Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.331
  • comments
    0
  • views
    705.255

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილე „მოხალისეების დისკრედიტაცია" და მათ შესახებ „ფეიკის“ გავრცელება დასჯადი გახდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეების დისკრედიტაციისთვის და მათ შესახებ „ფეიკის“ გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კანონი, რომელიც სახელმწიფო დუმამ 14 მარტს მიიღო და ფედერაციის საბჭომ მეორე დღეს დაამტკიცა, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კერძოდ, მკაცრდება ჯარიმები შეიარაღებული ძალების საზ

ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე - კანონზე მაღლა არავინ დგას

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. მისი თქმით, კანონზე მაღლა არავინ დგას. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ომის დანაშაულების გამოსაძიებლად შესაფერისი ორგანოა. ფაქტია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა და ეს არის ის, რაც ახლა ცხადი ხდება”, - აღნიშნა შოლცმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, ფუმიო კიშიდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სანდუ: მოლდოვას ომის საფრთხე არ ემუქრება, მაშინ, როდესაც უკრაინა იბრძვის

"მოლდოვა ომის საფრთხის წინაშე არ დგას, მაშინ, როდესაც უკრაინა იბრძვის". – თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. "მინდა დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ მოლდოვას ახლა არანაირი ომის საფრთხე არ ემუქრება. რუსეთის ჯარი აქამდე ვერ მოაღწევს, მანამ, სანამ უკრაინა იბრძვის და ამით იცავს მოლდოვას. ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინელების, მათი სიმამაცისა და თავისუფლების სიყვარულისთვის". – თქვა სანდუმ. CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური ს

კარიმ ხანი - "ვერ დავუშვებთ, მოეპყრონ ბავშვებს, როგორც ნაალაფარს"

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი კარიმ ხანი განმარტავს, რომ ვლადიმირ პუტინისა და მატია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერების გაცემაზე წინასასამართლო პალატას 2023 წლის 22 თებერვალს მიმართა. პროკურორის განცხადებით, მისი ოფისის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა შემთხვევები, რომლებიც მოიცავს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებიდან და ბავშვზე ზრუნვის სახლებიდან მინიმუმ ასობით ბავშვის დეპორტაციას. ხანი აგრეთვე აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტ პუტინის განკარ

პროკურატურა დაცვის პოლიციელი ქალისთვის 6-წლიანი პატიმრობის შეფარდებაზე ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 8 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ადმინისტრაციულ შენობაში,

დახმარება უკრაინელებს და შემოწირულობები მედიცინას - ბერნარ არნოს ქველმოქმედება

73 წლის LVMH-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარ არნო მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Louis Vuitton, Tiffany და მრავალი სხვა. ბერნარ არნო ცნობილია ქველმოქმედებით, მას ფულის გაცემა ნამდვილად არ ენანება და მსოფლიო მედია ხშირად წერს ამის შესახებ. წარმოგიდგენთ ბერნარ არნოს ყველაზე დიდ საქველმოქმედო შემოწირულობებს:   შემოწირულობა ჩინეთის წითელი ჯვრისთვის - 2 მილი

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დღეს დილით, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, საჰაერო განგაშის გამოცხადების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ამასთან, ბელარუსი აქტივისტები სოციალურ ქსელი წერენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე „კინჟალის“ რაკეტების გადამტანი რუსული MiG-31K ტიპის ავიაგამანადგურებელი აფრინდა. ipn

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის 3 შემთხვევა დადასტურდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის განცხადების სამივე შემთხვევაში, ვირუსი ძაღლს დაუდგინდა და აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა „გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება. მოსახლეობის ინტერესების გათვალ

ანდრეი კოსტინი - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც თავს ცივილიზებულად მიიჩნევენ, ორჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე პუტინთან საქმეს დაიჭერენ

ისტრიული დღეა. ეს არის ის, რაც ყველა ჩვენგანისთვის ცხადი იყო. ეს არის ის, რაც ზოგმა მსოფლიოში ჯერ კიდევ 2008 წელს გააცნობიერა, ბევრმა – 2014 წელს, 2022 წელს კი, თითქმის ყველამ. საბოლოოდ, ამან სამართლებრივი სახე მიიღო, – ასე გამოეხმაურა უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს შეეშინდება

საერთაშორისო ექსპერტები პუტინის დაკავების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გარშემო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გამოაცხადა. ლონდონის სამეფო კოლეჯში საერთაშორისო პოლიტიკის ლექტორი, ჯონათან ლიდერ მეინარდი პუტინისთვის ბრალდების წაყენებას მოელოდა. მან ბი-ბი-სის უთხრა, რომ 2022 წლის მარტიდან იძიებს სასამართლო შესაძლო ომის დანაშაულებს და არსებული სამხილების გამო - ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, საბოლოო ჯამში, რო

იწყება მართლმსაჯულების აღსრულება - კულება პუტინის დაკავების ორდერზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას ეხმაურება. კულებამ მოიწონა სასამართლოს გადაწყვეტილება და წერს, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ. „იწყება მართლმსაჯულების აღსრულება: მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ გაიცა ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი უკრაინელი ბავშვების [რუსეთში] ძალადობრივი გადაყვანის გამო. საერთაშორისო დამნაშავეები პასუხს აგებენ ბავშვების ქურდობისთვ

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს და „შაჰედ-136“ ტიპის 10 დრონი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით რუსული ძალების 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობით, მოწინააღმდეგემ 34 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მათგან 11 –„შაჰედ-136“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. „ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 10 ასეთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, მაგრამ ერთმა, სამწუხაროდ, სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყა.

