Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.377
  • comments
    0
  • views
    282.436

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი გახარია - რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგია - ივანიშვილი ქვეყანას აგრესორის მხარეს აყენებს

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნა, მთავრობის „კარგი ქცევის“ შედეგია. მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს. „რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი

კახაბერ ქემოკლიძე - ისეთი პირი უჩანს, ოცნების აზრის და გეო-პოლიტიკის “გიგანტები”, მალე იმას მოახერხებენ, რომ ომში მართლაც ჩავერთვებით - ოღონდ რუსების მხრიდან

ისეთი პირი უჩანს ოცნების აზრის და გეო-პოლიტიკის “გიგანტები” მალე იმას მოახერხებენ, რომ ომში მართლაც ჩავერთვებით - ოღონდ რუსების მხრიდან... “ფაშისტებზე” ისე ხშირად საუბრობენ, რომ მალე უკრაინის ტერიტორიის “უკრაინელი ფაშისტებისგან” გაწმენდას დაგვიანონსებენ (თანაც სიამაყით), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე წერს. მისი თქმით, მოსკოვს განზრახული აქვს, "ოცნება" როგორც გაბანკროტებული ძალა, სათავისოდ გამოიყენოს. "ისეთი ტემპით მივდი

ლარი დოლართან თითქმის 5, ევროსთან კი თითქმის 3 თეთრით გაუფასურდა

ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ხვალ, 11 მაისს შევა ძალაში, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. 11 მაისისთვის 1 დოლარის ღირებულება 2.5294 ლარით განისაზღვრა, რაც წინა დღის კურსზე 0.0464 ლარით მეტია. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც, 11 მაისს 1 ევროს ღირებულება ოფიციალური კურსით 2.7707 ლარი იქნება, რაც წინა დღის კურსზე 0.0277 ლარით მეტია. ლარის გაუფასურებ აუკვე აისახა სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში, სადაც 1 აშშ დოლარის ყიდვა, საშუალოდ 2.6 ლარად

სიმონიანი მიესალმება სავიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოს მთავრობას აქებს

რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი მიესალმება პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას. მისი თქმით, ეს საქართველომ „თავისი სწორი ქცევით“ დაიმსახურა. რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთის სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება. უვიზო რეჟიმი ძალაში 15 მაისიდან შევა. აგრეთვე, რუსეთმა გააუქმა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე. ნეტგაზეთი

„უარყოფითად იმოქმედებს EU-ს სტატუსის მიღებაზე“ — გიგიაძე რუსეთთან ფრენებსა და უვიზოზე

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი , საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ყოფილი ელჩი გიგი გიგიაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება ისევე როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა, უარყოფითად იმოქმედებს წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. როგორც „ნეტგაზეთთან“ საუბრისას გიგიაძე აღნიშნავს, რუსეთის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, მოსკოვის მიმართ საქართველოს ხელისუფლების

ირაკლი ზარქუა - პრეზიდენტი აცდენილია რეალობას - შნო და ერთი ადგილი თუ აქვს, აბრძანდეს, ჩავიდეს ევროპაში და უთხრას: „თქვენ მოქალაქეები და საქართველო დასაჯეთ, როცა ეკუთვნოდა და არ მიანიჭეთ სტატუსი“

პრეზიდენტს უნდა საქართველოს თავი დაამახსოვროს, როგორც ევროინტეგრაციისთვის მებრძოლმა, მაგის შნო და ერთი ადგილი თუ აქვს, აბრძანდეს, ჩავიდეს ევროპაში და უთხრას: "თქვენ საქართველოს მოქალაქეები და საქართველო დასაჯეთ, როცა სამართლიანად ეკუთვნოდა და არ მიანიჭეთ სტატუსი”, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ რუსეთის მხრიდან შეზღუდვის გაუქმების თაობაზე პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას გააკეთა. ზარქუა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ვერ შედგა ვერც მთავარსარდალი, ვე

სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ ხელისუფლებას, ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას მოუსმინოს

მივმართავ ხელისუფლებას, ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას მოუსმინოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ საკითხთან მიმართებით საზოგადოება არის ერთიანი. „ეს არ არის მხოლოდ ის საკითხი, რომელიც ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ესეც მაფიქრებს, მაგრამ ეს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, საქართველოს ღირსებას. ჩვენ

პრეზიდენტი - ოკუპანტის ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია - მოვუწოდებ ხელისუფლებას - დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება

მოვუწოდებ ხელისუფლებას - დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, დროა, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი პროვოკაციული, „უდროო და მიუღებელია“. „დღეს ყველამ მოვისმინეთ მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება. რას ემსახურება ეს პროვ

პრეზიდენტი - კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია! - საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!

კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. „კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი

პაველ ჰერჩინსკი - საქართველომ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ევროკავშირშია, ეს ქვეყნის და მისი მოსახლეობის ისტორიული არჩევანია - ამ მისწრაფებას ევროკავშირმა უპასუხა

საქართველომ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ევროკავშირშია, ეს საქართველოს მოსახლეობის ისტორიული არჩევანია. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. “ევროკავშირის ელჩობა საქართველოში ნამდვილი პრივილეგიაა, ასეთ ისტორიულ დროს, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა. 73 წლის წინ ევროპულმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს თავიანთი უთანხმოებები დაევიწყებინათ და ძალები დიდი სიკეთისთ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით და ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას. „უკვე მესამედ, მმართველი უმრავლესობა ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რ

პრიგოჟინი: ჭურვებს ისევ არ გვაძლევენ, მოგვატყუეს, ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღე დავრჩებით

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი რუსი ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი საკუთარი პრესსამსახურის მეშვეობით ავრცელებს ვიდეოს სათაურით – "ჭურვებს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს ჯერ კიდევ არ აძლევენ".  პრიგოჟინის მტკიცებით, მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო განკარგულება, რომელშიც ნათქვამია, რომ პოზიციების დატოვება აღქმული იქნება როგორც სამშობლოს ღალატი. პრიგოჟინის თქმით, თუ ვაგნერი ჭურვებს ვერ მიიღებს, ისინი ფრონტს მაინც დატოვებენ და დასვამენ კითხვებს, თუ ვინ ღალატობს ქვე

ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა. აღნიშნულის შესახებ ბრძანება რუსეთის ოფიციალურ საკანონმდებლო ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა. იპნ

მიხეილ დაუშვილი - მამუკა ხაზარძემ ხალხის ფულით რომ გადაწყვიტა თავისი პროექტის მშენებლობა და უარი მიიღო, ამის შემდეგ გახდა ოპოზიციონერი (ვიდეო)

მამუკა ხაზარძემ ხალხის ფულით რომ გადაწყვიტა თავისი პროექტის მშენებლობა და უარი მიიღო, ამის შემდეგ გახდა ოპოზიციონერი.  მიხეილ დაუშვილი - პარტია „საქართველოსთვის" daushvili.mp4

„დავაკავეთ პირი, რომელიც დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ორსულ ქალებთნ “ - საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინეს. მათივე ცნობით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. publika

ტრამპი სასამართლომ მწერალ ე. ჯინ კეროლის სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო

ნიუ იორკის ფედერალურმა სასამართლომ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისთვის დამნაშავედ ცნო და 2-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს. ნაფიცმა მსაჯულებმა ასევე საფუძვლიანად ცნეს კეროლის სარჩელი, რომელიც ტრამპს ცილისწამებაში ადანაშაულებდა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კომპენსაციის სახით კიდევ 3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს. დონალდ ტრამპმა Fox News Digital-თან ინტერვიუში 

ბილეცკის თანახმად, უკრაინელებმა ბახმუტში თითქმის 9 კმ² კილომეტრი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის რაიონში 3 კილომეტრის სიგანისა და 2,6 კილომეტრის სიგრძის ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს, ამბობს „აზოვის პოლკის“ ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ბილეცკი, რომელიც ახლა ბახმუტში იბრძვის. ამავე ცნობას ადასტურებს ბრიგადა, რომელშიც ის ახლა იბრძვის. უკრაინული გამოცემა „გორდონი“ წერს, რომ უკრაინამ თითქმის 9 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება მოახერხა. ბილეცკის თქმითვე, უკრაინელთა შეტევის შედეგად განადგურებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 72-ე ბრიგადის ქვედან

