სუს-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
უწყების განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას.
პუბლიკა
მე პრემიერობა არ მინდა, მე მინდა, საქართველოს ნორმალურ, დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დაბრუნების პროცესში, ჩემი წვლილი შევიტანო - ამის შესახებ "ტვ პირველის" "დღის ამბებში" საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, უნდა რომ ქვეყანაში "ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს".
"მე არასდროს მითქვამს, რომ ანგელოზი ვარ, ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია, თუმცა ბევრი საჭირო საქმე გამიკეთებია" - ამის შესახებ ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" "დღის ამბებში" სტუმრობისას განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვას, იყო თუ არა ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს "ქართული ოცნების" მიერ საგარეო ვექტორის ცვლილების შემაკავებელი.
გიორგი გახარიას თქმით, მისი გადადგომის შემდეგ დემოკრატიული უკუსვლა, საქართველოს საგარეო კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და კორუფცია ეტაპობრივად გა
ივანიშვილი თავისი შეცდომების ტყვეობაშია - ამის შესახებ გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" "დღის ამბებში" განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში მოცემულობა ისეთია, რომ "ივანიშვილი ქვეყნის მომავლის კონკურენტია" და მისი "პატარა ბიჭები" არაფერს წყვეტენ.
საგარეო ვექტორის ცვლილებაზე საუბრისას გიორგი გახარია ამბობს, რომ ხელისუფლება თავადაც მიხვდა, რომ "ყველა წითელი ხაზი დადაკვეთა". მისივე განცხადებით, ამ კომფიგურაციით, მმართველ ძალას არ შეუძლია რამე შეცვალოს.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" წარმო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტმატჩების სერიის მეორე მატჩი სენდაიში იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 25:23 დაამარცხა.
იაპონელმა მორაგბეებმა თამაში სწრაფ ტემპში დაიწყეს, პირველი შეტევა გარდასახული ლელოთი დაასრულეს და 7:0 დაწინაურდნენ.
მიღებული ლელოს შემდეგ „ბორჯღალოსნებმა“ მოახერხეს თამაშის გათანაბრება და შეტევების განხორცილება სცადეს, რომლის დროსაც იაპონელები ორჯერ დაჯარიმდნენ, ლუკა მატკავამ ორივე ჯარიმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა მინიმ
„ბათუმელების“ ცნობით, შეკვეთილში, სასტუმრო „მირაჟში“, ორგანიზაცია „რუსული კლუბის“ მიერ ორგანიზებული სემინარი ტარდება, რომელსაც ქართული საჯარო სკოლების მასწავლებლები ესწრებიან.
სწავლებას, სავარაუდოდ, სანქცირებული Россотрудничество [უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტო] აფინანსებს – მათ ამ სემინარის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.
Россотрудничество-ის თავმჯდომარე ევგენი პრიმაკოვია. ორგანიზაციის ინფორმა
"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავი ლამინ იამალი დღეს, 13 ივლისს, 17 წლის გახდა, მაგრამ "ფურია როხას" შემადგენლობაში მას შესაძლოა საერთოდ არ ეთამაშა და ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა.
ფეხბურთელი ესპანეთში დაიბადა, მაგრამ მამამისი მაროკოელია, დედა კი ეკვატორული გვინეიდან. მაროკოელები იამალის ხელში ჩასაგდებად და მათ ნაკრებში სათამაშოდ დასათანხმებლად ყველაფერს აკეთებდნენ, თუმცა ლამინმა ბოლოს ესპანეთი აირჩია.
მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ვარსკვლავი მშობლების სამშობლოს ა
მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების და იტალიური ნაპოლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ადიდასის სახეა.
სოციალურ ქსელში, გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ უმზადებს კომპანია ფეხბურთელებს სპეციალურ ბუცებს - მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელიაც.
იხილეთ ვიდეო: https://sportline.ge/index.php/?newsid=15010&fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR0imGmQE-kGEuvr6M9-yjzl6EbryY1KY03arFIoXp8Wsm1-sJn7CiZSEBg_aem_dsxaMX-G1kyn1JquiZLv3A
/
„დღეს ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ და ადამიანები იმაზე მეტ კვალს ვტოვებთ მასში, ვიდრე წარმოგვიდგენია. მაგალითად, პირად ნომერს დავამახსოვრებინებთ თუ არა, ამით საფრთხეებს ვერ ავირიდებთ“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ინტერნეტ-თაღლითობის პრევენციის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ ისაუბრა.
