Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.556
  • comments
    0
  • views
    303.463

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში, ოკუპაციის კანონი არ აქვს დარღვეული - მდნარაძე

„მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში, თუ ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული“, – „ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჩეჩნეთის მოქალაქეების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ამბობს, რომ მებაჟეს პირის შეჩერების უფლება არ აქვს, თუ არ არსებობს ინფორმაცია კონკრეტულ დარღვევაზე ან მითითება პროვოკაციის შესახებ. გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოქალაქეების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ საქართველოში, სხვადასხ

ვშიშობთ, დროს ხელოვნურად წელავენ - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი

„შიში გვაქვს მშობლებს, რომ ხდება დროის ხელოვნურად გაწელვა და ზუსტად, როგორც გვითხრა მინისტრმა, რომ 2024 წლიდან ჩასვამდნენ ბავშვებს მკურნალობაში, ზუსტად ამის განხორციელებას გეგმავენ“, – ამბობს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის დედა, ქეთევან ბეგიაშვილი „ფორმულასთან“ ინტერვიუში. აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა 3 დღის წინ ჩატარდა. ქეთევან ბეგიაშვილი ამბობს, რომ ჯერ ისევ გაურკვეველია, როდის დაასრულებს სამინისტრო პროტოკოლზე მუშაობას. გარდა ამისა, მშობლებს ა

შალვა პაპუაშვილმა ილიაუნისთან თანამშრომლობა აღარ გააგრძელა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა აღარ გააგრძელა. „პუბლიკის“ ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის, როგორც ასოცირებული პროფესორის, ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და ხელახალ კონკურსში მონაწილეობა აღარ მიიღო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მაია გამეზარდაშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ სამართლის სკოლაში კერძო სამართლის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ორ საშტატო ერთეულზე კონკ

ციგურაობის ფედერაციაში კომენტარს არ აკეთებენ რუსი მოციგურავეების შესაძლო ნატურალიზებაზე

სანქციების გამო რუსმა მოციგურავეებმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა შესაძლოა საქართველოს სახელით იასპარეზონ. ჟურნალისტმა დეივ ლიზმა თავის ბლოგში The Skating Lesson დაწერა, რომ რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ დევისსა და სმოლკინს ეროვნული ნაკრების შეცვლის უფლება მისცა. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ. რუსი მოციგურავეების სტატუსის შეცვლაზე საბოლოო გადაწყვეტილება საერთაშორისო ფედერაციამ (ISU)

სიტყვა, რომელიც ვერ ვთქვი სასამართლოში — საბა ბრაჭველი

2 ივნისის აქციაზე პლაკატის გამო დაკავებული უფლებადამცველი საბა ბრაჭველი ავრცელებს სიტყვას, რომელიც სასამართლოში უნდა წარმოეთქვა. “სიტყვა, რომელიც ვერ ვთქვი სასამართლოში, რადგან სასამართლოში არ წაგვიყვანეს და რომელსაც ვიტყვი, თუ პროცესი ოდესმე ჩაინიშნა”, — ასე ასათაურებს ბრაჭველი “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ ტექსტს. უფლებადამცველის სიტყვა 2 ივნისის მოვლენებს, მისი დაკავების გარემოებებსა და პოლიციაში გატარებულ საათებს ეხება. საბა ბრაჭველი ამ პროცესების კონტექსტში საუბრობს უკან

თბილისში, „კაზინო აჭარაში“ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

თბილისში, „კაზინო აჭარაში“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უდასტურებენ. უწყების ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა სხვა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ. იპნ

ბელგიის პრემიერი - ბელგია იძიებს, გამოიყენეს თუ არა მისი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე

ბელგია უკრაინას სთხოვს განმარტებას იმის შესახებ, გამოიყენეს თუ არა ბელგიაში წარმოებული იარაღი პროუკრაინულმა ძალებმა რუსეთის ჯარებთან საბრძოლველად რუსეთის ბელგოროდის ოლქში, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კრუმ განაცხადა. „ჩვენმა თავდაცვის სამინისტრომ და მისმა სადაზვერვო სამსახურებმა დაიწყეს გამოძიება და ითხოვენ ინფორმაციას იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ზუსტად. ევროპული იარაღი უკრაინას მიეწოდება იმ პირობით, რომ იგი გამოყენებული იქნება უკრაინის ტერიტორიაზე ამ ტერიტორიის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა" - მედიის აკრედიტაციის ახალი წესის შედეგად, ჩვენ მივიღეთ ნაკლებად ანგარიშვალდებული პარლამენტი, სადაც ნაკლები კრიტიკული კითხვა ისმის - არჩევითი ორგანოს დახურულ უწყებად ქცევა საფრთხის შემცველია

პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წესის შედეგად, ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო ნაკლებად ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანო, სადაც ნაკლები კრიტიკული კითხვა ისმის - საპარლამენტო რესპუბლიკაში ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს დახურულ უწყებად ქცევა განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის და ხელს უშლის კარგი მმართველობის განხორციელებას, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე თქმით, საჯაროდ გავრცე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინელებმა დონეცკის მიმართულებით ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 4 ივნისის დილიდან, დონეცკის მიმართულებით ფრონტის ხუთ მონაკვეთზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. „4 ივნისს, დილით მოწინააღმდეგემ დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა ფრონტის ხუთ მონაკვეთზე სამხრეთ დონეცკის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული რეზერვების 23-ე და 31-ე მექანიზებული ბრიგადების მოქმედებაში მოყვანით და სხვა სამხედრ

ბერდია სიჭინავა - თუ ვინმეს სურს “ენმ-ს, ან “ოცნების” ორბიტაზე სატელიტობა, ეს მათი არჩევანია... ჩვენს პარტიას, შექმნის დღიდან არჩეული აქვს დამოუკიდებელი გზა და ერთადერთ თანამგზავრად და პარტნიორად ჩვენს მოქალაქეებს მიიჩნევს

ჩვენს მოქალაქეებს სურთ ჰქონდეთ არა წარსულის, არამედ მომავლის არჩევანი!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს. მისი თქმით, ერთადერთი რაც ამ 11-მა წელმა კარგად აჩვენა, არის ის, რომ “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” წლების განმავლობაში ერთმანეთის კარგი თანამგზავრები არიან და ეს სტატუს-კვო ამ ორი ძალისთვის, მომავალშიც მისაღები იქნება.    “ენმ”-ს ფორმალურმა თავმჯდომარემ განაცხადა, “ოცნების” ხელისუფლებიდან გაშვების გასაღ

ნათია მეზვრიშვილი - ამ რამდენიმე დღემ კიდევ ერთხელ მძაფრად აჩვენა, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს, გაფორმებულია ავტორიტარიზმი და უკვე კაცმა არ იცის ვინ გვმართავს - ოცნება რუსეთთან კოორდინაციით, თუ პირდაპირ რუსული სპეცსამსახურები

ამ რამდენიმე დღემ კიდევ ერთხელ მძაფრად აჩვენა, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს, გაფორმებულია ავტორიტარიზმი და უკვე კაცმა არ იცის ვინ გვმართავს - ოცნება რუსეთთან კოორდინაციით, თუ პირდაპირ რუსული სპეცსამსახურები. ხელისუფლების შეცვლილი საგარეო პოლიტიკა ფაქტია - დასავლეთს მიზანმიმართულად აჩვენებენ რომ „აქ რუსეთია“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, ქვეყანაში უკვე თითქმის ყველაფერი რუსულია, ხელისუფ

ჯეიკ სალივანი - უკრაინა კონტრშეტევის საშუალებით სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას დაიბრუნებს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პროგნოზით, უკრაინა მოსალოდნელი კონტრშეტევის საშუალებით „სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას“ დაიბრუნებს. ”ზუსტად რამდენად, რა ტერიტორიაზე მოხდება ეს დამოკიდებულია ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც უკრაინელები კონტრშეტევას დაიწყებენ. მაგრამ გვჯერა, რომ უკრაინელები ამ კონტრშეტევაში წარმატებას მიაღწევენ“, - აღნიშნა სალივანმა. კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მიმდინარე წლის

