Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს


ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. სები აცხადებს, რომ საკოლექციო მონეტის დიზაინზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს.

2022 წელს სებ-მა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით „ევრობასკეტი 2022“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა.


პირველად ისტორიაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

26 მარტს“ „დინამო არენაზე“ გამართული დაძაბულ მატჩში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. მატჩის ბედი 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს 4:2 სძლია და ევრო 2024-ზე გავიდა.

ევრო 2024 გერმანიაში ჩატარდება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები თურქეთთან 18 ივნისის, დორტმუნდში გამართავს.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ჰამბურგში დაუპირსპირდება. საქართველო-პორტუგალიის მატჩი კი 26 ივნისს გელზენკირხენში ჩატარდება.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...