Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.447
  • comments
    0
  • views
    291.317

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ნათია მეზვრიშვილი - დღეს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს საერთო სასამართლოების კანონში და ცესკოს დაკომპლექტების წესში, რითაც საკანონმდებლო დონეზე იქვემდებარებს ცესკოს

დღეს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს საერთო სასამართლოების კანონში და ცესკოს დაკომპლექტების წესში, რომლითაც ხელისუფლება არ თმობს უკანონო გავლენებს სასამართლოზე და საკანონმდებლო დონეზე იქვემდებარებს ცესკოს., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.   მისი, თქმით, ორივე ცვლილება პირდაპირ უკავრშირდება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ქვეყანაში.   "სასამართლოს ნაწილში, იუსტ

ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში ის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდება. "დღეს - ლონდონი. გაერთიანებული სამეფო არის ლიდერი, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას ხმელეთსა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა დღეს გაგრძელდება. მე შევხვდები ჩემს მეგობარ რიშის. ჩვენ ჩავატარებთ არსებით მოლაპარაკებებს პირისპირ და დელეგაციებთან ე

ზელენსკის და მაკრონის შეთანხმებით, უკრაინა საფრანგეთისგან ჯავშანტექნიკას მიიღებს

უახლოეს კვირებში, საფრანგეთი უკრაინას გადასცემს ათეულობით ჯავშანმანქანას და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს და საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაში დაეხმარება. ამ პუნქტს შეიცავს საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონის და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც წუხელ გამოქვეყნდა. მაკრონის და ზლენსკის შეხვედრა 14 მაისს, პარიზში გაიმართა. დეკლარაციაში ნათქვამია ისიც, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდა

თურქეთს, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ელოდება

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოყენებული ბიულეტენების 94.24%-ის დამუშავების შედეგად, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს ხმების 49.59% აქვს, მის მთავარ კონკურენტს ოპოზიციური სახალხო ალიანსიდან ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 44.67%. 5,28%-ით მესამე ადგილზეა პოლიტიკური ბლოკის, „ალიანსს ატას“ კანდიდატი სინან ოღანი. ხმების დათვლა გრძელდება. თუ საბოლოოდ, ერდოანი 50%-ზე მეტს მოიპოვებს, თურქეთის პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 50%-ზე მეტს, არჩევნების

ნატალია საბანაძე ჯეიკ სალივანის საქართველოში ვიზიტზე და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გადაცემაში „360 გრადუსი“ (ვიდეო)

ნატალია საბანაძე, ევროკავშირში ყოფილი ელჩი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში გადაცემაში „360 გრადუსი“ 345650232_202295782616684_2181425551974946664_n.mp4

დღეიდან ამოქმედდა პუტინის გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ

დღეიდან, 15 მაისიდან ოფიციალურად ამოქმედდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება, საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. დღეიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 90 დღით, რუსეთში უვიზოდ ყოფნა. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში

პარლამენტი დღეიდან ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვას იწყებს

პარლამენტი ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვას იწყებს. "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით, "საარჩევნო კოდექსსა" და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს, 15 მაისის სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე იცვლება

უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებსა და ოკუპანტებს შორის 46 შეტაკება მოხდა - ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 46 შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებილი ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 74-ჯერ გახსნეს. „თავდასხმების შედეგად დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა და დაზიანდა კერძო სახლები და სხვა სამოქალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე რიონის ადიდების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მე-18 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე ინტენსიური ნალექების შედეგად, მდინარე რიონის ადიდების და გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ბერდია სიჭინავა - სტრასბურგის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, ისე მოსარჩელე მხარემ, პოლიტიკურ სპეკულაციებთან დაკავშირებით საუბარი უნდა დასრულდეს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასების ირგვლივ, პოლიტიკურ სპეკულაციებთან დაკავშირებით საუბარი უნდა დასრულდეს. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, ისე მოსარჩელე მხარემ, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების შეფასების ირგვლივ, პოლიტიკურ სპეკულაციებთან დაკავშირებით საუბარი ერთხელ და ს

თურქეთში საარჩევნო უბნები დაიხურა

17.00 საათზე თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა დასრულდა და დაიწყო ხმების დათვლის პროცესი. როგორც სააგენტო Anadolu იუწყება, მედიას ეკრძალება კონკრეტული შედეგების გავრცელება 21:00 საათამდე. თურქეთში ეგზიტპოლები არ ტარდება. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოანმა ხმა სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მისცა, შემდეგ კი ანკარაში გაემგზავრა. მისმა მთავარმა ოპონენტმა, საერთო ოპოზიციის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ და პრეზიდენტობის მესამე კანდიდატმა სინან ოჰანმა ანკარაში მისცე