ბექა ლილუაშვილი - ვინც თვლის, რომ დამოუკიდებლად 5 პროცენტის გადალახვა არ შეუძლია, გზა დაგვილოცია - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ სისტემურ თანამშრომლობას არ ვაპირებთ

ვინც თვლის, რომ დამოუკიდებლად 5 პროცენტის გადალახვა არ შეუძლია, გზა დაგვილოცია, არანაირ სისტემურ თანამშრომლობას ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ ვაპირებთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არავის მიხმარება მათ არ სჭირდებათ. "ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და ვიხილეთ "ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევა მიხმარების "ქართული ოცნებისთვის" და

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსული ძალების 30-მდე შეტევა მოიგერიეს

რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვით პოზიციებზე შეტევა 29-ჯერ სცადეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, დარტყმის ქვეშ იყო ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების რამდენიმე მიმართულება. უწყებაში აცხადებენ, რომ კუპიანსკის მიმართულებით, მტერმა ერთი დღის განმავლობაში წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს მახლობლად. ლიმანის მიმართულებით კი რუსები ბელოგოროვკას მიდამოში წინსვლას შეეც

„პოლიციელმა მითხრა, არალამაზი რამ აწერია ბანერზეო" - საბა ბრაჭველი მის დაკავებას იხსენებს

„ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ თანამშრომელი, იურისტი საბა ბრაჭველი, რომელიც 2 მაისს პარლამენტთან დააკავეს, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აღწერს, რატომ მივიდა 2 მაისს აქციაზე და როგორ დააკავეს ის. ბრაჭველის თქმით, ის პარლამენტთან მას შემდეგ მივიდა, რაც სოციალურ ქსელში ნახა ვიდეო, როგორ დააკავეს ადამიანი ხელში დაჭერილი ფურცლის გამო. მისი, როგორც იურისტის შეფასებით, პროტესტის ეს ფორმა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა. „მე გავედი რუსთაველზე და დავიკავე თაბახის ფურცელი იმა

რესტორან „რეტროს“ მფლობელი ძალადობის მუხლით დააკავეს

ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე ძალადობის მუხლით (126-ე) დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს. რესტორანი „რეტროს“ ყოფილმა მენეჯერმა, მარია ზოიძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რესტორნის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს. „რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე (და არამარტო) ხელით შეეხო და ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ მიმტანზე, რომლის ამსახველ კადრსაც აქ ვაქვეყნებ. არსებობს სხვა კადრებიც, მაგრამ ამას უკვე იქ წარვადგენთ, ს

უფლებადამცველები ბრაჭველი და მარიკაშვილი იზოლატორიდან გაათავისუფლეს

2 ივნისს აქციაზე დაკავებული საბა ბრაჭველი, ედო მარიკაშვილი და ნიკა რომანაძე თელავის იზოლატორიდან გაათავისუფლეს, სადაც ისინი უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ. 2 ივნისის აქციაზე სულ დააკავეს 7 ადამიანი, მათ შორის იყვნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი და აქტივისტი, ნიკა რომანაძე. 2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი ა

დონორებმა საქართველოს დაბალი ათვისების 7 პროექტისთვის 2.4 მლნ-ის “ვალდებულების გადასახადი” დააკისრეს

ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტების ათვისებაზე. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 7 პროექტში, რომელთა ათვისებაც 130 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ 30.6 მილიონით შესრულდა. ამ პროექტების დაბალი ათვისების გამო, საქართველოს მთავრობამ დონორების მიმართ 2.4 მილიონი ლარის ოდენობით გადაიხადა ე.წ. Commitment Fee, რაც ამ პროექტებში ათვისების დონის გათვ

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის დღეა, რუსულმა ტერორმა ჩვენი ასობით შვილი შეიწირა

დღეს ჩვენს ქვეყანაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის დღეა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა. „სამაშველო ოპერაცია დნეპრის რეგიონში დასრულებულია. დაშავდა 25 ადამიანი, მათგან ხუთი ბავშვია. დევიდი, რომელიც ექვსი წლისაა, მძიმე მდგომარეობაშია. 11 წლის დენისი ასევე მძიმე მდგომარეობაშია და ჰოსპიტალიზებულია. ათი წლის კირას ნაღმის აფეთქებისგან ტრავმა აქვს. რუსულმა რაკეტამ ორი წლის გოგონა, ლიზა მოკლა. მტკივნეულია ასეთი ცნობები