„უსაფრთხოებისთვის შეგვიძლია რამდენიმე საშუალება გამოვიყენოთ:
ბარათზე, რომელსაც ვიყენებთ ელექტრონული გადარიცხვების დროს ან
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოადგილემ, უზრა ზეიამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ორი დღის განმავლობაში ის შეხვდა დეპუტატებს, პრემიერ-მინისტრს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ზეია იმყოფებოდა წეროვანში, სადაც შეხვდა დევნილ ქალებს და მოისმინა მათი ისტორიები.
ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ უზრა ზეიამ ვიზიტი მედიასთან შეაჯამა. მან თქვა, რომ აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის სტუმარ
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
ეზრა ზეიამ აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გულწრფელი საუბარი ჰქონდა.
„აშშ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულია იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები, მათ შორის ე.წ. „უცხოური
კომისიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტს განცხადებით მიმართა და რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს გაუწია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისს დანიშნავს.
„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით, 2024 წლის 11 ივლისს საქართველოს პრეზიდენტ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 45 წლის ქალი ცოფით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. ამავე თვეში ლეკვი მოკვდა.
„ქალს ანტირაბიული დახმარებისთვის არ მიუმართავს. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება დაიწყო 6 ივლისს, ამ დაავადებისთვის ტიპური კლინიკური ნიშნებით. შემთხვევა კი 2024 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა, რომელიც იმავე დღეს და
„ლელოს“ ჩვენ განვიხილავთ როგორც ადამიანებს, რომლებთანაც თანამშრომლობა შესაძლებელია, ოღონდ არჩევნების შემდეგ, იმიტომ, რომ „ლელო“ ჩვენ გვჭირდება პოსტარჩევნების ვითარებაში , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკურ სივრცე“ განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტი, რომ „ლელოსა“ და „ახალს“ შორის შეთანხმება ვერ შედგა, მიუთითებს იმაზე, რომ „ლელო“ არსებულ რისკებს აცნობიერებს.
„მე მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოების დაკვეთაა,
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი, ამნისტიის კანონსა და პარტიების გაერთიანებებზე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/493235163080062
ქართული საზოგადოების დაკვეთა ამ არჩევნებისთვის არის ის, რომ გამოიკვეთოს ძალა, რომელიც თანაბრად იქნება დისტანცირებული, როგორც "ნაციონალური მოძრაობისგან", ასევე "ქართული ოცნებისგან".
კახაბერ ქემოკლიძე სტუმრად გადაცემაში “360 გრადუსი”.
ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი არის გაყინული, ეს მანამდე არასოდეს მომხდარა.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1023968675742582/
"ჩემი მხარდაჭერა "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულ თანამშრომლებს!
ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის აუცილებელია ღირსეული შრომის პირობებისა და შრომის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი.
თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 58335 ათასი ლარი შეადგინა.
თბილისის საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის ბიუჯეტის ცვლილებას მხარი დაუჭირეს. საკითხი სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, გაზრდილი ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
"48 მილიონი ლარით გაიზარდა თბილისის ბიუჯეტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ კიდევ უფრო
რუსეთში, მოსკოვის ოლქში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
რუსული სამთავრობო მედია წერს, რომ ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ: სულ 3 ადამიანი – 2 პილოტი და 1 შტურმანი.
არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა.
რუსული წარმოების თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტი 100 NEW-95″ ტყის ტერიტორიაზე ცამოვარდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, თვითმფრინავი შეკეთების შემდეგ ქარხნიდან ვნუკოვოს აეროპორტისკენ მიფრინავდა.
ჩამოვარდნილი ლაინერი ავიაკომპანია „გა
8-9 ივლისს ქალთა ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ და ახალგაზრდული ორგანიზაციის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს წყალტუბოში გამართულ საინფორმაციო ვორქშოფში, რომელიც ჩატარდა UNDP Georgia-ს მხარდაჭერით.
ორი დღის განმავლობაში ორგანიზაციის წევრები განიხილავდნენ გენდერული ნიშნით გამოწვეულ პრობლემებს საქართველოში,
მუშაობდნენ ინდენტიფიცირებული ხარვეზების აღმოფხვრის გზების მოძიებასა და ეფექტური სტრატეგიების გამოვლენაზე.
ინფორმაციას პარტია "გახარია საქართველოსთ
მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, თავისი კომპასი გამოასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“2008 წლიდან პირველად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების განზრახვა არ იქნა ჩაწერილი. ეს ემთხვევა ქვეყნის მმართველი პარტიის დაპირებას, დაამარცხონ “ლიბერალური ფაშიზმი”. მოვუწოდებ საქართველოს ხელმძღვანელობას, თავისი კომპასი გაასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპულ გზასაც გაუშვებთ ხელიდან ”