Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.757
  • comments
    0
  • views
    320.303

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აშშ, ბრიტანეთი, ნიდერლანდები და დანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და დანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის ასობით რაკეტებს მიაწვდის. ამის შესახებ ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში უკრაინა “ახლო და საშუალო მანძილის ასობით რაკეტებსა და შესაბამის სისტემებს” მიიღებს. კიევისთვის რაკეტების გადაცემა უკვე დაიწყო და რამდენიმე კვირაში დასრულდება. თავდაცვის მინისტრები აღნიშნავენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები საჭიროა “უკრაინის

უკრაინა Leopard 2-ის დამატებით ტანკებს მიიღებს

უკრაინა Leopard 2-ის ტანკების დამატებით რაოდენობას მიიღებს. მიწოდებას Rheinmetall განახორციელებს და დანია და ნიდერლანდები დააფინანსებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყნები შეიძენენ საბრძოლო ტანკებს, რათა შეცვალონ განადგურებული ტექნიკა. კერძოდ, საუბარია უკრაინისთვის Leopard 2-ის 14 ტანკის მიწოდებაზე. მედიასთან საუბარში სხვადასხვა წყარო აცხადებს, რომ შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ქვეყნე

უკრაინა ესპანეთისგან საველე ჰოსპიტალსა და სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს

ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორს, საველე ჰოსპიტალს და Leopard 2A4 ტიპის 4 ტანკს გადასცემს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა. ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინისთვის განკუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორები პოლონეთში 19 ივნისს ჩავა. უწყების ცნობით, საველე ჰოსპიტალს გადაცემამდე უკრაინელი სამხედროები ესპანეთში შესაბამის მომზადებას გაივლიან. "უკრაინა იბრძვის სამართლიანი საქმისთვის და ამიტომ მათ აქვთ ჩვენი ყველანაირი

უკრაინის გენშტაბი ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში 4 მიმართულებით მტრის 30-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. „მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე - გასული დღის განმავლობაში 30-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში. უწყების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინაზე ირანული Shahed-ის ორი დრონის გამოყენებით მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელ

ლოიდ ოსტინი - რამდენიმე ქვეყანამ უკრაინის წინაშე თავისი ვალდებულებები გაააქტიურა

რამდენიმე ქვეყანამ უკრაინის წინაშე თავისი ვალდებულებები გაააქტიურა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში “რამშტაინის” ფორმატში მე-13 შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “რამდენიმე ქვეყანამ დღეს უკრაინის წინაშე თავისი ვალდებულებები გაააქტიურა. კანადამ უკრაინისთვის მხარდაჭერის პაკეტისთვის კიდევ 500 მილიონი დოლარის გამოყოფის ვალდებულება აიღო, რაც საჰაერო თავდაცვის 200-ზე მეტ კრიტიკულად მნიშვნელოვან რაკეტას მოიცავს, რომლებიც უკრაინის ცის დაცვაში შეიტა

კახაბერ ქემოკლიძე - 2024 დიდი ცვლილებების წელი უნდა იყოს... "ოცნება" უნდა გავწიოთ და არ დავუშვათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მობრუნება (ვიდეო)

პარტია "საქართველოსთვის პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე სტუმრად Formula • ფორმულა-ზე გადაცემაში "კომენტარი":  - ევროკავშირს დალოდების რესურსი აქვს, ჩვენ არა! -უკრაინისთვის “გაწევრიანების მოლაპარკებების” გახსნა ნიშნავს უკვე წევრი სახელმწიფოების მსგავსად 90%-იანი სარგებლის მიღება, მათ შორის დიდი ფინანსების სახით! -ამ “მატარებელზე” ვერ ასვლა 15-20 წლიან ჭაობში დარჩენაა… -2024 დიდი ცვლილებების წელი უნდა იყოს! -მიზანი: ოცნების გაწევა, გაწმენდა “მტვერისგან” და ენმ-ის მობრუნებ

გორის სკოლის კურსდამთავრებულს აშშ-ში სწავლა და გრანტი ოთხმა უნივერსიტეტმა შესთავაზა

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით,გორის მესამე სკოლის კურსდამთავრებული მიხეილ გაბრიელიძე სწავლას გააგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ ინფორმაციას მესამე სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. მიხეილ გაბრიელიძე ჩაირიცხა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა New York University Shanghai და Mississippi State University.   მან არჩევანი Mississippi State University -ზე შეაჩერა და აგვისტოდან აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე გააგრ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6118 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6118 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6118 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6153 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8317 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8261 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებუ

ხერსონის ოლქში სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა კახოვკის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად

ბოლო მონაცემებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების შემდეგ, კიევის მიერ კონტროლირებად დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სამხარეო-სამხედრო ადმინისტრაციაში განუცხადეს. დაკარგულად ითვლება 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი. ჯამში, ხერსონის რეგიონში უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დატბორილია სამ ათასზე მეტი სახლი. თავის მხრივ, რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის რეგიონის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ ტელ

ძლიერმა წვიმამ გურჯაანის ქუჩები დატბორა - წყალმა მანქანების ნაწილი წაიღო

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა. მდინარე ნავთისხევმა წყლის ნაკადი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და ქალაქის ცენტრალური გზა დატბორა.   საავტომობილო გზის ნაწილზე გადაადგილება შეუძლებელია - წყლის ნაკადი იმდენად ძლიერია, რომ მანქანების ნაწილი წაიღო. გურჯაანი წვიმის შედეგად დატბორილია გურჯაანის აგრარული ბაზარი, მერიის შენობის ნულოვანი სართულ

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროკავშირის კანდიდატობისკენ ისწრაფვის, შეუერთდნენ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას ამ საშინელი ომის დასასრულებლად

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროკავშირის კანდიდატობისკენ ისწრაფვის, შეუერთდნენ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას ამ საშინელი ომის დასასრულებლად,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი არავის არ სთხოვს „მხარის არჩევას", არამედ სთხოვს ყ

ევროკავშირის ელჩი - გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოთ - საქართველო არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც ამჟამად, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ისარგებლონ შესაძლებლობით

გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოთ. მათ, ვინც კარგად იცნობს ევროკავშირის გაფართოების ხანგრძლივ და შრომატევად პოლიტიკას, იცის, თუ რა მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ ქვეყნებისთვის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი გამხდარიყვნენ , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან" სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და საქართველოსთვ

გახარია - მივესალმები ევროპარლამენტის მოწოდებას მიმდინარე წელს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე რეზოლუციის მისაღებად

მივესალმები ევროპარლამენტის მოწოდებას მიმდინარე წელს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე რეზოლუციის მისაღებად, ამისშესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს. მისი განცხადებით, ეს არის დამსახურებული გადაწყვეტილება და ომის მიუხედავად, რეფორმების დღის წესრიგისადმი უკრაინის მთავრობის ერთგულების შედეგი.   "საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი, ამჯერად მაინც არ გაუშვას

ბათუმელი შშმ გოგოები ევროპის ჩემპიონები გახდნენ – მკლავჭიდი

მოლდოვაში, სადაც მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, ბათუმელმა პარასპორტსმენმა გოგოებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. დღის ბოლომდე კი, როგორც მკლავჭიდის ფედერაციაში გვეუბნებიან, კიდევ 5 ოქროს ელიან. მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია 19 წლის შშმ გოგონა მარი აბაშიძე, რომელიც სამი თვეა რაც ვარჯიშობს, პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველი ოქროც მოიპოვა. „ისეთი კარგი მონაცემები აქვს, რომ საქართველოს ჩემპიონატზეც კი არ გაგვიყვანია და პირდაპირ ევროპაზე გავიყვანეთ“, – ამბობს „ბათუმე

ნათია შელეგია - რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ ერთობლივად მხარი დაუჭირა ადგილობრივი დასუფთავების მოსაკრებლის ზრდას

სამწუხაროდ დღეს, რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ ერთობლივად მხარი დაუჭირა ადგილობრივი დასუფთავების მოსაკრებლის ზრდას, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი და ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნათია შელეგიამ განაცხადა.   როგორც ნათია შელეგია აღნიშნავს, რუსთავის მაცხოვრებლებს დასუფთავების მოსაკრებელი გაუორმაგდა. მოქალაქეებს, 40 თეთრის ნაცვლად 80 თეთრის გადახდა მოუწევთ.   "კერძო სექტორთან მიდგომა

რუსუდან თევზაძე - როგორ პირობებში უწევთ დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ცხოვრება (ვიდეო)

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.  როგორ პირობებში უწევთ მათ დღეს ცხოვრება? რუსუდან თევზაძე, პარტია „საქართველოსთვის" 354190239_655166223123251_8842076989052062411_n.mp4

გიორგი შარაშიძე - დღევანდელ სასამართლოზეა ნათქვამი - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს... მოსამართლემ გადაწყვეტილება ცარიელ ოთახში გამოაცხადა

დღევანდელ სასამართლოზეა ნათქვამი - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სოციალურ ქსელში წერს.   მისი განცხადებით, რუსული კანონის გაპროტესტებისა და ევროპის დროშის ფრიალის გამო დააკავეს კოკა კობალაძე და 2000 ლარით დააჯარიმეს.     'რუსული კანონის გაპროტესტებისა და ევროპის დროშის ფრიალის გამო უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდა პოეტისა და პოლოტიკოსის კოკა კობალაძის 2000 ლარით დაჯარიმების გადა

