Jump to content
Planeta.Ge

უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს, რის გამოც „ქოლ - ცენტერების“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა


საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს - შედეგად, „ქოლ - ცენტერების“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა.

რეგისტრაციის პროცედურა 54 ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საკმარისი რაოდენობა იყო, თუმცა თავად კენჭისყრის დაწყების წინ სულ მცირე 76 დეპუტატის რეგისტრირება იყო საჭირო. უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს და ამ გზით კენჭისყრა "ჩააგდეს".

აღსანიშნავია, რომ მმართველმა გუნდმა ანალოგიურ მეთოდს მაშინაც მიმართა, როცა კენჭისყრაზე სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა გასულიყო და ოპოზიციას აღნიშნული კომისიის შესაქმნელად ხმები ჰყოფნიდა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...