საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ცესკო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურები დროულად განახორციელონ.
„საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ტარდება. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიების რეგისტრაციის პროცედურ
ოლიგარქი ჩრდილში იქნება თუ აქტიურ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა - ეს არ იქნება არსებითი წინაღობა სანქცირებისთვის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, ივანიშვილმა, შესაძლოა, გარკვეული უხერხულობები და დიპლომატიური დაძაბულობა შექმნას სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობის დაკავებით.
„საზოგადოებას შეიძლება პოლიტიკურმა სპექტრმა სიტყვა „ოლიგარქის" ძალიან მრავალფეროვანი განსაზღვრება მიაწოდა, ოლიგარ
2023 წელს გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 9,399-მა მოქალაქემ მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური ავრცელებს.
გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით პირველ ადგილზე სირია იმყოფება. 2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი 104,561-მა სირიელმა მოითხოვა. მოწინავე ხუთეულში შემდეგ ადგილებს თურქეთი (62,624), ავღანეთი (53,582), ერაყი (12,360) და ირანი (10,206) იკავებენ.
მეექვსე ადგილზე მყოფი საქართველოდან გერმანიაში თავშესაფარი პირ
ახლა რაც ხდება ეკლესიასთან მიმართებაში, სამწუხაროდ, ყველა მხარე ცდილობს ეს ყველაფერი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
ეკლესია საკუთარ თავს თავად დაიცავს, არ არის საჭირო პოლიტიკური აქტორების ჩართულობა ამ ყველაფერში.
თვითონ ფაქტი საკმაოდ ჰგავს პროვოკაციას.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GOKO9xgzNtoQQHgCAPdBhq-UikRzbmdjAAAF.mp4
სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინიც არის გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალი
"ივანიშვილი არის 2012 წლის იდეალებთან და საკუთარ თავთან დამარცხებული ადამიანი."
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
GBc_9Rgjx2d1St4AAMC6zxb5ITtZbmdjAAAF (1).mp4
“ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტმა განსაკუთრებით დაგვანახა იმის მნიშვნელობა, თუ რატომ უნდა იყოს ის პირდაპირი წესით არჩეული. იმიტომ, რომ მისი ფუნქციაა დიპლომატების დანიშვნა, ცესკო-სა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების წარდგენა, მოქალაქეობის მინიჭება, შეწყალების გამოყენება - ესენი ფუნდამენტური საკითხებია. ასევე, საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და საგარეო ურთიერთობებში მისი წარმომადგენელი. უმჯობესია, საქართველოს საგარეო ურთიერთობებში სახელმწიფოს ის მეთაური
“ივანიშვილმა, როგორც კი გამოჩნდა, თქვა, რომ „ოცნებას“ შეუზღუდავი ძალაუფლება აქვსო, ეს „ოცნება“ კი თვითონ არის. ახლა შეუზღუდავი ძალაუფლება მე თვითონ უნდა დავაბალანსოო, ჩვენ ვეუბნებით, რომ თუ ამის დაბალანსება გინდა, აღვადგინოთ ძველი წესი და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ქვეყანაში, პრეზიდენტის ინსტიტუტი, იყოს პირდაპირი წესით არჩეული.
კობახიძემ უკეთ იცის ვინ უნდა იყოს პრეზიდენტი, ვიდრე ორმა მილიონმა მოქალაქემ?”
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
"საინტერესოა ივანიშვილი რას იტყვის კორუფციისთვის სანქცირებულ ოთხ მოსამართლეზე, ჩინჩალაძის და მურუსიძის სასამართლოზე ან ღარიბაშვილის ჩარტერზე."
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
GICWmABAV1biaz0EABw8pQSk7kkRbmdjAAAF.mp4
მგონია, რომ ოპოზიციის ნაწილი ჯერ კიდევ საცივში ბანაობს. საცივიდან თავს რომ ამოყოფენ, ნაბახუსევები რომ გამოფხიზლდებიან და პოლიტიკურ წელს დაუბრუნდებიან, ძალიან კარგად დაინახავენ საქართველოს პრეზიდენტის მნიშვნელობას - თუ უკეთესი ინიციატივის თავი აქვს რომან გოცირიძეს ან სხვა ადამიანს, გამოვიდეს და ბრძანოს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე მისი პ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს, როგორ დაიცვან თავი რესპირაციული ვირუსებისგან და რა შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს.
როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვირუსის პროფილაქტიკისთვის სასურველია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, პირადი ჰიგიენის დაცვა, დახურული სივრცეების ხშირი განიავება, სამედიცინო დაწესებულებებსა და თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება.
ამასთან, სპეციალისტის განმარტებით, თუ
ექიმის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ქმრის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, კლინიკაში შეყვანისას, სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა.
მისივე თქმით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას, საოპერაციო ბლოკში შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მთელ სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა. გამოხატული იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი და ს
"გახარიას გუნდი პარტია „საქართველოსთვის“ გამოვხატავთ მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ სამუშაო პროცესში, რომელსაც საქართველოს მთავრობა წარმართავს ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესასრულებლად. პრემიერს კი მივმართავ, რომ სამუშაო პროცესი წარმართოს ინკლუზიურად."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GO6G5RiUQ3Hp_JQCAGBg4nlhZjRabmdjAAAF.mp4
"პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებულმა ჩვენმა ინიციატივამ გამოკვეთა ოპოზიციაში კოლექტიური ნაცები და კოლექტიური ქოცები."
