Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.129
  • comments
    0
  • views
    733.849

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს

ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან თეთრ სახლში ვიზიტისას უკრაინის დახმარების საკითხი განიხილა და ორივე ლიდერმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, რომ უკრაინის დამატებითი დაფინანსება სწრაფად დაამტკიცოს. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი, წარმომადგენელთა პალატა, თქვენ მოგისმენთ და საჭირო მხარდაჭერით უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განუცხადა ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს.

აშშ-ის სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს. The Hill-ის ცნობით, 95,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დაფინანსებას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვას მხარი 64-მა სენატორმა, მათ შორის, 14-მა „რესპუბლიკელმა“ დაუჭირა. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა კანონპროექტიდან აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების ნაწილი მას შემდეგ ამოიღო, რაც კანონპროექტი „რესპუბლიკელმ

ბაღდათში სტიქიის ზონაში გარდაცვლილ ორ ადამიანს დღეს დაკრძალავენ

ბაღდათში სტიქიის ზონაში გარდაცვლილ ორ ადამიანს დღეს დაკრძალავენ. ადგილზე გარდაცვლილის ახლობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან. პარალელურად გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონაში. მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მიწის გატანა დატერასების სამუშაოები დასრულებულია, ასევე აღდგენილია კომუნიკაციები. მოსახლეობას მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. რაც შეეხება სტიქიის ზონიდან გაყვანილ ოჯახებს, გეოლოგების დასკვნის მიხედვით გახდება ცნობილი დაბრუნდებიან სახლებში, თუ

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, დაკავებული პირი 21-წლამდეა და მასთან ადვოკატი დროებითი მოთავსების იზოლატორში მოსანახულებლად ახლა შედის. არსებული ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გუშინ გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო. მამაკაცის დაკავება „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ის სისხლის სამართლის კოდექსის

კიევში ბულგაკოვის ქუჩას სახელი გადაარქვეს და ვახტანგ კიკაბიძის სახელი დაარქვეს

კიევში ბულგაკოვის ქუჩას სახელი გადაარქვეს და ვახტანგ კიკაბიძის სახელი დაარქვეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საკრებულო ავრცელებს. „უკრაინის დედაქალაქი აგრძელებს დასახელებების მოშორებას, რომლებიც ჩვენი ეროვნული ცნობიერების დამახინჯებაზე მოქმედებდნენ. დეკომუნიზაციისა და დერუსიფიკაციის პროცესი საკმაოდ გრძელია, ვინაიდან რამდენიმე ეტაპს მოიცავს, თუმცა დედაქალაქის მცხოვრებლებთან ერთობლივი ძალისხმევებით ქალაქი აქტიურად მიიწევს ამ მიმართულებით. მრავალსაუკუნოვან კიევში არ უნდა რჩებოდეს დასახელებე

პროკურატურა: დუშეთთან შსს-ს თანამშრომელი ქვეითს დაეჯახა და მიიმალა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც გამოძიების ვერსიით ქვეითს პირადი ავტომობილით დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების განცხადებით, დაშავებული, რომელიც ბრალდებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიატოვა, დაიღუპა: „ქალაქ დუშეთის შესასვლელთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთ

ვაჟა აზარაშვილს 10 თებერვალს, მახათას პანთეონში დაკრძალავენ

კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს ხვალ, 10 თებერვალს დაკრძალავენ. მას ქაშუეთის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. ვაჟა აზარაშვილი მახათას პანთეონში დაიკრძალება. კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.   ცნობისთვის, ვაჟა აზარაშვილმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს. 1961 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა იონა ტუსკიას და შემდეგ, პროფ. ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით. 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღ

საქართველოს მუნიციპალიტეტებში ტაქსით მგზავრთა გადაყვანა სანებართვო საქმიანობა ხდება

საქართველოს მუნიციპალიტეტებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანა სანებართვო საქმიანობა ხდება. პარლამენტში მთავრობის ინიციატივით საკანონმდებლო პაკეტია წარდგენილი, რომლის თანახმად, სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ახალი სანებართვო საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა ემატება. აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვა არანაკლებ ერთი წლის ვადით გაიცემა. ნებართვის გაცემის უფლებამოსილება მუნიციპალიტე

„ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას აუქმებს

„ქართული ოცნება“ აუქმებს ოპოზიციის კვოტით არჩეული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. აღნიშნული ცვლილებება მმართველმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას შეიტანა. მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე დღეს, 9 თებერვალს, მიმდინარეობს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავს – ერთი არჩეულია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან, მეორე კი ცესკოს პროფესიული წევრებიდანაა არჩეუ

სროლა რუსთავის ბაზრობაზე: მოკლულია 4 პირი, დაჭრეს — ერთი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად მოკლულია 4 პირი, ერთი კი დაჭრილია. როგორც შსს აცხადებს, ბაზრის ტერიტორიაზე რამდენჯერმე გაისროლა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ. „სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორისე რთ-ერთია ბრალდებულის ბიძა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი. დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

