Jump to content
Planeta.Ge

ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლს დედამთილმა $30 000 აჩუქა


საქართველოს თავდაცვის მინისტრის ცოლს დედამთილმა 2022 წელს 30 ათასი დოლარი აჩუქა. საჩუქრის შესახებ ინფორმაცია თავად მინისტრმა ასახა 2023 წლის 23 მაისს შევსებულ დეკლარაციაში.

გასულ წელს ნინო მხეიძემ დედამთილისგან უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ცოლ-ქმარმა მთელი წლის განმავლობაში გამოიმუშავა: მინისტრმა 2022 წელს ხელფასის სახით აიღო 68 834 ლარი, მისმა ცოლმა კი - 1532 ლარი.

ფოტოკოლაჟი თავდაცვის მინისტრის დეკლარაციიდან
ფოტოკოლაჟი თავდაცვის მინისტრის დეკლარაციიდან

2022 წელსვე ბურჭულაძემ 23 ათას დოლარზე მეტი ოდენობის თანხა შეიტანა ორ ბანკში, იპოთეკური სესხის დასაფარად.

2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 1 დოლარის ღირებულება 2,67 ლარიდან 3,4 ლარამდე მერყეობდა. შესაბამისად გამოდის, რომ დედისგან მინისტრის ოჯახმა მინიმუმ 80 ათასი ლარი, მაქსიმუმ კი 102 ათასი ლარი მიიღო საჩუქრად.

მინისტრს 8 შვილი ჰყავს. აქედან ხუთის შესახებ მონაცემები შეყვანილია დეკლარაციაში - მათგან ერთ-ერთის სწავლის საფასური ბებიამ 5000 ლარით დააფინანსა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები ქონებრივ დეკლარაციებში უთითებენ, რომ მშობლისგან ან მეუღლის მშობლისგან მრავალი ათასის ოდენობის საჩუქარი მიიღეს. მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2022 წლის 29 ოქტომბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ 2021 წელს მშობლებისგან საჩუქრად მიიღო 150 000 ლარი. 150 000 ლარიანი საჩუქარი ოჯახისგან მას დეკლარირებული აქვს 2021 წელსაც.

radio tavisupleba

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...