Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენერალური პროკურატურა - უკრაინაში რუსეთის აგრესიას 537 ბავშვი ემსხვერპლა


უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად 537 ბავშვი დაიღუპა, დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო რაოდენობამ კი მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 1806-ს გადააჭარბა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1806-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა. 2024 წლის 28 მარტის დილის მდგომარეობით, არასრულწლოვანთა პროკურორების ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 537 ბავშვი, ხოლო 1269-ზე მეტი დაშავდა“, - აცხადებენ უწყებაში.

მათი განმარტებით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან სამუშაოები გრძელდება საბრძოლო მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დაიღუპა ან დაშავდა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...