ქობულეთში შშმ ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

ქობულეთში შშმ ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-ში დაუდასტურეს. უწყების განცხადებით, გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. PUBLIKA

პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევის წესის ცვლილებას II მოსმენით განიხილავს

პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს საარჩვნო კოდექსსა და რეგლამენტში ცვლილებებს. კანონპროექტით გათვალისწინებულია ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესის ცვლილება და ოპოზიციის კვოტით ცესკოს მოადგილის თანამდებობის გაუქმება. ბოლო პერიოდში ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო კვორუმი მესამედ იცვლება. ამჯერად შემოთავაზებული ვერსიით, თავმჯდომარის და წევრების ასარჩევად 90 ხმა (3/5) იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ ვერ მოგროვდება, ხელახალ კენჭისყრაზე მხარდასაჭერად 76 ხმა (

ანა ბუჩუკური - ხალხის ასეთი დაბალი მხარდაჭერის მქონე პრემიერი, როგორიც კობახიძეა, საქართველოს არ ჰყოლია, ამიტომ, დიდი მადლობა ივანიშვილს

ირაკლი კობახიძე ჩვენთვის შესაძლებლობაა და ეს კიდევ ერთხელ თავად დაადასტურა გუშინ, როცა დიდი საჩუქარი გაგვიკეთა: გვეგონა, რომ თავის სათქმელზე ისაუბრებდა, როგორც  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სინამდვილეში კი, მხოლოდ ჩვენი გუნდის ლიდერზე და ჩვენზე ისაუბრა., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.    ბუჩუკურის თქმით, ხალხის ასეთი დაბალი მხარდაჭერის მქონე პრემიერი საქართველოს ჯერ არ ჰყოლია, რისთვისაც დიდ მადლობას უხდის ივანიშვილს.  

ბექა ლილუაშვილი ირაკლი კობახიძეს - ბუზი ბევრი ბზუის მაგრამ სიმართლესთან - ყველა ტყუის!

ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ივანიშვილი კობახიძეზე უკეთეს კანდიდატურას პრემიერ-მინისტრად ნამდვილად ვერ შეარჩევდა იმის საჩვენებლად, რა დაემართა და რად იქცა „ოცნება“ დღეს!, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, მარტივია იმაზე პასუხი თუ რატომ შეაჩერა არჩევანი ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეზე - "თქვენ იქნებით არჩევნების გაყალბების მთავარი ინსტრუმენტი. ეს არის მთავარი ფუნქცია.", - ამბობს ლილუაშვილი.  "თქვენ, ტყ

ბექა ლილუაშვილი - ირაკლი კობახიძის გამოსვლაზე, რომ თვალდახუჭულს მოგესმინათ გეგონებოდათ, რომ ნაცმოს წევრი საუბრობდა. ზუსტად იმ ნარატივით გვესაუბრებოდა კობახიძე, რომელსაც ნაცმო იყენებდა 2019-2020 წლებში (ვიდეო)

"ირაკლი კობახიძის გამოსვლაზე, რომ თვალდახუჭულს მოგესმინათ გეგონებოდათ, რომ ნაცმოს წევრი საუბრობდა. ზუსტად იმ ნარატივით გვესაუბრებოდა კობახიძე, რომელსაც ნაცმო იყენებდა 2019-2020 წლებში."  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/784784290337657/  

ანა ბუჩუკური - კობახიძემ გუშინ საჩუქარი გაგვიკეთა, გვეგონა, რომ თავის სათქმელზე ილაპარაკებდა, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სინამდვილეში კი მხოლოდ ჩვენი გუნდის ლიდერზე და ჩვენზე ისაუბრა (ვიდეო)

"ირაკლი კობახიძე ჩვენთვის შესაძლებლობაა და ეს კიდევ ერთხელ თავად დაადასტურა გუშინ, როცა დიდი საჩუქარი გაგვიკეთა. გვეგონა, რომ თავის სათქმელზე ილაპარაკებდა, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სინამდვილეში კი მხოლოდ ჩვენი გუნდის ლიდერზე და ჩვენზე ისაუბრა."  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.    ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1069087454316426/

შალვა კერესელიძის კითხვა ირაკლი კობახიძეს - რას ფიქრობთ ან რას გეგმავთ ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად, სადაც ხშირ შემთხვევაში კორუფციასთან, ნეპოტიზმთან და არასახელმწიფოებრივ მიდგომასთან გვაქვს საქმე? (ვიდეო)

შალვა კერესელიძის კითხვა ირაკლი კობახიძეს :     "რას ფიქრობთ ან რას გეგმავთ ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად, სადაც ხშირ შემთხვევაში კორუფციასთან, ნეპოტიზმთან და არასახელმწიფოებრივ მიდგომასთან გვაქვს საქმე?" ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1866478137103270/

