Jump to content
Planeta.Ge

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მთავრობამ 7.5 მლნ ლარი გამოყო - განკარგულება


გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოების დასაფინანსებლად 7.5 მილიონი ლარი გამოიყო.

მთავრობის განკარგულებას, რომელიც 18 მარტს გამოიცა, პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

ამავე განკარგულებით, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამ თანხის გადარიცხვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ევალება.

„გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გამოუყოს 7 500 000 ლარი“, – აღნიშნულია განკარგულებაში.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...