Jump to content
Planeta.Ge

დემარში კარგი შესაძლებლობაა, ავხსნათ ჩვენი პოლიტიკა – სამხარაძე


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დემარში კარგი საშუალეებაა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთან რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხი განიხილონ.

სამხარაძის თქმით, ლოგიკური იქნებოდა, ევროკავშირი რუსეთის გადაწყვეტილებებზე პასუხს რუსეთის ხელისუფლებისგან ითხოვდეს.

“ჩვენ ისედაც ვიცოდით ევროკავშირის ამ პოზიციის შესახებ და რაც შეეხება დღევანდელ დემარშს, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი მთავრობის წარმომადგენლისთვის, რომ დაწვრილებით ავუხსნათ ევროკავშირის ელჩებს იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საქართველო აქამდე ატარებდა და ასევე იმ გადაწყვეტილების ლოგიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო. ასევე ცოტა უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხების მოთხოვნა შეიძლება რაღაც ლოგიკაში ჯდებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაში ევროკავშირი პასუხს ასევე რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს, თუ რატომ მიიღო მან ვიზების გაუქმების და ფრენების აკრძალვის გაუქმების გადაწყვეტილება ახლა”, – განაცხადა სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, კითხვები ევროკავშირის მიმართ მასაც აქვს.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეს და კანონმდებელს მაინტერესებს, არის ის თუ რატომ არ არის ევროკავშირის მიერ ყველა რუსული ავიაკომპანია დასანქცირებული. ალბათ, ამ კითხვასაც დასვამენ ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები და საინტერესოა ის პასუხი, რასაც ევროკავშირის ელჩები გასცემენ“, – განაცხადა სამხარაძემ.


ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს ხვდებიან.რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

 

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.


ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...