კადიროვთან დაახლოებული პირები საქართველოში? – რა ვიცით ამ დრომდე

ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც სავარაუდოდ, თბილისში და ბათუმშია გადაღებული. მასზე ჩანს „მერსედესის“ მანქანები, თითქმის ერთნაირი სანომრე ნიშნებით. ყველა სანომრე ნიშანში ფიგურირებს რიცხვთა წყობა –  777. მაგალითად მათ შორის, A777AC და C777CE.  რუსული სანომრე ნიშნები, სავარაუდოდ, უკავშირდება ჩეჩნეთის ერთ-ერთ გავლენიან ბიზნესმენს – ასლანბეკ ახმეტხანოვს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ის ითვლებოდა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ახლო სოციალური წრის წევ

სანდრო ბაზაძე საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია

საფრანგეთის ქალაქმა შალონ ან შამპანმა ხმალში გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა. მსოფლიოს ნომერ პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კლუბ „ორლეანის“ შემადგენლობაში ასპარეზობდა. კრისტიან ბაუერის გუნდში სანდრო ბაზაძის გარდა, ფრანგი მოფარიკავეები – ბოლად აპიტი, ჟან ფილიპ პატრისი და სებასტიან პატრისი გამოდიოდნენ. საფრანგეთში გამართული პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონი კლუბი „ორლეანი“ გახდა და ქართველმა მოფარიკავემ მორიგი გამარჯვება იზეიმა.   ავტორი - ალექსანდრე ქურხული

შსს-ს ამ დრომდე რეგიონულ იზოლატორებში გადაყვანის საჭიროება არ განუმარტავს - TI და ISFED

„შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი”, – ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) და სამართლიანი  არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ბათუმში განვითარებულ მოვლენებს. ორგანიზაციების თქმით, შემაშფოთებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონოდ დაკავების პრაქტიკას, რაც გამოხატვის

ბექა გრიგორიადისი - პარლამენტთან კარავი იდგება იქამდე, ვიდრე ლაზარე თავისუფალი არ იქნება

7-8 მარტის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის განცხადებით, პარლამენტის უკანა შესასვლელთან კარავი მანამდე იქნება გაშლილი, სანამ ლაზარე თავისუფალი არ იქნება. გრიგორიადისის თქმით, ლაზარე ძალიან მალე თავისუფალი იქნება, რადგან მას არაფერი დაუშავებია. „პარლამენტთან მოვიტანე კარავი, პირველ დღეს კარვის გაშლის უფლება არ მომცეს, არც მეორე დღეს, მერე დამაკავეს. გუშინ, ხალხი გვერდით დამიდგა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს კარავი იდგება იქამდე, სანამ ლაზარე თავისუფალი

ბათუმში აქციაზე დაკავებული არასრულწლოვნები გაათავისუფლეს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბათუმში აქციაზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი, ხელწერილის საფუძველზე, გაათავისუფლეს. იზოლატორში რჩება „ნაციონალური მოძრაობის” 3 წევრი. გუშინ, 3 ივნისს ბათუმში თბილისში მიმდინარე მოვლენების სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქტვისტების ცნობით, დაკავების მიზეზი ბანერებზე წარწერების შინაარსი გახდა. „ირაკლი რუსი”, „ირაყლი”, „რაც გინდათ, ის დაუძახეთ” და ა.შ. – გუშინ, 3 ივნისს მოქალაქეებმა პარლამენტთან აქციაზე დიდი თეთრი ბანერი მიიტანეს, რათა აქციის მონაწილეებს დაეწერათ

რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობის ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა დაიკავა

რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობის ახალ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჰაკან ფიდანმა დაიკავა. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობდა. ჰაკან ფიდანი თურქეთის დაზვერვის სამსახურს 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. ყოფილი სამხედრო ჰაკან ფიდანი ფლობს დოქტორის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში. ასევე ცნობილია, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელი
×
×
  • შექმენი...