიერ დაარსებული ტრასტები აცნობიერებენ, რომ მათმა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებებმა გამოიწვიეს ზიანი, მოსარჩელეთა

სამხრეთი კორეა: აშშ-ის გაჟონილი დოკუმენტების „მნიშვნელოვანი ნაწილი“ ყალბია

სამხრეთმა კორეამ 11 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ის გაჟონილი სადაზვერვო დოკუმენტების „მნიშვნელოვანი ნაწილი“, რომელშიც საუბარია სეულის შეშფოთებაზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე, ყალბია. ეს დოკუმენტები ნაწილია უფრო ფართო მასშტაბის გაჟონვისა, რომელიც პენტაგონმა შეაფასა როგორც „ძალიან სერიოზული“ მუქარა ეროვნული უსაფრთხოებისთვის. როგორც იტყობინებიან, ზოგიერთი ფაილი შეიცავს სამხრეთ კორეის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელთა შეშფოთებას, რომ სამხრეთ კორეაში ნაწარმოები იარაღი საბოლოოდ შეი

თბილისის მერია, პროგრამაში „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ჩასართავად, სპორტული ობიექტების რეგისტრაციას იწყებს

პროგრამის – „სპორტი უფროსი თაობისთვის“ აქტუალობიდან გამომდინარე, ასევე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით, დაგეგმილია პროგრამის გაფართოება და მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სპორტული ორგანიზაციები) ჩართვა, რისთვისაც მუნიციპალიტეტი ობიექტების რეგისტრაციას იწყებს. დედაქალაქის მერია, 60 წლის და ამავე ასაკს გადაცილებული მოქალაქეების ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ ს

ოლექსი დანილოვი - უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილების მიღება ბოლო მომენტში მოხდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილების მიღება ბოლო მომენტში მოხდება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. "თუ ვინმე ფიქრობს, რომ მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს, ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც კი ცოტაა", - აღნიშნა დანილოვმა. მისი განმარტებით, ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი მიიღებს. დანილოვი პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების

ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა წესები უნდა დავიცვათ აღდგომის დღეებში კვერცხით ინტოქსიკაციის თავიდან ასარიდებლად

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა წესები უნდა დავიცვათ აღდგომის დღეებში კვერცხით ინტოქსიკაციის თავიდან ასარიდებლად. როგორც ივანე ჩხაიძე აცხადებს, კვერცხის მიღების შემთხვევაში სალმონელოზის ინფექციის რისკია, რის გამოც, მისი შენახვის პირობების დაცვა აუცილებელია. რაც შეეხება უშუალოდ რეკომენდაციებს, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, აუცილებელია კვერცხი განთავსდეს მაცივრის სიღრმეში და არა მისთვის გამოყოფილ თაროზე, ამასთან, დასძენს,

რვა ოპოზიციონერი დეპუტატი ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში იბარებს

რვა ოპოზიციონერი დეპუტატი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში იბარებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მათი კითხვა ეხება იმას, რამდენად პროპორციული იყო ძალა, რომელიც სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 7-8 მარტს დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს და წარმოადგენდა თუ არა ის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას. „ასევე, მოხდა თუ არა შესაბამისი წესის დაცვით სპეციალ

თეა წულუკიანი - მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და სტრასბურგის სასამართლოს იურისტმა, მკაცრად და პრინციპულად დავგმო მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება, ეს იყო მიუღებელი

მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და სტრასბურგის სასამართლოს იურისტმა, მკაცრად და პრინციპულად დავგმო მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება, ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა სიურპრიზის ფორმა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, პარტნიორები, მეგობრები ასე ალბათ არ იქცევიან, თუმცა მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც ხდება ხოლმე გარკვეული გაუგებრობა. ამასთან, მისივე თქმით,

ხათუნა სამნიძე - პრეზიდენტისადმი წერილს ხაბეიშვილის და წითლიძის ხელმოწერები აქვს, რითიც დასტურდება, რომ იცოდნენ სხდომის სავარაუდო თარიღი და ამის მიუხედავად დატოვეს ქვეყანა

რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა რომ არ შედგა, ამის საფუძველი შემიძლია, ერთი სიტყვით აღვწერო, ეს არის უპასუხისმგებლობა. როცა გაიგზავნა წერილი პრეზიდენტთან, ამ წერილს ხელმოწერა აქვს ორივე დეპუტატის – წითლიძისა და ხაბეიშვილისაც, მათ იციან, რომ ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტს 48 საათი აქვს, რომ სხდომა ჩანიშნოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა. სამნიძის თქმით, ხაბეიშვილისა და წითლიძის ხელმოწერით დასტურდება, რომ იცოდნენ სხდომის სავარაუდო თარიღი და ამის მიუხედავად და

დააკავეს კაცი, რომელიც მოქალაქეებს “ატყუებდა, რომ აშშ-ში არალეგალურად გადაიყვანდა”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელიც მოქალაქეებს მოტყუებით ჰპირდებოდა მექსიკის გავლით აშშ-ში არალეგალურად გადაყვანას. როგორც სამინისტრო აცხადებს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თანხას წინასწარ ართმევდა, დანაპირებს კი აღარ ასრულებდა. ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადითი ითვალისწინებს. ნ
×
×
  • შექმენი...