"ოპოზიციას მოვუწოდებ გამოფხიზლდეს..."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GGq00BgnQMrPJy0BAGurG_ir6IofbmdjAAAF.mp4
"ივანიშვილი არის 2012 წლის იდეალებთან და საკუთარ თავთან დამარცხებული ადამიანი."
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
GBc_9Rgjx2d1St4AAMC6zxb5ITtZbmdjAAAF.mp4
ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილს, თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება-გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა.
როგორც მან განმარტა, თუ დეკემბრის დასაწყისში კლინიკაში, 25-30 ბავშვი მკურნალობდა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციების დიაგნოზით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა აუცილებლად მიიღებს ფულს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის.
„ეს მოხდება 100%-ით, საკითხავია რა მოცულობით. რადგან არსებობს სამი ელემენტი: თავად გაყინული აქტივები, შემოსავალი მათგან და გადასახადები ამ შემოსავლებზე. გაყინული აქტივები საკმარისია ჩვენი აღდგენის საჭიროებების 80%-ზე მეტის დასაფარად. ჩვენ შევძლებთ სკოლების, საავადმყოფოების, ინფრასტრუქტურის აღდგენას იმ ქვეყნის ხარჯზე, რომელმ
საქართველოს სამთავრობო უწყებებმა გასულ წელს Meta-ს პლატფორმებიდან მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის რაოდენობა გაზარდეს.
Meta-ს ანგარიშის თანახმად, 2023 წლის პირველ ნახევარში მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გამოთხოვნის მიზნით საქართველომ 47 განაცხადი გააკეთა.
განაცხადები ჯამში 149 ანგარიშს შეეხებოდა.
Meta-ს განცხადებით, კომპანიამ საქართველოდან შემოსული განაცხადების 94% დააკმაყოფილა და ხელისუფლებას მოთხოვნილი ინფორმაცია გადასცა.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდში —
საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გამოცემული ბრძანებები საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტთა და ვიზიტორთა “ქცევის წესების” შესახებ.
კონკრეტულად, 2023 წლის თებერვლის ბრძანება, რომელიც აკრედიტებულ ჟურალისტებს პარლამეტში ქცევის წესებს უსაზღვრავს. მათ შორისაა ვალდებულება, რომ თუ პარლამენტის წევრი ინტერვიუს ჩაწერაზე უარს იტყვის, ჟურნალისტმა უნდა შეწყვიტოს მასთან კომუნიკაცია. ასევე, ჟურნალისტს ეკრძალება
7 იანვარს ლოს ანჯელესში გაიმართა ოქროს გლობუსის რიგით 81-ე დაჯილდოების ცერემონია. წლევანდელი დაჯილდოების მთავარი პრიზიორი გახდა კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი”, რომელსაც გადაეცა 5 ოქროს გლობუსი შემდეგ კატეგორიებში: „საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა”, საუკეთესოდ შესრულებული კაცის როლი მხატვრულ ფილმში – დრამა (კილიან მერფი), კაცის მიერ საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლი მხატვრულ ფილმში (რობერ დაუნი უმცროსი), საუკეთესო რეჟისორი (კრისტოფერ ნოლანი) და საუკეთესო ორიგინალური კინომუსიკა.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც ფინანსური მოგების მიზნით, მედიკამენტების ფასს შეთანხმებულად ზრდიდნენ და კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა, მიღებული გადაწყვეტილება შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
„[ფარმაცევტულ კომპანიებს] შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოში და ამტკიცონ საკუთარი სიმართლე. ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა. ვხედავთ კომპანიებს შორის შეთანხმებულ ქმ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში კი თოვლი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდეს.
„9 - 11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, (10-11 იანვარს შესაძლებელია თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც აღინიშნოს), ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებ
77 ადამიანის მკვლელობისთვის პატიმრობაში მყოფი ანდერს ბრეივიკი ციხეში იზოლირებულად, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ყოფნის შეწყვეტის მოთხოვნით დღეს სასამართლოს მიმართავს.
ბრეივიკი აცხადებს, რომ იზოლირებულად ყოფნა მის უფლებებს არღვევს.
სარჩელში, რომელსაც ოსლოს რაიონულ სასამართლოში დღეს შეიტანენ, ადვოკატი, ოისტეინ სტორვიკი წერს, რომ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იზოლირებულად ყოფნამ დამანგრეველი გავლენა მოახდინა ბრეივიკზე. "ის ახლა თვითმკვლელობისკენაა მიდრეკილი", - აცხადებს ადვოკატი.
იტალიის ქალაქ პიზაში საქართველოს 32 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც 25 წლის ტუნისელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, - ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მკვლელობის საქმეზე ძებნილია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
მკვლელობა გასული კვირის პარასკევს მოხდა, მისი მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.
იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს უახლოეს დღეებში დაკითხავენ.
იპნ
მიწისქვეშა გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება 12 000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა.
კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, ავარია ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩა 3-ის მიმდებარედ მოხდა და 7 იანვრის 23:45 სთ-დან გაზის მიწოდება ავარიულად 12 000-მდე აბონენტს შეუწყდა.
კომპანიის განცხადებით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 8 იანვარის 10:00საათიდან და დასრულდება 22:00 სთ-მდე. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
„თბილისი ენერჯის“ აბონენტებს მოუწ