რენატა ბეგიაშვილზე ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი შეუცვალა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ შალვა იაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა შეუცვალა და 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შალვა იაშვილი 25 აპრილს მას შემდეგ დააკავეს, რაც რენატა ბეგიაშვილმა თავისი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მეუღლის მხრიდან ძალადობაზე დაწერა. შსს-ს გამოძიების ვერსიით, 22 აპრილს ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყ

ფოტო | პროტესტის მე-10 და შიმშილობის მე-4 დღე ჭიათურაში - ქალაქის ქუჩებში მსვლელობაა

პროტესტის მე-10 და შიმშილობის მე-4 დღე ჭიათურაში. 10 მაღაროელი საკვების მიღებაზე ისევ უარს აცხადებს. მათი თქმით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” დათმობებზე არ წავიდა. 3000-ზე მეტი მაღაროელი ჭიათურის ქუჩებში ყოველდღიურად მსვლელობას მართავს. ისინი ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ.    

ოლაფ შოლცი - რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს ზოგიერთი მეზობელი ტერიტორიის შთანთქმა

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ საჭიროა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხის განხილვა. შოლცის თქმით, ბერლინი ამაზე დიდი ხანია საუბრობს მოკავშირეებთან და ეს ასევე ეხება ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მზადყოფნას. შოლცმა კითხვის საპასუხოდ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ შეიძლება საუბარი იყოს ომის გაყინვაზე და რუსეთის მტაცებლური დარბევის ლეგიტიმაციაზე. „რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს ზოგიერთი მეზობელი ტერიტორიის შთანთქმა. მას აქვს ასეთი

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს აქვეყნებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-2

სალომე ზურაბიშვილი - მესმის, რომ საქართველო ოკუპირებულია და ვერ ახორციელებს კონფრონტაციის პოლიტიკას, მაგრამ უნდა იყოს ძალიან მტკიცე, სიმტკიცის ნაკლებობა უბიძგებს რუსეთს, შეამოწმოს რამდენად შორს შეუძლია წასვლა

ვფიქრობ, ბევრი ჭორი დადის. ვფიქრობ, რუსეთმა იგრძნო, რომ მანევრირების სივრცე არსებობს და ახლა სინჯავენ (ნიადაგს) - ეს ძალიან ტიპიური რუსული ტაქტიკაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ გამოცემასთან "უკრაინასკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები რუსეთთან გარკვეული კავშირების აღსადგენად და დადის ჭორები, რომ შესაძლოა, რუსეთთან სარკინიგზო კომუნიკაც

პარტია „საქართველოსთვის“ - მარტის აქციების დროს დაკავებული კოკა კობალაძე სასამართლომ ორი ათასი ლარით დააჯარიმა

მარტის აქციების დროს დაკავებული, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, კოკა კობალაძე სასამართლომ ორი ათასი ლარით დააჯარიმა. პარტიის ინფორმაციით, კობალაძე მხოლოდ პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში ცნეს სამართალდარმღვევად. „კოკა კობალაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. მოსამართლემ წვრილ ხულიგნობაში კობალაძე გააამართლა და მხოლოდ პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში სცნო სამართალდარმღვევად. სასამართლოს კობა

პაველ ჰერჩინსკი - დეოლიგარქიზაცია 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია - საქართველოში უნდა შეიქმნას გარემო იმისთვის, რომ მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის საშუალება

ველით, რომ საქართველო გადაწყვეტს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული ზეგავლენის საკითხს - უნდა შეიქმნას გარემო იმისთვის, რომ მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის საშუალება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩს შეკითხვა დაუსვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც „რადიკალური ოპოზიციის დეზი

სალომე ზურაბიშვილი უკრაინულ მედიას - ყოველთვის მზად ვიყავი უკრაინაში ჩამოსასვლელად და დღესაც მზად ვარ - თუ შეტყობინებას გადასცემთ, ხვალვე შემიძლია ჩამოვიდე

ყოველთვის მზად ვიყავი უკრაინაში ჩამოსასვლელად და დღესაც მზად ვარ. ასე რომ, თუ შეტყობინებას გადასცემთ, ხვალვე შემიძლია ჩამოვიდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ გამოცემასთან „უკრაინასკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ არ ჩასულა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მაშინ, როდესაც იქ ბევრი დასავლელი ლიდერი იმყოფებოდა სოლიდარობის გამოსახატავად. ამასთან, კითხვაზე, მისი აზრით, რატომ არ მიიწვია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკ
×
×
  • შექმენი...