Jump to content
Planeta.Ge

პრიგოჟინი: უკრაინის დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციის მიზანს საპირისპირო შედეგი მოჰყვა


რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის „დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციისთვის“ დაწყებულმა „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ მოიტანა სულ სხვა შედეგი, ვიდრე ეს მოსკოვს ეგონა.

ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ უკრაინის "დენაციფიკაციამ" ის გამოიწვია, რომ უკრაინა მთელმა მსოფლიომ გაიცნო, "დემილიტარიზაციის" შედეგი კი ის არის, რომ დღეს უკრაინას ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავს.

პრიგოჟინმა ვრცელი ინტერვიუ მისცა უკრაინაში დაბადებულ პრორუს აქტივისტს და პოლიტტექნოლოგს, კონსტანტინ დოლგოვს.

როგორც „ვაგნერის“ დამფუძნებელმა თქვა, უკრაინაში „თავხედურად მივიდნენ“ და ნაცისტების ძებნაში მთელ ტერიტორიას "ჩექმით გადაუარეს", შემდეგ კიევს მიუახლოვდნენ, მაგრამ „ჩაისვარეს“ და უკან დაიხიეს და იგივე მოხდა ხერსონის და სხვა მიმართულებებითაც. პრიგოჟინის განცხადებით, „დენაციფიკაციით“ უკრაინა აქციეს ნაციად, რომელიც ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში.

რაც შეეხება „დემილიტარიზაციას“, პრიგოჟინის თქმით, თუ „სპეცოპერაციის“ დაწყებამდე უკრაინას პირობითად ჰქონდა 500 ტანკი, დღეს აქვს 5 000 და თუ ბრძოლა 20 000-ს ადამიანს შეეძლო, დღეს შეუძლია 400 000-ს. „ვაგნერის“ დამფუძნებლის განცხადებით, შედეგი საპირისპიროა - არა დემილიტარიზაცია, არამედ მილიტარიზაცია.

პრიგოჟინის თქმით, დღეს უკრაინელებს ჰყავთ ერთ-ერთი უძლიერესი, კარგად ორგანიზებული არმია, მომზადების მაღალი დონით, კარგი დაზვერვით, სხვადასხვა შეიარაღებით და ერთნაირი წარმატებით იყენებენ როგორც საბჭოთა, ისე ნატოს ნებისმიერ სისტემას.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...