Jump to content
Planeta.Ge

სომხეთი საქართველოს მოსაზღვრე სოფელს უბრუნებს - სომხური მედია


სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს.

სოფელი, ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ალავერდის რაიონში მდებარეობს.

სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ, ხოლო 1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები ფუნქციონირებს, თუმცა ისინი მეტად პასიურ რეჟიმში მუშაობენ.

 

გამოცემის ცნობით, სომხეთი საზღვრების დემარკაციაზე მუშაობას როგორც საქართველოსთან, ისე აზერბაიჯანთან ააქტიურებს. კერძოდ, 1990-იანი წლების დასაწყისში სომხებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რვა სოფელი დაიკავეს, ხოლო სომხური გაზეთი „ჰრაპარაკი“ ახლახან წერდა, რომ პრეზიდენტი, ნიკოლ ფაშინიანი უმოკლეს დროში აზერბაიჯანისთვის ოთხი სოფლის დაბრუნებას აპირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

bpn.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...