Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.247
  • comments
    0
  • views
    699.340

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსეთში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე რუსეთის ქალაქებში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მედიის ცნონით, პოლიციამ სანქტ-პეტერბურგში, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლთან მისული ადამიანები დაარბია და დააკავა. როგორც Zaks.ru წერს დაკავებულს შორის ორი ჟურნალისტი – Novaya Gazeta-ს ფოტოგრაფი ალექსეი დუშუტინი და RusNews-ის ჟურნალისტი ელინა კოზიჩიც არან. მოგვიანებით, პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატმა ბორის ვიშნევსკიმ განაცხადა, რომ პოლიცია

როგორ შეიძლება დაიკარგოს ემიგრანტების ხმა 2024-ის არჩევნებზე

Რამდენიმე თვეა, ქართველი ემიგრანტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ და საგარეო საქმეთა სამინისტროში აგზავნიან, უწყება კი მათ მიმართვებს არ პასუხობს. თუმცა გასულ კვირას, პარლამენტში ირაკლი კობახიძის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას, ახალმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გამარტივების მოთხოვნას სპეკულაცია უწოდეს. რატომ არის მნ

ჯო ბაიდენი - პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე - ნავალნის ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა - სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა

ნავალნის ბევრი რამ ჰქონდა, რაც პუტინს არ გააჩნდა - სიმამაცე, პრინციპულობა, ისეთი რუსეთის აშენებისადმი ერთგულება, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა. „პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე, პუტინი პასუხისმგებელია იმისთვის, თუ რა დაემართა ნავალნის, და ეს პუტინის სისასტიკის კიდევ უფრო დიდი დასტურია. არავინ უნდა მოტყუვდეს, არც რუსეთში, არც აქ, არც სადმე

სუს-ი - საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინება განახორციელა, დაკავებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინება განახორციელა. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით გატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს ე

ჯოზეფ ბორელი - ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია

ნავალნიმ სიცოცხლე რუსეთის ღირსების გადარჩენას დაუთმო, მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ პუტინია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „შოკირებული ვარ მედიის ცნობებით ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალიან მამაცი ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე დაუთმო რუსეთის ღირსების გადარჩენას, დემოკრატებისთვისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმედის მიცემას. მაშინ, როდესაც შემდგომ ინფორმაციას ველით, მოდით ნათელი ვიყო

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ნავალნის გარდაცვალება საზარელი შეხსენებაა იმისა, თუ რას წარმოადგენენ პუტინი და მისი რეჟიმი

ნავალნის გარდაცვალება საზარელი შეხსენებაა იმისა, თუ რას წარმოადგენენ პუტინი და მისი რეჟიმი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „ღრმად შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებით. პუტინს საკუთარი ხალხის მხრიდან უთანხმოებაზე მეტად არაფრის ეშინია. საზარელი შეხსენება იმისა, თუ რას წარმოადგენენ პუტინი და მისი რეჟიმი. გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში, რათა დავიცვათ იმათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც ბედავენ ა

პიტერ სიიარტო - ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უწყების ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა უნგრეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალი

გიორგი შარაშიძე - ყველა ავტორიტეტული კვლევით პარტია “საქართველოსთვის” რეიტინგი არის მზარდი. ჩვენი ფაქტორი იქნება გადამწყვეტი, რომ ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ, ამ ორმა რადიკალურმა ძალამ, ჯამში 50% ვერ მიიღონ

"ყველა ავტორიტეტული კვლევით პარტია “საქართველოსთვის” რეიტინგი არის მზარდი. ჩვენი ფაქტორი იქნება გადამწყვეტი, რომ ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ, ამ ორმა რადიკალურმა ძალამ, ჯამში 50% ვერ მიიღონ.”    გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/278187671794247/

ზელენსკი: ცხადია, ნავალნი მოკლა პუტინმა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელესკი ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პუტინმა მოკლა. ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტი პირდაპირ დაადანაშაულა ნავალნის სიკვდილში და თქვა, რომ პუტინმა ამაზე პასუხი უნდა აგოს. ალექსეი ნავალნი დღეს ციხეში დაიღუპა. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგა გონება”. ის 47 წლის იყო. პუბლიკა

„ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლთათვის“ - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაღუპვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი დაიღუპა. ის 47 წლის იყო. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგა გონება”. პუბლიკა

ალექსეი ნავალნი კოლონიაში გარდაიცვალა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის კოლონიაში გარდაიცვალა, - ინფორმაციას „მედუზა“ ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივ დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. 14 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნი პატიმრობის პერიოდში ოცდამეშვიდედ გაგზავნეს სადამსჯელო იზოლატორში. ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო. იპნ

აკა მორჩილაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად არის წარდგენილი

ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენილია ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) 1ტვ

„მოლაპარაკე მაისურები“ - თბილისის N54 საჯარო სკოლის მე-5 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა

სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო, გამორჩეული, კრეატიული და მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობა ეწყობა. აღასანიშნავია, რომ სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასწავლო ღონისძიებებში მონდომებით ერთვებიან.  ამჯერად, პედაგოგ მანანა გოცაძის ხელმძღვანელობითა და მე-5 კლასის მოსწავლეთა ჩართულობით, პროექტი - "მოლაპარაკე მაისურები" განხორციელდა. მეხუთეკლასელებმა ბევრი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთ

ანგარიში - რაჭაში, სტიქიის გავრცელების არეალში დაუშვებელია ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება - კურორტ შოვში უნდა მოეწყოს გამაფრთხილებელი ნიშნები

მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შეფასების ანგარიშშია ნათქვამი. „მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება, მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პ

გარემოს ეროვნული სააგენტო - საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება, რაც ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება - პანიკის საფუძველი არ არის

საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება ფიქსირდება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება, მეტეოროლოგიური მოვლენაა და პანიკის მიზეზს არ იძლევა. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინ

ანა ბუჩუკური - გახარიას გუნდისგან განსხვავებით, ღარიბაშვილს განკარგულებების გამოქვეყნება არ მოუთხოვია (ვიდეო)

"გახარიას გუნდისგან განსხვავებით, ღარიბაშვილს განკარგულებების გამოქვეყნება არ მოუთხოვია." ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/742243524294498/

ჰერჩინსკი 9 ნაბიჯზე: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, გამონახოს გზები NGO-ების ჩართულობისთვის

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ EU-ის წევრობისთვის საჭირო 9 ნაბიჯის შესასრულებლად ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორთან ერთად უნდა იმუშაოს. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფებში უნდა მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმიდან გასული არასამთავრობო ორგანიზაციებიც. 2024 წლის 29 იანვარს პარლამენტში, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში არ მიიწვეს საქართველოში მომუშავე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები: „საერთა

ბელგოროდში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს - ვრცელდება ცნობები დაღუპულთა შესახებ

ბელგოროდში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს – ვრცელდება ცნობები დაღუპულთა შესახებ. როგორც გამოცემა Meduza სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს, პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 7-ს აჭარბებს. რუსული მხარე მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს, თუმცა უკრაინის ოფიციალურ პირებს ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუვრცელებიათ. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღის განმავლობაში წერდა, ბელგოროდის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ნასროლი 14 რაკეტა გ

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას, სავარაუდოდ, კვლავ წარადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, დიდი ალბათობით, ის ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას კვლავ წარადგენს. როგორც კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, რადგან ელოდება, თუ რა სახეს მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება. „საკანონმდებლო მოწესრიგება როგორიც არ უნდა იყოს, მისი შეფასება პოლიტიკოსების და სხვადასხვა ჩართული მხ

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 16-18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფ

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, 16 თებერვალს, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, 16 თებერვალს, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება. სამუშაო შეხვედრას დაესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრა პარლამენტში 11:00 საათზეა ჩანიშნული. 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი ასეთი შეხვ

სააპელაციომ გააუქმა განჩინება, რომლითაც შსს-ს ჩემს პოსტზე სხვა პირის დანიშვნა ეკრძალებოდა - რაზმაძე

შსს-ს ყფილი თანამშრომელი გოგა რაზმაძე წერს, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც შსს-ს ეკრძალებოდა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის უვადოდ დანიშვნა. „სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, უახლოვეს პერიოდში გამოჩნდება, აღნიშნულს რა ,,მსუსხავი” ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. მე რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ჩემი უფლებების დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით“, – წერს ის. საქალაქო

„სახლებში არ გვიშვებენ" — ობსერვატორიის თანამშრომლების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს

აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშომლების და მათი ოჯახის წევრების თქმით, მათ და/ან მათი ოჯახის წევრებს საკუთარ სახლებში არ უშვებენ, მიზეზად კი „მასშტაბურ მშენებლობას” ასახელებენ. თუმცა, აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე „არავითარი მასშტაბური მშენებლობა არ მიმდინარეობს”. როგორც ყვებიან, ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აბასთუმანში,  ე.წ. მთა ყანობილის ტერიტორიაზე. აქ რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი და კერძო ბინაა, სადაც ობსერვატორიაში მომუშავე ადამიანების ოჯახის წევრები პერიოდულად ცხოვ

მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა

მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუკზე დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ დაწერა. “ქართული კინოს მშვენება, ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გამოსვენება კვირას, წინამძღვრიშვილის 112”, — წერს ხერხეულიძე. ხათუნა კოტრიკაძე ფართო საზოგადოებამ გაიცნო ეკა ბერიძის როლით ფილმიდან “მხიარული რომანი”. ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში — “მოიტაცეს თამარ ქალი” და “მეთხუთმეტე გაზაფხული”. ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...