ზურაბიშვილი: ევროპა მშვიდობაა, რაც არ უნდა ფრონტებზე ლაპარაკობდნენ ვიღაცები

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოქალაქეებს მიმართა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროპელ პარტნიორებს კარგად ესმით საქართველოს სტრატეგიული ადგილი და ქვეყნის სამომავლო როლი. ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირი ქვეყნების ერთადერთი გაერთიანებაა, რომელმაც მისი წევრ სახელმწიფოებს სრულად შეუნარჩუნა საკუთარი იდენტობა და მოახერხა მათი მშვიდობის დაცვა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ევროპა საქართველოსთვისაც მშვიდობიანი მომავლის გარანტია: „ჩემი იმედია

კობახიძის სიძის სასარგებლოდ ტვ „პირველს“ 15 ათასი დააკისრეს — GDI

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა[GDI] აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის, დავით ფაცაციას სარჩელზე სასამართლოს მიერ ტელეკომპანია “პირველის” მიმართ გამოტანილ განაჩენს აკრიტიკებს. GDI-ის შეფასებით, განაჩენი ხელს უწყობს საზოგადოებაში ხელისუფლების კრიტიკასთან დაკავშირებით შიშის გაძლიერებას და არ შეესაბამება აქამდე ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე დადგენილ პრაქტიკას. ორგანიზაცია სასამართლოზე ტელეკომპანიის ინტერესებს იცავს. საუბარია 15 000 ლარის დაკისრებაზე, რაც მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილ

შალვა პაპუაშვილი - ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით

ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში. ბოლო პერიოდში გამოაშკარავდა ასეთი სქემები „გირჩის“, „დროას“, „ევროპული საქართველოს“ და სხვა პარტიების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები არა უბრალოდ აფილირებულია ამ პარტიებთან, პირდაპირ დაფუძნებულია და იმართება ლიდერების მიერ და ხდე

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა. განკარგულების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება. რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას პასპორტით შეძლებენ. გამონაკლისი ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლ

პარტია "საქართველოსთვის" - მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება არჩევნების დასაცავად

„ოცნების" მიერ ცესკო-სთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება, რომლის მიმართ ნდობა დღესვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, უკვე ემზადება 2024 წლის არჩევნების გასაყალბებლად, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. "საქართველოსთვის" წევრები პრეზიდენტს მოუწოდებენ ცესკოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვეტო დაადოს, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართავენ, გააძლიერონ ძალ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი ცდილობს გაანადგუროს ღირებულებები, რადგან მას ეშინია უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი ცდილობს გაანადგუროს თავისუფლების ღირებულებები უკრაინაში, რადგან მას ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ეშინია. „ჩვენ, ევროპელები ვაფასებთ ჩვენს თავისუფლებას, დემოკრატიას, აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლებას“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „უკრაინა იბრძვის ევროპის იდეალებისთვის, რომლებსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ. რუსეთში, პუტინმა და მისმა რეჟიმმა

გიორგი გახარია - „ქოლ-ცენტრების“ თემა იდეალური მაგალითია, როგორ სიჩუმეში, ბნელ ოთახში ისხდნენ ერთად და თაღლითურად პარავდნენ ფულს ევროპელებს - რიგითი ევროპელის თვალში ახლა თაღლითების ქვეყანა ვართ

რიგითი ევროპელის თვალში, ახლა ჩვენ თაღლითების ქვეყანა ვართ, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. ვიდეოში, რომელიც პარტიის სოციალურ ქსელში ვრცელდება, გიორგი გახარია საუბრობს იმაზე, რატომ არ უნდა „ქართულ ოცნებას“ "ქოლ-ცენტრების" საქმეზე კომისიის შექმნა. გახარიას თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ოპოზიციური პარტიის ლიდერი ევროპელ პენსიონერებს თაღლითურად ფულს პარავს, რომელსაც ოფიცია

აშშ-მა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა

აშშ-მა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პაკეტი მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და მისი შეიარაღებული ძალების საარტილერიო ჭურვების მოთხოვნის დაკმაყოფილებას. პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყოფა. მასში შევა: საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები და საბრძოლო მასალა; დასავლური გამშვები მოწყობი
×
×
  • შექმენი...