მეტროსადგურმა „გოცირიძემ“ მგზავრთა მომსახურება განაახლა

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. განახლებული მეტროსადგური დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქ

დღეიდან, დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 18 მარტიდან რეფერენტული ფასი, დამატებით, 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. უწყების ინფორმაციით, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, უკვე 1100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს და აღნიშნული მედიკამენტების სია, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გაიზრდება. მათივე ცნობით, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. „რეფორმის მიზანი ქვეყან

ჯო ბაიდენი - რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გამართლებულია - ვლადიმერ პუტინმა აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან ძლიერი პოზიციაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „ვფიქრობ, რომ გამართლებულია, ეს წარმოადგენს ძალიან ძლიერი პოზიციას“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა „აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები“. ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგ

გახარია - რუსეთი ტერორისტული სახელმწიროფოა და ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინაში და საქართველოში ჩადენილ ომის დანაშაულებზე

2008 წლის ომის დანაშაულებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება პუტინთან დაკავშირებით კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიროფოა და ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინაში და საქართველოში ჩადენილ ომის დანაშაულებზე. ყველა, ვინც პუტინის მხარეს დადგება, ასევე იქნება პასუხისმგებელი!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პატრია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს. 

ჯოზეფ ბორელი - პუტინის დასაკავებლად ორდერი რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია

პუტინის დასაკავებლად ორდერი რუსეთის პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ამ წამს გავიგე, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორდერი გასცა პრეზიდენტ პუტინის დასაკავებლად ომის დანაშაულებისთვის - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციისთვის და გაყვანისთვის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ

ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე - ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია, რეალური პერსპექტივის მქონე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს საერთაშორისო იუსტიციის წონიანი გადაწყვეტილება გვაქვს. საქმეში, რომელშიც არის რეალური პერსპექტივა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორდერი გასცა პუტინის დასაკავებლად. ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბავშვების ოჯახებისგან დაშ

მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრთა მომსახურებას ხვალიდან განაახლებს

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და ხვალიდან სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. განახლებული მეტროსადგური დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა

პუტინის დაპატიმრება მსოფლიოს 123 ქვეყანაშია შესაძლებელი

პუტინის დაპატიმრება მსოფლიოს 123 ქვეყანაშია შესაძლებელი - სწორედ ამდენი ქვეყანაა რომის სტატუტის წევრი, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება. თავად რუსეთს   რომის სტატუტი რატიფიცირებული არ აქვს. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.  მთავარი

"ომის დანაშაულები" - რის საფუძველზე გასცა ჰააგამ პუტინის დაპატიმრების ორდერი?

ომის დანაშაულები, მოსახლეობის უკანონო დეპორტაცია უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე - სწორედ ამ საფუძველზე გასცა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ [ICC] ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი. 

ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, სასამართლოს პრესსამსახურისს თანახმად, წინასასამართლო საქმეწარმოების პალატა II-მა ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვაჭრობის მინისტრი - ველოდებით, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის მიმართულებით ახალი ხანა დაიწყება - დაინტერესებული ვართ საპორტო ინფრასტრუქტურით, საბანკო სისტემით და ტექნოლოგიებით

ველოდებით, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ახალი ხანა დაიწყება - დაინტერესებული ვართ საპორტო ინფრასტრუქტურით, საბანკო სისტემით, ასევე ახალი სექტორებითა და ტექნოლოგიებით, - ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვაჭრობის მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ბიზნესფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს საქართველოში ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და კიდევ

ლევან იოსელიანის განცხადებით, სტუდენტებთან შეხვედრაზე, ახალგაზრდების მთავარი თხოვნა მათთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში სახალხო დამცველის აპარატის აქტიური მონაწილეობა იყო

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღეს, სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, ახალგაზრდების მთავარი თხოვნა მათთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებში სახალხო დამცველის აპარატის აქტიური მონაწილეობა იყო. როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, 7, 8 და 9 მარტს გამართულ აქციებთან დაკავშირებით დაგეგმილ სასამართლო პროცესებზე სახალხო დამცველი სტუდენტების წარმომადგენელი ვერ იქნება, თუმცა მას უფლება აქვს, პროცესს დააკვირდეს. მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი სტუდენტური ა

ჯეიმს კლევერლი - ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად, ასევე ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია

ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად, ასევე ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია, მაგალითად, გაერთიანებული სამეფოსთვის ბევრად უფრო მარტივია თუნდაც სამხედრო დახმარების მიწოდება. ჩვენ ვიკვლევთ რამდენის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნებს უკრაინისთვის თავდაცვაში დასახმარებლად, - ასე უპასუხა საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ „ინტერპრესნიუსისა“ და "პალიტრ
×
×
  • შექმენი...