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ი განმარტავს, რომ აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი და ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევ

თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის დროს ფერდობის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ორი თანამშრომელი დაიღუპა

თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ორი თანამშრომელი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ართვინის ქუჩა N67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ოუ ნი” გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ავარიული ფერდობის მასა ჩამოიშალა და მოიყოლა კომპანიის ორი თანამშრომელი. „მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რამ გამოიწვია

ირაკლი კობახიძე - გულდასმით გავეცანით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ზედმიწევნით გავყვებით, შესაბამისად, სასამართლოს ნაწილშიც 12-დან ერთ-ერთი პუნქტი სათანადოდ იქნება შესრულებული

წარმოდგენილია სასამართლო რეფორმასთან, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ჩვენ გულდასმით გავეცანით ამ რეკომენდაციებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სასამართლო რეფორმაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით გადაისინჯება პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი და საბოლოო რედაქცია რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩამ

რუსეთის თავდაცვის უწყება ადასტურებს, რომ ბახმუტთან, საბრძოლო მოქმედებებისას ორი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ბახმუტთან, საბრძოლო მოქმედებებისას ორი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა.­ როგორც მედია შოიგუს უწყებაზე დაყრდნობით წერს, დაიღუპნენ რუსეთის არმიის მე-4 მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ვიაჩესლავ მაკაროვი და სამხედრო-პოლიტიკური მუშაობისთვის საარმიო კორპუსის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი ევგენი ბროვკო. ipn

ვოლოდიმირ ზელენსკი - გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან არსებული ვითარება და გერმანიასა და უკრაინას შორის ინტენსიური თანამშრომლობა განიხილა. ამის შესახებ ზელენსკიმ “ტელეგრამის” საკუთარ არხზე დაწერა. “გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”, - აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, უკრაინის ლიდერმა გერმანიას, რუსეთის აგრესიის პირობებში, დიდი სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭ

თბილისში, კაკაბაძის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც 2 ავტომობილი დაზიანდა

თბილისში, პოლიკარპე კაკაბაძის N25-ში კლდის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც მსუბუქად დაზიანდა ორი ავტომობილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საავტომობილო გზა ჩახერგილი არ არის და ტერიტორიაზე, შესაბამისი სამსახურების მიერ, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. IPN

გიორგი გახარიამ ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი გახარიამ ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.   როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი გახარია დახურულ პანელზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას უკავშირდებოდა.   "გახარიამ ხაზი გაუსვა საქართველოს გამოწვევებზე ევროინტეგრაციის გზაზე, ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის აუცილებლობა

პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ხვალ განიხილავენ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა, 15 მაისის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. გასული წლის ნოემბერში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები განსახილველად პირველი მოსმენით გადის. კანონის პროექტით "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები: დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო ა

საქართველოს ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

14-15 მაისს, საქართველოს ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლიოკე რასმუსენი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანიელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრები როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაიმართება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბ

ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა, სადაც ის თავის გერმანელ კოლეგას, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, მოგვიანებით კი კანცლერ ოლაფ შოლცსაც შეხვდება. ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია გერმანიაში ომის დაწყების შემდეგ. გუშინ კი უკრაინის ლიდერი იტალიაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტსა და რომის პაპთან აუდიენცია გამართა. მოგვიანებით ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კონტრიერიში, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, მალე დაიწყება.   ავ

ირაკლი კობახიძე - სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, წესით, ბოდიში აქვთ მოსახდელი შესაბამის ევროპარლამენტარებს, ყოფილ სახალხო დამცველს და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას

სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ ცივი წყალი გადაასხა წელიწადნახევრიან კამპანიას. „გახსოვთ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიხეილ ს

სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებულია #1TVSPORT

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მან ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. ნახევარფინალში სანდრომ ფრანგი მაქსიმ პიანფეტი 15:11 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ რიკარდო ნუჩიოს 15:6 სძლია. სანდრო ბაზაძე 2022 წლის მადრიდის მსოფლიო თასიდან დღემდე ზედიზედ მე-11 ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია.   ავტორი - ელენე ბილიხოძე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტოკჰოლმში ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების ევროპის საკითხთა კომიტეტების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტოკჰოლმში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპის საკითხთა კომიტეტების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო დელეგაციები ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნიდან, საქართველო ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მიწვევით მიიღებს მონაწილეობას. „შესაბამისად, შესაძლებლობა გვექნება, ჩვენს კოლეგებს ვესაუბ

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება. თურქეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში სამ კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება; ესენი არიან: ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ და ასევე – სინან ოგანი. კიდევ ერთმა კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა. საპარლამენტო არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარ
×
×
  • შექმენი...