Jump to content
Planeta.Ge

„ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო, მასზე ზემოქმედება შეუძლებელია - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი


საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ხასიათი ვერ გაიცნო და ვერ გაიგო, რომ მასზე ზემოქმედება ვერ მოხერხდება.

მსხილაძე მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა.

მან აღნიშნა, რომ „ოცნება“ ამ განცხადებით 26 მაისს პრეზიდენტის გამოსვლის გადაფარვას ცდილობს.

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ მათი მიზანია პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიცვან, სიტყვით ერთია და ქმედებით აბსოლუტურად სხვაა.

ამის ნათელი მაგალითი 26 მაისი იყო, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა იყოს, თუმცა პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო. პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობენ, ვერ ვხდები, რადგან საქმით სხვას აკეთებენ.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის კრიტიკას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. თუ პრეზიდენტის კრიტიკა უსამართლოა, მაშინ მათ გარკვეული არგუმენტები უნდა გააჩნდეთ. თუ პრეზიდენტის კრიტიკა სამართლიანია, ჩვეულებრივად უნდა მიიღონ და ისე არ უნდა მოიქცნენ, ისე არ უნდა უპასუხონ, როგორც 26 მაისს. ჩემთვის პირადად, ეს ყველაფერი ნათელი მაგალითი იყო, როგორ შეიძლება, ადამიანმა ორ წუთში დაკარგოს ის პატივისცემა და ავტორიტეტი, რაც წლების განმავლობაში გააჩნდა. რა თქმა უნდა, ირაკლი ქადაგიშვილს ვგულისხმობ.

„ქართული ოცნების“ განცხადებაში ბოლო წინადადება იყო, რომ შუამავლობა შეუძლიათ გაუწიონ პრეზიდენტს საზოგადოების ნაწილთან. პრეზიდენტი საზოგადოებას ნაწილებად არ ყოფს, ის ყველას პრეზიდენტია. დიდი მადლობა, როგორმე ჩვენ თვითონ გავაგრძელებთ საზოგადოებასთან ურთიერთობას.

ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა და ახლა მათზე გაბრაზებული არიან. რა გავაკეთოთ?! „ქართული ოცნება“ ამ განცხადებით ცდილობს, რომ 26 მაისის ფაქტი რამენაირად გადაფაროს.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო და მისი ხასიათი ვერ გაიგო. მასზე პრევენცია და ზემოქმედება არ მოქმედებს. არ ვიცი, სიჯიუტეს პრინციპულობას ეძახით? პრეზიდენტი პრინციპული ნამდვილად არის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მის კომენტარს IPN ავრცელებს.


„ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით”, – „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ხელისუფლების მისამართით.

მათი თქმით, არ აპირებენ სალომე ზურაბიშვილთან პოლემიკაში შესვლას. როგორც განცხადებაში წერია, მათი პოზიციაა, რომ პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შეიკავონ თავი.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...