საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებული იქნა, - ასე ეხმაურება ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას.
„საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებული იქნა. 2008 წელს ბუქარესტის შემდეგ გაწეული მთელი მძიმე შრომა „რუსული კანონის“ წყალობით წყალში ჩაიყარა. იმის ნათელი, ტრაგიკული და უდავო მტკიცებულებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროატლანტიკური გზა შეაფერხა“, - წე
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია. შესაბამისად, პარლამენტს სწორედ მისი კანდიდატურა წარედგინება.
შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ გუშინ, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი - ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა.
გიორგი გაბიტაშვილმა კენჭისყრაში 11 ხმა მიიღო, რაც საპროკურორი
ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს , - ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს.
საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ გულწრფელობას ქართულ პოლიტიკაში და ეს ეხება ყველას, ოპოზიციიდან დაწყებული, მთავრობით დამთავრებული.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1005738790689494
გუშინდელი განცხადების სახით ვნახეთ მტკიცებულება, რომ რუსეთი გარდაუვლად ჩაერევა ოქტომბრის არჩევნებში და “ოცნებას” დაეხმარება არჩევნების გაყალბების პროცესში.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1001546498087787
დღეს გვყავს სუსი, რომელიც რუსული ტიპის გავლენებს კი არ ებრძვის არჩევნებზე, არამედ ეხმარება და კოორდინირებულად მოქმედებენ.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/986051393316425/
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, აზრა ზეია თბილისსა და ერევანში ჩამოვა.
საქართველოსა და სომხეთში ის შეხვედრებს გამართავს და ისაუბრებს დემოკრატიული მმართველობის, ანტიკორუფციის, პრესის თავისუფლების, მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფების ჩართულობის შესახებ.
საქართველოში აზრა ზეია შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა, რობინ ვაგნერმა თბილისში, ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა.
„მე მწვანეთა პარტიიდან გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ვარ, მაგრამ აქ ვარ, როგორც სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი, ასე რომ, გერმანიის მთა
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა და 3 კანდიდატი შეარჩია.
კენჭისყრის შედეგები შემდეგია:
ვიქტორ ახალბედაშვილი – 9 ხმა
დავით ბარბაქაძე – 1 ხმა
ლალი ბუნტური – 0 ხმა
დარეჯან ბუცხრიკიძე – 10 ხმა
გიორგი გაბიტაშვილი – 11 ხმა
ალექსანდრე კობაიძე – 0 ხმა
ანდრონიკ სარიბეკოვი – 1 ხმა
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 2024 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარული
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც, შეტყობინების გამგზავნი პირები, მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღება
პრეზიდენტის ნაწილში, ის, რომ მასთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის საარჩევნოდ - მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და გიორგი გახარიას შორის გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
დაუშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით უნდა შექმნას თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა რაიმე ერთობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მარ
12 ივლისს, 15:00-დან 18:00 საათამდე, ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (SPG-23-1618) ბოტანიკის ინსტიტუტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართავს საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღეს.
ღონისძიებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფები გამართავენ საინტერესო ღონისძიებ
რუსეთის დაზვერვის განცხადება ოქტომბრის არჩევნებში ჩარევის და არჩევნების გაყალბებაში "ოცნების" დახმარების პირდაპირი მცდელობაა, რასაც აუცილებლად ექნება გაგრძელება, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე თქმით, განცხადების თანხვედრა „ოცნების“ ბოლოდროინდელ განცხადებებთან, ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მოსკოვთან აქვს კოორდინირებული.
"გაყალბების და ამომრჩეველზე ზ
ხუთი ქვეყნის - აშშ-ის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და რუმინეთის - ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიაწვდიან.
„დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკრაინას ერთობლივად მივაწვდით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს, მათ შორის, აშშ-ის, გერმანიისა და რუმინეთის მიერ შემოწირულ Patriot-ის დამატებით ბატარეებს; Patriot-ის კომპონენტებს, რომელიც შემოწირულია ნიდერლანდების და სხვა პარტნიორების მიერ, რათა უზრუნველყონ Patriot-ის დამატებითი ბატარეის ფუნქ
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო ქვეყნის EU-შო გაწევრების პროცესი შეჩერდა. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ამასთან, ელჩის თქმით, გერმანიამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებები ამ ეტაპზე არ აიღოს.
ორბელიანების სასახლეში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლების მიღება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ სფეროში უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.
,,მოხარული ვარ, რომ აქ, ამ ფორმატში შეხვედრის შესაძლებლობა გვაქვს. თქვენი დარგი, თქვენი წა
ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მათაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ამაზე უფრო კომპეტენტურად კომენტარის გაკეთება მათ შეუძლიათ. თუმცა ვიცი, რომ მათ ნათლად თქვეს, ისევე როგორც ჩვენ ნათლად ვთქვით, როდესაც საქმე საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ეხება, რომ საქართველოს დემოკრატიუ
პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ უმეტესწილად ელექტორატს ართმევენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვას არავის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ახალი, ჯადოსნური მესამე ცენტრი იქმნება“, ეს სიმართლე არ არის.
„რატომ ვერ შედგა დიდი გაერთიანება? უპრიანი იქნება, რომ ამაზე თვითონ განაცხადონ. გულწრფელად განაცხად
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.გ. გაუპატიურების ბრალდებით დააკავა.
დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან, ძალადობის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჯ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „2014 წელს ევროკავშირი ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის მონაწილეობის მსურველებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 150 ჯარისკაცის გაგზავნით, ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა”.
ამით პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც EU-მ საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, 8 ივლისს კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დანგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
„კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია. დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინააღმდეგ მიმართული აგრესია და თავდასხმები. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს", - წერს ილია დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევზე, სარაკეტ
ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„85 წლის ასაკში ქართული თეატრისა და კინოს გამორჩენილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა.
მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და თეატრალურ საზოგადოებას“, - ნათქ