„განვიხილეთ განახლების შესაძლებლობა" - ზელენსკიმ ზალუჟნი, სავარაუდოდ, გადააყენა

რამდენიმე წუთის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი უკრაინის გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი ზალუჟნის შეხვდა. გენერალი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალებს 2021 წლიდან ხელმზღვანელობს. პუბლიკა

ხულოსა და სურამში მეწყრის გამო ათობით ოჯახია ევაკუირებული

ხულოს მუნიციპალიტეტსა და სურამში წუხელ დაწყებული მეწყრული პროცესების გამო ათობით ოჯახია ევაკუირებული. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის, თენგიზ ჩიტაიშვილის ცნობით, წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა და ელოდებიან გეოლოგების შეფასებას. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ევაკუირებულია 35 ოჯახი. ბაღდათის რაიონში 7 თებერვალს ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი ჩაიყოლა და 9 ადამიანი იმსხვერპლა. გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენშ

ბექა ლილუაშვილი - "ნაც.მომ" დაანახა უკვე მთელს საზოგადოებას, რომ მართლა იდეისთვის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივისთვის კი არ მიდიან, მიდიან საკუთარი ყოველდღიური პარტიული ინტერესების გასატარებლად (ვიდეო)

"ნაც.მომ" დაანახა უკვე მთელს საზოგადოებას, რომ მართლა იდეისთვის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივისთვის კი არ მიდიან, მიდიან საკუთარი ყოველდღიური პარტიული ინტერესების გასატარებლად, რომელიც მათ ბელადს და ბელადომანიას უკავშირდება. ამ მოცემულობაში ეფექტიანობაზე ვერ იქნება საუბარი, ამიტომ მონაწილეობას ამ ფორმატში არ მივიღებთ.  მეორე საკითხია ქმედუნარიანობის ნაწილი - „ოცნებას“ პასუხისმგებლობაც არ ეყო, პოზიცია დაეფიქსირებინა და ეთქვა, რომ თუ ერთიანობის ქარტიაა, აგერ ჩვენ. მთავარი მოქმედი

ბერდი სიჭინავა - ნაც.მოძრაობა" სადაც ზის იქ შინაარსობრივ საკითხებზე მსჯელობა, მომავლის საკითხებზე მსჯელობა ვერ ხერხდება, ამ გუნდს შინაარსობრივი საუბრის კომპლექსი აქვს (ვიდეო)

"ნაც.მოძრაობა" სადაც ზის იქ შინაარსობრივ საკითხებზე მსჯელობა, მომავლის საკითხებზე მსჯელობა ვერ ხერხდება, ამ გუნდს შინაარსობრივი საუბრის კომპლექსი აქვს.  ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/378409831461978/

ბექა ლილუაშვილი - ივანიშვილი ვერ ნახავდა უკეთეს განსახიერებას იმისა, თუ რა დარჩა 2012 წლის “ოცნებიდან” ვიდრე კობახიძეა (ვიდეო)

“ივანიშვილი ვერ ნახავდა უკეთეს განსახიერებას იმისა, თუ რა დარჩა 2012 წლის “ოცნებიდან” ვიდრე კობახიძეა.  ეს არის პრაქტიკულად პოლიტიკური ძალა, რომელიც ტყუილებშია ჩაკარგული. დღესაც კობახიძისგან მსგავს ტყუილებში ჩაკარგულ განცხადებებს მოვისმენთ.” ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/835541698377463/

ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძეს -  რატომ აძლევთ საშუალებას მიხეილ სააკაშვილს, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია სასამართლო დარბაზიდან, როცა მას ამის უფლება არ გააჩნია? (ვიდეო)

ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძეს:  რატომ აძლევთ საშუალებას მიხეილ სააკაშვილს, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია სასამართლო დარბაზიდან, როცა მას ამის უფლება არ გააჩნია?  თქვენ ცნობილი ხართ ტყუილებით, ჭორაობით, თქვენ 2012 წლის გამარჯვების სახეც არ ხართ. თქვენი აზრით, რა დამსახურებით დაგნიშნათ ივანიშვილმა პრემიერად? ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1569468303883950/

მიშა დაუშვილი ირაკლი კობახიძეს: - რას ემსახურებოდა თქვენი მხრიდან პარლამენტზე შტურმის ორგანიზატორის - ნიკა მელიას ამნისტირება? (ვიდეო)

მიშა დაუშვილი ირაკლი კობახიძეს: " თქვენ ამნისტია გამოუცხადეთ ნიკა მელიას, რომელიც ორგანიზატორი იყო პარლამენტზე შტურმის. სტრასბურგმაც დაადასტურა, რომ 20 ივნისს პარლამენტზე ხორციელდებოდა შტურმი. 3 წელი გავიდა ამ ამბების მერე და პროცესები საერთოდ გაჩერებულია. იქნებ აგვიხსნათ, რას ემსახურება ეს ყველაფერი?" ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/346555798348601/
×
×
  • შექმენი...